შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
მართალი ხარ მამუკა, მე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს ვიდრე ჩემებს საქართველოში. რა ხდება ვერ გავიგე.
პიკა,მეც თავბრუ მაქვს დახვეული, ათას სხვადასხვა ინფორმაციას ვუსმენ და ერთნაირი არცერთი არ არის, რას და ვის დავუჯერო აღარ ვიცი, გამისკდა გული. ღმერთო, შენ გადაარჩინე საქართველო!!!
ღამის განმავლობაში კიდევ სამი რუსული თვითმფრინავია განადგურებული
წუხელ ქართულმა არტილერიამ ცხინვალს მორიგი დარტყმა მიაყენა. ცხინვალი პრაქტიკულად დაცლილია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტი იუწყება, ღამის განმავლობაში ჩამოგდებულია კიდევ სამი რუსული თვითმფრინავი. სულ ქართულმა შენაერთებმა ექვსი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს. ქართული საჯარისო ფორმირებები არათუ ინარჩუნებენ გასულ დღეებში დაკავებულ პოზიციებს, არამედ ცდილობენ, დაიკავონ სხვა პოზიციებიც. ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება ერაყიდან 2000 ქართველი ჯარისკაცის სასწრაფოდ გამოყვანის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი შემუშავებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
რუსთავი 2 ის პოლიტიკა გაუგებარია... ალბათ ერიდებიან პანიკას მაგრამ ასე ხომ უფრო უარესია.... შეიძლება მულტFილმები და ტელესერიალები გადიოდეს როცა საქართველოს ბედი წყდება?... ჩემებს დავურეკე და მე მოვუყევი რაც ხდება ინფორმაციის ვაკუუმი შეიქმნა საქართველოში...
ნუ ნერვიულობთ ქართველები ცხინვალს აკონტროლებენ გუშინ დილის 4 საათზე კიდევ ველაპარაკე ჩემ მეგობარს რომელიც პირველ ხაზზეა, როცა დავრეკე იმ მომენტში ეძინა კიდეც მითხრა ნელ ნელა წინ მივიწევთო, რაც შეეხება ავლაბრის ევაკუაცია ტყუილია 1 კაციც კი არ გასულა არც მეტრო არ იყო ღია როგორც გამოაცხადეს, საინფორმაციო ომი უფროა ახლა ვიდრე საომარი. ყველაფერი ღვთის წყალობით კარგად იქნება იმედი გვაქვს ყველას
გუშინ ასევე გამოაცხადეს გზები გადაკეტილიაო,და აქაც დავწერე, მაგარმ დღეს ჩემი ნათესავები წავიდნენ დასავლეთში, ალბათ ცოტა ხანში შევძლებ მობილურზე დაკავშირებას და მეტყვიან თუ რა სიტუაციაა გზებზე. გაგაგებინებთ
9 აგვისტო, 2008 სასწრაფოდ!! ფოთისა და სენაკის დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები რუსული სამხედრო ავიაციის მიერ ფოთის პორტისა და სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყება. ფოთის რაიონში სამი ბომბი იქნა ჩამოგდებული. ერთ-ერთი პორტის რაიონში ჩამოვარდა, მეორე ფოთის ტერმინალში, ხოლო მესამე - სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილში. ფოთის მერმა ვანო საღინაძემ აღნიშნა, რომ ფოთში მობილიზაცია გამოცხადდა, დაჭრილები საავადმყოფოში გადაყავთ.
სენაკში შაბათს ღამით დაიბომბა სამხედრო ნაწილი, სადაც განლაგებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-2 სახმელეთო ბრიგადა. ბომბების აფეთქების შედეგად დაზიანდა ყაზარმები, სამხედრო ინფრასტრუქტურა. სამხედრო მოსამსახურეებმა დატოვეს ბაზა. კიდევ ერთი ბომბი სენაკის სარკინიგზო სადგურს დაეცა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა.
ხალხო გამარჯობათ.გისურვებთ მშვიდბას.გადვირიეეეეეეეეეეეეეეეეეე-რამ გადარია რუსთავი2,ტელესერიალების დროა ახლააააააააააა?საქრთველოში არ ამბობენ,მაგრამ გერმანიის ყველა საინფორმაზიო გადმოსცეს,რომ 1500მდე მკვდარია.ისე გერმანია აზხადებს რომ სამხრეთ ოსეთი-საქართველოს განუყოფელი ნაწილია.მარა რად გინდა ყბედობენ მარტო...არა მაინც გუშინ დაიწყეს ,როცა მთელი მსოფლიო ჩინეთისკენაა გადართულიი...თუ ვინმეს ახალი ინფორმაციაა აქვს -დაცერეთ რაააააააააააა გასკდა გულიიიიიიიიიიიიიიიიიიი
საქართველოს გზებზე სიწყნარეა, ყოველშემთხვევაში თბილისიდან ქუთაისამდე ასე მითხრეს, მაგრამ ზუგდიდიდან ვერ გამოდის მოსახლეობაო გზები აფეთქებულია. თამარაშენიდან ჩემ ახლობელს დაურეკეს და უთხრეს რომ ცხინვალს რუსები აკონტროლებენო რამდენად სიმართლეა არ ვიცი.
9 აგვისტო, 2008 რუსულმა ავიაციამ კოპიტნარის სამხედრო აეროპორტი დაბომბა რუსულმა ავიაციამ კოპიტნარის სამხედრო აეროპორტი დაბომბა. ამის შესახებ ქუთაისიდან “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება. წინასწარი ინფორმაციით, არსი მსხვეროლიც.
ამასთან, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია წუხელ განხორციელდა.
ახლა მოვუსმინე გერმანულ საინფორმაციოს-ზხინვალი განადგურებული და დანგრეულია,საავადმყოფოც კი.არ მინდა პროპაგანდაში ჩამეთვალოს,მაგრამ აქ ამბობენ,,რომ თითქოს და საქართველოს ხელისუფლებას აქვს შიში რომ თბილისიც არ დაიბომბოს.მაპათიეთ თუ შეგაშფოთეთ,მაგრამ ეს ჩემი მოგონილი არაა,გერმანელი ჟურნალისტები აცხადებენ.
9 აგვისტო, 2008 ღამის განმავლობაში კიდევ სამი რუსული თვითმფრინავია განადგურებული წუხელ ქართულმა არტილერიამ ცხინვალს მორიგი დარტყმა მიაყენა. ცხინვალი პრაქტიკულად დაცლილია. ღამის განმავლობაში ჩამოგდებულია კიდევ სამი რუსული თვითმფრინავი. სულ ქართულმა შენაერთებმა ექვსი რუსული თვითმფრინავი გაანადგურეს.
ქართული საჯარისო ფორმირებები არათუ ინარჩუნებენ გასულ დღეებში დაკავებულ პოზიციებს, არამედ ცდილობენ, დაიკავონ სხვა პოზიციებიც.
ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება ერაყიდან 2000 ქართველი ჯარისკაცის სასწრაფოდ გამოყვანის შესახებ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი შემუშავებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.