tekla79 wrote:ციტატა:
9 აგვისტო, 2008
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.
სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 12.00 საათისათვის არის დაგეგმილი.
განიხილება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სამხედრო იერიშის საკითხი.
როგორც ცნობილია, რუსული ავიაციის მიერ ინტენსიურად იბომბება ქალაქ გორი და მისი მიმდებარე ტერიტორია. არის მსხვერპლი.
“ინტერპრესნიუსი”
გახსოვთ თეკლა,ადრე მოგწერეთ PM-ზე?
ეხლა, ამ ინფორმაციის გავრცელებას, რა შეიძლება მოყვეს იცით?
უბრალოდ გეტყვით:12:00-ზე, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და უშიშროების საბჭო, თბილისში, ავლაბრის რეზიდენციაში უნდა შეიკრიბნონ.
მაგარი სამიზნეა. დამეთანხმებით./ეგ ადგილი,მსოფლიოში, უკვე ბევრმა კარგად იცის/
ჩვენს გარდა, ამ ინფორმაციას,უამრავი ადამიანი კითხულობს./სხვა ეროვნებისაც,მაგალითად: რუსები,რომლებმაც ქართული იციან და სპეც- სამსახურებში მუშაობენ./
მე, თქვენთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს.
ისიც ვიცი, ეს ინფორმაცია, სხვა საითზე იდო/იმათაც, დიდი შეცდომა დაუშვეს/
დღეს, საომარ მდგომარეობაშია ქვეყანა და ასეთი განცხადებების გაკეთება, არ შეიძლება.
მართლა,ვფიცავარ, არავითარი უარყოფითი არ მამოძრავებს, თქვენს მიმართ.
პატივისცემით,ელჩი.