↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
9 აგვისტო, 2008
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.
სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 12.00 საათისათვის არის დაგეგმილი.

განიხილება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სამხედრო იერიშის საკითხი.

როგორც ცნობილია, რუსული ავიაციის მიერ ინტენსიურად იბომბება ქალაქ გორი და მისი მიმდებარე ტერიტორია. არის მსხვერპლი.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts522
კარმა51
OFFLINEPROFILE
პატრიარქის ლოცვაკურთხევით, სრულიად საქართველომ უნდა ილოცოს ქვეყნის მშვიდობისთვის. წაიკითხეთ და გადაამრავლეთ

ლოცვა საქართველოს მთლიანობისათვის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისათვის ყოვლადწმინდა სამებისადმი

ჰოი, ყოვლადწმინდაო სამებაო, ერთარსებაო, მიუწვდომელო ძლიერებაო,
მამაო ყოვლისამპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და სულო წმინდაო,ერთო ღმერთო,
რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი, მიზეზო
ყოველთა კეთილთაო, მომეც ჩვენ მადლი მოსავთა შენთა, დიდებად და გალობად
ყოვლადპატიოსანსა და დიდად შვენიერსა სახელსა შენსა.
სამებაო
წმინდაო, სრულებაო ყოველთა არსთაო, მოგვანიჭე ჩვენ მშვიდობა და სიმრთელე
მონათა ამათ შენთა, დედისა ღვთისა წილხდომილისა ერისა, სრულიად
საქართველოს მართლმადიდებელთა და მას შინა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს
მიწა-წყლის შვილთა და კვალად აღადგინე ერთობა და მთლინობა ქვეყანისა
ჩვენისა და ღვთივდაცულობა საზღვართა ჩვენთა. ამინ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
tekla79 wrote:
ციტატა:
9 აგვისტო, 2008
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს.
სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში 12.00 საათისათვის არის დაგეგმილი.

განიხილება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან სამხედრო იერიშის საკითხი.

როგორც ცნობილია, რუსული ავიაციის მიერ ინტენსიურად იბომბება ქალაქ გორი და მისი მიმდებარე ტერიტორია. არის მსხვერპლი.

“ინტერპრესნიუსი”

გახსოვთ თეკლა,ადრე მოგწერეთ PM-ზე?

ეხლა, ამ ინფორმაციის გავრცელებას, რა შეიძლება მოყვეს იცით?

უბრალოდ გეტყვით:12:00-ზე, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი და უშიშროების საბჭო, თბილისში, ავლაბრის რეზიდენციაში უნდა შეიკრიბნონ.

მაგარი სამიზნეა. დამეთანხმებით./ეგ ადგილი,მსოფლიოში, უკვე ბევრმა კარგად იცის/
ჩვენს გარდა, ამ ინფორმაციას,უამრავი ადამიანი კითხულობს./სხვა ეროვნებისაც,მაგალითად: რუსები,რომლებმაც ქართული იციან და სპეც- სამსახურებში მუშაობენ./

მე, თქვენთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს.
ისიც ვიცი, ეს ინფორმაცია, სხვა საითზე იდო/იმათაც, დიდი შეცდომა დაუშვეს/
დღეს, საომარ მდგომარეობაშია ქვეყანა და ასეთი განცხადებების გაკეთება, არ შეიძლება.

მართლა,ვფიცავარ, არავითარი უარყოფითი არ მამოძრავებს, თქვენს მიმართ.

პატივისცემით,ელჩი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ეს ინფორმაცია სანამ აქ დაიდებოდა მანამადე ტელევიზიამ გადმოსცა როგორც საქართველოს ისე რუსეთის. დღეს კი პრეზიდენტმაც აღნიშნა რომ დასამალი არაფერი არ არის და ნებისმიერი ინფორმაცია უნდა იყოს გაჟღერებული. თქვენი პმ კი არ მომსვლია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ახლა მოვისმინე:ეს ომი ჩეჩნეთი-რუსეთის ომს ემსგავსებაო.გორი აჩვენეს:დაბომბილი სახლები და დასისხლული მშვიდობიანი მოსახლეობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ქართველმა ჰაკერებმა რამოდენიმე რუსული საიტი გატეხეს

ქართველმა ჰაკერებმა რამოდენიმე რუსული საიტი გატეხეს. ”დაჰაკული” საიტები საქართველოს სიმბოლიკას და რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმერ პუტინის უცენზურო გამოსახულებებს შეცავს.
როგორც ჰაკერთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, ბექამ განაცხადა, მათ ”უპასუხეს ზუსტად იმ მეთოდით, რა მეთოდიც მანამდე ქართული სამთავრობო და ინფორმაციული რესურსები იყო გატეხელი”.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ჰაკერებმა კომერციული და პერსონალური ინტერნეტ-გვერდები გატეხეს, რომელთა უმრავლესობა უფასო (FREE) სერვერებზეა განთავსებული.


http://evro-car.ru/
http://www.listrovoy.ru//file/

http://blogru.su/
http://sardys.ru/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ქალაქ გორის დღევანდელ დაბობვას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა
სიახლე — თავფურცელი
12:48 09.08.2008

რუსეთის ავიაციამ გორში ე.წ. ბამბეულის კომბინატის დასახლება, წყალწმინდის სამხედრო ბაზა და სატანკო ბატალიონის ტერიტორია დაბომბა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სატანკო ბატალიონზე რუსულმა მხარემ ორჯერ მიიტანა იერიში, აფეთქებულია ტყვია-წამლის საწყობი, ცეცხლი უკიდია ყაზარმებს.

მსხვერპლი არის, თუმცა ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსებიც.მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც.

გორში აცხადებენ - რუსულმა ავიაციამ სამხედრო ბაზებზე მიზანმიმართული დარტყმები განახორციელა, რაც ქვეყნის სამხედრო პოტენციალის დასუსტებას ისახავს მიზნად.

რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორის დღევანდელ დაბობვას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გაცილებით მეტია დაჭრილთა რაოდენობა. ამის შესახებ გორიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება.

მისივე ცნობით, მხოლოდ 20-მდე ადამიანი გორში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისას დაიღუპა. დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანი დაიღუპა სამხედრო ბაზებზე საავიაციო იერიშების დროს.

"ინტერპრესნიუსის" კორეპონდენტის ცნობით, გორში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა მოსახლეონა უსაფრთხო ადგილებში გასვლას ცდილობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ახლა გადის კურიერი რუსტავი2-ზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
კოდორის ხეობაშიც ჩამოყარეს ბომბები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
სკაი ნიუსზე მოვისმინე:ცხინვალს რუსეთი აკონტროლებსო.არ ვიცი საიდან აქვთ ეს ინფორმაცია,შიძლება რუსეთმა მიაწოდა.რამდენად სარწმუნოა არ ვიცი.ფაქტია,ჩვენები არაფერს ამბობენ ცხინვალზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
იყო დრო როდრსაც მსოფლიო დასასრულს ვნატრობდი,ეს იყო როდესაც აფხაზეთთან ომი წავაგეთ.ამას ვნატრობ დღესაც.თუ საქართველო არ იქნება ნუ იქნება ნურაფერი ამ ქვეყანაზე.ღმერთო შემინდე მე ცოდვილს ასეთი ფიქრისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვაი მე ეს რა გავიგე რუსული ტელევიზიიდან.რუსეტის ჯარებმა გაანტავისუფლეს ცხინვალი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ვარ საქართველოს ქედ უხრელი ჭირისუფალი
მსურს საქართველოს სიხარულით კვლავ გავიხარო,
თუ საქართველო ვეღარ ვნახე თავისუფალი,
სულ მტვრად ქცეულა მთელი სამყარო!
ნოე ჟორდანია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
როგორ მეცოდება ეგ რუსები ,საქართველოს დროშასაც კი ბრძოლას უცხადებენ და უბლოკავენ ქარტული დროშის სურათებს ქართველებს რამდენი დავდევი და შევცვალე იმდენი წამიშალეს და დამიბლოკეს სურათი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
რუსეთიდან გადმოსცემენ,თუ საქართველო შეწყვეტსწინააღმდეგობასისინი შეინარჩუნებენ დამოუკიდებლობასო.აი ცინიზმი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი