↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
არ არის გასაკვირი რომ ცხინვალიდანგამოვიდნენ,რუსეთს თუ რამ საომარი ძალა თუ ტეხნიკა გააჩნია საქართველოს წინააღმდეგ მომართა ასეთ სიტუაციაში სიგიჟეა მათთან შებრძოლება,რუსეთს არავისი და არაფრის აღარ ერიდება.ღიად გამოგვიცხადა ომი.მართლა ხომ არ უნდა გავწყდეთ.პუტინს მისი ხალხი ფეხებზე კიდია.მათთვისხალხის დანაკარგი არაფერია იმიტომ რომ გაწყვეტამდე ბევრი არიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ _ უფალო, დიდება შენდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko wrote:
ციტატა:
აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ _ უფალო, დიდება შენდა.

ამინ!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აგვისტო, 2008
ეუთო-ს თავმჯდომარე 11 აგვსიტოს თბილისში ჩამოვა
რუსეთი ვეღარ დაუბრუნდება ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებს შუამავლის სტატუსით,- ამის შესახებ ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ სტუბმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ჩარევა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში ნიშნავს, რომ რუსეთი ვეღარ დაბრუნდება ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში, როგორც პატიოსანი შუამავალი მხარეებს შორის.

“ამჟამად რუსეთი წარმოადგენს მხარეს კონფლიქტში და ეს გათვალისწინებული აუცილებლად იქნება, როცა შეწყდება ცეცხლი და დაიწყება მოლაპარაკებები” - განაცხადა სტუბმა.

მისივე აზრით, ნათელია, რომ დაბრუნება სტატუს-კვოსკენ, იმისკენ, რაც იყო, აღარასდროს მოხდება.

ეუთო-ს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 11 აგვისტოს საქართველოში ჩავა, რათა შეხვდეს პრეზიდენტ სააკაშვილს, მერე კი ეწვევა მოსკოვს, სადაც შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

სტუბმა განაცხადა, რომ სწრაფი გადაწყვეტილებების მოლოდინი სწორი არ იქნება.

“თუ ავიღებთ 10-ბალიან შკალას, ჩვენ ახლა 2 ბალის ნიშნულთან ვიმყოფებით” - განმარტა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

“ეს ომია ყოველგვარი ეჭვის გარეშე - არავითარი საფუძელი არ არსებობს, ამას სხვა სახელი ვუწოდოთ” ,-განაცხადა სტუბმა და დასძინა, რომ ეუთო კონფლიქტის გადაწყვეტისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის თვითგამორკვევის პრინციპებით იხელმძღვანელებს.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აგვისტო, 2008
“CCN”-ის მიერ გამოკითხულთა 85 პროცენტის აზრით, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე ბრძოლაში უნდა ჩაერთოს
ტელეკომპანია “CCN” საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოკითხვას ატარებს.
“CCN” კითხვა შემდგენაირია - უნდა ჩაერთოს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში მიმდინარე ბრძოლაში?

კითხვაზე დადებითი პასუხი ამ ეტაპზე 85 პროცენტმა გასცა, ხოლო უარყოფითი მხოლოდ 15 პროცენტმა.

გამოკითხვა მიმდინარეობს საიტზე http://edition.cnn.com.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აგვისტო, 2008
თეთრი სახლი კრემლს ურთიერთობების შესაძლო გართულების შესახებ აფრთხილებს
თეთრი სახლი მოსკოვს აფრთხილებს, რომ სამხრეთ ოსეთის გარშემო კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს გრძლევადიან პერსპექტივაში სერიოზულად გაართულებს.
როგორც სააგენტო “Aსსოციატედ Pრესს” იუწყება, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯიმ ჯეფრიმ განაცხადა.

ჯეფრის თქმით, შეერთებული შტატების პოზიციის შესახებ რუსეთის ხელისუფლებას უკვე ეცნობა.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა რუსეთს აშშ-ის სხელწმიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმაც მოსთხოვა.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აგვისტო, 2008
რუსულმა სამხედრო ავიაციამ გორის დაბომბვა განაახლა
რამედიმე წუთის წინ რუსულმა სამხედრო ავიაციამ გორის დაბომბვა განაახლა. დაბომბვის ამსახველი კადრები ტელეკომპანია “როიტერმა” პირდაპირ ეთერში გადასცა.
გორი ბოლო ორ დღის განმავლობაში რუსულმა სამხედრო ავიაციამ რამდენჯერმე დაბომბა, რის შედეგადაც არის მსხვერპლი, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აგვისტო, 2008
ფიჩორაში, გაგიდასა და ბარღებში რუსული შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა შევიდა
გალის რაიონის სოფლებში - ფიჩორაში, გაგიდასა და ბარღებში რუსული შეიარაღებული ძალების მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა შევიდა.
გალის რაიონის მოსახლეობამ განაცხადა, რუსი ჯარისკაცების ერთ-ერთი შტაბი გაგიდას საშუალო სკოლაშია განთავსებული.

“ტექნიკა, უმთავრესად, განმუხურის მხარეს, შავი ზღვის სანაპიროზეა განლაგებული. რუსულმა მხარემ ძალიან დიდი დამატებითი ძალა შემოიყვანა. თუმცა, ისინი აცხადებენ, რომ მიზანი მხოლოდ გალის რაიონში პოზიციების გამაგრებაა და ზუგიდიდს რაიონის მიმართულებით გადაადგილებას არ აპირებენ”, - აცხადებს გალის რაიონის მოსახლეობა.

გალის რაიონში ამჟამად მშვიდი ვითარებაა.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
10 აგვისტო, 2008
ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო ორი დღის ქრონოლოგია გაავრცელა
ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო ორი დღის ქრონოლოგია გაავრცელა.
დღეს, 05.45 საათზე საჰაერო სივრცე დაარღვიეს რუსულმა თვითმფრინავებმა დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი ჩამოაგდეს თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე, 07.40 ქურთა დაიბომბა, 08.45 საათზე შეტევა განხორციელდა ზემო აფხაზეთზე, 11.15 საათზე გორის რაიონის სოფელი შავშვები დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ.

გუშინ, 00.12 საათზე ფოთის პორტი დაიბომბა, 00.17 საათზე მანათობელი ჭურვები სენაკის ბაზაზე ჩამოყარეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო და ხუთი რეზერვისტი გარდაიცვალა, ააფეთქეს ასევე რკინიგზა, 00.20 საათზე დაიბომბა ვაზიანის სამხედრო ბაზა ორჯერ, 01.00 საათზე დაიბომბა ფოთის პორტი, 01.20 საათზე დაიბომბა გაჩიანი, შემდეგ 58-ე არმია ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოვიდა და შეტაკებები მოხდა ცხინვალში ქართულ არმიასთან, 10.00 საათზე დაიბომბა კოპიტნარის აეროპორტი, 10.20 საათზე გორში ქართველებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი და დაკავებულია პილოტი, 10.22 გორი დაიბომბა, 12.40 საათზე კოპიტნარის აეროპორტი, 14.00 რუსებმა შეუტიეს კოდორის ხეობას, 14.30 საათზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, 14.05 საათზე აფხაზეთის თავზე დაფრინავდნენ რუსული ვერტმფრენები, 16.15 საათზე ორი რუსული სამხედრო გემი შემოვიდა ფოთის პორტში, 16.35 საათზე დაიბომბა ონის რაიონი, 22.30 საათზე დაიბომბა სოფელი ჩხალთა, შემდეგ 4000 რუსი სამხედრო ოჩამჩირის მხრიდან შემოვიდა აფხაზეთში, 6000 რუსი ჯარისკაცი შემოვიდა როკის გვირაბიდან, მათ შორის 90 ტანკი.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ეს წუთია რუსეთის ტელე არხებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთები დაიძრნენ გორის მიმართულებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
CNN-ზე, გამოვა ეხლა ჩვენი პრეზიდენტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined17 Mar 2008
Posts260
კარმა7
OFFLINEPROFILE
NJ_Maiko wrote:
ციტატა:
აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ-დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ _ უფალო, დიდება შენდა.

ამინ!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
ქვეყანას იმიტომყავს მთავრობა რომ წესიერად მართოს იგი და აარიდოს გარე და შიგა საფრთხეები, უნდა იცოდეს რა მოყვება მის ამა თუ იმ ნაბიჯს,მარტო პრივილეგიებით კიარუნდა სარგებლობდნენ თორემ რუსეთი რაცარის ყველამ კარგად ვიცით,ეხლა კოდორიც სახვეწარი გაგვიხდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ჩიჩე მაშინ ალბათ სომხეთის პრეზიდენტი უნდა გვყავდეს და რუსეთის ქვეშემრდომი... რავი აბა ასე სჯობია?... ყოველშემთხვევაში ნუ ვიკამათებთ..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
მე იცით რა მიკვირს ომი თამაში არაა ყოველგვარი გათვლის (შემუშავებული გეგმის) გარეშე წამოიწყო.თუკი აიღეს ცხინვალი რაღატომ დათმეს პოზიცია, რატომ დაიხიეს უკან...რა გამოდის რას შეეწირა ამდენი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა...თუ უკან დახევა გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა განაპირობა,რატომ არ გაითვალისწინეს ყველა შესაძლო გარემოება, გართულება ,საშიშროება საბრძოლო გეგმის შემუშავების პროცესში??? ან იქნებ ეს პოზიციაც გეგმის ნაწილია (რას გაიგებ...)და საერთოდ ღიირს კი ამდენი ახალგაზრდის, ქართველის დაღუპვა მიწის ერთი ნაგლეჯის ფასად?!

საქართველო ჯერ არ არის მზად რუსეთთან ომისთვის და ეს კარგად უნდა სცოდნოდა ბატონ პრეზიდენტს,მაგრამ ალბათ ძაან უნდა ისტორიაში მიშა ბრწყინვალეს სახელით შევიდეს ...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი