|
10 აგვისტო, 2008 ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო ორი დღის ქრონოლოგია გაავრცელა ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ განხორციელებული ბოლო ორი დღის ქრონოლოგია გაავრცელა. დღეს, 05.45 საათზე საჰაერო სივრცე დაარღვიეს რუსულმა თვითმფრინავებმა დაღესტნის მხრიდან და სამი ბომბი ჩამოაგდეს თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე, 07.40 ქურთა დაიბომბა, 08.45 საათზე შეტევა განხორციელდა ზემო აფხაზეთზე, 11.15 საათზე გორის რაიონის სოფელი შავშვები დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ.
გუშინ, 00.12 საათზე ფოთის პორტი დაიბომბა, 00.17 საათზე მანათობელი ჭურვები სენაკის ბაზაზე ჩამოყარეს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო და ხუთი რეზერვისტი გარდაიცვალა, ააფეთქეს ასევე რკინიგზა, 00.20 საათზე დაიბომბა ვაზიანის სამხედრო ბაზა ორჯერ, 01.00 საათზე დაიბომბა ფოთის პორტი, 01.20 საათზე დაიბომბა გაჩიანი, შემდეგ 58-ე არმია ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოვიდა და შეტაკებები მოხდა ცხინვალში ქართულ არმიასთან, 10.00 საათზე დაიბომბა კოპიტნარის აეროპორტი, 10.20 საათზე გორში ქართველებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი და დაკავებულია პილოტი, 10.22 გორი დაიბომბა, 12.40 საათზე კოპიტნარის აეროპორტი, 14.00 რუსებმა შეუტიეს კოდორის ხეობას, 14.30 საათზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო დეკლარაცია ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, 14.05 საათზე აფხაზეთის თავზე დაფრინავდნენ რუსული ვერტმფრენები, 16.15 საათზე ორი რუსული სამხედრო გემი შემოვიდა ფოთის პორტში, 16.35 საათზე დაიბომბა ონის რაიონი, 22.30 საათზე დაიბომბა სოფელი ჩხალთა, შემდეგ 4000 რუსი სამხედრო ოჩამჩირის მხრიდან შემოვიდა აფხაზეთში, 6000 რუსი ჯარისკაცი შემოვიდა როკის გვირაბიდან, მათ შორის 90 ტანკი.
“ინტერპრესნიუსი”
|