↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
მიწის ნაგლეჯი? პატივი ეცი საქარტველოს ისტორიას. ენას, მამულს და სარტსმუნოებას. სამშობლოსტვის დაღუპულ თავდადებულებს. პატივი ეცი საქართველოს მომავალს. ქართველი ხალხის პატრიოტიზმს. "მიცის ნაგლეჯი" ჩვენი სულის ნაწილია, ჩვენი ღირსებაა. იმედია გაიტვალისწინებ. ვერიდები ვიკო ძალიან რადიკალური, და გთხოვ თქვენც განსაჯეთ რას წერთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
გაერო: ზემო აფხაზეთში შესაძლოა სიტუაცია დაიძაბოს

10 აგვისტო 2008, 22:01

გაერო-ს დამკვირვებელთა მისიის შეფასებით, ზემო აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული მდგომარეობაა და ვითარების ესკალაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმდინარე სხდომაზე სამშვიდობო ოპერაციებში გენერალური მდივნის მოადგილემ ედმონდ მიულერმა განაცხადა.

მიულერის ინფორმაციით, ზემო აფხაზეთის დაბომბვის ფონზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება სამხედრო ძალების მობილიზებას და ვითარების ესკალაციას ახდენს. ამასთან, მისი თქმით, ადმინისტრაციულ საზღვართან აფხაზური ძალების გადაადგილებას რუსი სამშვიდობოები ხელს არ უშლიან და ამ დროისთვის აფხაზური ჯარები ცეხლის შეწყვეტის ხაზთან არიან განლაგებულნი.

ედმონდ მიულერის განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა გაერო-ს დამკვირვებელთა მისიას ზემო აფხაზეთიდან დამკვირვებლების გაყვანა ურჩია და მისიამ ამ დროისთვის ხეობიდან უკვე 15 თანამშრომელი გაიყვანა.

"სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ზემო აფხაზეთზე დარტყმას განახორციელებს და ქართულ ძალებს გააძევებს. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქართული მხრის სამოქალაქო და სამხედრი პირებს ულტიმატუმიც წაუყენა. ამ ოპერაციასთან დაკავშირებით აფხაზები რუს სამშვიდობოებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებენ", - განაცხადა მიულერმა.

მისი განცხადებით, რუსული დესანტი კონფლიქტის ზონის სანაპიროსა და სოხუმის აეროპორტში უკვე გადასროლილია და იგეგმება აფხაზეთის სანაპიროებთან რუსული გემების კონცენტრაცია. მიულერი აქვე აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიას კონფლიქტის ზონისკენ ქართული შენაერთების გადადგილება არ დაუფიქსირებია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
რუსეთთან ომისთვის საქართველო კი არა, მსოფლიო არაა მზად. რუსეთმა კიდევ ერთხელ დააჩოქა ამ ომით მსოფლიო, დაანახა, რომ ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ჩვენ სახრავი ძვალი აღვმოვჩნდით მარტო რუსეთს რომ მიუგდეს და რუსეთმაც გახრა.
იმედია ჩეჩნეთის ბედი არ გვიწერია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ემი, მეგობარო, ეს არ იყო თამაში, ეს იყო ჩვენი მიწა-წყლის დაცვა... კი მასე ამბობ ახლა მაგრამ ცხინვალთან ახლოს რომ ქართული სოფლებია აბა იქ გეცხოვრა და თავზე გადაგეტანა ის ტყვიები და ბომბები, შეურაცყოფა ამდენი ხნის განმავლობაში... ამაზეც ხომ შეიძლება დავფიქრდეთ? იქ ქართული სოფლები იბომბებოდა, ერთადერთი იმედი და დასაყრდენი ქართველების...

ქართველები ერთად უნდა ვიყვეთ ყოველთვის ჭირშიაც და ლხინშიც... ეს არ იყო მიშას ფანტაზიები არამედ იძულებითი ნაბიჯი რომ გვეცადა მაინც მტრისათვის საკადრისი პასუხი გაგვეცა და თავს ლეჩაქი არ დაეხურებინა ქართველებს... ლევანიც ასე გააკეთებდა, შალიკოც და გამყრელიძეც საქართველოს მეთაურები რომ ყოფილიყვნენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
ზვიგენ ძმაო,ეხლა რა გამოვიდა, სამაჩაბლოს ქართული სოფლებიც დავკარგეთ, ამდენი ადამიანი დაიღუპა,ამდენი დანგრეული სახლი საქარველოს მთელ ტერიტორიაზე და სახიჩრებულ გაუბედურებული ხალხი,ეხლა კოდორს გვართმევენ.წლებია იძახიან რუსეთის პროვოკაციას არუნდა წამოვეგოთო და კიარ წამოეგენ დაგვაქციეს,მაინტერესებს პასუხისმგებლობა ვისეკისრება ამდენი გაუბედურებული ხალხის გამო.ზვიგენ ვერდავიჯერებ რომ გაოგნებული არახარ ჩვენი მთავრობის უპასუხისმგებლობით,თავიდან მეგონა მეთქი იციანრასაც შვებიან შეთანხმებულია ყველასთან,თურმე სადა ბანაობ.გავა ცოტა დრო ხალხი ჯერ აგონიაშია ვერ გაუგია კიდევ რა მოხდა,ცხინვალში რა მოხდებოდარუსების რა ძალები შეუტევდა ჩვენ ბიჭებს წარმოდგენილი მაქვს და უკვე მეშინია, იქ რაც მოხდა და ამას ხალხი რომ გაანალიზებს ამათ პასუხს მოთხოვენ,როცა ხალხის ბედი გაბარია ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო საქმეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
Российские корабли потопили грузинский ракетный катер
Корабли российского ВМФ потопили грузинский ракетный катер, пытавшийся их атаковать. По словам представителя Министерства обороны России, в воскресенье грузинские ракетные катера дважды предпринимали попытки нападения на корабли российского флота, в результате чего был открыт ответный огонь.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
vashli

რა ისტორიის პატივისცემაზე მელაპარაკები ჯერ ქართულ გამწარებულ ოჯახებს და ხალხს ეცით პატივი და მერე ისტორიას... ისტორია წარსულია უდროოდ დაღუპული ქართველები კი მომავლები იყვნენ... იმ შედეგისთვის რაც მივიგღეთ და რასაჩ უნდა ველოდოთ სწორედაც რომ მიწის ნაგლეჯია ... აი ესაა რეალობა... მე არ ვამბობ რომ უნდა დავივიწყოთ ცხინვალი და აფხაზეთი, მაგრამ შესაფერისი მომენტის შერჩევა უნდა შეგვეძლოს...ღირსებას რაც შეეხება მგონი მოგვიწევს საფლავში ჩასტანა, თუ ასე გაგრძელდა ...ასე რომ მე კარგად ვიცი რას ვწერ უბრალოდ კარგად წაკითხვა სჭირდება...

zvigeni

მესმის მაგრამ მგონი დუმილი ჯობდა, თუ გავეცით რა მივიღეთ...წარმოგიდგენიათ რამდენი ოჯახი გამწარდა? და რისი გულისთვის ღირსების გულისთვის? ეს ბრძოლა საქართველოს ღირსებისთვის ბრძოლა არაა ამაშია მთელი უბედურება...თან ჯერ კიდევ გასარკვევია ჩვენ გავეცით პასუხი თუ მათ გაგვცეს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
ნებისმიერი ადამიანი დაიცავდა თავის თანამემამულეებს, ნებისმიერი მთავრობა იმას გააკეთებდა რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა. ანალიზის დრო ეხლა არ არის. სულიერად გაძლიერებაა მთავარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
ემი გენაცვალე, ღალატი აზროვნებიდან იწყება. აქ გარჩევის დრო არ არის. პესიმიზმით და ნიჰილიზმით შებყრობილებმა თავი შეიკავეთ. ეს ღალატის ტოლფასია. ნუ გავაკეთებთ კომენტარებს ერთმანეთის მიმართულებით. უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავეთ და სულის დამცემი მოწოდებებისაგან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ვაშლი, ჩიჩე, ემი მოდით რა თავი შევიკავოთ ყველამ.. განსხვავებული აზრი ღალატი არაა. პირადად დარწმუნებული ვარ რომ ყველას ერთნაირად გვტკივა ის რაც მოხდა, პლიუს ამდენი ნერვიულობითა და უძილობით ნერვებიც დაზიანებული გვაქვს ყველას , ამიტომ მოდით ვანუგეშოთ ერთმანეთი და ერთად დავდგეთ. ეს არ იყო ერთი ადამიანის ახირება, არამედ მთელი ქართველის ოცნებაა რომ საქართველო გაერთიანდეს, ამიტომ იყო პოზიცია და ოპოზიცია ერთად, ამიტომ იდგა ქართველი ერი ასე მედგრად.

მოვერიდოთ ასეთ დროს როცა ასე ვნერვიულობთ ერთმანეთის შეპასუხებას, ისედაც განერვიულებული ვართ ყველა და ერთმანეთი მაინც ვანუგეშოდ!

გმადლობთ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
vashli

მე არ შეგპასუხებივარ პირველად ... შენ მიწვევ ... ამჯერად ზვიგენის რჩევას გავითვალისწინებ და თავს შევიკავებ ... და თუ ვინმეს რეალობაზე თვალის დახუჭვა გინდათ თამამად შეგიძლიათ დახუჭოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
vashli wrote:
ციტატა:
ემი გენაცვალე, ღალატი აზროვნებიდან იწყება. აქ გარჩევის დრო არ არის. პესიმიზმით და ნიჰილიზმით შებყრობილებმა თავი შეიკავეთ. ეს ღალატის ტოლფასია. ნუ გავაკეთებთ კომენტარებს ერთმანეთის მიმართულებით. უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავეთ და სულის დამცემი მოწოდებებისაგან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ძალიან მაინტერესებს, თუ შეუძლია ვინმეს ამაღლებულ მატერიებზე და აზროვნებიდან დაწყებულ ღალატზე ელაპარაკოს დაღუპული ჭაბუკების დედებს, დაობლებულ ბავშვებს და დაქვრივებულ მეუღლეებს, რომლებიც მწუხარებისგან განადგურებულნი სამართალს და ღმერთსაც კი გმობენ ამ უბედურებისთვის. პატრიოტიზმში ნურავინ შეეჯიბრება ერთმანეთს. ყველას უყვარს თავისი ქვეყანა, ქართველს კი, განსაკუთრებით. ნუ მოსთხოვთ ყველას კამიკაძის დედობას, რომელსაც შეუძლია 7 შვილიდან შვიდივე იდეას შესწიროს და ბედნიერი იყოს. ლაპარაკი მხოლოდ იმაზეა, რომ XXI საუკუნეში, თუ შენი საჰაერო სივრცის დაცვის უნარიც არ შეგწევს, მხოლოდ სახმელეთო ომის მოგების ეიფორიაში არ უნდა იყო. ქვეყნის ხელისუფლებას მართებს სიმართლის თვალებში შეხედვა და არა ოცნებობა. რუსს არად უღირს თავისი დანაკარგები, იმიტომ რომ არ დაეტყობა. ჩვენ კი...... მხარს ვუჭერ ჯარის გამოყვანას, ერის გენოფონდს გაფრთხილება უნდა, როდესაც ხედავ რომ უთანასწორო ომში აღმოჩნდები და მსხვერპლი უშედეგო იქნება. ჩვენი ისტორია სულ უთანასწორო ხელჩართული ომების ისტორიაა, მაგრამ ის არ იყო XXI საუკუნე. მე პირადად არ მინდა ქართული მიწა ქართველების გარეშე...... ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. ყოველივეს პოლემიკისთვის არ ვწერ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
სწორედ მაგის თქმა მინდოდა, მაგრამ ალბათ არასწორედ გადმოვეცი ... =cq

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
http://newsvote.bbc.co.uk/hi/russian/ne ... osetia0708

ქვემოთ ნახეთ ხმის მიცემა. აქაც რუსებმა უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი? მიეცით ხმა ყველამ გთხოვთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts31
კარმა1
OFFLINEPROFILE
მაგაზე უარს როგორ ვიტყვი, სიამოვნებით პიკასო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი