vashli wrote:ციტატა:
ემი გენაცვალე, ღალატი აზროვნებიდან იწყება. აქ გარჩევის დრო არ არის. პესიმიზმით და ნიჰილიზმით შებყრობილებმა თავი შეიკავეთ. ეს ღალატის ტოლფასია. ნუ გავაკეთებთ კომენტარებს ერთმანეთის მიმართულებით. უმორჩილესად გთხოვთ თავი შეიკავეთ და სულის დამცემი მოწოდებებისაგან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ძალიან მაინტერესებს, თუ შეუძლია ვინმეს ამაღლებულ მატერიებზე და აზროვნებიდან დაწყებულ ღალატზე ელაპარაკოს დაღუპული ჭაბუკების დედებს, დაობლებულ ბავშვებს და დაქვრივებულ მეუღლეებს, რომლებიც მწუხარებისგან განადგურებულნი სამართალს და ღმერთსაც კი გმობენ ამ უბედურებისთვის. პატრიოტიზმში ნურავინ შეეჯიბრება ერთმანეთს. ყველას უყვარს თავისი ქვეყანა, ქართველს კი, განსაკუთრებით. ნუ მოსთხოვთ ყველას კამიკაძის დედობას, რომელსაც შეუძლია 7 შვილიდან შვიდივე იდეას შესწიროს და ბედნიერი იყოს. ლაპარაკი მხოლოდ იმაზეა, რომ XXI საუკუნეში, თუ შენი საჰაერო სივრცის დაცვის უნარიც არ შეგწევს, მხოლოდ სახმელეთო ომის მოგების ეიფორიაში არ უნდა იყო. ქვეყნის ხელისუფლებას მართებს სიმართლის თვალებში შეხედვა და არა ოცნებობა. რუსს არად უღირს თავისი დანაკარგები, იმიტომ რომ არ დაეტყობა. ჩვენ კი...... მხარს ვუჭერ ჯარის გამოყვანას, ერის გენოფონდს გაფრთხილება უნდა, როდესაც ხედავ რომ უთანასწორო ომში აღმოჩნდები და მსხვერპლი უშედეგო იქნება. ჩვენი ისტორია სულ უთანასწორო ხელჩართული ომების ისტორიაა, მაგრამ ის არ იყო XXI საუკუნე. მე პირადად არ მინდა ქართული მიწა ქართველების გარეშე...... ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. ყოველივეს პოლემიკისთვის არ ვწერ.