|
ძვირფასო მეგობრებო, ჩემო საყვარელო დესპანელებო, ცოტა (გვერდულად) ვილაპარაკებ და ტქვენ გაიგებთ რისი თქმა მინდა.მინდა შეგახსენოთ გამონათქვამი" არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო",ჰოდა სხვა უპრო( ბნელი ) საინფორმაციო წყაროებიდან , მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველაფერი საუკეთესოდ დამთავრდება. მე არ ჩამთვალოთ იუ.ფუჩიკის "სარჩობელაზედ" იმ დედად, რომლის შვილი რამოდენიმე წუთში უნდა ჩამოაღრჩონ და დედა კი იმედს აძლევს, მე გადაგარჩენ,- თუ თავსაბური მოვიხვიე ,- იცოდე ვერაფერს გშველი,ხოლო თუ არა და ჩემი იმედი იქონიეო(დედა მაინც ვერ შველოდა სასიკვდილოდ განწირულ შვილს და არ უნდოდა მის სახეზე შიში დაენახა ხალხს, მან ხომ ვაჟკაცი გაზარდა, მებრძოლი, შეუდრეკელი უშიშარი) შვილი შესცქეროდა დედის თვალებს იმედით აღსავსე თვალებით,რადგან მის თავზე თავსაბურს ვერ ხედავდა. შვილს, ბოლო ამოსუნთქვამდე სჯეროდა, რომ გადარჩებოდა, იმედი მეგობრებო ყველაზე ბოლოს კვდება. თუ ჩვენი და ჩვენი სამშობლოს აღსასრულია, მოდით სიკვდილს თვალებში ღიმილით ჩავხედოთ.ქართველ კაცს და არც ქალს შიში არ სჩვევია. ამიტომ ნუ გავახარებთ მტერს, რომ ჩვენ, ვიღაც -ვიღაცეების გვეშინია.თვითოეული ჩვენთაგანის სიტყვა გაშიფრულია ნებისმიერ საითზე.ამითომ, ვიყოთ მედგარნი,შეუდრეკელნი, ოპტიმისტები და ნუ ჩამოვყრით ყურებს ჩემო ლამაზო ხალხო, ჩემო ბრძოლაში დაბადებულო, აღზრდილო და გამობრძმედილო ქართველო ერო, ტორემ ჩვენი ეს განწყობილება ჩვენს მეომრებს, იგივე ჩვენს შვილებს გადაეცემათ და ძალას აკლებს.კარგები რომ ვართ და ლამაზი სმშობლო რომ გვაქვ, იმიტომ მოგვდის ეს ყველაფერი. ხომ გაგიგონიათ "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო" ძალიან გთხოვთ, მოერიდეთ საიტზე მოწინააღმდეგე ქვეყანაზე აუგს და თქვენი მოსაზრებების აფიშირებას. მერწმუნეთ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება,არ შემიძლია გითხრათ რატომ. ხოლო რაც შეეხება ინფორმაციის ნაკლებობას ვებ გვერდებზე და ტელევიზიით, ეს ასეა საჭირო. მე არ გამხნევებთ, ამ წერილს სრული პასუხისმგებლობით ვწერ. ჩვენ გავიმარჯვებთ!!! ღვთის წილხვედრი ქვეყანა საქართველო გაიმარჯვებს და სულ მალე გაბრწყინდება. აბა ეხლა მაჩუქეთ თქვენი იმედიანი ლამაზი ღიმილი!
|