↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ძვირფასო მეგობრებო, ჩემო საყვარელო დესპანელებო, ცოტა (გვერდულად) ვილაპარაკებ და ტქვენ გაიგებთ რისი თქმა მინდა.მინდა შეგახსენოთ გამონათქვამი" არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისიო",ჰოდა სხვა უპრო( ბნელი ) საინფორმაციო წყაროებიდან , მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ყველაფერი საუკეთესოდ დამთავრდება. მე არ ჩამთვალოთ იუ.ფუჩიკის "სარჩობელაზედ" იმ დედად, რომლის შვილი რამოდენიმე წუთში უნდა ჩამოაღრჩონ და დედა კი იმედს აძლევს, მე გადაგარჩენ,- თუ თავსაბური მოვიხვიე ,- იცოდე ვერაფერს გშველი,ხოლო თუ არა და ჩემი იმედი იქონიეო(დედა მაინც ვერ შველოდა სასიკვდილოდ განწირულ შვილს და არ უნდოდა მის სახეზე შიში დაენახა ხალხს, მან ხომ ვაჟკაცი გაზარდა, მებრძოლი, შეუდრეკელი უშიშარი) შვილი შესცქეროდა დედის თვალებს იმედით აღსავსე თვალებით,რადგან მის თავზე თავსაბურს ვერ ხედავდა. შვილს, ბოლო ამოსუნთქვამდე სჯეროდა, რომ გადარჩებოდა, იმედი მეგობრებო ყველაზე ბოლოს კვდება. თუ ჩვენი და ჩვენი სამშობლოს აღსასრულია, მოდით სიკვდილს თვალებში ღიმილით ჩავხედოთ.ქართველ კაცს და არც ქალს შიში არ სჩვევია. ამიტომ ნუ გავახარებთ მტერს, რომ ჩვენ, ვიღაც -ვიღაცეების გვეშინია.თვითოეული ჩვენთაგანის სიტყვა გაშიფრულია ნებისმიერ საითზე.ამითომ, ვიყოთ მედგარნი,შეუდრეკელნი, ოპტიმისტები და ნუ ჩამოვყრით ყურებს ჩემო ლამაზო ხალხო, ჩემო ბრძოლაში დაბადებულო, აღზრდილო და გამობრძმედილო ქართველო ერო, ტორემ ჩვენი ეს განწყობილება ჩვენს მეომრებს, იგივე ჩვენს შვილებს გადაეცემათ და ძალას აკლებს.კარგები რომ ვართ და ლამაზი სმშობლო რომ გვაქვ, იმიტომ მოგვდის ეს ყველაფერი. ხომ გაგიგონიათ "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანიო" ძალიან გთხოვთ, მოერიდეთ საიტზე მოწინააღმდეგე ქვეყანაზე აუგს და თქვენი მოსაზრებების აფიშირებას. მერწმუნეთ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება,არ შემიძლია გითხრათ რატომ. ხოლო რაც შეეხება ინფორმაციის ნაკლებობას ვებ გვერდებზე და ტელევიზიით, ეს ასეა საჭირო. მე არ გამხნევებთ, ამ წერილს სრული პასუხისმგებლობით ვწერ. ჩვენ გავიმარჯვებთ!!! ღვთის წილხვედრი ქვეყანა საქართველო გაიმარჯვებს და სულ მალე გაბრწყინდება.
აბა ეხლა მაჩუქეთ თქვენი იმედიანი ლამაზი ღიმილი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ქალბატონო მანა თქვენი წერილი ყურადღებით წავიკითხე ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად დამთავრდეს, მაგრამ სენაკში, ზუგდიდში, უკვე რუსების ჯარი დადგა, სენაკიდანაც დაიძრნენ მონსტრები. ქუთაისში აპირებენ შემოსვლას ჩემ ბიძაშვილი დაიბარეს და ჩააბარებინეს იარაღი , პუტინმა რაც თქვა სამწუხაროდ გამართლდება თბილისში შევალთო. არაა საჭირო ინფორმაციის შეზღვუდვა პირიქით იცოდნენ და თავს უშველონ ვისაც როგორ შეუძლია. ახლახან მითხრეს სამტრედიაში შევიდნენ. უფალო გვიშველე:( :( :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ამინ, ღმერთმა გისმინოს. ისტორიაში ხშირად ხდება, როდესაც ერთ ნაბიჯს დგავენ უკან, იმისთვის რომ მერე, ორით წინ წავიდნენ. არა მგონია იმედი ვინმეს ჰქონდეს დაკარგული, ყველა ისევ ერთად შეკრულია და გვერდი-გვედს დგას.საზრიანი ქმედებებიც, ვისაც ეს ხელთ ეწიფება, საქართველოს გადაარჩენს, ჩვენს შვილებს გადაარჩენს და ვერავინ მიაღწევს იმას, რომ უკარნახოს ქვეყანას რა გააკეთოს და ვინ ჰყავდეს ხელისუფალი.მსოფლიო ფხიზლდება!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
ამ სტატიას ვაქვეყნებ აქ იმიტომ რომ გაგიგოს ყველამ რა ერთან გვაქვს საქმე ეს წავიკითხე დღეს კვირის პალიტრაში ::

1956 წელს, როცა სოციალისტური ბანაკის მთავარმა მებაირახტრემ საბჭოთა კავშირმა უნგრეთის თავისუფლების სურვილის ტანკებით დათრგუნვა მოიწადინა, ბუდაპეშტში გამაოგნებელი ამბავი მოხდა: უნგრეთის დედაქალქში, მთავარ ხიდზე, საბჭოთა სატანკო კოლონას უნგრელმა პატრიოტებმა მდუმარედ ჩამომსხდარი ქალები და ბავშვები დაახვედრეს,-- ფაშისტთა მძლეველები ფაშისტურად ხომ არ გაგვიმეტებენო...
ტანკების კოლონიდან არავის უფიქრია შეჩერება, წიოკით აქეთ-იქით მიმოფანტულ ბავშვებს შორის სიჩქარის შეუნელებლად ჩაიგრუხუნეს...
მხოლოდ ერთი ეკიპაჟი გაჩერდა და პატარებს თავშესაფარში გაქცევა აცალა. კოლონას "ვილისით" რომელიღაც დიდი გენერალი მისდევდა ამალით.ოთხი კაცთმოყვარე ტანკისტი გადმოიყვანეს და იმავე ხიდზე საჯაროდ მიახვრიტეს...
ოთხივე ქართველი იყო...

ეს რაღაც გამოგონილი არ არის უნგრეთის უახლოეს ისტორიაში წერია....

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება...სხვა რა დაგვრჩენია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
11 აგვისტო, 2008
გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ინფორმაცია სენაკის სამხედრო ბაზაზე რუსული ძალების შესვლის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა ინფორმაცია სენაკის სამხედრო ბაზაზე რუსული ძლების შესვლის შესახებ.
ამასთან, ვაშაძის თქმით, სენაკის მიმართულებით კიდევ რამდენიმე ათეული რუსული ტექნიკა მიემართება.

“ინტერპრესნიუსი”

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
gaga wrote:
ციტატა:
ამ სტატიას ვაქვეყნებ აქ იმიტომ რომ გაგიგოს ყველამ რა ერთან გვაქვს საქმე ეს წავიკითხე დღეს კვირის პალიტრაში ::

1956 წელს, როცა სოციალისტური ბანაკის მთავარმა მებაირახტრემ საბჭოთა კავშირმა უნგრეთის თავისუფლების სურვილის ტანკებით დათრგუნვა მოიწადინა, ბუდაპეშტში გამაოგნებელი ამბავი მოხდა: უნგრეთის დედაქალქში, მთავარ ხიდზე, საბჭოთა სატანკო კოლონას უნგრელმა პატრიოტებმა მდუმარედ ჩამომსხდარი ქალები და ბავშვები დაახვედრეს,-- ფაშისტთა მძლეველები ფაშისტურად ხომ არ გაგვიმეტებენო...
ტანკების კოლონიდან არავის უფიქრია შეჩერება, წიოკით აქეთ-იქით მიმოფანტულ ბავშვებს შორის სიჩქარის შეუნელებლად ჩაიგრუხუნეს...
მხოლოდ ერთი ეკიპაჟი გაჩერდა და პატარებს თავშესაფარში გაქცევა აცალა. კოლონას "ვილისით" რომელიღაც დიდი გენერალი მისდევდა ამალით.ოთხი კაცთმოყვარე ტანკისტი გადმოიყვანეს და იმავე ხიდზე საჯაროდ მიახვრიტეს...
ოთხივე ქართველი იყო...

ეს რაღაც გამოგონილი არ არის უნგრეთის უახლოეს ისტორიაში წერია....

ვენაცვალე მაგათ სულებს... რუსულ არხებზე რომნახოთ რას საშინელებებს აბრალებნ ქართველ ჯარისკაცებს გაგიჯდებით მე გაგვგიჯდი იმდენი ვიტირე,ნუთუ მარტლა ასე გაცხოველდნენმეთქი ქართველები...მაგრამ არა...ქართველს ალბათ ვერანაირი განსაცდელი ვერ შეცვლის ვენაცვალე ჩემს ერს ჩემს ხალხს...გული მიკვვდება რომ ასეტი ერი ვნადგურდებით...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
http://tsxinvali.blogspot.com/

http://russiangeorgianwar.blogspot.com/

http://qartu.com/

http://stop-bombing.blogspot.com/

http://occupation.tspteam.com/

http://geoconflicts.wordpress.com/

http://realgeorgia.wordpress.com/

http://warnet.ucoz.org/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
მცეთაში შემოვიდნენ,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში რუსეთის ქმედებებს ”ინტერვენცია” უწოდა, თუმცა, აღნიშნა, რომ ქვეყანა არ ეომება რუს ხალხს და იმედოვნებს, რომ დადგება მშვიდობისა და მეგობრობის დრო.

”ჩვენ არ ვეომებით რუს ხალხს. მე იმედი მაქვს, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ ვიმეგობრებთ და ერთად ვიცხოვრებთ. თუმცა, საქართველო სისხლის უკანასკნელ წვეთამდე კბილებით დაიცავს თავის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ”. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, ყველაფერს, რაც ეხლა საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება, ”შეიძლება ვუწოდოთ ინტერვენცია”.

”ამჟამად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია და ანექსია მიმდინარეობს და, შეიძლება ითქვას, რომ იწყება საქართველოს დანარჩენი ნაწილის ანექსიაც ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან განაცხადა, რომ კვირას რუსი სამხედროები გორის აღებას ცდილობდნენ, თუმცა, ქართულმა არმიამ ეს მცდელობა მოიგერია.

მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოდის საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, ასევე უკრაინის, თურქეთის, გერმანიისა და დანიის ლიდერები.

”ჩვენ გვსურს დაუყონებლივ შევწყვიტოთ კონფლიქტი, თუმცა, არა ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასად. საქართველო არასდროს იცეკვებს ”სხვის დაკრულზე”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას იმისთვის, რომ ის პანიკას არ ყვება და ასევე მადლიერება გამოთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც კვირას აქციაში Stop Russia მიიღო მონაწილეობა.

”მე დასავლეთ საქართველოში მივემართებოდი და ვხედავდი, რომ მრავალ მანქანაზე მიმაგრებულია სახელმწიფო დროშები. საქართველოში იწყება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რათა დაცული იქნას ჩვენი თავისუფლება და ჩვენი შვილების მომავალი”, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
პატრული მოაცილებს რუსულ ჯარს ეს რა ხდება .......

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ესა გავიგე (არ ვიცი რამდენად ზუსტია ინფორმაცია...მაგრამ რეალობასტან ახლოსაა..და გასაკვირიც არაა) კასპი აიგეს უკვეო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined19 Dec 2007
Posts670
კარმა76
OFFLINEPROFILE
ნინო ბურჯანაძე: პასუხისმგებლობის ჩვენს თავზე აღებას უნდა მივეჩვიოთ

[ნინო მიქიაშვილი]
ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით “რეზონანსი” შეხვდა და ესაუბრა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც ახლა “დემოკრატიული განვითარების ფონდის” პრეზიდენტია.
აშშ-ში სააკაშვილის თქვენით ჩანაცვლებაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც აქედან წასულმა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილზე ძალიან ბევრი უარყოფითი ინფორმაცია ჩაიტანა ამერიკაში? ამბობენ, საომარ მოქმედებაში სწორედ ამის გამო ჩაებაო.
ნინო ბურჯანაძე: უბრალოდ უხერხულია ახლა, ამ სიტუაციაში ამაზე ლაპარაკი. საქართველო ერთხელ და სამუდამოდ მიეჩვიოს იმას (ამ შემთხვევაში დიდაქტიკური ტონი ჩემმა ხალხმა მაპატიოს და ესმიიღოს იმან, ვისაც ეხება), რომ აშშ არ არის ის ქვეყანა, რომელიც ვიღაცაზე ბრაზდება და შემდეგ ამ ქვეყნის პირველი პირის შემცვლელის ძებნას იწყებს.

მით უმეტეს, საქართველოს შემთხვევაში, აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და როცა ჩვენი ხალხის ნაწილი ასე ფიქრობს და მსჯელობს, ეს არის შეურაცყოფა ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოსი და იმ ქვეყნის, რომელმაც საქართველოს ამდენი რამ გაუკეთა.

არანაირ შემცვლელზე აქ ლაპარაკი არ ყოფილა. აშშ ყოველთვის ცდილობდა საქართველოს იმ პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა, რაც არსებობს. ჩვენ არა ვართ ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, მაგრამ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და უნდა მივეჩვიოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობის აღებას და არა სხვებზე ყველაფრის გადაბარებას და გადაბრალებას.

კონდოლიზა რაისი აქ ჩამობრძანებული იყო იმისთვის, რომ კონკრეტულად ესაუბრა როგორ შეიძლება დარეგულირდეს კონფლიქტები აფხაზეთში, ცხინვალში; როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში შემდგომი დემოკრატიული პროცესები და როგორ უნდა დაეხმაროს ამაში ამერიკა და საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს.

მაგრამ, დღეს რეალობა ძალიან შეცვლილია, ვითარება სრულიად სხვაგვარია და ბუნებრივია, ყველა სხვა თემაზე საუბარი უბრალოდ, არაკორექტულად და არასწორად მიმაჩნია.

ჩვენი ქვეყანა არის უმძიმესი განსაცდელის წინაშე. ახლა ნამდვილად არ არის კითხვების დასმის და იმის გარჩევის დრო, რატომ მოხდა ასე, როგორ მოხდა, ვისი მეტი ბრალია, ვისი ნაკლები, შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო თუ არა.

ამის დრო მოვა, იმედი მაქვს, რომ ამის განხილვის და ანალიზის საფუძველი საზოგადოებას ნამდვილად ექნება. ახლა ჩვენთვის მთავარია ერთი რამ, რომ ჩვენყველანი ვიყოთ ერთად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გორი დაიკავეს.
გორში რუსული სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შემოსვლამდე ქართულმა ძალებმა ქალაქი უბრძოლველად დატოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი