↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=_BVcFarC0zY&NR=1 ასეთი რუსები ამრავლოს ღმერთმა ყველგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გოდერძი ჩოხელი

ნუ გეშინია

ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი
ჩემი სამშობლოს მიწავ,
ნურც ჩვენი დაბეჩავება,
მშობელს რო ვეღარ გიცავთ;
იმედი გქონდეს ხვალისა,
შენს სალოცავებს ვფიცავ -
დაიზრდებიან ბალღები,
ალგეთს ლეკვები მგლისა!

მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუმლი ჰქრებოდაო,
მუმლი წყდებოდაო,
ხე არ ხმებოდაო.
მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო,
მუხა დამძიმდაო,
წყალში ჩავარდაო.
წყალი შეგუბდაო,
ნაპირს გადვიდაო,
მუმლი შეწუხდაო,
მალე დაიხრჩვაო,
მუმლი დაიხრჩვაო,
მუხა გადარჩაო.

ქართველო, ხელი ხმალს იკარ

ქართველო,ხელი ხმარს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა,
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა.
მამულის დახსნის დღე არის,
ქვეყანა გვნუკავს შველასა,
თავისუფლების შოვნაÎ
სჯობს საშოვნელსა ყველასა.
მამულის დამხსნელს ვაჟკაცის
ხმალი და გული სდომია,
ვაჟკაცის გამომჩენელიც,
მტერთან გულდაგულ ომია.
მაშ, მამულს თავი შევსწიროთ
საშველად, გამოსახსნელად,
თუ მისთვის დავიხოცებით,
ჩვენ ის გვეყოფა სახელად.
ქართველო, ხელი ხმარს იკარ,
გათენდა დღე დიდებისა –
თოფ-იარაღი აისხი,
დრო მოდის გამარჯვებისა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined12 Aug 2008
Posts26
კარმა2
OFFLINEPROFILE
გაგიმარჯოს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სანდრო კარმას გაცჰუქებ (შეგაქებ)

გეტყობა ახალი ხარ. შენს შემომატებას ჩვენს ოჯახში დაუმარჯოს !
კეტილი იყოს შენი პეხი

გაგვიმარჯოს საქარტველოვ!!!!!!!!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined12 Aug 2008
Posts26
კარმა2
OFFLINEPROFILE
გენაცვალე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გორში ისევ რუსი სამხედროები არიან ,დაიწყეს მარადიორობა,იმასაც არ ერიდებიან ჟურნსლისტებს ართმევენ კამერებს,მანქანებს , ჩრდილო კავკასიელებს აცვიათ ქართული ჯარის ფორმები ,რომელიც გაიტაცეს გუშინ ,მარადიორობა მიდის ფოთშიდაც ,არ ტოვებენ წაუღებელს საჭმელსაც , ხონის კოლონიიდან 150 მსჯავრდებული გაიქცა, გაუხსნეს ცეცხლი ერთი დაიღუპა რამოდენიმე დაიჭრა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
რუსებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს პირობადა მათ არა თუ დატოვეს გორი,არამედ კორესპონდენტებსაც კი არ აძლევენ საშუალებას გორში შესვლის.აგრძელებენ ძარცვას და ამავე დროს დანაღმვას.მე არ ვიცი მსოფლიომ დაგმო მათი ქმედება მაგრამ,ისინი აგრძელებენ მათ ბოროტებას საქართველოს ტერიტორიაზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
რუსებს არ ესმით ეგ ენა, მაგათთვის გასაგები ენა არის ძალადობა, სიკვდილი, ტერორი!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მოსკოვში ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა ჩვენთან მიმართებაში, მაგრამ მაზლი და რძალი ჩარჩნენ გორში და არაფერი ვიცით მათ შესახებ. გიჟებს ვგევართ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მანა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვალერია ნოვოდვორსკაია - რუსული საზოგადოებრივი აზრი პუტინს ვერ და არ შეაჩერებს

"ჩვენ არასოდეს ვატყუებთ არც ხალხს, არც ხელისუფლებას, ბოროტებასთან კომპრომისზე არ მივდივართ, ჩვენ რუსეთის ჭეშმარიტი თავისუფლების მომხრეები ვართ, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების დამოუკიდებლობის გარეშე, უბრალოდ წარმოუდგენელია", - ამბობს ცნობილი რუსი დისიდენტი, პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული კავშირის" თავმჯდომარე ვალერია ნოვოდვორსკაია, რომელსაც მიმდინარე პროცესებზე გაზეთ "ყველა სიახლის" კორესპონდენტი ესაუბრა.

- საინტერესოა, როგორია რუსული საზოგადოების რეაქცია იმაზე, რაც საქართველოში ხდება?
- სამწუხაროდ, დღეს რუსეთში ძალზე ცოტა ადამიანია ქართველთა მხარეს, რუსეთი იმპერიაა და აქ ჟირინოვსკის აზრებია პოპულარული, რადიოსადგურ "ეხო მოსკვისაც" კი არა აქვს სათანადო პოზიცია. ასე რომ, რუსული საზოგადოებრივი აზრი პუტინს ვერ და არ შეაჩერებს.
- რუსული ინტელიგენციის პოზიციაც ასეთია? მას ხშირად უყვარს საუბარი საქართველოსთან, ქართულ კულტურასთან განსაკუთრებულ ურთიერთობებზე...
- საქმე ის არის, რომ მათ შორისაც ჭეშმარიტი დემოკრატები ცოტანი არიან, რუსეთის მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს პუტინის პოლიტიკას და საბჭოთა კავშირის აღდგენაზეც კი ოცნებობენ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ ცნობილი რუსი მწერალი, დისიდენტი სოლჟენიცინი ხელისუფლებას აღმოსავლეთ უკრაინის რუსეთთან მიერთებისკენ მოუწოდებდა. ინტელიგენციის დიდი ნაწილი ფეხდაფეხ დაჰყვება პუტინს, რომ მისგან რაიმეს გამორჩნენ.
- დღეს ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს გასაგონად აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეებს იცავს.
- მაგრამ რატომ არავინ ჰკითხავს, საიდან გაჩნდნენ იქ რუსთეთის მოქალაქეები? ყველამ იცის, რომ იქ რუსულ პასპორტებს ჰუმანიტარული დახმარებასავით არიგებდნენ, სხვათა შორის, თავის დროზე ჰიტლერიც ასე საუბრობდა სუდეტელი გერმანელების დაცვის აუცილებლობაზე და ამ საბაბით შეიჭრა პოლონეთში, ასე დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.
- რუსეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ საკუთარი ინტერესები აქვს კავკასიის რეგიონში და ყველა გზით ეცდება აქ გავლენის შენარჩუნებას.
- ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანას საკუთარი საზღვრების მიღმა არც უნდა ჰქონდეს ინტერესები, რუსეთი დიდხანს იყო იმპერია, იგი ვერავის მფარველი ვერ იქნება, ვერავის უპატრონებს და ვერც ლუკმა-პურით უზრუნველყოფს, მას მხოლოდ ბომბები მოაქვს.
- რუსმა ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა მატვეი განაპოლსკიმ ახლახანს, თბილისში ყოფნისას განაცხადა, რომ რუსეთში რეალურად, ორხელისუფლებიანობაა - მედვედევისა და პუტინის, ეთანხმებით მას?
- რა თქმა უნდა, არა. ქვეყნის მმართველი დღეს ვლადიმერ პუტინია, მედვედევი კი მისი ხელის ბიჭია.
- თქვენი აზრით, ვინ ცდება უფრო ხშირად - ხალხი თუ პოლიტიკოსები?
- პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, ძალზე ხშირად ცდებიან, მოსავალს კი ხალხი იმკის, თუმცა, საზოგადოება ხშირად ინდიფერენტიზმისთვისაც ისჯება. დღეს აქ, რუსეთში ზოგიერთი "ცნობილი სახე" გაჰყვირის, რომ მზად არის, მოხალისედ წავიდეს საქართველოში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ისინი არსად წამსვლელები არიან.
- რატომ ვერ ეგუება ზოგიერთი რუსი პოლიტიკოსი იმას, რომ ქართველ ხალხს აქვს უფლება, თვითონ გააკეთოს პოლიტიკური არჩევანი?
- ჩვენი პოლიტიკისების დიდმა ნაწილმა ვერ დააღწია თავი დიდმპყრობელურ, იმპერიულ აზროვნებას, დღეს რუსეთის დუმაში, პარლამენტში არც ერთი დემოკრატიულად მოაზროვნე დეპუტატი არ არის, რაც ხალხის ნების გამოხატულებაცაა, მეტი რა გითხრათ!
- თქვენი აზრით, როგორი იქნება დასავლეთის, განსაკუთრებით კი ევროპის პოზიცია საქართველოს მოვლენებისადმი, რომელიც ეკონომიკური თვალსაზრისით, დიდწილად არის მიბმული რუსეთზე?
- ევროპამ დღეს საქმით უნდა დაამტკიცოს, რამდენად არის მისთვის ღირებული დემოკრატიული ფასეულობები მხოლოდ დასავლეთის ერთიანი ზეწოლა, მოკოვიდან ვიზების გაწვევა აიძულებს კრემლს, უკან დაიხიოს, შეჩერდეს, თუმცა, ჯერჯერობით ევროპა ფრთხილობს, აშშ კი აქტიურობს.
- მაგრამ აშშ-მ თვითონ დაიწყო ომი ერაყსა და ავღანეთში გაეროს რეზოლუციის, მისი ნების გვერდის ავლით...
- ის, რომ რუსეთი და ჩინეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები არიან, ამ ორგანიზაციას ხელს უშლის ქმედითი და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღოს. ამიტომ გადადგა მაშინ აშშ-მ ეს ნაბიჯიც. თუმცა, ცხადია, ამით რუსეთის დღევანდელი მოქმედების გამართლება, "შეფერადება" ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ასეთი მცდელობები იყო და მომავალშიც იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
საქართველოს საგარეო უწყება - რუსი აგრესორების ქმედების შედეგად გორში მწიფდება ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა

რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დღეს კიდევ ერთხელ დაარღვიეს შეთანხმება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები გორში არ შეუშვეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ქ. გორში შეყვანილია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს ქალაქის დანაღმვა. რეალური საფრთხის ქვეშ იმყოფებიან ამ დროისთვის გორში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა და ჟურნალისტები, რადგან რუსი ოკუპანტები არ აძლევენ მათ ქალაქის დატოვების საშუალებას. ქალაქში რამდენიმე შენობას ცეცხლი უკიდია. რუსი აგრესორების ქმედების შედეგად გორში მწიფდება ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა.
ასევე, რუსეთის საოკუპაციო ჯარები დაბრუნდნენ სენაკში და ფოთში. მიმდინარეობს სენაკის სამხედრო ბაზის და ფოთის სამხედრო პორტის ძარცვა, საქართველოს კუთვნილი ქონების განადგურება.
"რუსი ოკუპანტების ამგვარი ქმედებები კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ფედერაციის აგრესიის აღსაკვეთად საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ჩარევის აუცილებლობას", - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში. 2008-08-14 15:16

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
2008-08-14 17:49
სერგეი ბაღაფშსა და ედუარდ კოკოითს დე-ფაქტო რესპუბლიკების აღიარების შანსი რეალურად მიაჩნიათ

ოსი და აფხაზი სეპარატისტების ლიდერები - ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში მიიჩნევენ, რომ მათი დე-ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შანსი სრულიად რეალურია.
ამის შესახებ მათ დღეს მოსკოვში, "ინტერფაქსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
"ვადების დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ეს სრულებით რეალურია. განსაკუთრებით უკანასკნელი მოვლენების, იმ აგრესიის შემდეგ, რომელიც საქართველომ განახორციელა. საქართველომ თავად გვიბიძგა ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობაც, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოხდეს", - განაცხადა კოკოითმა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას საერთაშორისო სამართლის ნორმების მკაცრი დაცვით მიაღწევს.
კოკოითის განცხადებით, ასეთი ძლიერი დარტყმის მიუხედავად, დამოუკიდებლობისკენ სამხრეთ ოსეთის ხალხის სწრაფვა არ შეცვლილა და საამისოდ ყველა პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძველი აქვს.
კოკოითი აღნიშნავს, რომ ცხინვალი დამოუკიდებლობის თაობაზე წინა ორი რეფერენდუმის შედეგებს ეჭვქვეშ არ აყენებს და კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს.

რა ეშველებათ ამ ავადმყოფებს ძლივს ვიკავებ თავს ბილწსიტყვაობისგან ერთი ამათი თავი მომცა ლიფტში ......................................

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭირო თანხებით პარლამენტიც დაეხმარება
იძულებით გადაადგილებულ პირებს საჭირო თანხებით პარლამენტიც დაეხმარება. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს აპარატსა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაავალა, გადახედონ პარლამენტის ბიუჯეტს და მაქსიმალურად გამოყონ თანხები, რაც კი შეიძლება, ამ ეტაპზე პარლამენტს მოაკლდეს. სამართლებრივი ფორმალობის დაცვის მიზნით საპარლამენტო ბიუჯეტისთვის თანხების გამოკლებასთან დაკავშირებით პარლამენტი მოამზადებს სპეციალურ დადგენილებას, რომელიც უახლოეს სხდომაზე იქნება მიღებული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
საქართველოს ხელისუფლება დაგომისის ხელშეკრულებასაც აუქმებს ბეჭდვა ელფოსტა
საქართველოს ხელისუფლება დაგომისის ხელშეკრულებასაც აუქმებს. როგორც ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განმარტა, ხელშეკრულების გაუქმებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს დავალება უკვე მიღებული აქვს და ახლა მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურული და სამართლებრივი საკითხების მომზადება. "დაგომისის ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების დასრულების შემდეგ ინფორმაციას მთავრობა პარლამენტს აუცილებლად მიაწვდის, ამ გადაწყვეტილების მისაღებად კი ოფიციალურად პარლამენტის თანხმობა საჭირო არ არის" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი