↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ივლიანე ხაინდრავა: ქვეყანაში საღი აზრის აშკარა დეფიციტია.

“როგორც ვიცი, ჩვენი მოკავშირეები ემუდარებოდნენსაქართველოს ხელისუფლებას, ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ახლა კი სააკაშვილს ჰყოფნის თავხედობა, ევროპა დაადანაშაულოს მომხდარში. ერს ხელისუფლების ნამოქმედარისმიმართ ადეკვატური შეფასება უნდა ჰქონდეს, რათა ამ ქვეყანაშიმსგავსი კატასტროფა აღარ დატრიალდეს”, - “მთელ კვირას” რესპუბლიკელი ივლიანე ხაინდრავა ესაუბრება.
- დასავლეთი აფრთხილებდა საქართველოს ხელისუფლებას, შორს ნუ შეტოპავთ, თორემ ძალიან სახიფათო მიმართულებით განვითარდება მოვლენებიო. რუსეთი რომ კონფლიქტის ესკალაციით დაინტერესებული იყო ცხადია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა მოვლენათა ამგვარი განვითარება.

რაღა მაშინ მოუნდათ “კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა”, როცა რუსეთის მთელი ჩრდილოკავკასიური სამხედრო დაჯგუფება და შავი ზღვის ფლოტი სრულ სამხედრო მზადყოფნაში იყო? იქით - მანევრები, აქეთ - მოსახლეობას ხიზნავენ ცხინვალიდან, ჯავაში მაგრდებიან, კაზაკების მობილიზაცია ხდება, ჩრდილოკავკასიელები ამოძრავდნენ, როკის გვირაბი მოქმედებს. ასეთ პირობებში რას ფიქრობდნენ? მომხდარს აქვს პოლიტიკური, სამხედრო დაჰ უმანიტარული ასპექტები და ვერც ერთში საქართველოს ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზე ვერ აღმოჩნდა.

ჩვენი ხელისუფლება ინფანტილური და სულსწრაფია, რაც არაერთგზის დადასტურებულა; ახლაც, როგორც ჩანს, ვიღაცეებს ნერვებმა უმტყუნა.

გამოდის, რომ ხელისუფლება ხალხს ატყუებს, როცა ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და ცეცხლი უნდა გაეხსნათ?
- ტყუილისა და ტრაბახის ნაზავი ამ ხელისუფლების საარსებო გარემოა. როგორც ვიცი, ჩვენი მოკავშირეები ემუდარებოდნენ საქართველოს ხელისუფლებას, ეს არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ. ახლა კი სააკაშვილს ჰყოფნის თავხედობა, რომ ევროპა დაადანაშაულოს მომხდარში.

ოპერაცია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო, აშკარად სცილდებოდა შეთანხმებულ, თუ გნებავთ - ნებადართულ, რაციონალურ საზღვრებს. “საქართველო დემოკრატიის შუქურაა” - ამ კონტექსტში გაიყინა ამერიკის ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ერთი რამ უდავოა: არც ამერიკა, არც დასავლეთი ზოგადად საქართველოს გამო მესამე მსოფლიო ომს არ დაიწყებენ.

სარკოზის დოკუმენტთან მიმართებით თქვენი დამოკიდებულებაროგორია?
- შემაშფოთებელია დოკუმენტის მეექვსე პუნქტი: როგორ ფორმატშია გააზრებული კონფლიქტების მოგვარება. ვიღაცას შეუძლია თავი დაიმშვიდოს იმით, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დღეს საქართველოს აღიარებულ საზღვრებშია, მაგრამ მედვედევმა სხვაგვარად დასვა საკითხი: სტატუსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნების საფუძველზე უნდა გადაწყდესო. შექმნილ ვითარებაში, როცა ორივე ტერიტორია დაცლილია ქართველებისგან (გალის გამოკლებით), იმთავითვე გასაგებია, თუ როგორია ეს ნება. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: ვითარება მკვეთრად შეიცვალა ჩვენთვის საზიანოდ.

არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები დაზავდნენ: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის იქნება.
- მეც მომიკრავს ყური, თითქოს მოისინჯება იდეა აფხაზეთისა (ან მისი ნაწილის) და ცხინვალის რეგიონის გაცვლაზე საქართველოს ნატო-ში წევრობაზე. მაგრამ ნატო-ში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის მიერ განიხილება, როგორც დაცვითი მექანიზმი. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებრივი აზრი ნატო-ს მიმართ მკვეთრად შეიცვლება. ცხინვალიც და აფხაზეთიც ქართული იდენტობის, მენტალიტეტის შემადგენელი ნაწილია. დროთა განმავლობაში ცვლილებები მენტალიტეტშიც ხდება, მაგრამ მისი მომენტალური გადასხვაფერების წარმოდგენა მიჭირს. არ მგონია, ამაზე დათანხმდეს თვით ეს ხელისუფლებაც კი.

მიგაჩნიათ, რომ რუსეთის ინტერვენცია მიზნად ისახავდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლას?
- დიდი ხანია, ვამბობ, რომ რუსეთის ნებისმიერი მტრული გამოხდომა საქართველოს მიმართ აძლიერებდა სააკაშვილს და არა პირიქით. სხვათა შორის, ასე იყო შევარდნაძის დროსაც. ახლაც, როგორც კი რუსეთში პოლიტიკოსებმა თქვეს, სააკაშვილის გადაყენება არის საჭიროო, პრაქტიკულად მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა საქართველოში უპასუხა: “ეს თქვენი საქმე არ არის”. პარადოქსია: რუსეთი სააკაშვილს პოლიტიკურ წუთისოფელს უხანგრძლივებს, თავად სააკაშვილი კი - პირიქით.

თუკი რუსეთი თბილისის მიმართულებით ცეცხლს გახსნიდა, საქართველოს ხელისუფლებას რა ზომებისთვის უნდა მიემართა?
- ოცდაოთხ საათში სრული სამხედრო კრახი მოულოდნელი იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ იმ ექსპერტებისთვისაც, ვისაც საკმაოდ მაღალი აზრი ჩამოუყალიბდა ქართულ ჯარზე. აქ, რა თქმა უნდა, უმაღლესი ოფიცრობის პრობლემაა და არა ჯარისკაცების; ოპერაციების დაგეგმვისა და განხორციელების პრობლემაა, განსაკუთრებით - მსხვილი შენაერთების დონეზე. არ ვიცი, დედაქალაქის დაცვისთვის რა გაკეთდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი რუსები შეტევას განახორციელებდნენ. ის კი ვიცი, რომ წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა სახალხო ლაშქარი რამის გამკეთებელი იყო.

ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტი შენიშნავს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა, შიდა დაპირისპირებებში რომ არ დახარჯულიყო დრო და რესურსი.
- ეს კრიზისის კიდევ ერთი მხარეა. საგარეო მტრის საკითხი მოგვარებულია: აგერაა რუსეთი! მაგრამ ავტორიტარული რეჟიმებისთვის საგარეო მტრის არსებობა საკმარისი არ არის; საჭიროა საშინაო მტერიც. თუ სააკაშვილი დარჩა ხელისუფლებაში, არ გამოვრიცხავ, რომ განახლდება მოღალატეების, ხალხის მტრებისძიება. იმისთვის, რომ დაიბრუნოს თავდაჯერება, დასჭირდება განტევების ვაცების მოძებნა. სხვათა შორის, ოპოზიციური სპექტრი იმაზე უფრო კოლეგიურად ექცევა ამ ხელისუფლებას კრიზისის დღეებში, ვიდრე ეს ხელისუფლება იმსახურებს.

2004 წლის ზაფხულის ცხინვალის მოვლენების შემდეგ თქვენ პარლამენტში აღნიშნეთ, რომ “საქართველოში არის დღისა და ღამისმთავრობები; დღისით სამშვიდობო მოლაპარაკებები, ღამით - ომი”. შექმნილ სიტუაციაში რომელ ხელისუფლებას ადანაშაულებთ?
- ახლა მხოლოდ ღამის მთავრობაღა შემოგვრჩა. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც რაციონალური ტვინები მაინც დარჩნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში; ალბათ, ყველა არ იყო მილიტარისტულ-თვითმკვლელურ პოზიციაზე, მაგრამ საღად მოაზროვნეთა ხმა, თუკი ასეთი იყო, დაითრგუნა. საერთოდ, ქვეყანაში საღი აზრის აშკარა დეფიციტია.

საერთაშორისო საპოლიციო ძალების შემოსვლის პერსპექტივა არსებობს?
- ასეთი ძალების შემოყვანა გაჭიანურდება იმიტომ, რომ ამას რუსეთიც, აფხაზებიც და ოსებიც კატეგორიულად ეწინაააღმდეგებიან. ევროპისთვის კი არ არის დამახასიათებელი საკუთარი აზრის სხვის თავზე მოხვევა. თანაც, ახლა რუსებმა ყველაფერი რომ დათმონ, ნამდვილად გასაკვირი იქნება. საქართველოს ხელისუფლებაში ტალეირანი არ ჩანს, რომ წაგებული ომის შემდეგ მოგებაში დავრჩეთ. არ მინდა, საქართველოს ფუნქცია შემოიფარგლოს იმით, რომ იგი საკუთარი დასახიჩრებული სხეულით მუდმივად ახდენდეს იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი ცუდია. გონიერი ხელისუფლების დანიშნულება სულ სხვა უნდა იყოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა უნდა ვქნათ?რეალობა ძალიან უიმედოა.სნნ-ზე გადის ტიტრები,რომ სამხრეთ ოსეთში რუსებმა ბალისტიკური რაკეტების დამონტაჟება უნდა დაიწყონ.მსოფლიოს აზრი არ აინტერესებთ.მსოფლიო შენი გულისთვის მე-3 მსოფლიო ომს არ დაიწყებს,ხოდა დავირუპებით ასეც და ისეც,სად არის გამოსავალი?ღმერთო გვიშველე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
გორისა და ცხინვალის რეგიონებიდან 200 ათასი დევნილია რეგისტრირებული. დევნილების უმეტესობა თბილისის სკოლებსა და ბაგა-ბაღებშია შესახლებული. თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში 273 დევნილი ცხოვრობს. ისტორიები, რომლებიც მათ “ფაქტს” უამბეს, რუსი სამხედრო ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ ქართველთა გენოციდის უტყუარი მასალებია.
ელენე გელაშვილი, 21 წლის, დევნილი ნიქოზიდან: - ცხინვალში სროლები რომ დაიწყო, ყველა “პადვლებში” ვიმალებოდით... ჩემს სახლს ბომბი არ დასცემია, მაგრამ ყველა მხრიდან მკვდრები და დაჭრილები მოჰყავდათ. იქ გაჩერება აღარ შეიძლებოდა და ფეხით წავედით გორისკენ. გზაში კაცი შეგვხვდა, რომელსაც ოჯახი “მარშუტკით” მიჰყავდა გორში და ჩვენც ავედით მანქანაში.

ახალგაზრდა გოგოებს გვითხრეს, თავზე ჩადრი დაიფარეთ და ბებრებს დაემსგავსეთ, თორემ ის რუსები და ოსები ყველგან არიან, ტრანსპორტს აჩერებენ და თუ გოგო მოეწონათ, მიჰყავთო. ყველა მაშინვე :დავბერდით”, მაგრამ ჩემმა დაქალმა, მარიმ თქვა, რა სისულელეა, ვინ უნდა წაგვიყვანოს? სიბერე თავის დროზეც მეყოფაო. ვეხვეწეთ, მაგრამ გაჯიუტდა...

კილომეტრიც არ გვქონდა გავლილი, რომ 30-მდე შეიარაღებულმა რუსმა გაგვაჩერა. ერთმა გამხდარმა ჯარისკაცმა თავი შემოყო “მარშუტკაში”. მარი სკამს ეფარებოდა, მაგრამ იმ დამპალმა მაშინვე დაინახა და გარეთ გაათრია. მანქანაში სულ სამი კაცი იყო და სამივეს ავტომატის კონდახები ურტყეს. მერე, მძღოლს ანიშნა, გზა განაგრძეო. არ დამავიწყდება მარის გაფითრებული სახე...

ორი დღის მერე, გორში ვიყავით და თბილისისკენ ვაპირებდით წამოსვლას, როცა თქვეს, ჯარისკაცებს ნაწამები ახალგაზრდა გოგო მოჰყავთო. ფერი დავკარგე... თუმცა, ვიფიქრე, იქნებ მართლა მარია და ცოცხალი მაინც გადარჩა-მეთქი. ჯარისკაცებს გავყევი და რომ დავინახე, კინაღამ ცუდად გავხდი... ძლივს ვიცანი მარი... სულ დასისხლიანებული და გაწეწილი იყო. თურმე, ცხინვალის რომელიღაც სოფელში წაუყვანიათ და 50-მდე კაცს გაუუპატიურებია. მერე, აწამეს, დანით დასერეს და დაასახიჩრეს. მარი მხოლოდ ერთს გაიძახოდა, მომკალით, მადლი ქენითო...

ალეკო გულიაშვილი, 75 წლის, დევნილი სოფელ ერედვიდან: - ძალიან მიჭირს ამ ამბის მოყოლა, მაგრამ უნდა მოვყვე, რომ ყველამ დაინახოს, როგორი არაადამიანები და სადისტები არიან რუსები... განსაჯეთ, აზრი აქვს თუ არა ჩემს სიცოცხლეს...

ჩემი ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. ეს ტკივილი ტყუპმა შვილმა გადამატანინა. შვილიშვილების გაზრდაც მარტოს მომიწია. ეს უსახელო ომი რომ დაიწყო, ჩემი შვილიშვილი ანი 17 წლის იყო, ლევანი - 15-ის. ლევანი ჩემს თვალწინ გახლიჩა ბომბმა, ტანი ცალკე ეგდო და ფეხები - ცალკე. ანა კი დაიჭირეს კაცის მკვლელმა “სალდათებმა” და სახლში შეათრიეს. მესმოდა მისი წივილ-კივილი, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდი, ნაცემი და დაბეჟილი ვეგდე მიწაზე...

იმ დამპლებმა ბავშვის გაუპატიურება არ იკმარეს და უთხრეს, გაიქეცი, 10 წამში თუ გაგვასწრებ, თავისუფალი იქნებიო. დაბნეული და ატირებული ბავშვი გაიქცა... არამზადებმა სამამდე დაითვალეს და ყველამ ერთად ესროლა... ჩემი საწყალი შვილიშვილი მოცელილივით დაეცა

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Aug 2008
Posts2
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://lib.ge/body_text.php?5169

http://lib.ge/body_text.php?5168

http://lib.ge/body_text.php?5167

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
დღეს მსოფლიოში ძაღლი პატრონს ვერა ცნობს,აბა რა ეგონათ თავის ნებაზე რომ მიუშვეს რუსეთი.სიცოცხლე მძულს,მომავალს ვერ ვხედავ,რამდენი ხანია ვღაფავთ სულს რუსეთის იმპერიის უღელ ქვეშ.როგორ გვჯეროდა რომ ევროპა გვიშველიდა.საშველი კი არსაიდან არა ჩანს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts825
კარმა60
OFFLINEPROFILE
http://www.liveleak.com/view?i=b26_1218094003

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღმერთო,რა ძნელი მოსასმენია ეს ყველაფერი.ყველა ნამუსახდილ ქალში ჩემს თავს და ჩემს შვილს ვხედავ და არ ვიცი თავი რითი ვინუგეშო?უსასოობისგან ვტირი და ვტირი.რუსების დაპყრობილ საქართველოში რა დაბრუნდება,არადა აქ ჩემიანების გარეშე ისედაც მკვდარივარ.ყველას ერთად კი უსამშობლოდ რა გვეშველება?სნნზე საქართველოს თემა განელდა ,აღარ უჭედავენ ტვინს მობეზრდათ,ახლა პაკისტანის თემა წამოწიეს.ჩვენი საშველი არ არის.რუსეთი არაფერზე უკან დამხევი არ არის,როგორც ჩანს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
[თარგმანი: მაკა წიკლაური]
დიდი ბრიტანეთის და ამერიკის პრესა რუსეთის ”გამარჯვებას” აფასებენ
რუსულ-ქართული შეაიარაღებული დაპირისპირების პირველი აქტიური ფაზა დამთავრდა. დასავლურმა მედიამ შედეგების შეჯამება დაიწყო. რუსული მედიაც კი აქვეყნებს ბრიტანელი და ამერიკელი ჟურნალისტების შეფასებებს. ისინი კი გულდასმით აკვირდებოდნენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
დიდი ბრიტანეთი - პუტინის პრეზიდენტობის პერიოდიდან, კრემლის აქტიური კრიტიკოსი და ამავდროულად რუსეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეების თავშესაფარია. ამჟამადაც ბრიტანული პრესა რუსულ-ქართული კონფლიქტის შედეგების შეჯამებისას უპირატესად პუტინზე საუბრობს და არა მის მემკვიდრე-მედვედევზე.

The Times-ის საერთაშორისო მიმომხილველმა ბრონუენ მედოქსმა (Bronwen Maddox) მედვედევს პიდაპირ უწოდა მარიონეტი და ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, უფრო გავლენიანი პრემიერის ჩრდილში.

The Daily Telegraph-ის ავტორი დევიდ ბლერი ასევე განიხილავს კრემლს პრემიერ-მინისტრ პუტინის ძალაუფლების ქვეშ. დევიდ ბლერი მიიჩნევს, რომ პუტინის ხელისუფლება ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, ველური და თითქმის პირველყოფილი წესებით ცხოვრობს. სწორედ ამიტომ დადგა ევროპის ოქროს საუკუნის აღსასრული, რომელიც საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის დაშლისას დაიწყო.

- ”არც ისე დიდი ხნის წინ, როგორც აღმოსავლეთ ევროპის, ისე მთელი ცივილური დასავლეთის ქვეყნები იმედოვნებდნენ, რომ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ და შეიძლებოდა შეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ყველაფერში, სამხედრო ძლიერების გარდა. მაგრამ საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ რუსეთის ნებისმიერი მეზობელი ქვეყანა არქაულ რეალობაში არსებობს, როცა რეგიონალური დავითები, მოსკოველი გოლიათის ჩრდილის ქვეშ იმყოფებიან. საქართველოს დამარცხება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიაა და საერთაშორისო ურთიერთობების წყალგასაყარს მოიცავს: რუსეთმა დაამტკიცა, რომ საზღვარგარეთული დერჟავების აზრის გაუთვალისწინებლად, მზად არის კამათი ძალით დაარეგულიროს”, - წერს დევიდ ბლერი.

The Guardian-ის საიტზე გამოქვეყნებულია კონფლიქტის ანალიზი იან ბლეკის (Ian Black) და იან ტრეინორის (Ian Traynor) ავტორობით. აქაც საუბარია პუტინზე, რომელმაც ჟურნალისტების აზრით, არასრულ ერთ კვირაში მოახერხა საკვანძო კასპიისპირა რეგიონის რუკის გადახაზვა. რუსეთის გამარჯვება, დასავლეთის და პირველ რიგში აშშ-ს დამარცხებაა, რომლებიც წლების განმავლობაში ”ტუმბავდნენ” საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ მაინც ვერ მიიღეს გავლენის საკმარისი ბერკეტი აღორძინებული რუსეთის წინააღმდეგ.

ანალოგიური ინტონაციით არის დაწერილი ენ პენკეტის (Anne Penketh) გაზეთში The Independent: ”კონფლიქტი, რომელსაც ბრწყინვალედ ხელმძღვანელობდა კრემლში კვლავ მთავარ პერსონად დარჩენილი ვლიდიმირ პუტინი, დამთავრდა რუსული პირობებით და დასავლეთი ვერაფერს შეცვლის. მოსკოვმა გვაჩვენა, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა, .დასავლეთელი დემოკრატები კი მზად არ არიან ამისთვის”.

პენკეტი ასკვნის, რომ დღეს რუსეთის გლობალური გავლენა ისეთი ძლიერია, როგორც არასოდეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ჟურნალისტის აზრით, რუსეთს და პირადად პუტინს, ახლა შეუძლიათ იგრძნონ ”შურისძიების ტკბილი გემო”, იმ უგულვებლყოფისათვის რაც დასავლეთმა, ერაყზე თავდასხმითა და კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებით განახორციელა მის მიმართ.

The Times-ის კიდევ ერთმა ავტორმა რიჩარდ ბისტონმა (Richard Beeston), გაზეთში გამოქვეყნებულ ანალიზში გაიხსენა ФСБ-ს ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილი, რომელშიც ბრიტანელებმა რუსეთი დაადანაშაულეს. ბისტონის დასკვნით, სწორედ ლიტვინენკოს სიკვდილმა დაანახა დიდ ბრიტანეთს, რუსეთის ხელმძღვანელობის ნამდვილი სახე.

გულუბრყვილო ამერიკელებმა, კერძოდ აშშ-ს ”რუსოფილმა სახელმწიფო მდივანმა” კონდოლიზა რაისმა ამჯობინეს ეპატიებინათ რუსეთისათვის საბჭოთა წარსული. ამჟამად კი ვაშინგტონი უძლური აღმოჩნდა დაეცვა თავისი მთავარი მოკავშირე ამიერკავკასიაში.

ბისტონი წერს პუტინის პირად გამარჯვებაზე, რომელიც თანამემამულეების წინაშე ყველგან მყოფ გმირად წარსდგა, რუს სპორტსმენებსაც დაუჭირა მხარი პეკინის ოლიმპიადაზე და ოსების დასახმარებლადაც ჩავიდა. თუმცა, ჟურნალისტის აზრით, ეს რუსეთის რკალისებური გამარჯვებაა - რუსეთმა მიიღო შესაძლებლობა ”გაბეროს ლოყები”, მაგრამ ის კრახისკენ მიდის: საკმაოდ მოძველებული იარაღით შეძლეს პატარა საქართველოს განადგურება თუმცა, იგივე იარაღით დასავლეთის ჯარებთან ვერ იომებს, ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან მას გაუფუჭდა ურთიერთობა, რუსეთში კი ამჟამად დემოგრაფიული კრიზისია.

წამყვანი ამერიკული გაზეთების ავტორები უფრო თავშეკავებულები არიან შეფასებებში თუმცა, არსი იგივეა.

Los Angeles Times-is ჟურნალისტის მორა რეინოლდსის (Maura Reynolds) სტატიაში საუბარია რუსეთისათვის რეგიონალური ლიდერის სტატუსის დაბრუნების თაობაზე. მოსკოვი თითქოს არ ცდილობს საბჭოთა კავშირის აღორძინებას, მაგრამ მყარად აქვს გადაწყვეტილი თავისი გავლენის ქვეშ იყოს მისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი.

ექსპერტების ანალიზზე დაყრდნობით, რეინოლდსი აკეთებს დასკვნას, რომ რუსული სამხედრო ოპერაციის ფართო გასაქანის გამომწვევი მიზეზი, არა მხოლოდ საქართველო იყო, არამედ თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანა და განსაკუთრებით, უკრაინა.

რეინოლდსი ახდენს აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების არაერთხელ გამეორებული დასკვნის ციტირებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ქმედება საქართველოს მიერ ოსეთზე თავდასხმის არაპროპორციული იყო, რადგანაც რუსულმა ძალებმა თავისი დარტყმები სამხრეთ ოსეთის რეგიონს მიღმაც განახორციელეს. ამასთან ერთად სტატიაში აღნიშნულია, რომ ამერიკელთა

პროტესტი შეიძლება მოჩვენებითი იყოს. ამის მაგალითია აშშ-ს თავდასხმა ერაყზე, რომელიც საერთოდ სხვა კონტინენტზე მდებარეობს.

The New York Times-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორები ენდრიუ კრამერი (Andrew E. Kramer) და ელენ ბარრი (Ellen Barry) მიიჩნევენ, რომ რუსეთმა წარმატებით მიაღწია რამდენიმე მიზანს: რეგიონში სიტუაციის შეცვლას, ქართული ჯარის დამარცხებას და ამავდროულად, გააძლიერა ზეწოლა თავის ძველ მტერზე, მიხეილ სააკაშვილზე. ამასთან აღნიშნულია, რომ ცივი ომის სახით დასავლეთთან ღია კონფრონტაციის თავიდან აცილების მიზნით რუსეთის ხელმძღვანელობა დროზე შეჩერდა.

The Washington Post-ში გამოქვეყნებულია ევგენი რუმერის (Eugene Rumer) კომენტარი, მოსკოვმა თავისი გამარჯვების შესახებ მსოფლიოს ხმამაღლა ამცნო, მაგრამ რუსეთს კრახი ემუქრება. რუმერი ისტორიულ პარალლელს ავლებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა ჯარების შეყვანას შორის.

ავტორის აზრით, ახლაც ისე, როგორც მაშინ სამხედრო ძალის გარეგნული დემონსტრირების მიღმა, რუსეთის შიდა სისუსტე იმალება. რუსეთმა დაამარცხა პატარა საქართველო და გაიმყარა სტატუსი საერთაშორისო არენაზე, მაგრამ ქვეყანაში არ არის დაძლეული დემოგრაფიული კრიზისი და ეკონომიკის დამოკიდებულება ნედლეულზე

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined08 May 2007
Posts16
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხალხო ყველაფერი კარგათ იქნება, ხვალ საქართველოსთვის განსაკუთრებული დღე და ყველანი ნახავთ რომ ჩვენი ხალხის სისიხლი არავის არ შერჩება. ჩვენი ჯარისკაცების გმირობას კიდევ უკვალოდ არ ჩაუვლია და საქართველო სულ მალე ნატოს წევრი გახდება!!! მერე ვნახოთ როგორ იბოგინებს რუსეთი საქართველოში ეგ არის მათი ბოლო "ვიზიტი" და ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსმა სამხედროებმა განმუხურის "პატრიოტთა ბანაკი" გადაწვეს.
ამის თაობაზე ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება.
თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედროებმა ბანაკის ტერიტორიაზე შეიყვანეს ორი ჯავშანმანქანა და ორი სატვირთო მანქანა, შემდეგ კოტეჯებს ბენზინი შეასხეს და ცეცხლი წაუკიდეს. რუსმა ოკუპანტებმა ბანაკის ინვენტარიც გაანადგურეს.
განმუხურში რუსეთის 42-ე არმიაა შესული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლაჯზე აიხევა ეგ უბედური.
არ შერჩება.უფალი მიუზღავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნინო კომახიძე, ”ვერსია]
“ნაციონალების” “რუხ კარდინალად” მონათლული ლევან რამიშვილი გამწვავებულ ქართულ-რუსულ კონფლიქტში საქართველოს ხელისუფლების შეცდომებს, ფაქტობრივად, ვერ ხედავს. თუმცა, “ვერსიასთან” საუბრისას, ცალსახად პროამერიკული განწყობით, ბევრ მინიშნებას აკეთებს დასავლეთის უმოქმედობაზე და მიიჩნევს, რომ აგრესორი ქვეყნის ნაბიჯებს ევროპის რამდენიმე ლიდერი საქართველოზე ბევრად მოუმზადებელი შეხვდა.
რამდენად მოსალოდნელი იყო რუსეთისგან ამგვარი აგრესია?
- ვფიქრობ, ეს სიურპრიზი არ ყოფილა არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს რუსეთის ისტორიაზე და, განსაკუთრებით მის დღევანდელ პოლიტიკურ სისტემაზე, ხელმძღვანელობაზე. თუმცა, სამწუხაროდ, სიურპრიზი აღმოჩნდა დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ლიდერისთვის.

მაშინ რატომ შეხვდა საქართველო ასეთი მოუმზადებელი მეზობელი ქვეყნის აგრესიას?
- მე მგონია, საქართველო, მაინც, საბოლოო ჯამში, მზად აღმოჩნდა იმისათვის, რომ რაღაც დონეზე მოეგერიებინა ეს შემოტევა. ამის შედეგია, რომ რუსეთმა საკუთარი ბლიც-კრიგი ბოლომდე ვერ განახორციელა, ვერ მოახერხა, თბილისის თავზე წითელი დროშა აეფრიალებინა. ანუ, ჩვენი სახელმწიფო მზად აღმოჩნდა იქამდე გაეწია წინააღმდეგობა რუსეთისთვის, სანამ დანარჩენი მსოფლიო გამოფხიზლდებოდა, რეალისტურად შეხედავდა, რა ხდება კავკასიაში და დაიწყებდა ადექვატურ მოქმედებას.

იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ჯარები მტერს უკუაგებდნენ, შემდეგ მოსკოვს აიღებდნენ და რუსეთს ურალისკენ დასახევ გზებს მოუჭრიდნენ, არა მგონია, ვინმეს ჰქონოდა. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს წლები ტყუილად არ დაკარგულა და ქართული შეიარაღებული ძალები შედგა. რა თქმა უნდა, რუსეთმა სამხედრო თვალსაზრისით, უპირეტესობა მოიპოვა, მაგრამ, ის, თუ როგორ მოქმედებს რუსეთი, სულ უფრო და უფრო მიანიშნებს იმაზე, რომ იგი ძალიან ღრმა საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა.

პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ ის მოვიგეთ, რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ. თუკი აქამდე ე.წ. ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტი შიდა პრობლემად განიხილებოდა, დღეს უკვე ყველა საუბრობს იმაზე, რომ საჭიროა, ჩვენი კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია და დასავლური სამშვიდობო ძალების შემოყვანა ამ რეგიონებში. დღეს მსოფლიოში, დაახლოებით, 80 მსგავსი კონფლიქტია და არსებობს იმის რეალური საშიშროება, საერთაშორისო დღის წესრიგში მეასეხარისხოვან საკითხად გადავიდეთ.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჩვენს წინაშე რეალურად დგას, აშშ-ში არჩევნებია და სანამ ახალი ადმინისტრაცია არ მოვა ძალაუფლების სათავეში, მანამ, ამერიკის მანევრების თავისუფლება ცოტათი შეზღუდულია.

თვლით, რომ ევროპამ რუსეთს ადექვატურად ვერ უპასუხა?
- ეს არ არის პირველი შემთხვევა. გავიხსენოთ თუნდაც, უნგრეთის 1956 წლის აჯანყება, როცა მაშინდელმა ცივილიზებულმა სამყარომ სუეცის კრიზისის მოგვარება უფრო პრიორიტეტულად მიიჩნია. ხშირად თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხები მარტო დარჩენილან სხვადასხვა იმპერიების პირისპირ.

რაღაც თვალსაზრისით, რუსეთს ჰქონდა იმედი, რომ ახლაც რაიმე მსგავსი მოხდებოდა. ევროპა საკუთარი საზომით შეხედავდა რუსეთს და ექნებოდა მოლოდინი, რომ რუსეთი 21-ე საუკუნეში ბარბაროსობას არ ჩაიდენდა. შესაძლოა, ეს გულუბრყვილო დამოკიდებულება იყო, ან არც იყო და იმით იყო განპირობებული, რომ ევროპა რუსულ გაზსა და ენერგორესურსებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

სხვათაშორის, ჯერ კიდევ რეიგანი აფრთხილებდა დასავლეთ ევროპას, რომ ამ დამოკიდებულებას საფრთხის მოტანა შეეძლო ძველი კონტინენტის თავისუფლებისა და უსაფრთხობისთვის. დღეს, ევროპული სახელმწიფოები ვითარებას უფრო საღად უყურებენ, მაგრამ, ჯერ-ჯერობით, ძნელია იმაზე საუაბრი, გრძელვადიანია თუ არა ის ცვლილებები, რაც ამ ყველაფრის შედეგად მოხდება.

ბატონმა პუტინმა აბსოლუტურად ღიად განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა. პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი ატარებს, გეგმაზომიერადაა გათვლილი და კონკრეტულ მიზანს ისახავს. ამ ახალ რეალობას დასავლეთმა უნდა უპასუხოს ადექვატურად, სხვანაირად, მისი საიმედოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, საფუძველი ერყევა უკვე ჩამოყალიბებულ საერთაშორისო წესრიგს.

თუკი დასავლეთს არ ძალუძს დაიცვას ის, რასაც თავად ქადაგებს, მაშინ გაცილებით დიდი კითხვის ნიშნები დადგება საქართველოს წინაშე. ფაქტია, აშშ ამ ყველაფერს უფრო სერიოზულად უყურებს. კამათი შეიძლება იმაზე, თუ რამდენად თანმიმდევრულად მოქმედებს ამერიკა საკუთარი კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ სწორედ ამერიკა იყო, გადამწყვეტი დარტყმა რომ მიაყენა ბოროტების იმპერიას და დღესაც, ყველაზე ქმედით დახმარებას ჩვენი ქვეყანა სწორედ მისგან იღებს.

ალბათ, აშშ-ს ჰუმანიტარულ ტვირთს ჩამოყოლილ ჯარისკაცებს გულისხმობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ, ამჯერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას ნელ-ნელა ამერიკული ჯარი დაიკავებს?
- ეს ნიშნავს სწორედ იმას, როგორც ეს რუსებს ესმით. ამის შემდეგ შეჩერდა რუსეთის აგრესია, მანამდე კი შეთანხმებამდეც და მას შემდეგაც ისე მოქმედებდა, როგორც თავად სურდა. აშშ-ს პრეზიდენტის საკმაოდ მკაცრმა განცხადებამ კი რუსეთი ერთგვარად გამოაფხიზლა.

საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ომი გაყიდულია. თქვენ თუ უშვებთ მსგავს ალბათობას?
- მე, მაგალითად, ვფიქრობ, რომ საჭიროა, ძალიან სერიოზული გამოძიება, ეხმარებოდა თუ არა ვინმე რუსეთს ამ დაბომბვების განხორციელებაში. საიდან ჰქონდა რუსეთს ეს ინფორმაცია, სად უნდა დაერტყა და სად არ უნდა დაერტყა? ეს საკმაოდ შემაშფოთებელი რამაა და, აუცილებლად, საჭიროებს გამოძიებას. შესაძლოა, ეს, უბრალოდ, ჩემი ეჭვებია, რომელსაც არ უდევს რეალური საფუძველი, მაგრამ გარკვული დაფიქრების საბაბს ეს უნდა იძლეოდეს.

ხომ არ გეჩვენებათ, რომსაქართველო, შესაძლოა, საშუალება იყოს რუსეთ-ამერიკის ხელში, ირანი კი - მიზანი?
- რუსეთისთვის საქართველო, ირანთან მიმართებაში, არავითარ როლს არ ასრულებს. ის საფრთხეები, რაც ცივილიზებულ სამყაროს ემუქრება, თუკი ირანიდან მოდის, გაცილებით ადრე ჩვენამდე მოაღწევს, ვიდრე ვაშინგტონამდე, შარლ დე გოლის ცნობილი სიტყვები რომ გავიხსენოთ, ერთადერთი, რაც მუდმივია ისტორიაში, ეს არის გეოგრაფია.

ჩვენი მეზობლები არიან ისინი, ვინც არიან და ჩვენ გვჭირდება ძლიერი უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა, რათა ვიყოთ დაცულები. სამწუხაროდ, ჩვენი ინტეგრაცია ყველაზე ძლიერ სტრუქტურაში, ნატო-ში ვერ მოხერხდა, მაგრამ როდესაც ნატო-ს წევრი გავხდებით, პარაზიტებად ნამდვილად არავის ვჭირდებით, რაღაც სანაცვლოდაც უნდა გავცეთ. საკმაოდ მარტივი და სამართლიანია, რომ ყველამ თავისი წვლილი უნდა გაიღოს გლობალური და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.

რუსეთის ამგვარ აგრესიას ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების დაჩქარება შეუძლია?
- ვნახოთ, ვნახოთ. როცა ნატო იქმნებოდა, მისი მთავარი დანიშნულება იყო რუსული საფრთხის შეკავება, ცნობილი ამერიკელი დიპლომატი და ამ შეკავების დოქტრინის ერთ-ერთი ავტორი, კენანი ამბობდა, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელსაც სურს თავის მეზობლად ან მტრები, ან ვასალები. ჩვენი პრობლემაც ესაა, არ გვინდა ვიყოთ მტრები და არც იმას შევეგუებით, რომ ჩვენი თავისუფლება იყოს შეზღუდული. ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ოკუპაცია დასრულდეს.

ჩვენდა სამწუხაროდ 6 აგვისტომდე, ევროპაში, ვერ მოვახერხეთ, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტების სწორი აღქმა რომ ყოფილიყო ევროპას ვერ დავანახეთ, რომ ეს არის, რეალურად, საქართველოს დეკოლონიზაციის სურვილი.

რა მიგაჩნიათ ჩვენი ხელისუფლების არასწორ ნაბიჯად?
- შეუმცდარი, ალბათ, არავინ არის. მგონია, უფრო მეტად პრინციპული უნდა ყოფილიყო ხელისუფლება, გარკვეული ნაბიჯები უფრო ადრე უნდა ყოფილიყო გადადგმული, მაგალითად, დსთ-დან გასვლა, ამ ფსევდოსამშვიდობო შეთანხმებების დემონსტრირება და რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის იმ სახელის დარქმევა, რაც ეკუთვნოდა. ამას ჩვენი სახელმწიფო არ აკეთებდა, რადგან ჩვენი ევროპელი მეგობრები მუდმივად “გვირჩევდნენ”, არ გაგვეღიზიანებინა რუსები.

ალბათ, ამ დღეებში საქართველოს თავდაცვის საკადრო პოლიტიკაში დაშვებული შეცდომებიც გამოჩნდა.თუნდაც, იმ არაერთ შემთხვევას ვგულისხმობ, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს ბრძანების გამცემი არ ჰყავდათ, რამაც ბევრი გამოუცდელი მებრძოლის სიცოცხლე შეიწირა.
- დღეს ამ თემაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან რეალურად რა როგორ იყო, საჭიროა, კარგად იქნას შესწავლილი. თუმცა, მთლიანობაში, ამ ინფორმაციის დეფიციტის პირობებში, მე, როგორც არაპროფესიონალი, ვფიქრობ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები საკმაოდ კარგად იყო მომზადებული. ამ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა რიცხვობრივ უპირატესობას, ამას დამატებული სრული დომინირება ჰაერში.

ამ ეტაპზე, ყველაზე ადექვატური და სწორი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს ჩვენი მხრიდან?
- ვფიქრობ, საქართველომ კიდევ უფრო პრინციპული საგარეო პოლიტიკა უნდა გაატაროს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებით და კიდევ უფრო ცხადად განუმარტოს თავის მეგობრებსა და მოკავშირეებს, თუ რა საფრთხეებთან და გამოწვევებთან უხდება შეჭიდება.

ამას კიდევ სჭირდება განმარტება?
- როგორც რეკლამა არ არის არასდროს ზედმეტი, ასევე, ვფიქრობ, იმ ჩვენი წარსულიდან და მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც დაგვიგროვდა, არც ერთი წუთით არ უნდა მოვდუნდეთ, იქამდე სანამ, თუნდაც ერთი რუსული ჩექმა დგას ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მოვეშვათ და ჩავთავლოთ, რომ ევროპელებმა პასუხისმგებლობა აიღეს და ჩვენი საზრუნავი აღარაფერი არ არისო. როცა მოვდუნდებით, სწორედ მაშინ შეიძლება გაცილებით უარესი მოხდეს, ვიდრე აქამდე გამოვცადეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საინფორმაციო სააგენტო
რუსი მოროდიორების ნადავლი უკვე გამოჩნდა სოჭის, ვლადიკავკაზის, მახაჩკალას, მოზდოკისა და ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის სხვა ქალაქების ბაზრებზე.
ამის შესახებ ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტი იუწყება.

- ”რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უშუალოდ ე.წ. რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ ხორციელდება მასობრივი მაროდიორობა. მოროდიორებს სახლებიდან ყველაფერი გააქვთ - საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან დაწყებული, სახლების მეპატრონეთა პირადი ნივთებით დამთავრებული” - ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომიტეტი მოუწოდებს ჩრდილოეთ კავკასიისა და სამხრეთ რუსეთის მოსახლეობას, არ შეისყიდონ რუსი მაროდიორების მიერ ნაძარცვი ნივთები, ვინაიდან ”ეს ნივთები არ მოუტანს ახალ მფლობელებს არც სიკეთეს და არც მშვიდობას”.

- ”შეუძლებელია, ერთის სისხლით, ცრემლით და უბედურებით მეორეებმა სიმყუდროვე და კომფორტი შეიქმნან” - ნათქვამია ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სამშობლოდან” დევნილები, შიდა ქართლივით იავარქმნილმა ”გამომცემლობა სამშობლომ” შეიფარა. ნაგებობის ფართობიდან გამომდინარე შენობაში შიდა ქართლიდან დევნილი 1’100 ადამიანი განთავსდა.
ერთ დროს საუკეთესო მდგომარეობაში მყოფი შენობა დღეს დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარია. მწყობრიდანაა გამოსული ელექტროგაყვანილობა, არ არის წყალი, ამორტიზებულია სველი წერტილები...

შიდა ქართლიდან დევნილები მათ თავს გადამხდარი უბედურების მიუხედავად მხნეობას ინარჩუნებენ და Presa.ge-სთან საუბრისას აცხადებენ:

- ”იმას რაც გვქონდა და რაც იქ დავტოვეთ ვეღარავინ დაგვიბრუნებს და ამას არც ვითხოვთ, მაგრამ საპირფარეშო რომ არ გექნება, სხვა დანარჩენზე რა ვილაპარაკო? ამბობს ავნევიდან დევნილი ლალი სადაღაშვილი და გვთხოვს, ხმა მივაწვდინოთ მათ, ვისაც ხელეწიფებათ მათი გასაჭირის მოგვარება, რომ ელემენტარული საჭიროების ინვენტარი: საწოლები, ლეიბები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელი მიაწოდონ.

დევნილების უმეტესობას ერთი სატკივარი აერთიანებს. ისინი თავიანთ ოჯახის წევრებს და ახლობლებს ეძებენ. ჩვენთან საუბრისას სოფელ დიცის მკვიდრმა თამრიკო ყორღანაშვილმა გვითხრა, რომ მას სოფელ დიცში დარჩა დედ-მამა და ძმა, რომლებიც მას ეხმიანებიან. ინტერვიუს ჩაწერის დროს სრულიად შემთხვევით ჩვენი რესპოდენტის ძმამ, მიშიკო ყორღანაშვილმა დარეკა,რომელმაც დევნილებს აცნობა, რომ მის სოფელ დიცში დარჩენილი ქართველების უმეტესობა ცოცხალია...

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქართული მხარე სრულიად მოუმზადებელი შეხვდა საომარ ვითარებას, რომლის შედეგიც 100’000-დე დევნილი, გარდაცვლილი ადამიანი და დანგრეული სახლია.

ამას გარდა გახშირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც უცხო ნომრიდან ურეკავენ ახლობლებს და მათ შესახებ სხვადასხვაგვარ ინფორმაციას აწვდიან. ცხინვალიდან უკვე მეორედ დევნილი ვერიკო კასრაძე იხსენებს,რომ რამდენიმე დღის წინ არასრული ნომრიდან მის ტელეფონზე დარეკა უცხო პირმა და შეუთვალა, რომ ცინვალში მყოფი მისი ერთ-ერთი ახლობელი ცოცხალი იყო.

- ”წყალზე ვიყავი გასული, როდესაც მობილურზე უცხო ნომერი დაფიქსირდა. ტელეფონს ჩემმა მეუღლემ უპასუხა. უცნობმა ვინაობა არ გაამხილა და ჩემს მეუღლეს ჰკითხა: ცხინვალში გყავთ ვინმეო? კი, როგორ არაო, უპასუხა ჩემმა ქმარმა. ჰოდა ერთ-ერთმა დამაბარა, რომ ცოცხლები ვართო. ჩვენთვის სიტყვა ცოცხლები, ყველაფერს ნიშნავს...”.

- ”ამას წინათ მივიღე ინფორმაცია, რომ ფრონეს ხეობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელთა უმეტესობაც დახვრიტეს ან დაწვეს (ამის არაერთი თვითმხილველი არსებობს), ნაწილი ცხინვალში წაუსხამთ, საჯარისო ნაწილში გაუნაწილებიათ და იქ ჭურჭლის მრეცხავებად, დამლაგებლებად და შავ მუშებად ამუშავებენ”, - ყვება ცხინვალელი ქალბატონი და აღშფოთებას ვერ მალავს.

დროებით ადგილმონაცვლე დევნილების ინფორმაციით, შიდა ქართლის სოფელ მერეთში 100-მდე ადამიანია ჩარჩენილი. უკვე ერთი დღეა, რაც მათთან შეწყდა კონტაქტი. მივმართავთ ყველა შესაბამის სტრუქტურას და პირს, ვისაც ხელეწიფება მათი მოძიება დახმარება აღმოუჩინოთ ამ ადამიანებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ცხადია, ქართულ მიწაზე რუსული ტანკების ბოგინი დიდხანს არ გაგრძელდება. ახლა კრემლი უბრალოდ დროს წელავს და უკვე მთელი მსოფლიოს ნერვებზე თამაშობს. ფაქტია, მისი მხრიდან ვადების დარღვევა საკუთარი გეგმით არის განპირობებული. მიზანია, საბოლოოდ გაანადგუროს საქართველოს ინფრასტრუქტურა, გაზიდოს ყველაფერი, რაც ხელთ მოხვდება და როგორმე საზოგადოებაში სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გააჩინოს.
ამ საკითხებზე “პრესა.გე” ყოფილ თავდაცვის მინისტრს, აფხაზეთის გენერალ გია ყარყარაშვილს ესაუბრა.

გია ყარყარაშვილი: “მოწინააღმდეგის ინტერესშია გაწელოს გასვლის დრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაწელვა თავად მისთვის არ იქნება სასარგებლო, რადგან ქვეყანა ნელ-ნელა შოკიდან გამოდის. საზოგადოება ფხიზლდება, შიშს თრგუნავს, გამბედაობა წინა ხაზზე მოდის, უკვე გამოჩნდა რუსი ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტები, იქ პატრული გადაუდგა მანქანებით რუსულ სამხედრო ტექნიკას, ბორჯომთან და საჩხერესთან პატრულმა და მოსახლეობამ ქალაქში შესვლის ნება არ მისცა, ხვალ ეს ერთეული მოვლენები გადაიზრდება საერთო სახალხო უკმაყოფილებაში, აღშფოთებაში და შემდეგ წინააღმდეგობაში”.

რუსეთს სწორედ ასეთი წინააღმდეგობის გამოწვევა ხომ არ უნდა, რომ შემდეგ ცეცხლის გახსნის პროვოცირება მოაწყოს და თავისი აქ ყოფნა გაამართლოს?
- არის ასეთი ცნება - სამხედრო გამოწვევა. ასე რომ, მოვლენების ყოველმხრივი განვითარებისთვის უნდა იყო მზად. ამისთვის სამხედრო პოლიტიკის წარმმართველ პირებს მიეცათ შესანიშნავი პერიოდი ერთკვირიანი დასვენების, აზროვნების, გონზე მოსვლის, ჭკუისა და გონების ამოძრავებისთვის და ამიტომ ეს საკმარისი ვადაა, რომ ამგვარი გამოწვევებისთვის ჩვენი უსაფრთხოების სისტემა მზად იყოს. ჩვენი ღირსების დაცვისა და თავმოყვარეობის საკითხი მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობას არ უნდა გადავცეთ.

რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ერთკვირიანი დასვენება ჩვენს უსაფრთხოების სისტემას საშუალებას აძლევს, პროვოკაციული გამოწვევებისთვის მზად იყოს?
- როგორც აღმოჩნდა, ჩვენი სახელმწიფო მზად არ იყო ამ ხასიათის სამხედრო მოქმედებისათვის, მისთვის მოულოდნელი იყო ომში რუსეთის ასეთი ფართომასშტაბიანი სამხედრო ძალების ჩარევა. ეს შეცდომაა, რადგან სავარაუდო ომის ხასიათის განსაზღვრა ოპერატიული ხელოვნების ქვაკუთხედია. სამხედრო პოლიტიკის წარმმართველები ყველაფერს ომის დაწყებამდე უნდა თვლიდნენ და აფასებდნენ. საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან ერთი კვირა გავიდა, გაჩნდა ანალიზის დრო, თუ რა ტიპის წინააღმდეგობასთან გვქონდა საქმე, რა ძალებია შენს წინააღმდეგ და რა ფორმას იყენებს მოწინააღმდეგე. ეს ყველაფერი არის ის ცოდნა, რომელიც უსაფრთხოების ჩვენმა სისტემამ უკვე მიიღო. ეს დრო სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მორალურ-ფსიქოლოგიური თვისებები აღიდგინო.

რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერი ამ დღეებში აცხადებენ, რომ ქართული ჯარი დემორალიზებულია…
- დემორალიზაცია ის კატეგორიაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა დაღუპული და დაჭრილი ადამიანების რიცხოვნობიდან უნდა გამოიყვანო. სამხედრო მეცნიერების ცნებებია - მოწინააღმდეგის ძალების დათრგუნვა და განადგურება. სამხედრო შენაერთის დათრგუნვა ხდება თუ დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი 12-17 პროცენტს შეადგენს, ხოლო დემორალიზებული და განადგურებულია ჯარი, თუ ეს რიცხვი 25-35 პროცენტია. თუკი დანაკარგები 3-4 ათასი იქნებოდა, მაშინ ვიტყოდი, რომ ჩვენი სამხედრო ძალები დათრგუნული იქნება. როგორც ტელევიზია აცხადებს, დაღუპულთა რიცხვი არ აღემატება 135 ჯარისკაცს, ხოლო დაკარგულია 70 კაცი. ეს კი ჩვენი სამხედრო ძალების დაახლოებით 0,5 პროცენტია. დაჭრილებთან ერთად კი შეადგენს 1-2 პროცენტს. ამიტომ არანაირ დათრგუნვასა და დემორალიზაციასთან საქმე არ უნდა გვქონდეს.

მიზანმიმართულად ხომ არ ვრცელდება ჭორი, რომ სამხედრო ძალებში დიდი მსხვერპლია სწორედ იმიტომ, რომ დათრგუნვა გამოიწვიონ?
- ჭორი, დეზინფორმაცია ეს არის ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღი, რომელსაც ერთის მხრივ მოწინააღმდეგე ავრცელებს და მეორე მხრივ, პანიკა იწვევს. თუ სამხედრო პირებში, რომლებიც უსაფრთხოების სისტემას მართავენ და სამხედრო უწყებებს ხელმძღვანელობენ, რაიმე ბზარი შეინიშნება, ეს უკვე საკადრო პოლიტიკის შედეგია და არა რეალური სიტუაციის.

შეურაცხყოფილი ვარ, როდესაც ვუყურებ, ქართულ ტერიტორიაზე როგორ დადიან რუსული ტანკები, ბეემპეები და ბეტეერები და არ მაკმაყოფილებს ის წინააღმდეგობა, რომელიც გაწეული იყო 5 დღის განმავლობაში. ახლა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ დღევანდელი სიტუაცია 1993 წელთან შეადარონ. ასეთი შედარების წინააღმდეგი ხართ?
- ჯერ ერთი, 1993 წლის მოვლენებს თავისი ღირებულებები და გამოწვევები ჰქონდა, 2008 წლის მოვლენებს კი - თავისი. მეორეც, ვერ შევადარებ უხელფასო, ჩაუცმელ თავდადებულ მებრძოლებს მაღალანაზღაურებად, ყოველმხრივ უზრუნველყოფილ ჯართან. მესამეც, ვერ შევადარებ 1993 წლის და დღევანდელ სამხედრო ბიუჯეტს. დაბოლოს, ყველაფრის შედარება ხდება დაღვრილი სისხლით. დღეს აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა 135 სამხედრო, სოხუმში ამდენი მებრძოლი მარტო მოწინააღმდეგის მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში დაიწვა. სოხუმის დაცვას კი 1200 თავდადებულმა შესწირა თავი. ამას ემატება ის, რომ სოხუმის საბრძოლო ფრონტი იყო გუმისთიდან ახაშენამდე 40 კილომეტრი ჩრდილოეთით, ხოლო სიღრმეში დაახლოებით 80 კლომეტრი. დღევანდელი საბრძოლო მოქმედებების ფრონტი კი 10-20 კილომეტრზე იყო გაშლილი. ამიტომ არ მესმის, ეს ორი ომი ერთმანეთს რა კრიტერიუმით უნდა შევადარო.

აღნიშნეთ, რომ ხუთდღიანი წინააღმდეგობა არ გაკმაყოფილებთ, ფიქრობთ, რომ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს მეტი რესური გააჩნდათ, ვიდრე გამოიყენა?
- ამ ჯარს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე იმ მოხალისეთა არმიას, რომელსაც მე სოხუმის დაცვისას ვხელმძღვანელობდი. ამას უნდა დავამატოთ, რომ მაშინ ის ჯარი განიარაღებული იყო ხელშეკრებულებით. თანაც, ჩვენს მიმართ ყოველთვის იყო პრეტენზია და კრიტიკა, ასევე ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მესმოდა, რომ ჩვენ 1993 წლის ჯარი აღარ ვართო. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეც ბევრად უფრო კრიტიკული ვიქნები, იმიტომ, რომ შენი სამშობლო მეტს მოითხოვს. მით უმეტეს, რომ ჩვენ დროს სამხედროებს იმის მეასედი არ ჰქონია პოლიტიკური მხარდაჭერა და ხელისუფლების გვერდში დგომა, რაც დღევანდელ სამხედრო შენაერთებს აქვს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ცხინვალის დატოვების გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ იყო მიღებული, რომ რუსეთის 58 რეგულარული არმია შემოვიდა, მასობრივი საჰაერო იერიშები მიმდინარეობდა და ამ ძალასთან წინააღმდეგობის შემთხვევაში მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა.
- რა თქმა უნდა, ამ განცხადებებს ახსნაც აქვს და გამართლებაც. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამხედრო ცოდნა ოპერატიული ხელოვნებისა იმას საჭიროებს, რომ წინასწარ განსაზღვრო სავარაუდო ომის ხასიათი და მზად იყო ამგვარი ომის მიმდინარეობისთვის. ჩვენ წინასწარ უნდა განგვესაზღვრა, მოწინააღმდეგის ავიაციის რა ხარისხი მიიღებდა მონაწილეობას, ამიტომ ქართული ჯარის შეიარაღების დროსაც ამ კუთხით უნდა ყოფილიყო გააზრებული თითოეული შესყიდვა. ამასთან, ტერიტორიის მომზადება - ესეც არის სამხედრო მეცნიერების წინასაომარი პერიოდის აუცილებელი პირობა.

ხუთასი ტანკი შემოვა თუ ათასი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის შემოდის ერთი გვირაბიდან და მოდის ერთ ვიწრო გზაზე, რომელსაც არც მარჯვნივ და არც მარცხნივ გადასახვევი არა აქვს. ამიტომ ყველაფერი ეს ის კატეგორიებია, რომლისთვისაც სამხედრო ვალდებულია მზად იყოს.

არ აღმოჩნდა ქართული უსაფრთხოებისა და თავდაცვითი სისტემები ამისთვის მომზადებული.
- დღეს არ მინდა შეფასება გავაკეთო. ეს მოვლენები რომ დასრულდება, მივიღებ მონაწილეობას იმ ჯგუფის მუშაობაში, რომელსაც სურვილი ექნება, სრულად იყოს შესწავლილი ყოველივე ის, რაც წინასაომარ პერიოდში მოხდა: დაწყებული სამხედრო აღმშენებლობიდან, ასევე რა პოლიტიკური შეცდომები იყო დაშვებული ომისა და მშვიდობის საკითხებთან მიმართებაში, უსაფრთხოების სისტემის მშენებლობაში და სხვა. დღეს განცხადება რომ გავაკეთო, ეს იქნება ზერელე, ზედაპირული და არაკვალიფიციური.

თქვენ საბრძოლო მოქმედებების დროს იყავით ცხინვალში და გარკვეული რეკომენდაციები მიეცით სარდლობას. თუმცა, ამბობენ, რომ გია ყარყარაშვილის რჩევა არ იქნა გათვალისწინებული, რამდენად მართალია?
- პირველი ხუთი დღე მცდელობა მქონდა, რომ მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ ჩემი ეს მცდელობა, რბილად რომ ვთქვათ, უგულებელყოფილი იყო. ბოლოს წინა დღეს კი იყო შემოთავაზება, რომ ჩავსულიყავი. შევხვდი თავდაცვის მინისტრსა და შემდეგ გენშტაბის უფროსის მოადგილე გია ტატიშვილს. რეკომენდაციები მივეცი, მაგრამ არ იყო გათვალისწინებული, რადგან რესურსი უკვე ამოწურული იყო და მას უკვე აღარ ძალუძდა ჩემი რჩევის განხორციელება.

თუ საიდუმლო არ არის, რას სთავაზობდით?
- დასამალი არაფერია. ვთავაზობდი, რომ ოპერატიულად მომხრადიყო წინა ხაზის საინჟინრო თავდაცვითი ზღუდეების შექმნა. ამით ერთი მხრივ, პირადი შემადგენლობა რუსული ავიაციისა და არტილერისგან დაცული იქნებოდა და მეორეს მხრივ, მოწინააღმდეგის წინსვლა არ მოხდებოდა. მე რომ ჩავედი, ჩვენები ცხინვალიდან უკვე გამოსულები იყვნენ, ამიტომ საინჟინრო თავდაცვითი ზღუდეები ტყვიავის იქით უნდა გაკეთებულიყო. თუმცა, უკვე გვიან იყო. ეს ერთი-ორი დღით ადრე რომ გაკეთებულიყო, გორის მოსახლეობას მაინც დავიცავდით.

არის საუბრები, რომ რუსეთი მცდელობას არ აკლებს, სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ არა მარტო ხალხი, არამედ ჯარიც ააბუნტოს.
- ალბათ, ამის მინიმალური საფრთხე არის, მაგრამ დღეს ქართული საზოგადოება იმდენად ჯანმრთელი აღმოჩნდა, რომ ეს არ გამოუვა. მით უფრო, არაფერი გამოუვა ჯარში. თანაც, ასეთი ტრაგიკული მოვლენები არ შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის თემა. შეიძლება ეს იყოს შემდგომში, თუკი ისევ იგნორინებული იქნება საზოგადოებრივი ინიციატივები სამხედრო აღმშენებლობაში მონიტორინგსა და კონტროლზე.

1993 წელს სოხუმის დაცემის შემდეგ საქართველო ბევრად უფრო წელში გატეხილი იყო, ბევრად უფრო მეტი მსხვერპლი ჰქონდა, დემორალიზებული იყო, ამას ემატებოდა ძლიერი შიდა განხეთქილება და ქვეყანას არც საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდში დგომა არ ჰქონდა, მაგრამ წელიწადნახევარი დასჭირდა, რომ ფეხზე წამომდგარიყო.. დღეს კი საზოგადოება ხელისუფლება ერთად დგას, საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მხარდაჭერაა, ამიტომ ბევრად მალე შეუძლია საქართველოს ფეხზე წამოდგომა

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი