↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბრიუსელში გამართულ ნატო-ს მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული ვითარების განიხილვა დაასრულეს. მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა რუსეთის მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადებები გააკეთა

კონდოლიზა რაისი საქართველოს მიმართ რუსეთის ქმედებებს კიდევ ერთხელ გმობს და აცხადებს, რომ ”ნატო არავის მისცემს უფლებას, ევროპაში ახალი ნაღმი დადოს”.

კონდოლიზა რაისის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისია საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობას შეისწავლის.

- ”ნატო-საქართველოს კომისია პოლიტიკური ორგანო იქნება, რომელიც საერთო ინიციატივებზე და საქართველოსთან სამომავლო ურთიერთობებზე იმუშავებს. კომისიის წევრები ასევე საქართველოს სამხედრო ძალების მდგომარეობას შეაფასებენ”, - განაცხადა კოდოლიზა რიასმა.

- ”ნატო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტისა და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერას აპირებს, რის კონტექსტშიც მოსკოვს არ მისცემს უფლებას, ამ ქვეყნის დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს”.

- ”ჩვენ საქართველოს დავეხმარებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ნატო-საქართველოს კომისიის შექმნა. ეს კომისია ასევე ზედამხედველობას გაუწევს იმას, რომ საქართველოს ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლის მიზანი მიღწეულ იქნას”, - განაცხადა რაისმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღევანდელ მინისტერიალზე მიღებულ დეკლარაციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დოკუმენტში მკაცრად არის გაწერილი, რომ ”რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის შესახებ საკუთარ გადაწყვეტილებას”.

- ”რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა სიტყვა უნდა შეასრულოს – საქართველოს ტერიტორიიდან ჯარი უნდა გაიყვანოს, ცხინვალის რეგიონში კი 6 აგვისტოს სტატუს-ქვო უნდა აღდგეს”, - განაცხადა რაისმა და დასძინა, რომ ”ნატო როგორც ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოს, ასევე იმ ქვეყნებს დაიცავს, რომლებიც ალიანსში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან”.

ნატოს- გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით, ”ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და კოსოვოს შედარების არანაირი საფუძველი არ არსებობს”.

- ”ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ, ე.წ. სამხრეთ ოსეთი და კოსოვო ერთმანეთს შევადაროთ. ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს”, - განაცხადა სხეფერმა დღეს ბრიუსლეში ნატო-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა. ”ერთ მშვენიერ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა აუცილებლად გახდება” - აღნიშნა სხეფერმა.

ჟურნალისტის კითხვას, გახდება თუ არა საქართველო საკუთარი მოუგვარებელი კონფლიქტებით ნატო-ს წევრი, სხეფერმა დადებითად უპასუხა და დაამატა, რომ ”ეს ერთ მშვენიერ დღეს მოხდება”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ ნატო-რუსეთის ურთიერთობები ძველებური აღარ იქნება - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა განუცხადა ბრიუსელში გამართული ნატოს მინისტერიალის შემდეგ, რომელზეც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს იხილავდნენ. 'მე არ ვაუქმებ ნატო-რუსეთის საბჭოს, მაგრამ ეს საბჭო უახლოეს მომავალში არ იქნება მოწვეული. ჩვენ არ ვკეტავთ რუსეთისთვის ყველა კარებს, მაგრამ რუსეთმა უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები და სასწრაფოდ გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. ძველი ურთიერთობები არ შენარჩუნდება, მაგრამ მომავალი ურთიერთობებიც იმაზე იქნება დამოკიდებული როგორ ასრულებს რუსეთი თავის ვალდებულებებს' – განაცხადა სხეფერმა.

მისი თქმით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტარიტორიიდან და დაუბრუნოს ისინი 6 აგვისტოს მდგომარეობას. რუსეთი არ უნდა ემუქრებოდეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, - განაცხადა სხეფერმა.

სხეფერმა კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა მედიას. მისი თქმით, ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ნატო-საქართველოს საკონსულტაციო კომისია, რომელიც ნატო-საქართველოს მომავალ ურთიერთობაზე იმუშავებს.

როგორც მან აღნიშნა, ეს ისეთივე კომისიაა, როგორიც ნატო-ს უკრაინასთან აქვს.

სხეფერმა მინისტერიალის მიერ მიღებული დეკლარაცია ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა პასუხი გასცეს იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება.

'მინისტრები შეთანხმდნენ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ სარკოზის და კუშნერის წინადადებას მხარი დავუჭირეთ. რუსეთის ჯარი უნდა დაუბრუნდეს 6 აგვისტომდე არსებულ პოზიციებს”,-განაცხადა სხეფერმა.

ნატო-ს გენდმივნის თქმით, მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

მისი თქმით, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და მას დამოუკიდებელი ერი ჰყავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
თამრიკო დეიდა საინტერესო სტატიებია :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
რუსული ჟურნალიდან გადმოვაკოპირე....
რა დონეზე აქვს კრემლს იდეოლოგიური ომი გაჩაღებული, აი რას წერენ მიშაზე: პირადად გამეცინა იმდენად არასერიოზულია...

"On Monday, the paper continued the cowardice theme with a story saying Saakashvili had tried to shoot himself and was stopped by one of his guards, who grabbed the gun. The story cited "Tvoi Den's information" as its source and didn't give any more details. It also included a quote from an unnamed doctor saying Saakashvili takes strong psychotropic drugs and "has the eyes of a madman." Then there was a quote from an unnamed woman, described as his former lover, who said he enjoyed scratching her when they had sex, and so he must be a coward.

Just to round things off, Tvoi Den printed a comment from a criminal psychologist, Mikhail Vinogradov, who said Saakashvili was a sociopath with endocrinological problems that led to "brain damage on an organic level."

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
მაშინ როდესაც ვერ ამარცხებენ აბობენ, რომ გიჟიაო. ისე ძალიან ჭკვიანი და ძალიან სულელი, გარეგნულად იდენტურია. მე ვთვლი, რომ (ჯერ კიდევ) სააკაშვილი ერთ-ერთი სერიოზული პოლიტიკოსია მსოფლიოში. გავა დრო და ეს უფრო გამოვლინდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვერსიას” დაბა ახალგორის მკვიდრი დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად დედაქალაქში, ნათესავის ოჯახში იმყოფება. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც გაზეთში სახელისა და გვარის დაფიქსირება არ ისურვა, გვიამბო, როგორ წამოვიდა მეზობლებთან ერთად ახალგორიდან თბილისში.
მისი თქმით, ახალგორელებს საკუთარი სახლების მიტოვება აზრად ტერიტორიაზე რუსული ტანკების შესვლის შემდეგაც არ მოსვლიათ. ფიქრობდნენ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა და მედვედევმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, რუსი ჯარისკაცები უდანაშაულო მოქალაქეებს არ ერჩიან და იქნებ დაველოდოთ, როდის დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს ოკუპანტებიო.

მოგვიანებით, ახლობლებისგან შეიტყვეს, თითქმის მეზობელ დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში რუს ჯარისკაცებს სანგრების თხრა და პოზიციების გამაგრება დაუწყიათ. “მაშინაც არ გავტყდით”, - ამბობს ახალგორის მკვიდრი. არ გატყდნენ მაშინაც, როცა რუსების პარალელურად, ახალგორის რაიონს ოსი სეპარატისტებიც კალიებივით შეესივნენ - რაიონის სოფლების, კორინთასა და ლარგვისის საკრებულოს შენობები დაიკავეს, მოსახლეობაში ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა დაიწყეს და მათ სეპარატისტებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდეს.

ახალგორის მკვიდრი ყვება, რომ ოს სეპარატისტებს შენობები დიდი ზარ-ზეიმით აუღიათ. “ერთმანეთს ყიჟინით ულოცავდნენ ახალ-ახალი ობიექტების დაკავებას და ისიც კი განაცხადეს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ელვის სისწრაფით უნდა დავაკომპლექტოთო. გუშინწინ დილას კი, სეპარატისტებმა ერთი ოსი ახალგორის მერადაც აირჩიეს და ყიჟინითაც იზეიმეს. მაშინ უკვე ვიფიქრეთ, ჩვენი საქმე ცუდადააო და იქაურობას გავეცალეთ. სხვა გზა არ გვქონდა”, - აცხადებს ახალგორის მკვიდრი.

“ვერსია” ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა. სამწუხაროდ, 2 დღის განმავლობაში ახალგორის მაჟორიტარ დეპუტატ დევი ოვაშვილთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. იძულებულნი გავხდით, ისევ ერთ-ერთ ახალგორელს დავკავშირებოდით, რომელმაც ინფორმაცია დაგვიდასტურა. მეტიც, მისი თქმით, ოსი სეპარატისტები უფრო შორს წავიდნენ და მხოლოდ მერის არჩევას არ დასჯერდნენ.

თურმე, მთელი ადგილობრივი ხელისუფლების დაკომპლექტება სურთ. ახლადარჩეულ მერს კი განუცხადებია, კოკოითის ადმინისტრაცია სწორედ აქ განთავსდებაო. “ვერსიის” წყარო იტყობინება, რომ კოკოითი ამჟამად ახალგორშია, რომელიც ქართველებისგან თითქმის დაცლილია. სხვათაშორის, ახალგორელები აცხადებენ, რაიონში ჭორები დადის, ოსები რუსებმა ჩახოცეს, ახლა კოკოითის მთავრობას რუსებით დააკომპლექტებინებენ და მერე დე-ფაქტო ხელისუფალსაც “მოიშორებენო”.

პრინციპში, რუსების გეგმა არც მთლად სულელურია - ჯერჯერობით ხელს ოს სეპარატისტებს შეახოცავენ, იტყვიან, მოსახლეობას ჩვენ კი არა, ისინი აწიოკებენო, კოკოითს მთავრობასაც დააკომპლექტებინებენ და დე-ფაქტო ხელისუფლებასაც “გადაიბარებენ”. ამ არც ისე რთულად გასაშიფრი გეგმის მიღმა, იოლი გასაგებია, რატომ აირჩიეს ოსებმა ახალგორი - ეს რაიონი სამხრეთ ოსეთის საზღვრებში შედის, მაგრამ კონფლიქტის ზონა არასოდეს ყოფილა. თუმცა ოსებს (შესაბამისად, რუსებს) ამ ტერიტორიაზე პრეტენზიაც ყოველთვის ჰქონდათ.

ახლა ისიც გასაგებია, რატომ გადაუარეს გამწარებულმა რუსებმა იგოეთთან ქართული პოლიციის მანქანებს - მათ ლამისყანას გავლით ახალგორში შესვლა სურდათ, სადაც, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რაღაც სუპერ-სტრატეგიულ პოზიციას ამაგრებენ. წყაროს განმარტებით, ეს შეიძლება კოკოითის იდეაც იყოს - მიწასთან გასწორებული ცხინვალის შემდეგ, ადმინისტრაციის განთავსება დროებით ახალგორში სურს. სახელსაც ალბათ ადვილად შეურჩევენ - “კოკოთის ლენინგორის ადმინისტრაცია”.

თუმცა ახლა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსები და მათი დახმარებით სეპარატისტები, კონფლიქტის ზონებს საგრძნობლად გასცდნენ და ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში არხეინად, უტიფრად დათარეშობენ. ეს კი, ჰააგის სასამართლოში კიდევ ერთი ფაქტია იმისთვის, რომ რუსეთი და რუსეთის ჯარი აგრესორად და ოკუპანტად გამოცხადდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის შეიარაღებულმა აგრესიამ ახალი რეალობისა და ამოცანების წინაშე დააყენა საქართველოს როგორც საშინაო ისე საგარეო პოლიტიკა. სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
ცხადია რუსეთთან საქართველოს ვერ ექნება ისეთი ურთიერთობა როგორც ეს ადრე იყო. რა კურსი უნდა გაატაროს საქართველომ რუსეთთან ურთიერთობაში სამომავლოდ?
- ასეთ კითხვაზე უაპელაციო მზა პასუხი მხოლოდ დილეტანტს შეიძლება ჰქონდეს. ერთი რამის თქმა კი შემიძლია, რომ ისეთ დიდ, პრობლემატურ, გაუწონასწორებელ და ბუნებით აგრესიულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, როგორიცაა რუსეთი, რომელიც მემკვიდრეობითაა დაავადებული იმპერიული სენით, მის მიმართ მეცნიერულ დონეზე დამუშავებული რაიმე ასეთი კონცეფცია არ არსებობს, ვინაიდან არცერთი მკვლევარი ექსპერტი არ ყოფილა მიწვეული მის შესაქმნელად.

რით უნდა დავიწყოთ?
- პირველ ყოვლისა უნდა ვიცოდეთ თუ რა სტრატეგიული ამოცანა დაისახა პუტინის რუსეთმა, რომლის განხორციელებაც ახალი საუკუნიდან დაიწყო. უნდა გავიგოთ რისი მიღწევა შეძლო კრემლმა და რისი არა. ამის ცოდნა იმისთვისაა საჭირო, რომ ვიცოდეთ ის რაც დღეს ვერ შეძლო, ის სახვალიოდა აქვს გადადებული.

საუკოპაციო ჯარების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტაზე ხელშეკრულება ეს მხოლოდ ტაიმ-აუტია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პუტინი აპირებს მშვიდად უყუროს, თუ როგორ იშუშებს ჭრილობებს საქართველო და ძლიერდება - ეს შეცდომაა.

რასაც ომით და ოკუპაციით ვერ მიაღწია, მოსკოვი უკვე სხვა მეთოდებით, დიდი სისხლისღვრის გარეშე შეეცდება იმის რეალიზებას.

მაინც რა უნდოდა რუსეთს, რა იყო მისი მიზანი? საბჭოეთის სხვა ფორმით აღდგენა?
- ყველაფერი გაცილებით ფართო სტრატეგიის მხოლოდ ეპიზოდია, პუტინი ასე არ წვრილმანდება. მისი სტრატეგიული მიზნებია ევროკავშირის რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების გაზრდა. ნატოს ევროპული ნეიტრალიზაცია და აღმოსავლეთით მისი გაფართოების შეჩერება, საბჭოურ სივრცეზე მისი გავლენის გაძლოერება, მის მიერ არაკონტროლირებადი ენერგოკომუნიკაციების განვითარების ბლოკირება, კასპიიდან და ცენტრალური აზიიდან ნავთობის და გაზის ტრანზიტის გადართვა საკუთარ ტერიტორიაზე.

საქმე ის გახლავთ, რომ ახლო მომავალში რუსეთი საკუთარი ნავთობითა და გაზით ვეღარ დააკმაყოფილებს დასავლელ სავაჭრო პარტნიორთა მოთხოვნილებებს, მას კი უკვე გაუტკბა ლიდერის სტატუსი. კრემლის სამსახურში მყოფი ექსპერტები 2’000 წლიდან მიუთითებდნენ თავის დამკვეთებს, იგივე ფოთზე, როგორც ახლო მომავლის გრანდიოზული პერსპექტივების მქონე, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს პორტზე, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა რუსულ ენერგოექსპანსიას.. ამიტომ იქცა ფოთი რუსული ტანკების სამიზნედ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთის სამხედრო ავიაციამ კიკეთის მიმდებარე ტყის თავზე ცეცხლგამჩენი ჭურვები ჩამოყარა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, ორმა რუსულმა ვერტმფრენმა ჭურვები დაახლოებით ერთი საათის წინ ჩამოყარა, რამაც ტყეში ხანძარი გამოიწვია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
კიკეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ასურეთთან გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ერთი საათის წინ გაჩენილი ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. დამწვარია დაახლოებით 1000-1500 კვ.მეტრი ტყის მასივი.
გიორგაძის თქმით, არსებობდა ხანძრის კოჯრის მიმართულებით გავრცელების საშიშროებაც.
ცეცხლგამჩენი ჭურვები კიკეთის მიმდებარე ტყის თავზე ორმა რუსულმა ვერტმფრენმა ჩამოყარა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყველაპერი კარგად იქნება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ყოველდღიური დაიჯესტიდან გადახვევა მიწევს, მაგრამ მაინც მინდა არჩილ მეფის "ლექსნი ასნი ორმუხლნი" გაგახსენოთ.

ასნი ორმუხლნი შაირნი ვარ მეფის გამოთქმულია,
არჩილის, ვახტანგ მეფის ძის,ბრძენთა სანუკვარად თქმულია.

1
ჭირსა და ლხინსა მადლობა ღვთისა ჰხამს ყოვლის მპყრობლისა,
სარწმუნოებით ვადიდოთ,პირი დაიყოს მგმობლისა.

2
მეცნიერება ბრძენთანი ღვარისებრ განმდიდრდებიან,
ბრძენთ ზრახვა ცხოვრების წყაროდ ისმის და ედინებიან.

3
კაცი პირს ხედავს კაცისას,ღმერთი მწვლილს
გულის სიტყვებსა,ვერ დაიფარავს საქმესა,ვინ იშვებს,ან ვინ იტყებსა.

4
კაცი ბრძენი სჯულდებულსა საქმეს არას მოიძულებს,
უმეცარი უსჯულოობს,სხვათაც მასზედ აიძულებს.

5
კაცი სრულარსთა მთავარი თავსა რად განინადირებს?
ძვირის მოქმედთა ძვირივე ბოროტად მოინადირებს.

6
ვინ მწყემსა სწყალობს,ავასხებს უხვად წყალობის მძლეველსა,
შემწყნარებელი ობოლთა მძლე ექმნეს თვისსა მძლეველსა.

7
თქვეს,ძღვენი ბრძენთა კაცის თვალს უჯეროდ დაარწმუნებსა,
უსამართლონი მსაჯულნი ქრთამს არვის დაამგუნებსა.

8
გრცხვენოდეს გინებისაგან, ევლტოდე სმენად ქებასა,
თავი ნუ მოგწონს, ერიდე ცრუ სიტყვა-დაქებასა.

9
სხვის მომზირალი თავისას ავს ვერას დაინახავსა,
უცები კაცი ხვაშიადს ვატ ვერ შეინახავსა.

10
ბრძენს ცოდვას თვისი გონება ამხილებს,შეანანებსა,
უგბილი უმეცრებითა ვერ ხედავს,თვის თავს ავნებსა.

11
დაღმართ არს ცოდვა მოქმედთა,სუბუქად ჩაიტანებსა,
მადლი მძიმეა ამღებთა და ზეცათ აღიტანებსა.

12
სიტყვა უცებთა ზღვა არის მღელვარე კლდისა მცემელი,
არა მდუმარე, წვიმისებრ ნაყოფის გამომცემელი.

13
თუ ძნელ არს ფიცი მართალიც, ცრუსი რაღამე იქნების?
აღთქმაც დიდია სათქმელად, გარდასვლა რა შეიქნების.

14
თუ შენ არ მისცე,ნუცა მას ელიღა რასმე მოცემას,
უჩინარისა მტრისასა ერიდე მუდამ დაცემას.

15
გული ნუ გითქვამს მეტს რასმე,რადგან უგუნურთ წესია,
იფქლსა ვეროდეს შეიკრებს, ვის ღვარძლი დაუთესია.

16
ეტლთა ბრუნვათა მსგზავსია ამ სოფლის ლხინი და შვება,
წამირთ იცის ორივე, ამაღლება და დაშვება.

17
რაღაა ურჩეულესი მეგობრის საკუთარისა?
ღა უბოროტეს მოყვსისა ქვე მკბენის, მოკუთარისა?

18
სჯობს აღსასრული კეთილი დიდად დასაბამ კეთილსა,
სჯობს ახალ ნორჩი ხე დიდსა,ნაყოფით ქვე მოკვეთილსა.

19
გატეხილს ჭურჭელს მიჰრონი არ ერწმუნების,იცითა?
ჩრუს კაცსა საიდუმლონი არ ეთქმის, მითქვამს ფიცითა.

20
ხრდლის კაცის ყოლა გატეხილს მშვილდსა ჰგავს, ვინ ვერ მოიზევს,
ვიდრე მტერს ნახავს,კაცსა კაცსა ჰგავს, მაშინ წინ ვეღარ წაიზევს.

21
მოშიშარს,ამპატავანს და მოსავს თავისა ძალისა,
რაჟამს ხმა ესმის საზარო,ძრწოლით სამ დაემალისა.

22
სასიკვდინენი წყლულია მცირე ნაკბენი გველისა,
დიდს შფოთს აღადგენს ერთიცა სიტყვა ცრუ,ენა-გრძელისა.

23
ვინ ენას სძლევს და მუცელსა, დიდი ნიჭი აქვს მადლისა,
ვინ ბოროტსა სძლევს,ხელთა აქვს სრულყოფა მას საწადლისა.

24
მუშაკი დღეის საქმისა ხვალისა მდები სცდებისა,
მის-მის დღის საქმე მის დღეს სჯობს,რადგან სოფელი სცვდებისა.
25
ვინ ძრწის სამღვთოთა შიშითა, ვერა რა შეაშინებსა,
უშიში ღვთისა თვისისა ცრდილისგან შეიშინებსა.

26
კაცს უყვარს ღვთისმოყვარესა ყოველი კაცი სრულებით,
ძმის მოძულარსა ღმერთი სძულს სიბოროტისა კრულებით.

27
სიტყვის სიმრავლე სასმენელს ავნებს და ვერ აამებსა,
მეტი საზრდელი სულსა და ხორცს არც ერთს არ დაამებსა.

28
თუ კაცი თვისად ბოროტს ჰყოფს,სხვას ვისღა უზამს კეთილსა?
Nნუ სთხოვ ნაყოფსა საშენოდ ხესა ფესვ-აღმოკვეთილსა.

29
გვიან საქნელ არს ბოროტი, კეთილი – მოსწრაფებიტა.

30
ბილწის სიტყვისა სასმენლად დახშვა ჯერა არს ყურისა,
ენით კიცხვა და ბასრობა ნურავისთვიმცა გსურისა.

31
სჯობს საქმე უხმო სიტყვასა, თქმულსა, არ გათავებულსა,
თქმა და არა ქმნა სარცხვენელ ჰყოფს კაცსა გათავებულსა.

32
თუ თავს ვინ განიკითხვიდეს, სხვასა აღარას აბრალებს,
თვისის ცოდვისა მხილველი ღმერთს სხვასაც ბევრს შეაბრალებს.

33
ამაღლებულნი დადმდაბლდნენ, ამაღლდნენ დამდაბლებულნი,
მოღვაწე წარწყმდა სილაღით, ცხონდა სიმდაბლით ვნებულნი.

34
რისხვა ბრძნისა სჯობს ცრუთასა ალერსსა, სიტკბოებასა,
უგბილთან ლხინსა დია სჯობს, თუ კაცი ბრძნისას ებასა.

35
დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისა თვისისა,
სიბოროტეა ძვირის თქმა მეგობრისა და თვისისა.

36
წყლით დაივსება სახმილი, შერისხვა-დადუმებითა,
შური იძლევის ტკბილისა სიტყვისა დაამებისა.

37
მეგობარს გამოუცდელსა არ უნდა კაცი მიჰყვესა,
ჯერ შეზავებიტ ვკითხვიდეთ ცვენს წინ მეგობრად ვინ ჰყვესა.

38
სარწმუნოს მოყვსის შერისხვა სჯობს მტრის პირისპირ ქებასა,
ბრძენი სხვათაცა სწავლიდეს, დიდად სჯობ დადუმებასა.

39
მოციქულთა მქებარი პირად სამენელ ბნელისა,
შემასმენელი ლიქნითა მკვლელია შემასმენლისა.

40
კითხვა საღვთოთა წერილთა გონებას განანათლებსა,
რისხვას დაიდებს რისხვაზედ, ვინცრუდ თავს განიმართლებსა.

41
აქთქმას ღთისასა ნუ ჰყოვნი, მიცემად მისაცემელსა,
სჯობს არ ქადება არასა, ქადებულს მიუცემელსა.

42
მამა შვილთ დაკლვის მიზეზსა ნებსით არ მიიწურავსა,
ღმერთი გლახაკთა მონახვეჭს მსხვერპლს არას შეიწირავსა.

43
უღვთო, მწყევარი ეშმაკთა, არ იცის, თავს იწყევლისა,
ზაკვით მეტყველი მსგზავსია გველისა მის პიველისა.

44
უგბილი თვისსა სიცილზედ ხმას დიდად აღიმაღლებსა,
ბრძენი და მეცნიერენი ღიმილსაც დაიმდაბლებსა.

45
უგუნურთ ნიჭი დიდი, ერთის წილ ითხოვს მრავალსა,
მცირედ მისცემს და აყვედრებს დიდად კნინ მისა სავალსა.

46
კაცი მრძენი სდუმს ჟამამდე, სხვას უსმენს წადიერებით,
მრავლის მეტყველი საძულელ იქმნეს მკლე გონიერებით.

47
უცხოსა თანა ნურას იქ საქმესა საიდუმლოსა,
ყოვლს კაცს გულს წინ ნუ დაუდებ, უფროს ღა ცრუ უმადლოსა.

48
ურცხვინო არის, ვინ სიტყვა მოყვსისა არ დაიმარხოს,
თვისი აუგიარდ სჩნდეს და სხვისა მალ დაინახოს.

49
მსაჯულად ყოფა ცუდია, ვინ ვერ სცნობს ცრუ და მართალსა,
მოიკიცხება საჯაროდ, დააკლებს ვინ სამართალსა,

50
ნუ თვალა არიდებ გლახაკსა, ნუ სცემ ადგილსა წყევისასა,
რიდე შესმენას ღვთისასა, სწრაფით ჰხამს, ისმენს-ყე ვისას.

51
რაბამ დიდ იყოს, მაშინ ჰხამს კაცი გულითა მდაბლობდეს,
კაცს სათნო ეყოს და რმერთსა სამარადისოდ მადლობდეს.

52
მხედვლი აღსასრულისა მტერობას რიდებს მოყვსისას,
დღისა დიდისა მომლოდნე, შურს აღარ აძებს არვისას.

53
ბზიკი ვინ უცემს, ვერ მოჰკლავს და თავსა მოიკვდინებსა,
კაცი მოყვსისა მოშურნე მისგან თავს უფრო ივნებსა.

54
თაგვი ჭურს ღვინით სავსესა მცირეცა შეაგინებსა,
Bევრს სიკეთესა კაცთასა სიცრუე მოაყივნებსა.

55
ძე ბრძენი მამის სწავლასა კვლავ და კვლავ ინებსა,
Mმონა ერთგული სამსახურს აროდეს მოიწყინებსა.

56
ათას წელლს სოფლის დაპყრობა ცუდია სულთა ვნებითა,
ბოლოდვე გავლით შიშველი სასიკვდინეთა სნებათა.

57
ჭირშიგან გამოიცდება მეგოგარ ყოფა მოყვსისა,
თუ დასდებს თავსა შენთანა, არა იქს საქმეს ავს ისა.

58
მეგობარი ბევრი უნდა,თანაზრახი ართი ოდენ,
საქმეს კარგად გაიმართვენ, თუ ჭკვა ორთავ სწორად რბოდენ.

59
ბოროტი რამე სენია თვით-სჯულობისა ქადილი,
მავნებელია თვისისა ნების შედგომა, წადილი.

60
უცნობო კათილს ბოროტად შეჰრაცხს, ბოროტსა კეთილად,
უნაყოფოს ზრდის სამისოდ, ნაყოფოანს ჰყოფს კვეთილად.

61
ბრძენი არც იშვებს ფრიადა, არც დია შეწუხდებისა,
უცები ლხინსა და ჭირსა მის-მის დროს ვერ მიხვდებისა.

62
კაცი კაცს საქმით შევჯერდეთ და ნუ ამოსა სიტყვითა,
ადვილად კაცის ცნობასა ვიტყვით, თუ ვინმე ვიტყვითა.

63
სჯობს მონა ბრძენი უგუნურს მაფესა მოხუცებულსა,
არ ეთხოვება კეთილი კაცსა ცრუ, ცნობა-ვნებულსა.

64
მტირალთან გლოვა დაგვიდეს, მოხარულთანა შვებანი,
ნუ აღგიტაცებს დიდება, ნუცა პირისპირ ქებანი.

65
ცეცხლს წყალი დაშრეტს და განსწმენდს მოწყალებანი ცოდვასა
ადვილად შეიწყალება, ვის ცოდვა თავს დაედვასა.

66
სხვის სიკვდილს რად განიხარებ, რადგან რო შენც მოკვდავი ხარ?
ცოდვილი ცოდვილს რად ჰკიცხავ, ზრახავ და ან თავს რად იხარ?

67
ბერს კაცს ნუ გიობ, ჭაბუკო, ნუთუ შენც სამე დაბერდე,
დამწვარსა კვლავ ნუ დასწვავ, დასაშუშებლად დაბერდე.

68
სძულს ამპარტავანს მდაბალი, მდიდარს ზოგს გლახა მთხოველი,
ღმერთი მართალი გვითმობსა,თვარ ცრუ ვართ კაცი ყოველი.

69
კაცი სიცოფის მფარველი,სჯობს ბრძენსა სიბრძნის მფარველსა,
ლაღს მონას არჩევს პატრონი სამსახურისა მკრძალველსა.

70
მოშიში ღვთისა თუ ძვირსა შთავარდეს, იგივ იხსნისა,
ცოდვილი ტვირთსა მძიმესა უნანლად ვერ მოიხსნისა.

71
დრკუთ კაცთა გული ნიადაგ ეძებს მოყვასთა ძვირებსა,
გული მშვიდი და მდაბალი ძრახვას არ გაიკვირვებსა.

72
გულსა გამწყრალსა კეთილი განზრახვა არ ეპოება,
უსამართლოსა ვერას იქს, ვით მეფეს შეეპოება.

73
როგორც არ არის უცოდო კაცი,აგრეთვე უმადლო,
დიდად ბოროტის მყოფელსაც სჯობს ცოტაც რამ დაუმადლო.

74
ვინ ძმასა სძულობს, სჯულსა და განეშორება მცნებასა,
ვინ საბრხე უგოს მოყვასსა, შთავარდეს დიდსა ვნებასა.

75
გვალვის ჟამს წვიმა ქვეყანას შემატს და გაახარებსა,
წყალობა ჟამსა ჭირისას სჯობს, ვინც ხელთ მიაბარებსა.
76
სიტყვათა შენთაEსაზომი დაუდევ კეთილის თქმისა,
ეკრძალე ფიცსა სათქმელად, ნუ ხარ მეტყველი აყთქმისა.

77
ბევრი რამ არის სოფლისა უფროსი ამოებანი,
ცუდს კაცსა მწვე ააზავებს მორჭმა,ტყუილი ქებანი.

78
კაცია ნათელს ბნელად და ბნელს ჰხედავს ნათელსავითა,
თვისსა სიკეთეს არ ეძებს, თავს იქებს ნათესავითა.

79
ავიდ და კარგი მრჩობლივე ჩვეულობასა მმოსია,
არ დაეკარგვის უფასოდ, ვის გლახა შეუმოსია.

80
სიცოცხლე, აგრევ სიკვდილი ხელთა უპყრია ენასა,
სისხლს დაყვრის უბრალოთასა, აჰყვება ვინ შესმენასა.

81
მართალიც მოინადირა მტერმან, ცრუ სადღა განერ სა?
თავსა ჩემსა ვწვრთნი უფრორე, ბოროტად გხედავ გან ერსა?

82
თუ მეჭურჭლესა ჭურჭელი ვერ ეტყვის ავად შემქენო,
Kაცმან ვით ჰკადროს შემოქმედს, ესე რად ესრეთ მიქმენო.

83
უშვილოთა სჯობს სიკვდილი უკეთურთ შვილთა ყოლასა,
სჯობს მარტოდ ყოლა კაცისა ბოროტთა თან აყოლასა.

84
სჯობს სიგლახაკე სიმართლით,ცრუს დიდსა გამდიდრებასა,
მტერობავესჯობს მოყვრისას ცრუდ სიტყვით მიფერებასა.

85
სჯობს სნეულება ბოროტსა სიმრთელე ფერხზედ რებასე,
ცოდვილთ თავსდება ცოდვისა, სიწმიდის შეფერებასა.

86
უჟამოს მწუხარებისა სიბერე არის ნაყოფი,
გაადუხჭირებს კეკლუცთაც ჭმუნვა და ავი სამყოფი.

87
ღვთისმოყვარება ეს არის, კაცს ყოვლი კაცი უყვარდეს,
Mოყვასი უნდა მოყვასსა, ვით თავსა შემოუარდეს.

88
ცული თვინიერ მცემლისა ვერ მოჰკვეთს ხეთა ძირებსა,
თუ კარგად ვერვინ ვერას იქმს, ღმერთსა მწედ დაიძვირებსა.
89
კაცი ასეთს კარგს რასა იქმს, ან ავსა, სხვასაც არ ექმნას,
მაშინ გამოჩნდეს ორივე, რა ორთავ ბჭობა შეექნას.
90
უროსი ერთი კაცთ იჭვი ვით საზვრენ, არ იქნებიან,
მცირე გულისთქმა ბოროტი დიდ ცოდვად შეიქნებიან.

91
რაცა არა მაქვს, ის მინდა, რაცა მაქვს, ვერ დამიცავსა,
იმას ვერ ვშოებ და ამას დავკარგავ, წინ ეს მიცავსა.

92
თავს ვაბრალებდე ნუ სხვასა, ნუ ვაკლებთ ღვთის სამართლებსა,
რისხვას შესძინეს რისხვაზედ, ვით ცრუთ თავს განიმართლებსა.

93
რაზომცა დიდად ბრძენ იყო, ნუ ეჭობ სიბრძნე-სრულებას,
რაზომ სვამ წყლისგან წყაროსა,შეატყობ ვერ ნაკლულობას.

94
მრავალგზის ნავი დაინთქმის ნავსაყუდელად შესული,
მრავალჯერ ვისმე უნახავს ღელვისგან გაღმა გასული.

95
შიში არ უნდა ხორციელს, სიკვდილს სად დავემალებით?
ვერვინ ვიკადრებთ გაქცევას, ვინ მეფეს შევეპოვებით.

96
ვინა სთხრის მთხრებლსა, არ იცის, ვისთვინ ამოჰკვეთს სიღრმესა,
ვინცა აღმოჰკვეთს, უწყოდეს შთაიგდებს თვისსა სიყრმესა.

97
შვილისა სიკეთისაგან იხარებს მამა ძლეული,
Kკაცს უნდა სძულდეს საფასე სხვის ქრთამად შემოძლეული.

98
სოფელი ესე მსგავსია სავაჭრო შესაკრებელსა,
აქ თუ არ ვიღწვით, ვერ ვპოებთ სხვას კეთილთ მოსაკრებელსა.

99
სხვა არა სჯობს რა კაცთათვინ სასმენლათ ბრძენთა ზრახვასა,
სჯობს მონაგებთა წარგება კარგად ყე ქვე შენახვასა.

100
სოფელს ვაგინებ,მაგრამე მიყვარს და ვერ ვეხსნებია,
ყოფაც მძულს ცრუსთან, ჯერ ხანად გაყრა რა სახსენებია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
კარმა ჩემგან bubusuna. ნეტა ყველა წაიკითხავდეს ყურადღებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
კარმა ჩემგანაც BUBUსუნა არაჩვეულებრივი ლექსია,მართლაც ბევრი სიტყვის ოსტატი და ამავ დროს ბრძენ კაცი გვყავდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ეს ნახეთ, http://newsvote.bbc.co.uk/hi/russian/ru ... 575309.stm

მგონი მსოფლიო ომში გავეხვიეთ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined08 Jan 2008
Posts45
კარმა49
OFFLINEPROFILE
რუსეთის განცხადება რას ცვლის? თანამშრომლობის შეწყვეტაზე ნატომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება,ეს უფრო იმას გავს,არ გინდათ და მეც არ მინდაო.ბოლო რუსულ სტატიებს თუ გაეცნობით მათ საიტებზე, უკვე თვიტონ რუსები აკრიტიკებენ თავიანთ ხელისუფლებას გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმისათვის,ყველას ესმის რომ რუსეთი იზოლაციაში ექცევა,მაგრამ იმითაა საშიში რომ თუ კუთხეში მიიმწყვდიეს კაცმა არ იცის რას მოიმოქმედებენ,ძნელია მაგათი პოლიტიკის პროგნოზირება

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი