|
ყოველდღიური დაიჯესტიდან გადახვევა მიწევს, მაგრამ მაინც მინდა არჩილ მეფის "ლექსნი ასნი ორმუხლნი" გაგახსენოთ.
ასნი ორმუხლნი შაირნი ვარ მეფის გამოთქმულია, არჩილის, ვახტანგ მეფის ძის,ბრძენთა სანუკვარად თქმულია.
1 ჭირსა და ლხინსა მადლობა ღვთისა ჰხამს ყოვლის მპყრობლისა, სარწმუნოებით ვადიდოთ,პირი დაიყოს მგმობლისა.
2 მეცნიერება ბრძენთანი ღვარისებრ განმდიდრდებიან, ბრძენთ ზრახვა ცხოვრების წყაროდ ისმის და ედინებიან.
3 კაცი პირს ხედავს კაცისას,ღმერთი მწვლილს გულის სიტყვებსა,ვერ დაიფარავს საქმესა,ვინ იშვებს,ან ვინ იტყებსა.
4 კაცი ბრძენი სჯულდებულსა საქმეს არას მოიძულებს, უმეცარი უსჯულოობს,სხვათაც მასზედ აიძულებს.
5 კაცი სრულარსთა მთავარი თავსა რად განინადირებს? ძვირის მოქმედთა ძვირივე ბოროტად მოინადირებს.
6 ვინ მწყემსა სწყალობს,ავასხებს უხვად წყალობის მძლეველსა, შემწყნარებელი ობოლთა მძლე ექმნეს თვისსა მძლეველსა.
7 თქვეს,ძღვენი ბრძენთა კაცის თვალს უჯეროდ დაარწმუნებსა, უსამართლონი მსაჯულნი ქრთამს არვის დაამგუნებსა.
8 გრცხვენოდეს გინებისაგან, ევლტოდე სმენად ქებასა, თავი ნუ მოგწონს, ერიდე ცრუ სიტყვა-დაქებასა.
9 სხვის მომზირალი თავისას ავს ვერას დაინახავსა, უცები კაცი ხვაშიადს ვატ ვერ შეინახავსა.
10 ბრძენს ცოდვას თვისი გონება ამხილებს,შეანანებსა, უგბილი უმეცრებითა ვერ ხედავს,თვის თავს ავნებსა.
11 დაღმართ არს ცოდვა მოქმედთა,სუბუქად ჩაიტანებსა, მადლი მძიმეა ამღებთა და ზეცათ აღიტანებსა.
12 სიტყვა უცებთა ზღვა არის მღელვარე კლდისა მცემელი, არა მდუმარე, წვიმისებრ ნაყოფის გამომცემელი.
13 თუ ძნელ არს ფიცი მართალიც, ცრუსი რაღამე იქნების? აღთქმაც დიდია სათქმელად, გარდასვლა რა შეიქნების.
14 თუ შენ არ მისცე,ნუცა მას ელიღა რასმე მოცემას, უჩინარისა მტრისასა ერიდე მუდამ დაცემას.
15 გული ნუ გითქვამს მეტს რასმე,რადგან უგუნურთ წესია, იფქლსა ვეროდეს შეიკრებს, ვის ღვარძლი დაუთესია.
16 ეტლთა ბრუნვათა მსგზავსია ამ სოფლის ლხინი და შვება, წამირთ იცის ორივე, ამაღლება და დაშვება.
17 რაღაა ურჩეულესი მეგობრის საკუთარისა? ღა უბოროტეს მოყვსისა ქვე მკბენის, მოკუთარისა?
18 სჯობს აღსასრული კეთილი დიდად დასაბამ კეთილსა, სჯობს ახალ ნორჩი ხე დიდსა,ნაყოფით ქვე მოკვეთილსა.
19 გატეხილს ჭურჭელს მიჰრონი არ ერწმუნების,იცითა? ჩრუს კაცსა საიდუმლონი არ ეთქმის, მითქვამს ფიცითა.
20 ხრდლის კაცის ყოლა გატეხილს მშვილდსა ჰგავს, ვინ ვერ მოიზევს, ვიდრე მტერს ნახავს,კაცსა კაცსა ჰგავს, მაშინ წინ ვეღარ წაიზევს.
21 მოშიშარს,ამპატავანს და მოსავს თავისა ძალისა, რაჟამს ხმა ესმის საზარო,ძრწოლით სამ დაემალისა.
22 სასიკვდინენი წყლულია მცირე ნაკბენი გველისა, დიდს შფოთს აღადგენს ერთიცა სიტყვა ცრუ,ენა-გრძელისა.
23 ვინ ენას სძლევს და მუცელსა, დიდი ნიჭი აქვს მადლისა, ვინ ბოროტსა სძლევს,ხელთა აქვს სრულყოფა მას საწადლისა.
24 მუშაკი დღეის საქმისა ხვალისა მდები სცდებისა, მის-მის დღის საქმე მის დღეს სჯობს,რადგან სოფელი სცვდებისა. 25 ვინ ძრწის სამღვთოთა შიშითა, ვერა რა შეაშინებსა, უშიში ღვთისა თვისისა ცრდილისგან შეიშინებსა.
26 კაცს უყვარს ღვთისმოყვარესა ყოველი კაცი სრულებით, ძმის მოძულარსა ღმერთი სძულს სიბოროტისა კრულებით.
27 სიტყვის სიმრავლე სასმენელს ავნებს და ვერ აამებსა, მეტი საზრდელი სულსა და ხორცს არც ერთს არ დაამებსა.
28 თუ კაცი თვისად ბოროტს ჰყოფს,სხვას ვისღა უზამს კეთილსა? Nნუ სთხოვ ნაყოფსა საშენოდ ხესა ფესვ-აღმოკვეთილსა.
29 გვიან საქნელ არს ბოროტი, კეთილი – მოსწრაფებიტა.
30 ბილწის სიტყვისა სასმენლად დახშვა ჯერა არს ყურისა, ენით კიცხვა და ბასრობა ნურავისთვიმცა გსურისა.
31 სჯობს საქმე უხმო სიტყვასა, თქმულსა, არ გათავებულსა, თქმა და არა ქმნა სარცხვენელ ჰყოფს კაცსა გათავებულსა.
32 თუ თავს ვინ განიკითხვიდეს, სხვასა აღარას აბრალებს, თვისის ცოდვისა მხილველი ღმერთს სხვასაც ბევრს შეაბრალებს.
33 ამაღლებულნი დადმდაბლდნენ, ამაღლდნენ დამდაბლებულნი, მოღვაწე წარწყმდა სილაღით, ცხონდა სიმდაბლით ვნებულნი.
34 რისხვა ბრძნისა სჯობს ცრუთასა ალერსსა, სიტკბოებასა, უგბილთან ლხინსა დია სჯობს, თუ კაცი ბრძნისას ებასა.
35 დიდი სიბრძნეა კაცისა ცნობა თავისა თვისისა, სიბოროტეა ძვირის თქმა მეგობრისა და თვისისა.
36 წყლით დაივსება სახმილი, შერისხვა-დადუმებითა, შური იძლევის ტკბილისა სიტყვისა დაამებისა.
37 მეგობარს გამოუცდელსა არ უნდა კაცი მიჰყვესა, ჯერ შეზავებიტ ვკითხვიდეთ ცვენს წინ მეგობრად ვინ ჰყვესა.
38 სარწმუნოს მოყვსის შერისხვა სჯობს მტრის პირისპირ ქებასა, ბრძენი სხვათაცა სწავლიდეს, დიდად სჯობ დადუმებასა.
39 მოციქულთა მქებარი პირად სამენელ ბნელისა, შემასმენელი ლიქნითა მკვლელია შემასმენლისა.
40 კითხვა საღვთოთა წერილთა გონებას განანათლებსა, რისხვას დაიდებს რისხვაზედ, ვინცრუდ თავს განიმართლებსა.
41 აქთქმას ღთისასა ნუ ჰყოვნი, მიცემად მისაცემელსა, სჯობს არ ქადება არასა, ქადებულს მიუცემელსა.
42 მამა შვილთ დაკლვის მიზეზსა ნებსით არ მიიწურავსა, ღმერთი გლახაკთა მონახვეჭს მსხვერპლს არას შეიწირავსა.
43 უღვთო, მწყევარი ეშმაკთა, არ იცის, თავს იწყევლისა, ზაკვით მეტყველი მსგზავსია გველისა მის პიველისა.
44 უგბილი თვისსა სიცილზედ ხმას დიდად აღიმაღლებსა, ბრძენი და მეცნიერენი ღიმილსაც დაიმდაბლებსა.
45 უგუნურთ ნიჭი დიდი, ერთის წილ ითხოვს მრავალსა, მცირედ მისცემს და აყვედრებს დიდად კნინ მისა სავალსა.
46 კაცი მრძენი სდუმს ჟამამდე, სხვას უსმენს წადიერებით, მრავლის მეტყველი საძულელ იქმნეს მკლე გონიერებით.
47 უცხოსა თანა ნურას იქ საქმესა საიდუმლოსა, ყოვლს კაცს გულს წინ ნუ დაუდებ, უფროს ღა ცრუ უმადლოსა.
48 ურცხვინო არის, ვინ სიტყვა მოყვსისა არ დაიმარხოს, თვისი აუგიარდ სჩნდეს და სხვისა მალ დაინახოს.
49 მსაჯულად ყოფა ცუდია, ვინ ვერ სცნობს ცრუ და მართალსა, მოიკიცხება საჯაროდ, დააკლებს ვინ სამართალსა,
50 ნუ თვალა არიდებ გლახაკსა, ნუ სცემ ადგილსა წყევისასა, რიდე შესმენას ღვთისასა, სწრაფით ჰხამს, ისმენს-ყე ვისას.
51 რაბამ დიდ იყოს, მაშინ ჰხამს კაცი გულითა მდაბლობდეს, კაცს სათნო ეყოს და რმერთსა სამარადისოდ მადლობდეს.
52 მხედვლი აღსასრულისა მტერობას რიდებს მოყვსისას, დღისა დიდისა მომლოდნე, შურს აღარ აძებს არვისას.
53 ბზიკი ვინ უცემს, ვერ მოჰკლავს და თავსა მოიკვდინებსა, კაცი მოყვსისა მოშურნე მისგან თავს უფრო ივნებსა.
54 თაგვი ჭურს ღვინით სავსესა მცირეცა შეაგინებსა, Bევრს სიკეთესა კაცთასა სიცრუე მოაყივნებსა.
55 ძე ბრძენი მამის სწავლასა კვლავ და კვლავ ინებსა, Mმონა ერთგული სამსახურს აროდეს მოიწყინებსა.
56 ათას წელლს სოფლის დაპყრობა ცუდია სულთა ვნებითა, ბოლოდვე გავლით შიშველი სასიკვდინეთა სნებათა.
57 ჭირშიგან გამოიცდება მეგოგარ ყოფა მოყვსისა, თუ დასდებს თავსა შენთანა, არა იქს საქმეს ავს ისა.
58 მეგობარი ბევრი უნდა,თანაზრახი ართი ოდენ, საქმეს კარგად გაიმართვენ, თუ ჭკვა ორთავ სწორად რბოდენ.
59 ბოროტი რამე სენია თვით-სჯულობისა ქადილი, მავნებელია თვისისა ნების შედგომა, წადილი.
60 უცნობო კათილს ბოროტად შეჰრაცხს, ბოროტსა კეთილად, უნაყოფოს ზრდის სამისოდ, ნაყოფოანს ჰყოფს კვეთილად.
61 ბრძენი არც იშვებს ფრიადა, არც დია შეწუხდებისა, უცები ლხინსა და ჭირსა მის-მის დროს ვერ მიხვდებისა.
62 კაცი კაცს საქმით შევჯერდეთ და ნუ ამოსა სიტყვითა, ადვილად კაცის ცნობასა ვიტყვით, თუ ვინმე ვიტყვითა.
63 სჯობს მონა ბრძენი უგუნურს მაფესა მოხუცებულსა, არ ეთხოვება კეთილი კაცსა ცრუ, ცნობა-ვნებულსა.
64 მტირალთან გლოვა დაგვიდეს, მოხარულთანა შვებანი, ნუ აღგიტაცებს დიდება, ნუცა პირისპირ ქებანი.
65 ცეცხლს წყალი დაშრეტს და განსწმენდს მოწყალებანი ცოდვასა ადვილად შეიწყალება, ვის ცოდვა თავს დაედვასა.
66 სხვის სიკვდილს რად განიხარებ, რადგან რო შენც მოკვდავი ხარ? ცოდვილი ცოდვილს რად ჰკიცხავ, ზრახავ და ან თავს რად იხარ?
67 ბერს კაცს ნუ გიობ, ჭაბუკო, ნუთუ შენც სამე დაბერდე, დამწვარსა კვლავ ნუ დასწვავ, დასაშუშებლად დაბერდე.
68 სძულს ამპარტავანს მდაბალი, მდიდარს ზოგს გლახა მთხოველი, ღმერთი მართალი გვითმობსა,თვარ ცრუ ვართ კაცი ყოველი.
69 კაცი სიცოფის მფარველი,სჯობს ბრძენსა სიბრძნის მფარველსა, ლაღს მონას არჩევს პატრონი სამსახურისა მკრძალველსა.
70 მოშიში ღვთისა თუ ძვირსა შთავარდეს, იგივ იხსნისა, ცოდვილი ტვირთსა მძიმესა უნანლად ვერ მოიხსნისა.
71 დრკუთ კაცთა გული ნიადაგ ეძებს მოყვასთა ძვირებსა, გული მშვიდი და მდაბალი ძრახვას არ გაიკვირვებსა.
72 გულსა გამწყრალსა კეთილი განზრახვა არ ეპოება, უსამართლოსა ვერას იქს, ვით მეფეს შეეპოება.
73 როგორც არ არის უცოდო კაცი,აგრეთვე უმადლო, დიდად ბოროტის მყოფელსაც სჯობს ცოტაც რამ დაუმადლო.
74 ვინ ძმასა სძულობს, სჯულსა და განეშორება მცნებასა, ვინ საბრხე უგოს მოყვასსა, შთავარდეს დიდსა ვნებასა.
75 გვალვის ჟამს წვიმა ქვეყანას შემატს და გაახარებსა, წყალობა ჟამსა ჭირისას სჯობს, ვინც ხელთ მიაბარებსა. 76 სიტყვათა შენთაEსაზომი დაუდევ კეთილის თქმისა, ეკრძალე ფიცსა სათქმელად, ნუ ხარ მეტყველი აყთქმისა.
77 ბევრი რამ არის სოფლისა უფროსი ამოებანი, ცუდს კაცსა მწვე ააზავებს მორჭმა,ტყუილი ქებანი.
78 კაცია ნათელს ბნელად და ბნელს ჰხედავს ნათელსავითა, თვისსა სიკეთეს არ ეძებს, თავს იქებს ნათესავითა.
79 ავიდ და კარგი მრჩობლივე ჩვეულობასა მმოსია, არ დაეკარგვის უფასოდ, ვის გლახა შეუმოსია.
80 სიცოცხლე, აგრევ სიკვდილი ხელთა უპყრია ენასა, სისხლს დაყვრის უბრალოთასა, აჰყვება ვინ შესმენასა.
81 მართალიც მოინადირა მტერმან, ცრუ სადღა განერ სა? თავსა ჩემსა ვწვრთნი უფრორე, ბოროტად გხედავ გან ერსა?
82 თუ მეჭურჭლესა ჭურჭელი ვერ ეტყვის ავად შემქენო, Kაცმან ვით ჰკადროს შემოქმედს, ესე რად ესრეთ მიქმენო.
83 უშვილოთა სჯობს სიკვდილი უკეთურთ შვილთა ყოლასა, სჯობს მარტოდ ყოლა კაცისა ბოროტთა თან აყოლასა.
84 სჯობს სიგლახაკე სიმართლით,ცრუს დიდსა გამდიდრებასა, მტერობავესჯობს მოყვრისას ცრუდ სიტყვით მიფერებასა.
85 სჯობს სნეულება ბოროტსა სიმრთელე ფერხზედ რებასე, ცოდვილთ თავსდება ცოდვისა, სიწმიდის შეფერებასა.
86 უჟამოს მწუხარებისა სიბერე არის ნაყოფი, გაადუხჭირებს კეკლუცთაც ჭმუნვა და ავი სამყოფი.
87 ღვთისმოყვარება ეს არის, კაცს ყოვლი კაცი უყვარდეს, Mოყვასი უნდა მოყვასსა, ვით თავსა შემოუარდეს.
88 ცული თვინიერ მცემლისა ვერ მოჰკვეთს ხეთა ძირებსა, თუ კარგად ვერვინ ვერას იქმს, ღმერთსა მწედ დაიძვირებსა. 89 კაცი ასეთს კარგს რასა იქმს, ან ავსა, სხვასაც არ ექმნას, მაშინ გამოჩნდეს ორივე, რა ორთავ ბჭობა შეექნას. 90 უროსი ერთი კაცთ იჭვი ვით საზვრენ, არ იქნებიან, მცირე გულისთქმა ბოროტი დიდ ცოდვად შეიქნებიან.
91 რაცა არა მაქვს, ის მინდა, რაცა მაქვს, ვერ დამიცავსა, იმას ვერ ვშოებ და ამას დავკარგავ, წინ ეს მიცავსა.
92 თავს ვაბრალებდე ნუ სხვასა, ნუ ვაკლებთ ღვთის სამართლებსა, რისხვას შესძინეს რისხვაზედ, ვით ცრუთ თავს განიმართლებსა.
93 რაზომცა დიდად ბრძენ იყო, ნუ ეჭობ სიბრძნე-სრულებას, რაზომ სვამ წყლისგან წყაროსა,შეატყობ ვერ ნაკლულობას.
94 მრავალგზის ნავი დაინთქმის ნავსაყუდელად შესული, მრავალჯერ ვისმე უნახავს ღელვისგან გაღმა გასული.
95 შიში არ უნდა ხორციელს, სიკვდილს სად დავემალებით? ვერვინ ვიკადრებთ გაქცევას, ვინ მეფეს შევეპოვებით.
96 ვინა სთხრის მთხრებლსა, არ იცის, ვისთვინ ამოჰკვეთს სიღრმესა, ვინცა აღმოჰკვეთს, უწყოდეს შთაიგდებს თვისსა სიყრმესა.
97 შვილისა სიკეთისაგან იხარებს მამა ძლეული, Kკაცს უნდა სძულდეს საფასე სხვის ქრთამად შემოძლეული.
98 სოფელი ესე მსგავსია სავაჭრო შესაკრებელსა, აქ თუ არ ვიღწვით, ვერ ვპოებთ სხვას კეთილთ მოსაკრებელსა.
99 სხვა არა სჯობს რა კაცთათვინ სასმენლათ ბრძენთა ზრახვასა, სჯობს მონაგებთა წარგება კარგად ყე ქვე შენახვასა.
100 სოფელს ვაგინებ,მაგრამე მიყვარს და ვერ ვეხსნებია, ყოფაც მძულს ცრუსთან, ჯერ ხანად გაყრა რა სახსენებია!
|