|
მანა, მართალი ხარ, რუსეთმა ხელმეორედ დაგვიპყრო, კაცმა არ იცის ,ხვალ მაგათ "ბრადიაგა" თავში რა გადატრიალდება და რას მოიმოქმედებენ(ყოველ შემთხვევაში კარგს არაფერს).მას არც არავისი არ ეშინია და არც არავის ხათრი არა აქვს,ეს გრძნობები რომ გააჩნდეს, მაშინ ტვინი უნდა ჰქონდეს, კუნთმაგარი (შეიარაღებული)და ჭკუასუსტი რუსეთისგან აგრესიის და სისიხლის გარდა,სხვა არც არაფერია მოსალოდნელი, მთელ მსოფლიოზეა გამწარებული,(პოლონეთმა ცხვირწინ რა უქნა)და ჩვენზე იყრის ყველას ჯავრს. საშინლად ვნერვიულობ(ასეა ყველა ქართველი და ყველა ის ადამიანი რომელსაც გული შეტკივა საქართველოზე),მაგრამ ერთის მწამს, XXI საუკუნემდე მოგვიყვანა მამაზეციერმა, ამდენი ზე იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, ჩვენ კი, ეს ერთიციდა საქართველო, თავისი ერთიმუჭა ქართველებით დღემდე მოვედით, მომხვდური ყოველთვის გვჭარბობდა, ერთი ათად, ხან მეტად, მაგრამ საქართველო უმეტესად გამარჯვებული გამოდიოდა.ქართველთა სიმამაცის და თავდადების მიუხედავად, შეუძლებელი იყო ასეთი გამარჯვებები, თუ არა ღმერთის შეწევნა და მისი ძალა, ამას სხვანაირად მე პირადად ვერ ავხსნი. unicorn, მართალი ხარ,ღმერთი თუ გვიშველის, მარტო მისი იმედი მაქვს, დაილოცოს მისი სახელი!!! ვილოცოთ ყველამ, ღმერთი მოწყალეა და ჩვენს ლოცვა-ვედრებას უპასუხოდ არ დატოვებს.ღმერთო ,შენ დაიფარე საქართველო და ყველა ქართველი, გაგვაძლიერე!!!
აცხოვნე , უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ დაცულსა მართლმადიდებელსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ - უფალო, დიდება შენდა!!! ამინ!!!
|