↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო?


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 160 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
რომელ დაბრუნებაზეა საუბარი ხალხო, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი არა ვერ ხედავთ, რომ რუსეთმა მთელი საქართველო დაიკავა და თვალსაც კი არ ახამხამებს? მთელი მსოფლიოს აზრი ფეხებზე ჰკიდია.მისი ამ მოქმედებით არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლოის დემოკრატიულ ქვეყნებს იწვევს დუელში? ხელი კი მოაწერა დოკუმენტს,რომ შეწყვეტდა საომარ ქმედებებს და გაიყვანდა ჯარებს, მაგრამ ასრულებს?- საერთოდ არც ფიქრობს საქართველოს დატოვებას, ჯერ სადაა მშვიდობა? მომავალში რას მოიმოქმედებს კიდევ არავინ იცის, რადგან ძალიან აღიზიანებს ის, რომ ყველა ჩვენს მზარეზეა და ნატოში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ ზუსტად მაგიტომ არ გაიყვანს რუსეთი ჯარებს, რომ ეს პროცესი საერთოდ შეანელოს კი არა ჩაშალოს. რაში აწყობს მას, ჯარ კიდევ გუშინდელი საქართველო, მისი ყურმოჭრილი მონა, ეხლა იხილოს ნატოს ალიანსში, გაძლიერებული და გამდიდრებული? ამას ის არასოდეს არ დაუშვებს და მე მგონი მხოლოდ 2 გზა არსებობს მაგისთვის: ან ისევ დაიმონოს და დაიმორჩილოს საქართველო, ან მოსრას მთელი მსოფლიო და დედამიწის მფლობელი დარჩეს.ამისთვის ის მზადაა მსოფლიო ომისთვითაც. ეხლა დაიწყებს იმის ლაპარაკს, რომ ( როგორც ჩეჩნეთში) ეხლანდელი ჩვენი დემოკრეტიული მთავრობა არის ბოევიკები და სიმშვიდის წესრიგის მიზნით, უნდა რომ დევნა დაუწყოს და გაანადგუროს ის. გამოფხიზლდითთთთთთ! კიდევ ერთხელ დაგვიპყრო რუსეთმა და მას წინ ვერავინ ვერ დაუდგება, რადგან ძალა აქვს და ჭკუა საერთოდ არ ჭირდება. გამოვეთხოვოთ საბოლოოდ თავისუფლებას და არ შევიქმნათ ილუზიები კეთილ მომავალზე/
ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი. სექტემბერში ვაპირებდით საქართველოში დაბრუნებას და.......... ეხლა კი აღარც ვიცით სად წავიდეთ. იმიტომ, რომ იქ ვაია და აქ კი ვუი.ჩემი გული მკვდარიააააააააა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგო მანა,არ ინერვიულო,მართალია რეალურად რუსეთისგან ხელახალი დაპყრობის წნინაშე დგას დღეს საქართველო და მაგათი შემჩერებელი ქვეყანა არ ჩანს დედამიწის ზურგზე,მაგრამ არ დაგავიწყდეს,რომ არსებობს უზენაესი ძალა ,რომლის წინაშეც ყოველგვარი ბოროტება უძლურია და ამ ძალას ქვია მამა ზეციერი - ღმერთი არ გაწირავს საქართველოს - მე ამის დიდი იმედი მაქვს - მეტის არაფრის.

ღმერთო, გევედრები, შენ დაიფარე,გადაარჩინე და ააღორძინე საქართველო.

მოდით,ყველამ რაც შეიძლება ხშირად ვიმეოროთ "საქართველო გაბრწყინდება",ამინ.

ამდენი ხალხის ერთსულოვან ვედრებას აუცილებლად შეისმენს უფალი,დიდება მის სახელს,და ბოლოს და ბოლოს მართლა გვეღირსება ღმერთისგან დალოცვილ ბედნიერ საქართველოში ცხოვრება.ღმერთო,ყველა მოგვასწარი ამ დღეს და რაც შეიძლება მალე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მანა, მართალი ხარ, რუსეთმა ხელმეორედ დაგვიპყრო, კაცმა არ იცის ,ხვალ მაგათ "ბრადიაგა" თავში რა გადატრიალდება და რას მოიმოქმედებენ(ყოველ შემთხვევაში კარგს არაფერს).მას არც არავისი არ ეშინია და არც არავის ხათრი არა აქვს,ეს გრძნობები რომ გააჩნდეს, მაშინ ტვინი უნდა ჰქონდეს, კუნთმაგარი (შეიარაღებული)და ჭკუასუსტი რუსეთისგან აგრესიის და სისიხლის გარდა,სხვა არც არაფერია მოსალოდნელი, მთელ მსოფლიოზეა გამწარებული,(პოლონეთმა ცხვირწინ რა უქნა)და ჩვენზე იყრის ყველას ჯავრს. საშინლად ვნერვიულობ(ასეა ყველა ქართველი და ყველა ის ადამიანი რომელსაც გული შეტკივა საქართველოზე),მაგრამ ერთის მწამს, XXI საუკუნემდე მოგვიყვანა მამაზეციერმა, ამდენი ზე იმპერიები აღიგავა პირისაგან მიწისა, ჩვენ კი, ეს ერთიციდა საქართველო, თავისი ერთიმუჭა ქართველებით დღემდე მოვედით, მომხვდური ყოველთვის გვჭარბობდა, ერთი ათად, ხან მეტად, მაგრამ საქართველო უმეტესად გამარჯვებული გამოდიოდა.ქართველთა სიმამაცის და თავდადების მიუხედავად, შეუძლებელი იყო ასეთი გამარჯვებები, თუ არა ღმერთის შეწევნა და მისი ძალა, ამას სხვანაირად მე პირადად ვერ ავხსნი.
unicorn, მართალი ხარ,ღმერთი თუ გვიშველის, მარტო მისი იმედი მაქვს, დაილოცოს მისი სახელი!!! ვილოცოთ ყველამ, ღმერთი მოწყალეა და ჩვენს ლოცვა-ვედრებას უპასუხოდ არ დატოვებს.ღმერთო ,შენ დაიფარე საქართველო და ყველა ქართველი, გაგვაძლიერე!!!

აცხოვნე , უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი. ძლევა ჯვარითა ბარბაროზთა ზედა ღვთივ დაცულსა მართლმადიდებელსა ერსა ჩვენსა მოანიჭე და საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ - უფალო, დიდება შენდა!!! ამინ!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jul 2008
Posts28
კარმა5
OFFLINEPROFILE
სამწუხაროოდ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე,ყველაფერი იმაზე რთულადაა ვიდრე ვინმეს საერთოდ წარმოედგინა.რუსეთი ველიკაია დერჟავის ეიფორიაშია.მთავრობას აქვს დიდი მხარდაჭერა მოსახლეობის.ეგენი გამჩერებლები არ არიან.იგნორირებას უკეთებენ ყველა თხოვნას თუ მოთხოვნას.უკვე ღიად დაიწყეს საუბარი ოსეთის მიერთებაზე,შემდეგ აფხაზეთის და შემდეგ ყირიმის.ისე იქცევიან,თითქოს გამოწვევას უკეთებენ მთელ მსოფლიოს,აბა რისი მაქნისები ხართ,რას გვიზავთო.ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს არ მესმის,რატომ არ უწესებენ მკაცრ სანქციებს?რით ვეღარ მიხვდა მსოფლიო მაგათ ფსიქოლოგიას,სანამ არ დააშინებ რუსს ვერ გააჩერებ?ვეღარ დაინახეს რომ ცივილური გზით მაგ ველურების გაჩერება არ შეიძლება?

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts31
კარმა1
OFFLINEPROFILE
ჩემო საყვარელო ქართველებო ,დღეს როცა ესეთ რთულ ვითარებაში ვართ მინდა გავიხსენოთ 9 აპრილი და 1993-94 წლები დღეს ისტორია მეორდება.მე მინდა გითხრათ რომ სანამ საქართველოში ყველა ერთად ვიქნებით ჩვენ რუსეთი ვერ დაგვიპყრობს,მე უბრალო ადამიანი ვარ და აქ ესე შორს ვიბრძვი ჩემს ოჯახთან ერთად ჩემი ქვეყნისთვის და ყოველი თქვენგანი იგივეს აკეთებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, რუსები არ ელოდებოდნენ ყოველივე ამას,არ ეგონათ რომ ხალხი ესე შეიკვრებოდა მთავრობას გვერდით დაუდგებოდა მიხარია ჩვენი ოპოზიციის (თუმცა ზოგი საერთოდ არ გამოჩნდა)ესეთი ერთიანობა.ჯაჭვი ძლიერია ხომ იციტ როცა ერთმანეთში კარგადაა ჩასმული, მე ვფიქრობგ რომ მათ გეგმაში ქონდათ შემოსვლა თბილისის აღება და დარჩენა, მარა წინ დახვდათ სულ სხვა რეალობა, ამას კი არ ელოდნენ. ცოტაც კიდე მოვითმინოთ მსოფლიო ჩვენს გვერდითაა ევროპამ და მსოფლიომ დაინახა რუსეთის სიტყვიერი "კი" და ფაქტი კი სხვა. ეხლა კი ყველა ხედავს და ხვდება რომ რუსეთი საშიშია რადგან ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს,თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ხდომ ძალიან კარგათ ვიცოდით.
მე ვფიქრობ და მინდა გთხოვოთ მოდით ნუ ვიფიქრებთ იმას რომ საქართველო დაიბყრო რუსეთმა, ვერ დაგვიპყრობს,პარლამენტის შენობის თავზე ფრიალებს საქართველოს დროშა,ჩვენი ხალხი ყველა ერთად იბრძვის და ერი, ხალხი ერთიანია ყველანი ერთ მუშტად ვართ შეკრულები,ჩვენ დავდგებით ფეხძე მარტონი არ ვართ, ხომ ვხედავთ როგორ გვიდგას მსოფლიო გვერდით.საქართველოს კვლავ შემოესივნენ და ჩვენ კვლავ დავდგებით ფეხზე.
რაც შეეხება იმას რომ დამოუკიდებლად გამოაცხადებენ სოხუმს და ცხინვალს,თუკი მსოფლიო მათ არ სცნობს, არ დაამყარებს არავისთან კავშირს რუსებმა აღიარონ რა,თან არ დაგვავიწყდეს რომ არიან კიდევ ერები რომელთაც რუსეთიდან გამოყოფა დიდიხანია უნდათ და ამით ისინიც გამოთქვავენ სურვილს რომ რუსეთმა დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიაროს,რაც მოიტანს მათ შიდა არეულობას.დროა კიდევ საჭირო ჩემო ქართველო ხალხო ვიცი განა კიდევ რამდენი დროვო? მეც მიჭირს მაგრამ ,კიდევ მოვითმინოთ და დავდგებით ფეხზე,გათენდება და ამოვისუნთქებთ თავისუფლად.და სანამ ცოცხლები ვართ ,ჩვენი დროშა ფრიალებს საქართველო ჩვენია და მას ვერავინ ვერც ერთი რუსი ვერ წაგვართმევს. ჩვენყველა ერთად გადავლახავთ ამ ტკივილს.მე ჩემს შვილს ვასწავლი დიდი სიამაყით " მოდი შვილო,ნახე დედა, ეს საქართველოა,ეს ქართველი ერია,ხედავ როგორი ძლიერი ერთიანი ვართ მეთქი,ის კი ამბობს "საკატუელოო" (პატარაა ეხლა დაიწყო ლაპარაკი) ასე რომ მოვითმინოთ ძალიან ძნელია, მარა მოვითმინოთ ხომ ვიცით რომ ესეც კი აბრაზებთ მათ .წავა.წავა აბა რას იზავს
.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ყველაფერი მაგრად,კარგად და გადასარევად იქნება
მე ბებერს მომავლის იმედი მაქვს და ეს მომავალიც
მალე დადგება .აი ნახავთ საქართველო როგორ
გამთლიანდება,აღორძინდება და გაბრწყინდება

უფალს ვევედრები მუხლ-მოდრეკილი
წმინდა გიორგის თვალ-ცრემლიანი
დედაო ღვთისავ... შენ გევედრები
წმინდაო ნინოვ...წმინდა ჯვრიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დავიბრუნებთ კი? ძნელია ლომის ხახიდან გამოსვლა,თაობები დაჭირდება დაბრუნების მცდელობას,სასწაულების არ მჯერა ,ერთი უფლის იმედი მაქვს მეტი არაფრის,მსოფლიომ რა ბერკეტები უნდა ამუშაოს რომ წართმეული დავიბრუნოთ, ნათლად ვხედავთ რომ არავის და არაფრის ეშინია სატანის მოციქულებს და ეს 95% -ია რუსეთის

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ანა-ტეკლა დამთავრდა ჩემი ოპტიმიზმი,სრულიად განადგურებული ვარ,სიციცხლე მძულს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined24 Aug 2008
Posts27
კარმა0
OFFLINEPROFILE
Ketadea wrote:
ციტატა:
ანა-ტეკლა დამთავრდა ჩემი ოპტიმიზმი,სრულიად განადგურებული ვარ,სიციცხლე მძულს.

:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
სამწუხაროა, მაგრამ დღეს რეალობა ეგაა, აფხაზეთს და ოსეთს თუ ვეღირსეთ ????????
მაგრამ რაც დაგვრჩა, იმის მოვლა - პატრონობის შნო და ლაზათი კი გვაქ? ამასაც ნუღა დავკარგავთ.
ოცდამეერთე საუკუნემდე მოტანილი ქვეყანა ვეღარ შევინახეთ, ვაი ჩვენი ცოდვის ბრალი. ამასაც მოვესწარით, ჩვენივე მიწაზე ლტოლვილები გავხდით. :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ დესპანელებო. ჩემო ქართველებო. გულის ტკივილით ვკითხულობთ ყველა თქვენ ჩანაწერს . დღეს ყველას ერთი დარდი და ბოღმა გვაქვს. მოდით ნუ ვიქნებით პესიმისტურად განწყობილი. დაველოდოთ მოვლენებს ----მე მწამს რომ ბოროტება არასოდეს გაიმარჯვებს. რომ საქართველო გადარჩება. რომ ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ და დავბრუნდებით ჩვენ ქვეყანაში. ვიფიქროთ და ვილოცოთ - ჩვენი ქვეყნის- ჩვენი ერის გადარჩენაზე. ჩვენი ლოცვით გადავცეთ დადებითი ენერგია ჩვენს ერს. - ჩვენ საქართველოს.-------- ამის მეტი ჩვენ არაფერი შეგვიზლია---

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
სამწუხაროდ ამის შანსი არ გვქვს ჩვენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგი ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია, აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
თუმცა ბრმა ვარ, კიდევ ვხედავ ქვეყნად ჩემგან უფრო ბრმათა:
ბერს გამოცდილთ არა ვჰკადრებ, მოგახსენებ ახალ ყრმათა:
თუ ცურვასა არ ისწავლით, ვერ გაუხვალთ წყალთა ღრმათა,
წკეპლის ცემით დაშუშხვა სჯობს საუკუნოდ ცეცხლში ბმათა!... დავით გურამიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined08 Jun 2008
Posts98
კარმა10
OFFLINEPROFILE
ჩვენ ვაჭკაცობა ოდითგან მოგვსდევს,,,
ყველამ გაიგოს,ყველამ იცოდეს...
ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ,,,
მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს...
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,,,
სივდილის ყველა კარი ჩარაზეთ...
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს,,,
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 160 posts ] 
როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო?
დესპანი