↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რუსეთ-საქართველოს ომის პირველი ფაზა დასრულდა. საქართველოსათვის ომის შედეგები სამწუხაროდ ძალიან მძიმეა. გარდა იმისა, რომ დაინგრა და განადგურდა შენობა-ნაგებობები და უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიხოცა, საკმაოდ ბუნდოვანი გახდა სამაჩაბლოს მთელი რიგი ტერიტორიების საქართველოს იურისდიქციაში ყოფნის საკითხი.
მას შემდეგ, როდესაც პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დიდი და პატარა ლიახვის, ფრონისა და ლეხურას ხეობები დატოვა, სეპარატისტებმა და რუსმა ოკუპანტებმა მეთოდურად დაიწყეს ქართული სოფლების დაკავება და ამ “ოპერაციას” იმდენად სწრაფად ახორციელებდნენ, რომ ქართული მოსახლეობა საშიში ზონიდან გამოსვლას ხშირად ვერ ასწრებდა.

ოკუპანტების ძირითადი აგრესია პირველ რიგში რა თქმა უნდა, დიდი ლიახვის ხეობის ზემო წელის ე.წ. ბლოკირებულ 9 სოფელზე განხორციელდა. ოსები, რუსები და კაზაკები, იჭრებოდნენ სახლებში, ძარცვავდნენ ყველაფერს და შემდეგ სახლებსა და ბაღებს ცეცხლს უკიდებდნენ. ამ წმენდის შედეგად, ახლა ქართულ სოფლებში: თამარაშენში, ქურთაში, ქემერტში, ხეითში, პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვში და სხვა... ნანგრევების, გარდაცვლილი მშვიდობიანი ადამიანების გვამებისა და გადამწვარი სახლების მეტს ვერაფერს ნახავთ. ერთ დროს აყვავებული და მოსავლიანი დიდი ლიახვის ხეობის სოფლების ნაცვლად, ახლა ფაქტობრივად აღარაფერია დარჩენილი.

კახა ჩოჩიშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “ზოგიერთ სოფელში ერთი სახლიც კი არ არის გადარჩენილი. ყველაფერი ბოროტულადაა განადგურებული და გადამწვარი. რუსებმა საქონელიც კი დახოცეს და განა ჭამეს, უბრალოდ გართობის მიზნით ესროლეს ტყვიები და ქუჩებში დაყარეს. არ მეგონა, თათრების გარდა, ვენახს ცეცხლს ქრისტიანი კაციც თუ მოუკიდებდა. მტერი ქართულ სოფლებში შედიოდა თუ არა, სახლების გადაწვის მერე, ბაღებსა და ვენახებს წვავდა. ასეთი ღორობა არათუ მინახავს, არც კი გამიგია”.

სეპარატრისტებმა და რუსმა “მშვიდობისმყოფელებმა” არანაკლები საშინელებები ჩაიდინეს ზნაურისა და ქარელის რაიონის ქართულ სოფლებში. მათ შორის ისეთ სოფლებში, რომლებიც კონფლიქტის ზონას არასოდეს ეკუთვნოდა.

20 აგვისტოს ღამით, კაზაკების 10 კაციანი დაჯგუფება ქარელის რაიონის სოფელ ფცაში შეიჭრა და სოფელში დარჩენილი მოხუცები სასტიკად სცემეს. იმავე საღამოს, ზნაურიდან აგარისაკენ ფეხით მიმავალ 18 წლის ვაჟა ლეკიაშვილს სეპარატისტები ბეტეერით გამოედევნენ და ტყვიები დაუშინეს. ვაჟა ლეკიაშვილი დღემდე გაოგნებულია იმით, რომ ამ ინციდენტის შემდეგ ცოცხალი გადარჩა. ქარელის რაიონის სოფლები: რუისი, ტკოცა, აბისი და სხვა... თვითმხილველთა მტკიცებით, რუსული ნაღმებითაა მოფენილი და კაცმა არ იცის, ეს ნაღმები როდის აფეთქდებიან. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გორის, ქარელის, და კასპის რაიონის ზოგიერთ სოფელში მოსახლეობის დაბრუნება დაიწყო, მათთვის ნაომარ ზონაში ცხოვრება უსაფრთხო ნამდვილად არ იქნება. როგორც ჩვენთან საუბარში სოფელ რუისის მკვიდრი, თენგიზ ლურსმანაშვილი აცხადებს, სოფელ რუისის ტერიტორიაზე იმდენი ნაღმი და აუფეთქებელი ჭურვბი ყრია, რომ მათ გაწმენდას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს.

თენგიზ ლურსმანაშვილი, სოფელი რუისი: “რუისი ისეთი ტემპებით იბომბებოდა, მოსახლეობა სარდაფებიდან გამოსვალს კი არა, ცხვირის ამოყოფასაც კი ვერ ახერხებდა. ახლა აქ ძალიან ბევრი სახლია მთლიანად ან ნახევრად დანგრეული. მაგრამ, მე უფრო მეტად მომავლის მეშინია. ჭურვების ნამსხვრევებითა და ნაღმებით სავსეა აქაურობა და მომავალში ბაღის დაბარვაც კი სახიფათო გახდება”.

ახლა ყველაზე რთული მდგომარეობა სეპარატისტების მიერ დედაქალაქად გამოცხადებულ დაბა ახალგორში და დიდი ლაიხვის ხეობის სოფელ ტყვიავშია, სადაც რუსი აგრესორები ოსებთან ერთად კვლავ დგანან და ადგილიდიან დაძვრას ცოცხალი თავით არ აპირებენ. ახალგორში მცხოვრები როგორც ქართული, ასევე ოსური მოსახლეობა, კოკოითის ბოევიკების მძევლებად არიან ქცეული. ახალგორის თავზე ოსური დროშა ფრიალებს და სეპარატისტები ამ ადგილის დატოვებას ჯერჯერობით არ ჩქარობენ.

რაც შეეხება სოფელ ტყვიავსა და მის მიმდებარე სხვა ქართულ სოფლებს. ახლა ამ სოფლებისაკენ მიმავალ გზაზე რუსი ჯარისკაცები დგანან და არავის უშვებენ. ჩვენი ინფორმაციით, რუსები პირველ რიგში ჟურნალისტების შესვლას აფერხებენ, რადგან ეშინიათ, ზემოთ აღნიშნულ სოფლებში სეპარატისტების მიერ ჩადენილი მხეცობები ჟურნალისტების ობიექტივის “საკბილო” არ გახდეს. ასე რომ, სამაჩაბლოში ვითარება კვლავ მძიმეა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
დიდი შვიდიანის ფინანსთა მინისტრები მიესალმებიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და საქართველოში კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრას.
- ”ჩვენ, ”დიდი შვიდიანი” მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და ხელი შევუწყოთ ქართული ეკონომიკის შემდგომ გაჯანსაღებას. ასევე, მზად ვართ, შევინარჩუნოთ ნდობა ქართული ფინანსური სისტემისადმი და ვუზურნველყოთ მისი ეკონომიკური რეკონსტრუქცია”, - ნათქვამია დიდი შვიდიანის ფინანსთა მინისტრების განცხადებაში.

- ”ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მივესალმებით საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომიკურ ვალდებულებას, ერთობლივად იმუშაონ საქართველოში ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად. ჩვენ, ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სხვადასხვა ქვეყნებს, მსოფლიო ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, სასწრაფოდ განისაზღვროს საჭიროებები იმ სამსახურების რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის, რომელიც საფუძველს შექმნის ქვეყანაში შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის”, - იუწყება დოკუმენტი.

- ”საქართველოს ეკონომიკური რეფორმებისა და საფუძვლიანი პოლიტიკის წყალობით აქვს მყარი ეკონომიკური ნიადაგი და ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ, დავეხმაროთ ქვეყანას, რათა კვლავაც ამ გზით იაროს”, - აცხადებენ ”დიდი შვიდიანის” ფინანსთა მინისტრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
აშშ-ს საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ გაემგზავრება აზერბაიჯანში, თურქეთში, უკრაინაში და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რათა წარმართოს დიალოგი, რომელიც საქართველოს წაადგება. ლუგარს იმედი აქვს, რომ ეს ქვეყნები, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, გაუწევენ ყველანაირ დახმარებას საქართველოს და მას მხარს დაუჭერენ.
რიჩარდ ლუგარი ასევე ბრიუსელში ჩასვლას გეგმავს, სადაც ნატოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდება.

საქართველო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირების შედეგებზე საუბრისას, ლუგარმა აღნიშნა, რომ ამან ნეგატიურად არა მარტო საქართველოზე, არამედ რუსეთზეც იმოქმედა. ”რუსეთის საფონდო ბაზარი 25%-ით დაეცა, შენელდა ინვესტიციების განხორციელება”, - აღნიშნა სენატორმა.

ამის გარდა, აშშ-სა და პოლონეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესახებ, რაც ბოლო მოვლენებს, ლუგარის აზრით, გარკვეულწილად უკავშირდებოდა. ”ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, პოლონეთის ხელისუფლებამ კი მისი ხელმოწერის თაობაზე გადაწყვეტილება საქართველოში მომხდარი მოვლენების შემდეგ მიიღო”, - დასძინა სენატორმა.

ლუგარი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთთან გაგრძელდეს დიალოგი. ”აშშ-ს ურთიერთობები რუსეთთან არა ერთხელ იცვლებოდა. ამასთან, ახლაც გრძელდება თანამშრომლობა. მაგალითად, შეიარაღების განადგურების საკითხებში”, - განაცხადა მან.

სენატორი შეეხო ევროპის ქვეყნების რუსეთისგან ენერგოდამოკიდებულების საკითხს და აღნიშნა, რომ სასურველია ამ დამოკიდებულების მინიმიზირება. ამის გარდა, ლუგარის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთში არ იქნება აღმოჩენილი ნავთობისა და გაზის ახალი საბადოები და არ იქნება მოზიდული ინვესტიციები, ენერგორესურსები არა მარტო ევროპისთვის, არამედ თვით რუსეთისთვის არ იქნება საკმარისი.

რიჩარდ ლუგარი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. იგი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის და პარლამენტის, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, მოინახულა კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გასულ საუკუნეში ერთმა გერმანელმა ოკულტისტმა იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა კავკასიაში ორმუზდული (სინათლისა და სიკეთის) და არიმანული (სიბნელისა და ბოროტების) ძალები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შეერკინებოდნენ. პირადად მე ოკულტიზმის დიდი მცოდნე არ გახლავართ, მაგრამ მოტანილი აზრი სამწუხაროდ სრულად აღსრულდა ბოლოს დროს საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებში. ცხინვალის რეგიონში ხუთდღიანი საბრძოლო მოქმედებები რუსეთისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო შენაერთებს შორის (რუსეთის სამხედრო ავიაციის მონაწილეობით), დასრულდა ქართული ნაწილების უკან დახევით და ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიის საგრძნობი ნაწილის ოკუპაციით მეზობელი ქვეყანათმპყრობელის (держава) მიერ, რაც დღემდე გრძელდება.

რუსეთ-საქართველოს სამხედრო დაპირისპირება სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული ქართველი, რუსი თუ უცხოელი პოლიტიკოსების, პოლიტოლოგების, ჟურნალისტების მიერ - ქართული სამხედრო შენარეთების თავდასხმა დამოუკიდებლობის მოსურნე სამხრეთ ოსეთზე და საქართველოს დასჯა ოსი სეპარატისტების მოკავშირე რუსეთის მიერ (ოფიციალური რუსეთის ვერსია, რომლისგან აღარფერი დარჩა და რომელსაც მხარი მხოლოდ ვენესუელამ, კუბამ, სირიამ და ”ჰესბოლამ” დაუჭირა);

რუსეთ-საქართველოს ომი საქართველოს ოკუპაციის და ხელისუფლების დამხობის მიზნით (ქართული მხარის ვერსია, რომელიც ცივილიზებულმა მსოფლიომ გაიზიარა). მაგრამ, არსად თქმულა, ჩემი აზრით, მთავარი ვერსია - დღეს საქართველოს მიწაზე ერთმანეთს ევროატლანტიკური და ევრაზიული სივრცეები დაუპირისპირდნენ.

ეს კონფლიქტი გარდაუვალი იყო. ევროატლანტიკური სივრცე მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას არ ემყარება, მის მთავარ მახასიათებელს ღირებულებათა სისტემა წარმოადგენს, რომელსაც საფუძვლად თავისუფლების უზენაესი პრინციპი უდევს. ევრაზიული ერთობა, ევრაზიის იდეოლოგების იდეით - პან-ევრაზიული ზონა - წარმოადგენს უპირველესად სამხედრო-პოლიტიკურ სივრცეს, რომელიც არავითარი ღირებულებითი სისტემით არ არის კონსოლიდირებული, იგი მხოლოდ ევროატლანტიზმის მკვეთრი უარყოფის იდეით არის ნასაზრდოები.

პირველი რუსი ევრაზიელები (XX საუკუნის 20-იან წლებში) ევროპას დაუპირისპირდნენ და ევროპეიზმი, ევროპული ცივილიზაცია, კაცობრიობის მტრად გამოაცხადეს. თავანთი ანტიევროპელობის თანმიმდევრულობის დასადასტურებლად მათ უარყვეს კიევის რუსეთი (რომლის შექმნასაც, ევრაზიელთა აზრით, ევროპული ძირები ჰქონდა მისი მმართველი რიურიკების დროიდან და რომელსაც რუსული ტრადიციული ისტორიოგრაფია უკრაინას მუდამ ედავებოდა), როგორც რუსული სახელმწიფოებრიობის აკვანი და თავიანთ ისტორიულ წინამორბედებად (ან უკეთ, წინაპრებად) ხაზართა და ბოლგართა (ვოლგართა) სახანოები გამოაცხადეს.

დღეს ევროპეიზმი ჩანაცვლებულია ევროატლანტიზმით და, ბუნებრივია, რომ ნეოევრაზიელების ანტაგონიზმი ამ უკანასკნელზე გავრცელდა. ევრაზიული მსოფლომხედეველობით: ნაციონალურ-სახელმწიფო მოწყობა დღევანდელ მსოფლიოში გადადის გლობალურში; მსოფლიო პლანეტარული სახელმწიფოს შექმნის წინაშე დგას; ამ სახელმწიფოს ექნება ერთიანი უნიფიცირებული ადმინისტრაციულ-ეკონომიკური სისტემა; გამომდინარე, გლობალიზაცია წარმოადგენს დასავლური (ანგლო-საქსური, ამერიკული) ცივილიზაციური მიდგომის უნივერსალიზაციას მთელი მსოფლიოსთვის; ეს არის განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, კონფესიური, ნაციონალურ-სახელწიფოებრივი მოწყობის, სოციალური-ეკონომიკური ასპექტების ხშირად ძალადობრივი მოქცევა ერთ ყალიბში.

კაცობრიობის ხსნა ერთპოლუსური ანუ ანგლო-საქსონური და ამერიკული ძალმომრეობისგან (გაუგებარია, რატომ არაფერია ნათქვამი გლობალიზაციის პროცესებთან მიერთებულ რომანულ, სკანდინავიურ, უგრო-ფინურ, აღმოსავლეთ სლავურ, ბერძნულ სამყაროზე) არის პან-ევრაზიული ზონის შექმნა. იგი მეოთხეა სხვა ზონებთან ერთად. ოთხი ზონის არსებობა კი არის მსოფლიო განვითარების ერთადერთი უალტერნატივო (!) გზა. ორიოდე სიტყვა დანარჩენი სამი ზონის შესახებ. ესენია: ანგლო-ამერიკული; ევრო-აფრიკული; აღმოსავლეთ წყნარი ოკეანიის ზონები (ნიშანდობლივია, რომ რუსული აზროვნება, პირველ რიგში, პოლიტიკური, ვერაფრით გასცდა ადამიანების, ერების, კონტინენტების ზონებში გადანაწილების პრინციპს).

ევრაზიელებმა ანგლო-ამერიკულ ზონაში გაამწესეს ჩრდილო-ამერიკული (ბრიტანეთითურთ), ცენტრალურ-ამერიკული, სამხრეთ-ამერიკული (ავსტრალია-ზელანდიითურთ) დიდი სივრცეები; ევრო-აფრიკული ზონა არგუნეს ევროპულ, არაბულ-ისლამურ, ტრანს-საჰარულ დიდ სივრცეებს; აღმოსავლეთ წყნარი ოკეანიის ზონაში კი განათავსეს ჩინეთის, იაპონიის, ახალი წყნარი ოკეანიის დიდი სივრცეები.

რაც შეეხება მეოთხე, ჩვენთვის უცილობლად საინტერესო ზონას. მისი სახელწოდებაა პან-ევრაზიული. მასში უნდა (!) შევიდნენ საკუთრივ რუსეთ-ევრაზიის, ისლამურ-კონტინენტური, ჰინდუს დიდი სივრცეები. ისლამურ-კონტინენტურ დიდ სივრცეში მოიაზრებიან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი (პატივცემულო მკითხველო. ევრაზიელებისეული მსოფლიო განაწილების ხილვისას ხომ არ გაგიჩნდა ჩაპლინისეული დიქტატორისა და დიდი ბურთი-გლობუსის ინტიმური სცენის ასოციაცია?).

გთხოვთ დააკვირდეთ - ოთხი ზონა და თითოეულში შემავალი სამ-სამი, სულ თორმეტი, დიდი სივრცე. სწორედ ეს გახლავთ ნეოევრაზიელების ”დიადი მიგნება” - წელიწადი (დედამიწა), მისი ოთხი დრო (ოთხი ზონა), თვეები (12 დიდი სივრცე). წელიწადის რომელი დრო ან თვე შეესაბამება ამა თუ იმ ზონასა თუ დიდ სივრცეს, ეს ალბათ ევრაზიულობის ”მისტიურ საიდუმლოს” წარმოადგენს.

რუს ევრაზიელებს გახელებული ვნება აქვთ მოძალებული, რომ სწორედ ამ ”ოთხი ზონის” იდეის სტრატეგიულ ასპექტებს შესწირონ საქართველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა რომ გოგი ცაბაძის სიტყვებს ვუსმენ,მიხარია ძალიან

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Jul 2008
Posts7
კარმა0
OFFLINEPROFILE
ერთი კიდევ მინდა გთხოვოთ სურატის ჩასმა დიდი მადლობა წინასწარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
natally wrote:
ციტატა:
ერთი კიდევ მინდა გთხოვოთ სურატის ჩასმა დიდი მადლობა წინასწარ

პირველივე გვერდზე, არის ავატარის დამატება/შეცვლა. თქვენივე სახელის ქვემოთ. დააკლიკეთ მაგას და გაგიხსნის უამრავ სურათს.ამოირჩიეთ ერთ-ერთი. და ბოლოში არის არჩევანის დამტკიცება, დააკლიკებ და თქვენი სურათიც ჩასმულია.
ეს რაც შეეხება ავატარს.

სურათის დადება

ფორუმში,ნებისმიერ თემაში როცა შეხვალ,ბოლოში სადაც ავატარები მთავრდება მწვანე მართკუთხედში წერია REPLV TOPIC, შედი მაქ და გაგიხსნის ფანჯარას სადაც წერ. მაქვე ბოლოში არის წითელ მართკუთხედში სურათის დამატება. ადვილად გაარკვევ, ქართულადაა ყველაფერი.

გისურვებ წარმატებას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ეს ნახეთ და მერე ამოვიღებ...

http://www.youtube.com/watch?v=0kfKDW2XcpU

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
იყოს გიო, ეს უკვე ნახა ყველამ. ემიმ დადო თუ არ ვცდები. რას იზამ ეგეთებიც არსებობენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
gioarmani wrote:
ციტატა:
ეს ნახეთ და მერე ამოვიღებ...

http://www.youtube.com/watch?v=0kfKDW2XcpU

ეს ხომ კაცი არარის.
ეს შეშინებული ვირთხაა ქართული გვარით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ოკ პიკა.. ამოვიღებ მაშინ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
და რატომ უნდა ამოიღოთ?
მეც ჩავასწორებ მაშინ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მე არ მითქვამს ამოიღეთ მეთქი, ვთქვი იყოს თქვა !! :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
http://limon-online.ru/publ/38-1-0-6103

=dk= =dk=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
http://ru.youtube.com/watch?v=0SHsg20-9 ... re=related

:):)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი