↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ინტერვიუ საკუთარ თავთან


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 108 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jul 2008
Posts14
კარმა-1
OFFLINEPROFILE
-ვერ გავერკვიე ?
- რაში?
-მიყვარს თუ არა ?
_რატო ვერ გაერკვიე?
-არ ვიცი მგონი არ მიყვარს და რატო არ ვიციი?
_მერე რატო იტანჯავ თავსს ? მიდი და უთხარიი.
_როგორ ვუთხრაა არ მინდა გუული ეეტკინოსს ?
_მას უყვარხარ ?
-კი მაგრა ვუუყვარვარ და არ მინდა გული ვატკინოო.
_ოდესღაცც ხო ეტკინებააა ?
_კი მაგრამ რა ვქნაააა მირჩიეე ?
- აბა რა გითხრაა ----------------------
_ ამიტომც ვერ გავერრკვიეე----------------------

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
-ისევ მარტო ხარ?
-რატომ მარტო? აბა ესენი ვინ არიან?
-შენს მეგობრებზე იძახი? მაგათ არ ვგულისხმობ...
-აბა, სიყვარულისთვის მე არ მცალია.
-სიყვარულმა მოცლა არ მოცლა არ იცის, ეტყობა ჯერ არ შემოუვლია შენსკენ...
-შემოუვლია, შემოუვლია...
-ესე იგი გყვარებია?
-მყვარებია...და გამიცილიბია კიდეც, ეეჰ,...
დღესაც მივაცილებ სიყვარულის აჩრდილს,
და გულს მოგონება ტკივილად ჩახვევია...
-დარჩენაზე არ უფიქრია? თუ შენ "გაგიპრავაჟებია"?
-უფიქრია, გადაუფიქრებია, მე "გამიპრავაჟებია",რა მნიშვნელობა აქვს? ბედისწერაა ყველაფერი...
-ბედისწერაში რას გულისხმობ?
-ყველაფერი ბედისწერა არ არის?
-გინანია?
-მინანია.
-თავიდან დაიწყებდი?
-დავიწყებდი...გახსოვს-"მე ისევ ვარდებით დავიწყებ თავიდან".
-და ისევ თავიდან?
-ისევ თავიდან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined09 Jul 2008
Posts47
კარმა3
OFFLINEPROFILE
გახსოვს რომ გეუბნებოდი, მგონი მიყვარდება-მეთქი?
მახსოვს, მახსოვს... რა იყო? შემოგიყვარდა?
არა! არ ვიცი... დავიბენი... არა! დამაბნია...
მემგონი შემოგიტიეს ვნებემა....
არა! გავუმკლავდები...
მართლა?! დავიჯერო, შეძლებ?! სიყვარულს რომ გონება ვეღარ აკონტროლებს ხოლმე, ისიც ხო იცი? იცი, იცი... და თან როგორ!
და მაგით რას მეუბნები?! მიყვარს??
თითქმის.....ისე, საკუთარ თავსაც რომ არ უმხელ... ჩუმად... სადღაც ღრმად... გულის გულის გულში....
ალბათ......

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined24 Aug 2008
Posts19
კარმა0
OFFLINEPROFILE
-რას შვები?
-რავი, არაფერს უაზროდ ვარ...
-რატომ მერე საქმე არა გაქვს?!
-მაქვს, თან ბევრი, მაგრამ თავი არა მაქვს...
-ასე ვერაფერს ვერ მიაღწევ.
-ვიცი... ღირს რამის მიღწევა ამ ცხოვრებაში?
-ღირს! იფიქრე მომავალზე. გინდა უსაქმურად იჯდე და სხვას უყურო ხელებში?
-რა ვქნა? ცხოვრების ხალისი აღარ მაქვს...
-გამოფხიზლდი!
-არ გამომდის...
-არასწორ გზას ადგახარ.
-სწორი გზა რომელია?
-მომკიდე ხელი, ერთად დავუყვეთ...
-კი მაგრამ როგორ? შენ ხომ ჩემი ანარეკლი ხარ მხოლოდ?
-არა.მე და შენ განვსხვავდებით... დამაკვირდი... რას ხედავ ჩემს თვალებში?
-ჩემს საკუთარ თავს.
-კიდევ რას ხედავ?
-კიდევ... სიცოცხლის წყურვილს....
-მიდი მითხარი ნუ ჩერდები.
-კიდევ მომავლის იმედს, თავდაჯერებულობას, მიზანდასახულობას... კიდევ სინათლეს... თითქოს
მზის სხივები ასხივებენ ამ თვალებიდან... განათდა... გონება გამინათდა! ყველაფერს მივხვდი!
ეს იმის ნიშანია, რომ ...
-გათენდა... გაიღვიძე, კიდევ ერთი დილა გათენდა შენს ცხოვრებაში. არ დამივიწყო...

ეს ექსპრომტად დავწერე... ისე კარგი ყოფილა საკუთარ თავთან დიალოგი :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მეგობრებო... ვკითხულობდი აქ პოსტებს და ყველა ძალიან მომეწონა.

დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით მინდა ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოები გაგახსენოთ რომელიც 1916 წელს დაწერა მწერალმა....

"ნიკო ლორთქიფანიძე
მონა

ჯვარედინ გზაზე ისმის:

- გასწორდი წელში; ასწიე მაღლა, ამაყათ თავი; მოიღერე კისერი; თავისუფლება მიეც გულ-მკერდს - ჰსუნთქე მსუბუქი ჰაერი; ნუ ჩამოგიშვია ცხვირი; დაიჭირე მზის სხივები, მიაპყარ სმენა გალობას, დასტკბი ვარდთა ჰნოსვით!

- მე მონა ვარ!..

- რა ვუყოთ! იბრძოლე! განთავისფულდები...

- მე სუსტი ვარ...

- თავისუფლები სიყვარული მოგცემს მოსეს კვერთხს და დავითის შურდულს...

- არ მაქვს იმედი...

- არაფერია, ბრძოლაში იმედიც იბადება.

- მეშინია უარესის...

- მონაბაზე უარესი რაღა იქნება?

- სიკვდილი... შიმშილი...

....

- მონა ხარ მართლაც, ჭეშმარიტად მონა... ნაკლებად საცოდავი, ვიდრე საზიზღარი.

1916 წ."

ღმერთმა დაიფაროს საქართველო რომელმაც მონობის გზა არ ამოირჩია!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
chortik wrote:
ციტატა:
-რას შვები?
-რავი, არაფერს უაზროდ ვარ...
-რატომ მერე საქმე არა გაქვს?!
-მაქვს, თან ბევრი, მაგრამ თავი არა მაქვს...
-ასე ვერაფერს ვერ მიაღწევ.
-ვიცი... ღირს რამის მიღწევა ამ ცხოვრებაში?
-ღირს! იფიქრე მომავალზე. გინდა უსაქმურად იჯდე და სხვას უყურო ხელებში?
-რა ვქნა? ცხოვრების ხალისი აღარ მაქვს...
-გამოფხიზლდი!
-არ გამომდის...
-არასწორ გზას ადგახარ.
-სწორი გზა რომელია?
-მომკიდე ხელი, ერთად დავუყვეთ...
-კი მაგრამ როგორ? შენ ხომ ჩემი ანარეკლი ხარ მხოლოდ?
-არა.მე და შენ განვსხვავდებით... დამაკვირდი... რას ხედავ ჩემს თვალებში?
-ჩემს საკუთარ თავს.
-კიდევ რას ხედავ?
-კიდევ... სიცოცხლის წყურვილს....
-მიდი მითხარი ნუ ჩერდები.
-კიდევ მომავლის იმედს, თავდაჯერებულობას, მიზანდასახულობას... კიდევ სინათლეს... თითქოს
მზის სხივები ასხივებენ ამ თვალებიდან... განათდა... გონება გამინათდა! ყველაფერს მივხვდი!
ეს იმის ნიშანია, რომ ...
-გათენდა... გაიღვიძე, კიდევ ერთი დილა გათენდა შენს ცხოვრებაში. არ დამივიწყო...

ეს ექსპრომტად დავწერე... ისე კარგი ყოფილა საკუთარ თავთან დიალოგი :)

მისმინე ძმა ხარ თუ და ხარ არ ვიცი მარა ცოტა კარგი ტვინი გაქვს და ეს ნიკი რომ არ დაგერქმია შენი თავისთვის კარმას მოგიმატებდი =haa= =haa= ჯერერთი ეშმაკს ნიშნავს მეორეც რუსილია და მესამეც რა უბედურებაა ფანტაზიის მეტი უნარი გამოჩინე რამე დადებითი დაირქვი=haa= =haa= =haa= =haa= ლოლ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარგია ზვიგენი,მეც დავწერ ამ გახსენებულზე ჩოხელის ერთ პატარა მოთხრობას.

მგელი

გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.

-სად? - ეკითხება ცოლი.

- მგელთან.

- გადაირიე კაცო?!

- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.

გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.

- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
მართალია სახალისო ანკეტაში დავწერე მარა ფაქტიურად ინტერვიუა საკუთარ თავთან =zer= =zer= =ae=

=ae=

მიყვარს - ლუდიიიიიიიიიი
ვოცნებობ - ლუდის ქარხანაზეეეეეეეე
ვფიქრობ - დალევაზეეე
მძულს - პახმელიაააა
ვნანობ - გერმანისს მეორე ადგილას გასვლას
კმაყოფილი ვარ - დალევის შეძლებით
მენატრება - ყველა ქეიფი
მსურს - ის დრო დაბრუნდეს ლუდი 20 კაპიკი რომ ღირდა ( ესე გამიგია)
მაღიზიანებს - ვარდისფერი
ვგრძნობ - ლუდის სუნს
მეშინია - ლუდის გათავების
ვიცი - რომ არ გათავდება
არ ვიცი - რა პრინციპით მუშაობს კალკულატორი
შემიძლია - ბევრი სმა
არ შემიძლია - ცოტა სმა
ვმეგობრობ - ლოთებთან
ვაპატიებ - საპატიებელს
ვტირი - როცა პახმელიაზე ვარ და ლუდზე წასვლა მეზარება
ვიცინი - როცა მოვახერხებ ლუდზე წასვლას
ვეძებ- კარგ საქეიფო ადგილებს ბუნებაში
ღირსი ვარ- ნატახტარმა და ყაზბეგმა თავიანთი აქციების 10 -10 % მომცენ
ვკარგავ- თირკმელებს და ღვიძლს
მშურს - ვისაც ჩემზე მეტი დალევა შეუძლია
ვემალები - იმ მაღაზიის გამყიდველებს სადაც ნისია მაქვს
ვემტერები - ცისფერებს ვარდისფერებს და სომხებს ( რუსი გოგოების ქმრებსაც)
მაინტერესებს- ლუდის მოხარშვის უძველესი ქართული და არამარტო ქართული ტექნოლოგია
არ მაინტერესებს - იაღოვას მოწმეები
მახსოვს - ბენზინი რომ 45 თეთრი ღირდა და მეტრო 20 თეთრი
მრცხვენია - მთვრალი ტვალეტში რომ შევალ და შემთხვევით სარკეში ვიხედები
უარვყოფ - რომ რძე პახმელიაზე სასარგებლოა
ვავადმყოფობ - ჯერ ჯერობით აფხაზეთს და სამაჩაბლოს
ვმალავ - არაფერს
ვინახავ - ყანწებს
მწამს - ქართული მართლმადიდებლური რწმენის
მიკვირს - რისთვის გამოიგონეს ჰალსტუხი
მიხარია - როცა ბევრი ლუდი მაქვს
ვჭორაობ - ჯერ არ დაფიქსირებულა მსგავსი ქმედება
ვდარდობ - იმ ადამიანებზე პახმელიაზე რომარიან და ლუდის ფული არ აქვთ
ვამაყობ - ქართველობას
ვაკეთებ - იმას რაც მიყვარს ხანდახან რაც არ მიყვარს
ვეფერები - ქალს
მსიამოვნებს - ცივი ლუდი
მესიზმრება - რაც მელანდება
ვეხმარები - ყველას ვინც დახმარებას მთხოვს ( თუ შემიძლია რა თქმა უნდა )
ვეწევი - ნამდვილ ქართულ ცხოვრებას და სიგარეტს
მწყინს - ყველაფერი ბევრი მწყინს ლუდის გარდა
ვხარჯავ - ფულს ... რისთვის უნდა მიხვდეს მკითხველი
ვღალატობ - ჯანმრთელი ცხოვრების წესს
ვკამათობ - იმაზე ჯერ კვერცხი გაჩნდა თუ ქათამი
ვუხეშობ - ყველზე ვისაც რუსეთი მოსწონს ( რუს ქალებს და და რუსულ არაყზე არ ვიძახი)
ვუსმენ - კარგი თამადის სადღეგრძელოებს
ვყოყმანობ - ლუდს რა მივატანო
ვკითხულობ - ყველაფერს რაც საინტერესოა
ვამზადებ - საქეიფოდ სუფრას
ვუყურებ - საით მიექანება ეს სამყარო
ვკლავ - იმედს რუსების გულში
ვაფუჭებ - სომხურ კონიაკს ( ისევ სომხებს ვალევინებ და იმიტომ)
ვცხოვრობ - საქართველოში ნებისმიერ ქართველის ოჯახში (ნამდვილი ქართველის)
ვცემ - დიდ პატივს ქაფიანიძეს
ვყვირი - ენა მამული სარწმუნოებას
ვმღერი - ქეიფს ვიწყებ დილიდანს
ვასრულებ - შესასრულებელს
დავდივარ - ბარში სახინკლეში რესტორანში
ვმკურნალობ - უალკოჰოლიზმობას
ვერიდები - მაჩვ ადამიანებს
ვთამაშობ - ფხიზელის როლს სიმთვრალეში ( როგორც გამომდის ისე)
ვიტყუები - ხან რასხან რას მომენტს გააჩნია
ვეთაყვანები - ცივ ლუდს ლამაზ ქალს
ვგიჯდები - ქეიფზე
ვაგროვებ -ტკბილ მოგონებებს
ვიხდი - დაბადების დღეებს
ვეჭვიანობ - ეხლა არავიზე
"ვკაიფობ" - ჯანმრთელი ცხოვრების წესსზე
ვიზიდავ - ცოდვებს
ვალამაზებ -
ჩემს და საყვარელი ადამიანების ცხოვრებას (ვცდილობ)

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Aug 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
ბიჭო შენ რა იყოო სეხნი ამეორებ ინტერვიუსსს??
აი ეხლა ჩავუჯდები ცოტას ვიმოზგავებ და ვნახოთ აბა რა გამოვა.. იქნებ მეც დავწერო რაიმე საინტერესო,ამათზე ნაკლები რითი ვარ ტო?!
მაგრამ ეს ჩორტიკას ნაწერი მაგარი ნაცნობია.. მგონი დაკოპირებული მასალაა :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ფრეგატ ჩემი საყვარელი ნაწარმოებია... მადლობა რომ დადე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
nicmacuna wrote:
ციტატა:
ბიჭო შენ რა იყოო სეხნი ამეორებ ინტერვიუსსს??
აი ეხლა ჩავუჯდები ცოტას ვიმოზგავებ და ვნახოთ აბა რა გამოვა.. იქნებ მეც დავწერო რაიმე საინტერესო,ამათზე ნაკლები რითი ვარ ტო?!
მაგრამ ეს ჩორტიკას ნაწერი მაგარი ნაცნობია.. მგონი დაკოპირებული მასალაა :) :) :)[/quote

სეხნი , რაღაც მეც ესე მგონია პლაგიატობას აქვს აქ ადგილი=haa= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined29 Aug 2007
Posts14
კარმა50
OFFLINEPROFILE
აღსარება საკანში

-აქედან რომ გახვალ რას გააკეთებ პირველ რიგში?
-არ ვიცი ალბათ სიყვარულს დავუწყებ ძებნას..
-კიდევ სიყვარულს??
-ხო ლბათ!
-და რისთვის?
-მინდა თავი ისეცვ ბედნიერად ვიგრძნო..
-პიქრობ რომ იპოვი?
-მგონი კი,მაგრამ მეშინია..
-რისი გეშინია?
-ისევ არ დავკარგო..
-მესმის შენი..
-არა შენ ჩემსას ვერასდროს გაიგებ..!
-ეგრე ფიქრობ?!
-ხო! შენ ხომ ჯერ არავინ გყვარებია,არ იცი რა გრძნობაა და შენ ხომ ცხოვრების ნახევარი აქ, ამ ციხის კედლებში გაქვს გატარებული!!
-გეთანხმები, მაგრამ მე ის დავინახე და ვიგრძენი შენში,როგორ განიცდი ამ ყველაფერს,რისტვისაც დაგიჭირეს
და საკანში ზიხარ..
მინდა დაგეხმარო გვერდში დაგიდგე და ხელი შეგიწყო რომ აქ დარჩენილი პატიმრობილ პერიოდი აკლებად მტანჯველი გქონდეს.. ვხედავ არც ერთი ღამე ნორმალურად არ გძინებია, და თუ ჩაგედზინა ბორგავ.. ტიტქოს რაღაც არ გასვენებს,გტანჯავს სულიერად..
-თითქმის 7 წელია რაც ნორმალურად არ მძინებია..
-რატომ რა ხდება?
-ყოველ ღამე მოკლულის თვალები მესიზმრება,ცრემლიანი და გაბოროტებული..
ის უდანაშაულო თვალები რომლის ცქერაც დზალიან მიყვარდა,რომელიც იმ უბედური შემთხვევის შემდეგ სამუდამოდ დავახუჭინე.
-მომიყევი რა მოხდა?
-არ ვიცი საიდან დავიწყო..
-საიდანაც შეძლებ მოყოლას!
-ღამის კლუბში ვიჩხუბე მთვრალმა,ჩემი ბრალი იყო ეს ყველაფერი.. მხოლოდ ჩემი!!!!
იარაღი ამოვიღე სასროლად და სანამ ჩახმახს თითს გამოვკრავდი ჩემი შეყვარებული შუაში ჩაგვიდგა,იცოდა რომ არ ვესვროდი არ გავიმეტებდი მას მაინც სასიკვდილოდ.მაგრამ ჩემდა საუბადუროდ გვიანი აღმოჩნდა,ტყვია გავარდა და.......
მოვკალი! გესმის რა ჩავიდინე?? მთელ ქვეყანაზე ჩემთვის საყვარელი პიროვნება სიცოცხლეს გამოვასალმე...
თავის მოკვლასაც ვაპირებდი მაგრად იქ მყოფმა ხალხმა ხელი შემიშალა და ტყვია გულს აცდა,3 თვე რეანიმაციაში ვიწექი,მერე აქ გადმომიყვანეს ამ საკანში და მისჯილ წლებს აქ გავატარებ..
-რამდენი მოგისაჯეს?
-19 ცელი მხოლოდ და მხოლოდ.
რაც ამ ბოლო დროს მინატრია,ნეტა ისევ ყოპილიყო დახვრეტა..
სულიერად ისედაც მკვდარი ვარ,მხოოლოდ გული ძგერს და ტვინი მუშაობს..
და კიდევ ერთი იცი მტკივა ყველაზე მეტად..?
-არა აბა საიდან მეცოდინება?!
-ის გოგონა ჩემგან ბავშვს ელოდებოდა და ერთი გასროლით 2 სულიერი გამოვასალმე სიცოცხლეს..!!
-სამწუხაროა,მეც ვიზიარებ შენს მწუხარებას..
რა გიშველო მითხარი რითი შემიდზლია დაგეხმარო?
-არაფრით... უბრალოდ ამ მაბავს ნუღარ გამახსენებ,ჩემი გაჭირვებაც მყოფნის
-კარგი მაპატიე ესეთ ტრაგიკულ თემაზე რომ მოგვიწია საუბარი..
-რომელი საათია მითხარი
-მალე გათენდება,უკვე დილის 6 საათი ხდება
-რა მალე გასულა საუბარში დრო.. მოდი დავიძინოთ
-კარგი,აბა დზილინებისა და გული არ გაიტეხო ცხოვრება გრძელდება..
-გრძელდება მაგრამ უჩემოდ,რაღა აზრი აქვს ჩემ ჩხოვრებას?!
(კითხვა პასუხ გაუცემელი დარჩა)
გათენდა ამოვიდა მზე და საკნის პატარა პანჯჯრიდან გაანატა ის ოთხი კედელი სადაც ორი პატიმარი მთელი ღამის მანძილძე ჩურჩულით მოგუდულად საუბრობდნენ..
მზის სხვივებისგან შეცუხებულს გამოეღვიძა და თავის თანამოსაუბრეს დაგახედა,იმ იმედიტ რომ იქნებ მასაც ჩასძინებოდა..
ის კი იჯდა ლოგინზე გაუნდზრევლად ფეხ მოკეცილი და თავდახრილი..
მუხლზე ხელები ედო გულაღმა და სისხლი სდიოდა..
-უშველეთ.. დროზე ექიმი, თავი მოიკლააააა...!!!


ეხლა დავწერე და აბა თუ მოგეწონებათ,მკაცრად არ გამაკრიტიკოტ მთელი ღამის უძინარი ვარ,ესაა რაც მოვაკვარაXჭინე =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ისა და მე ვარ რა..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
ეს ადრინდელია...მთლად ინტერვიუ არ არის მაგრამ არის რაღაც მსგავსი...

. . .დასრულდა ყველაფერი. . .აი ეხლა სასხლეტს ხელს გამოვკრავ და. . .მორჩება. . . დამთავრდება ეს უსასრულო უაზრობა. . .ქაოსი. . .იმედგაცრუება. . .დამცირება. . .უარყოფა. . .
დასრულდება და დავისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან. . .
თვითმკვლელობა. . .სიცოცხლის ბოლო წუთები. . .ეს ის წუთებია როდესაც გული ებრძვის გონებას. . .
ცრემლები ახრჩობს . . . სული ყელში აქვს მიბჯენილი . . .სიკვდილი ეჩქარება. . .ეშინია არ გადაიფიქროს. . .აი ახლა გამოჰკრავს სასხლეტს ხელს და. . .გააჟრჟოლა. . .ცივმა და თბილმა ტალღამ მონაცვლეობით დაურბინა სხეულში. . .ეს სიკვდილთან შეხვედრის მოახლოვებით მომატებული ადრენალინი იყო. . .ესიამოვნა . . .ოდნავ მოეშვა. . .არა. . .არ შემიძლია. . .იქ რა მელოდება?. . .იქნებ იქ უარესი უსამართლობაა. . .გაუსაძლისი მოწყენილობა . . .სიცოცხლეს თავს სიკვდილით დავაღწევ მაგრამ. . .სიკვდილს?. . .მის იქით ხომ აღარაფერი არსებობს. . .ესეიგი. . .სიკვდილი უსასრულო მარტოობის დასაწყისია. . .და რა გამოდის მარტოობას გავურბივარ უსასრულო მარტოობაში?!.. . .ცოცხალს შემიძლია რაღაც მაინც შევცვალო. . .თვითმკვლელობა. . .უკანასკნელი და გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. . .უკანასკნელი. . .ისევ გააჟრჟოლა. . .მთელი არსებით იგრძნო როგორ სძულდა სიკვდილი. . .უნდა ვიცოცხლო . . .უნდა დავუმტკიცო, რომ არ ვარ სუსტი, უნებისყოფო. . .რომ შემიძლია მის გარეშეც ვიარსებო. . .
თითქოს ამის პასუხად შემოდგომის ნიავმა დაუბერა, დახურული სარკმელი შემოაღო და მტვერთან ერთად გაყვითლებული ფოთოლი შემოაგდო. . . მოტრიალდა ნელა, ჩაიმუხლა, ნაზად აიღო ფოთოლი და მიიხუტა. . .გაეღიმა(ვინ იცის რამდენი ხნის შემდეგ პირველად) მე დღეს დავიბადე. . .წარსული არ არსებობს. . .ეს კი. . .ფოთოლს დახედა. . .ჩემი პირველი მეგობარია. . .იარაღი კუთხეში მოისროლა სასწრაფოდ პალტო წამოიცვა, ქუდი და კაშნი დაიხურა და უკანმოუხედავად გავარდა ქუჩაში. . .რამოდენიმე წუთში უკვე სახლს მოშორებული შემოდგომის თბილისის ქუჩებს მიუყვებოდა . . .მომღიმარი. . .ბედნიერი. . .სულს სასიამოვნოდ უფორიაქებდა იმაზე ფიქრი, რომ ერთხელდასამუდამოდ თავი დააღწია წარსულს, რომ ჩაწვდა სიცოცხლის აზრს,რომ სიკვდილზე გაიმარჯვა. . .შორეული ბავშვობის შემდეგ პირველად ეჩვენებოდა ცხოვრება ასე ლამაზი და მიმზიდველი. . .

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
და გადაარჩინა შემოდგომის გაყინულმა ფოთოლმა..?? :)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 108 posts ] 
ინტერვიუ საკუთარ თავთან
დესპანი