amy wrote:ციტატა:
ეს ადრინდელია...მთლად ინტერვიუ არ არის მაგრამ არის რაღაც მსგავსი...
. . .დასრულდა ყველაფერი. . .აი ეხლა სასხლეტს ხელს გამოვკრავ და. . .მორჩება. . . დამთავრდება ეს უსასრულო უაზრობა. . .ქაოსი. . .იმედგაცრუება. . .დამცირება. . .უარყოფა. . .
დასრულდება და დავისვენებ ყველასგან და ყველაფრისგან. . .
თვითმკვლელობა. . .სიცოცხლის ბოლო წუთები. . .ეს ის წუთებია როდესაც გული ებრძვის გონებას. . .
ცრემლები ახრჩობს . . . სული ყელში აქვს მიბჯენილი . . .სიკვდილი ეჩქარება. . .ეშინია არ გადაიფიქროს. . .აი ახლა გამოჰკრავს სასხლეტს ხელს და. . .გააჟრჟოლა. . .ცივმა და თბილმა ტალღამ მონაცვლეობით დაურბინა სხეულში. . .ეს სიკვდილთან შეხვედრის მოახლოვებით მომატებული ადრენალინი იყო. . .ესიამოვნა . . .ოდნავ მოეშვა. . .არა. . .არ შემიძლია. . .იქ რა მელოდება?. . .იქნებ იქ უარესი უსამართლობაა. . .გაუსაძლისი მოწყენილობა . . .სიცოცხლეს თავს სიკვდილით დავაღწევ მაგრამ. . .სიკვდილს?. . .მის იქით ხომ აღარაფერი არსებობს. . .ესეიგი. . .სიკვდილი უსასრულო მარტოობის დასაწყისია. . .და რა გამოდის მარტოობას გავურბივარ უსასრულო მარტოობაში?!.. . .ცოცხალს შემიძლია რაღაც მაინც შევცვალო. . .თვითმკვლელობა. . .უკანასკნელი და გამოუსწორებელი შეცდომა იქნება. . .უკანასკნელი. . .ისევ გააჟრჟოლა. . .მთელი არსებით იგრძნო როგორ სძულდა სიკვდილი. . .უნდა ვიცოცხლო . . .უნდა დავუმტკიცო, რომ არ ვარ სუსტი, უნებისყოფო. . .რომ შემიძლია მის გარეშეც ვიარსებო. . .
თითქოს ამის პასუხად შემოდგომის ნიავმა დაუბერა, დახურული სარკმელი შემოაღო და მტვერთან ერთად გაყვითლებული ფოთოლი შემოაგდო. . . მოტრიალდა ნელა, ჩაიმუხლა, ნაზად აიღო ფოთოლი და მიიხუტა. . .გაეღიმა(ვინ იცის რამდენი ხნის შემდეგ პირველად) მე დღეს დავიბადე. . .წარსული არ არსებობს. . .ეს კი. . .ფოთოლს დახედა. . .ჩემი პირველი მეგობარია. . .იარაღი კუთხეში მოისროლა სასწრაფოდ პალტო წამოიცვა, ქუდი და კაშნი დაიხურა და უკანმოუხედავად გავარდა ქუჩაში. . .რამოდენიმე წუთში უკვე სახლს მოშორებული შემოდგომის თბილისის ქუჩებს მიუყვებოდა . . .მომღიმარი. . .ბედნიერი. . .სულს სასიამოვნოდ უფორიაქებდა იმაზე ფიქრი, რომ ერთხელდასამუდამოდ თავი დააღწია წარსულს, რომ ჩაწვდა სიცოცხლის აზრს,რომ სიკვდილზე გაიმარჯვა. . .შორეული ბავშვობის შემდეგ პირველად ეჩვენებოდა ცხოვრება ასე ლამაზი და მიმზიდველი. . .
ეს შენ დაწერე?