↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ომის რიტორიკიდან ჰუმანიტარულ კატასტროფამდე (პირველი ნაწილი)

სიახლე — თავფურცელი
14:43 27.08.2008

ქართული პროპაგანდა
ცხინვალის რეგიონში საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ბრძანებულებით პრეზიდენტს შესაბამისი დეკრეტით მედიაზე გარკვეული შეზღუდვების დაწესება შეეძლო. თუმცა, ლეგიტიმური საფუძვლის მიუხედავად, პრეზიდენტს მედია ფორმალურდ არ შეუზღუდავს.

იმას, თუ რატომ არ დაწესდა მედიის შეზღუდვა, ორგვარი ახსნა შეიძლება ჰქონდეს. პირველი - მედიასაშუალებები თავად იცავდნენ საომარი მდგომარეობისთვის შესაფერის წესებს და მეორე - მედია იმდენად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რომ საომარი მდგომარეობის პროპაგანდის წარმართვისთვის დამატებით რაიმე ფორმალური შეზღუდვა აღარ ესაჭიროებოდა. თუმცა, პირველი ვარიანტის გამორიცხვაც შეიძლება, რადგან საცეცხლე ობიექტების კოორდინატების სატელევიზიო კორექტივებით განმეორებით იბომბებოდა ქართული სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საავიაციო ქარხნის აეროდრომი, ვაზიანის სამხედრო ბაზა, ფოთის პორტი და ა.შ.

ანუ, მას შემდეგ, რაც რუსეთის თვითმფრინავები საცეცხლე ობიექტებს დაუზიანებლად ტოვებდნენ, ტელევიზიები მაშინვე სიამაყით აცხადებდნენ, რომ ზიანი არ იყო და რუსეთის თავდასხმები მიზანს ვერ აღწევდა. ამით პროპაგანდის მანქანა მაყურებელს აჯერებდა, რომ რუსული არმია არც ისე ძლიერი იყო. მაგრამ, ამის შემდეგ თვითმფრინავები უკან ბრუნდებოდნენ და ტელევიზიებისთვის საამაყო აღარაფერი რჩებოდა. ცხადია, ტელეკომპანიებისთვის ”კოორდინატების დაზუსტება” პირდაპირ განზრახვას არ წარმოადგენდა, ეს უბრალოდ, პროპაგანდის ნაკლოვანი მხარე იყო.

ცხადია, რომ ასეთი პროპაგანდის გეგმა ომის დაწყებიდან ხუთ წუთში არ ცხვება. წარმოუდგენელი იყო, რომ ხელისუფლება, რომელიც მისი არსებობის განმავლობაში არ ენდობოდა მედიას, საომარი მდგომარეობის დროს არ ეცდებოდა კანონიერად შეეზღუდა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების პირობები, თუ მას სრულად არ აკონტროლებდა. საინფორმაციო პოლიტიკის უკან იგრძნობოდა მყარი გარანტიები, რომ ქართული მედია სამხედრო პროპაგანდის პირობებს განუხრელად დაიცავდა.

ომის დაწყებისთანავე გაითიშა რუსული ვებ-გვერდები, რომელიც პროპაგანდის სულისკვეთებას არ შეესატყვისებოდა, მით უმეტეს, თუ ინფორმაციის წყარო ავტორიტეტული იყო და ა. შ.

რუსული პროპაგანდა
ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას რუსული მედიის მიერ განხორციელებულ პროპაგანდაზეც.

ვინ დაიწყო ომი
8 აგვისტოს შემდეგ ქართული მხარე ომის დაწყებას რუსულ მხარეს აბრალებდა, რუსული - ქართულს.

ახალ წელს ცხინვალში შეხვედრაზე გაკეთებული ცნობილი განცხადებით, ქართულმა მხარემ აშკარად პირველმა წამოიწყო საომარი რიტორიკა. 2004 წელს ქართულმა საჯარისო დანაყოფებმა ცხინვალზე იერიშიც მიიტანეს.

სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არ წყდებოდა განცხადებები საომარი მზადყოფნის შესახებ და სამხედრო ბიუჯეტის ზრდა. თუნდაც ეს ფაქტები საკმარის არგუმენტებს სთავაზობდა რუსულ მხარეს ომის დაწყების ბრალდებისგან თავის დასაცავად, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აძლიერებდა სამხედრო პოტენციალს სამშვიდობოების (და არა მხოლოდ სამშვიდობოების) ფორმატში.

უფრო მეტიც, 8 აგვისტოს წინა პერიოდში ქართული საავადმყოფოები მოამარაგეს უფასო მედიკამენტებით და სისხლით. სასწრაფო დახმარების ექიმები უფასოდ გაატარეს გადაუდებელი დახმარების კურსებზე, რაც მანამდე 135 ლარი ღირდა.

ომის დაწყებამდე არაერთი სამხედრო და პოლიტიკური პირი აკეთებდა ერთმნიშვნელოვან მინიშნებას, რომ ცხინვალის კონფლიქტს ქართული არმია მალე წერტილს დაუსვამდა. 8 აგვისტოს ომი დაიწყო. პირველადაც და მეორედაც ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი თავდაჯერებული იყო, რომ სამხედრო გზით ამ კონფლიქტის მოგვარებას შესძლებდა.

ბოლოს და ბოლოს, არ მგონია, რომ წმინდა სამხედრო ანალიზია საჭირო იმის დასადგენად, რამდენად შესაბამისი იყო ასეთი მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია, თუ იგი სეპარატისტული დაჯგუფებების თავდასხმების აღსაკვეთად იქნა განხორციელებული. და ”კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაც” ომის დაწყების შენიღბული ფორმა იყო, რაც ვერ ჩაჯდებოდა კონფლიქტის დარეგულირების მშვიდობიან ფორმატში.

კონფლიქტის ისტორია
ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში ცხინვალის ხელისუფლებასთან დაპირისპირება ეროვნულმა მოძრაობამ დაიწყო. ავტონომიის ხელმძღვანელობა კი კრემლთან პარტნიორობას ამჯობინებდა. კრემლმა საბჭოთა კავშირის რღვევის ფონზე მომეტებული ქართული ნაციონალიზმი ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების, შემდეგ კი კონფლიქტის გასაჩაღებლად გამოიყენა. სწორედ რუსული სამხედრო პოლკიდან დაიწყო ცხინვალელი მოქალაქეების შეიარაღება, რომლებიც სეპარატისტებად ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოყალიბებული.

რუსულ კულტუროლოგიურ და პოლიტიკურ გავლენაში მოქცეულ საბჭოეთის პერიფერიებს ვერ წარმოედგინათ ბოლშევიკური სოციალიზმის აღსასრული და კრემლს უფრო საიმედო პარტნიორად აღიქვამდნენ.

იმის მიუხედავად, რომ ეთნიკური ოსებისა და ქართველების დიდი ნაწილი რეგიონში შერეული ოჯახების სახით ცხოვრობდნენ, პოლიტიკური დაპირისპირება ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ქართული პრესა მრავლად ბეჭდავდა თეორიებს, რომ ოსები ცხინვალის ავტონომიის ტერიტორიაზე ავტოქთონური ერი არ იყო, რომ ისინი მხოლოდ ორიოდე ასეული წლის წინათ ჩამოსახლდნენ ჩრდილო ოსეთიდან და ა. შ. ოსები თავის მხრივ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიას საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევდნენ და ამის დამადასტურებელ დოკუმენტად ოსურ ენაში არსებულ სამხრეთულ დიალექტს ასახელებდნენ, რაც არ შეიძლებოდა დროის ასე მოკლე პერიოდში ჩამოყალიბებულიყო.

ქართულმა მხარემ ეთნიკური ოსების დისკრიმინაცია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიწო. ჩემი თვალით მაქვს, ნანახი თეთრიწყაროს რაიონში ავტომატით დაცხრილული და დაცარიელებული ოსების სახლები, გაპარტახებული ნასახლარები საქართველოს სხვა კუთხეებში. ბაკურიანში მცხოვრები ოსები დღემდე ყვებიან შეიარაღებული ქართველების აგრესიაზე, თუ როგორ ყრიდნენ ავტობუსებში, სატვირთო მანქანების ძარებზე და ჩრდილო ოსეთში აძევებდნენ, მათ ქონებას კი ანიავებდნენ. ამ ადამიანებმა ოსურიც კი არ იცოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, კონფლიქტამდე თავი ჩვეულებრივი ქართველი მეგონა, ისეთივე, როგორც კახელია ან მეგრელიო, მაგრამ სატვირთო მანქანის ძარაზე შეაგდეს და ვლადიკავკაზში მიაბრძანეს.

მოგვიანებით, ვლადიკავკაზში ვნახე როგორ ცხოვრობდა ქალაქის პარკში, კარუსელის ფიცრულში ერთი ოსური ოჯახი. უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ის ადამიანი ამბობდა, რომ აღარ უნდოდა იქ დაბრუნება, საიდანაც ასე დამამცირებლად გამოაძევეს. დისკრიმინაციის მოტივით, არაერთმა ეთნიკურმა ოსმა მოქალაქემ ითხოვა და მიიღო თავშესაფარი დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ეთნიკური ოსებისთვის თავშესაფრის მინიჭება იმასაც ნიშნავდა, რომ გამსახურდიას პრეზიდენტობის ეს პერიოდი დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან არ აღიქმებოდა დემოკრატიულად, იმის მიუხედავად, რომ იგი დემოკრატიულად იყო არჩეული ქართველი ხალხის მიერ. თანამედროვე დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა კი სააკაშვილის ხელისუფლების მთავარ ეპითეტად ფრაზა -”დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება” აქციეს.

ოთხმოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი არაერთხელ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და აშკარად გამოჩნდა ურთიერთობების გამოსწორების პერსპექტივები (სამწუხაროდ, საქართველომ ვერ შეუწყო ხელი ჩიბიროვის ხელისუფლების გახანგრძლივებას). ეკონომიკური თვალსაზრისით სრულიად მანკიერი ერგნეთის ბაზრობა საუკეთესო პოლიტიკურ იარაღად იქცა და ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების დათბობა დაიწყო. ოსები იღებდნენ მატერიალურ შემოსავალს, ქართული ეკონომიკური სისტემა კი - გარკვეულ პრობლემებს. თუმცა, ამ ფონზე ეთნიკური უთანხმოებები ნელ-ნელა დავიწყებას ეძლეოდა.

სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველ რიგში ერგნეთის ბაზრობა დახურა, თუმცა, კონტრაბანდა გრძელდებოდა და მასში ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საბოლოოდ, ოსებმა დაკარგეს შემოსავლები და საქართველო მათთვის საერთოდ უსარგებლო გახდა. ამასთან, სააკაშვილის ჰუმანიტარული აგრესია, ფქვილის ჩატანა, რკინიგზის აღდგენა და სამხედრო რიტორიკა ოსებს აიძულებდა თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებაზე ეფიქრათ.

სააკაშვილის ხელისუფლებამ არ დასაჯა არც ერთი დამნაშავე, რომლებსაც ეთნიკური ოსების წინააღმდეგ დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი. უფრო მეტიც, ომის დაწყებიდან მეორე დღეს რუსეთის საელჩოსთან რუსულ აგრესიას ქართულ საზოგადოებასთან ერთად აპროტესტებდა ის ადამიანიც, რომელმაც 1991 წელს ცხინვალის შემოგარენში ქალებით და ბავშვებით სავსე ავტობუსი ააფეთქა, რაც კონფლიქტის გაღვივების საბაბი გახდა.

ერთადერთი მშვიდობიანი პროექტი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ განახორციელა, სანაკოევის ადმინისტრაცია და ”კოკოითი ფანდარასტი” იყო, რომელიც ცხინვალის მმართველ პოლიტიკურ წრეებთან დაპირისპირებულ პირთა წრეს დაეფუძნა. თუმცა, ეს მშვიდობიანი აქციაც მხოლოდ დაპირისპირებას და მოწინააღმდეგე ოსური ნაწილის გამასხარავებას ისახავდა მიზნად. სხვათა შორის, არც სოფელ ქურთის აღმშენებლობა იყო აღქმული კონფლიქტის მოგვარების სიმბოლოდ ცხინვალის მოსახლეობის მხრიდან (სამწუხაროდ, ომის შემდეგ ყველაზე წარმატებული პროექტი ”კოკოითი ფანდარასტ”, ყოველგვარი ირონიის გარეშე, სანაკოევის ”ფანდარასტით” დამთავრდა).

სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებს ხოცავდა ქუჩებში, ახორციელებდა უკანონო დაპატიმრებებს, სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციებს, ერეოდა მართლმსაჯულების სფეროში, ავიწროვებდა მედიას და, ფაქტობრივად, არ იცავდა ადამიანის უფლებებს, არანაირად მიმზიდველი არ აღმოჩნდა კონფლიქტური ზონის ოსი მოსახლეობისთვის.

საქართველოს ხელისუფლება მუდმივად მიანიშნებს იმაზე, რომ სეპარატისტები დამოუკიდებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ და რომ მათი თავისუფლების ხარისხი რუსეთზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია ეს შეზღუდულობის ხარისხიც, მაგრამ, აშკარაა, რომ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი იბრძვის იარაღით ხელში და იბრძვის არა ქართველებთან ერთად, არამედ ქართველების წინააღმდეგ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელში 1 სექტემბერს ევროკავშირის რიგგარეშე სამიტს არ დაესწრება

[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა რუსული მედიის ცნობით, 27 აგვისტოს ინტერვიუ მისცა გერმანულ გაზეთ Bild-ს, სადაც ამბობს, რომ არ აპირებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლას, რადგან რუსეთს შეუძლია დახუროს საჰაერო სივრცე და და სამშობლოში დაბრუნების საშუალება არ მისცეს ქვეყნის პრეზიდენტს.

ამის გამო მიხეილ სააკაშვილი ვერ გაემგზავრება 1 სექტემბერს ბრიუსელში, სადაც უნდა გაიმართოს ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი საქართველოში შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთისაგან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ცნობის შესახებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
კოპირებას ვერ გავუკეთებ პიკასო შენს მიერ აქ განთავსებულ წერილს,სადაც საუბარია თუ პატრული როგორ გაუსწორდა დევნილებს,მაგრამ ერთი-ორი სიტყვა ვთქვა მინდა მის გარშემო.
ასეთი ფორმით უდანაშაულო ადამიანი დასაჯო,ნამდვილი სისასტიკეა.
ხოლო რაც შეეხება დევნილების დახმარებას;რამხელა მორალური ტრამვა მიიღო თითოეულმა მათგანმა,ნუთუ რაიმე საფასური მას აანაზღაურებს.როგორ შეიძლება ასე "გულდადებით"გაისტუმრო ადამიანი.რადგან სახლკარი არ დასწვიათ ესეიგი მათთვის ყველაფერი კარგადაა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეს რასაც ახლა პიკასოს ნაწერებიდან ვკითხულობ ყველაზე ამაზრზენია ჩემთვის,არა ჩვენ ერთჯერადი გმირობისთვის ვართ გაჩენილი,და პრეტენზია მაინც ნუ გვექნება საუკეთესო ერისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
აი, ასეთი "მზრუნველი" მთავრობა გვყავს!!! ადრე რომ ვპოსტავდი და რეალურ სურათს ვხატავდი იმისა, თუ რა ხდებოდა საქართველოში(იმიტომ კი არა, რომ მაგარი ვარ, უბრალოდ სხვებთან შედარებით ახალი ჩამოსული ვარ,აქედან სულ სხვანაირად სჩანს ყველაფერი, იქ რომ ჩახვალთ, მაშინ მიხვდებით რეალობას), ბევრის უკმაყოფილება დავიმსახურე და მეც გავჩერდი. ჯერ სადა ხართ, ისეთ რაღაცეებს გაიგებთ თვალები შუბლზე აგივათ,სირცხვილია, მაგრამ ფაქტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
პიკასო ეს სიტყვები პირდაპირ შენი წერილის პასუხია ჩემო კარგო. ერთი ასეთი წერილი კიდევ ვიღაც უტვინო აგენტის შეთხზული და დავემმშვიდობებით ყველაფერ სიკეთეს ალბათ. რაც შეეხება ქართველების და ოსების ურთიერთობას, შენძე ცოტა მეტი ცხოვრება გამივლია და არა ერთი ოსს ვიცნობ, რომლებმაც საქართველოში გაივაკეს და მათ არავინ არ ავიწროვებდა, მაგრამ ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამ, ხომ გაგიგია თავზე აგაცოცდებაო, ესენი და აფხაზები ყოველთვის იყვნენ რუსების ტუალეტის ქაღალდი და ისე გადაშენდებიან მაგათ ხელში სულ მოკლე ხანში, რომ ომისა და დავიდარაბის გარეშე. საქართველოში მათ ყოფნას, თუ ვინმე გადარჩა, როგორც თკბილ სიზმარს ისე მოიგონებენ. არ გეწყინოს, მაგრამ ასეთი კომენტარები ამ პერიოდში თუ ავნებს ჩვენს სამშობლოს, თორემ ვერაფერ სიკეთეს ვერ მოუტანს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მანა, თქვენ ვერ ხვდებით მე მგონი. ეს ჩემი წერილი კი არაა, ეს ის მწარე სიმართლეა რაც დღეს საქართველოში ხდება და ქართული პრესის ფურცლებიდანაა გადმოტანილი.
ეგრე არაა ცხოვრება, რაც გვინდა ის გვესმოდეს და იმას ვხედავდეთ. ყველაფერი უნდა დაინახო რაც სინამდვილეში ხდება. თუ საერთოდ გვაქვს უნარი რაიმეს დანახვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
იცით რა?.... არსებული ვითარება ვისაც უხარია დღეს რაც საქართველოში მოხდა არის რუსეთის გენერალიტეტი და ჩვენი "სასიქადულო" ოპოზიცია რომელიც დიდი ხანია ცდილობს რაიმე დიდი მიზეზი მონახოს უკმაყოფილების რომ ხალხის მასა ააგოროს და ხელისუფლებაში მოკალათდნენ, მაგრამ ვერავინ ვერ წვდება იმას თუ რა მძიმე ტვირთია ასეთ საქართველოს პრეზიდენტობა...
რათქმაუნდა კრიტიკა უნდა დაიწეროს, უშეცდომო არავინაა მაგრამ ხის ტოტზე რომ ვზივართ ამ ტოტს ნუ მოვჭრით!
ყველაზე ბოლოს კვდება იმედი და თავიდანვე ნუ მოვკლავთ!
არ შეიძლება ის რაც საქართველოში მოხდა ადამიანს უხაროდეს და თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს.

თუ საუბარია პასუხისმგებლობაზე მთელმა ერმა უნდა გასცეს პასუხი მას რაც ხდება და არა მარტო მთავრობამ.

პრეზიდენტი ავირჩიეთ იმისათვის რომ საქართველოსათვის დაებრუნებინა მიტაცებული ტერიტორიები. მიშა არ ყოფილიყო და სხვა მის ადგილას ისინიც ამ ფუნდამენტზე იდგნენ. რაღაც არ მსმენია წინასაარჩევნოდ ვინმეს ეთქვა პრეზიდენტად თუ ამირჩევთ აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებლობას მივანიჭებო...

რაც შეეხება ნატოს ალიანში გაწევრიანებას, ირინა სარიშვილის გარდა არავინ ეწინააღმდეგებოდა ამ საკითხს პლიუს საყოველთაო არჩევნებში ქართველმა ერმა მხარი დაუჭირა ნატოში გაწევრიანებას...

მსოფლიოში რამდენი ომი წარმოებს მაგრამ ასეთი მხარდაჭერა საქართველოს კი არა არცერთ ქვეყანას არ ახსოვს... რუსეთის ასეთი კრიტიკა რომელსაც იმედია რაღაც ნაბიჯები მოყვება არაა ჩვენი მთავრობისა და ჩვენი ელჩების, დიპლომატების გამარჯვება რუსეთთან მიმართებაში?

მთელი მსოფლიო ამტყუნებს რუსებს და ჩვენ ჩვენი ქვეყანა რატომ უნდა გავამტყუნოდ ვერ გავიგე...

"[BBC]
დასავლელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების განცხადებებში ჩანს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთი მსოფლიო საზოგადოებას უპირისპირდება, მაშინ, როცა ერთ დროს სხვებთან ერთად საქართველოს ტეროტრიულ მთლიანობას უჭერდა მხარს.

დასავლეთის ქვეყნების ზოგიერთი წარმომადგენლის თქმით, ისინი შეეცდებიან ჩამოაყალიბონ ქვეყანათა ფართო კოალიცია, რომელთაც არ სურთ რუსეთის მაგალითს მიბაძონ. განსაკუთრებით მკაფიოდ ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა განაცხადა:

- ”პრეზიდენტ მედვედევის განცხადება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ გაუმართლებელი და მიუღებელია. ამისგან მაინც არაფერი გამოვა. ის ეწინააღმდეგება როგორც სამშვიდობო შეთანხმების პრინციპებს, რომელიც ახლახან დაიდო რუსეთთან, ასევე მის ბოლო განცხადებებს. რუსეთის პოზიცია კიდევ უფრო ამწვავებს რეგიონში ისედაც გართულებულ სიტუაციას”.

- ”ჩვენ სრულად ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობასა, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს მოსკოვის განკარგულებით,” - განცხადა მან, ”ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას საერთაშორისო სამართალი, როგორც ამ კრიზისის გადაწყვეტის საფუძველი და სასწრაფოდ და სრულად შეასრულოს აღებული ვალდებულება საქართველოს ტეირორიიდან ჯარის გაყვანის თაობაზე”.

მილიბენდმა დაამატა, რომ ოთხშაბათს მიემგზავრება უკრაინაში, ”მივემგზავრები რათა შევთანხმდეთ მაქსიმალურად ფართო კოალიციის შექმნაზე საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”. აშშ სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ ”რუსეთმა არ უნდა დაუშვას საქართველოს საზღვრების შეცვლა, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი აგრძელებს ვალდებულებების შეუსრულებლობას, რომელსაც თავად რუსებმა მოაწერეს ხელი”, - აცხადებს რაისი.

ანალოგიური მკვეთრი განცხადებები გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა: ”რუსეთის გადაწყვეიტლება სრულად ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით არაერთხელ დამოწმებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც თავად რუსეთიც უჭერდა მხარს”.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ”ფრანს პრესს” აცნობა, რომ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები კოლექტიური განცხადებას შეიმუშავებენ მომხდართან დაკავშირებით.

გერმანიის კანცლერმა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ”ეწინააღმდეგება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით არის აღიარებული და სწორედ ამიტომ ის მიუღებელია”.

უკრაიანა, როგორც ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი შიშობს, შესაძლოა”ახალი ცივი ომის” ფრონტის მომდევნო ხაზად იქცეს, მკვეთრი განცხადებით გამოვიდა.

- ”საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტიური ანექსია მარიონეტული რეჟიმების შექმნითა და მხარდაჭერით, ადასტურებს რუსეთის ფედერაციის დოქტრინის რეანიმაციას ”ძალის უფლების” შესახებ საერთაშორისო პრობლემების გადაწყვეტისას,” - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

- ”უკრაიანა კატეგორიულად გმობს რუსეთის ავანტურულ გადაწყვეტილებას სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ძალისხმევის გაერთიანებისაკენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასამოწმებლად და რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებად, ” - განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ.

ორი თვითაღიარებული რესპუბლიკის ცნობამ ”სერიოზული შეშფოთება” გამოიწვია თვით ისეთ ქვეყნებში, როგორიც ბულგარეთი და სლოვაკეთია და რომლებიც ზოგადად მოსკოვთან კონფლიქტს ერიდებიან. ნეიტრალური შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრებით კი რუსეთის გადაწყვეტილება ასახავს არჩევანს ”კონფრონტაციის პოლიტიკის სასარგებლოდ არა მხოლოდ ევროპასთან, არამედ საერთოდ მსოფლიო საზოგადოებასთან მიმართებაში”.

ყველაზე თავშეკავებული იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მან მიუთითა ”ყველასათვის სერიოზულ საშიშროებაზე”, რომელიც კავკასიაში ბალკანეთის სცენარის განვითარებას გულისხმობს, მაგრამ ამასთანავე აღნიშნა, რომ დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, როცა რუსეთი 1990-ან წლებში ”დაამცირა”. ის მისგან ენერგომატარებლებს და დასავლური ინვესტიციების მიღებას ითხოვდა მაშინ, როცა პატივს არ სცემდა მის პოლიტიკურ წონას.

დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით ჩინეთი არ ჩქარობს რეაქციის მოხდენას. ის მხოლოდ ორივე ქვეყნის მიმართ თავშეკავებისკენ მოწოდებებით შემოიფარგლება. "

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
შუამთის ქუჩაზე მდებარე მე–12–ე საბავშვო ბაღში განთავსებული დევნილების გასაჭირზე Presa.ge უკვე წერდა. ჩვენ 15 აგვისტოს ვესაუბრეთ ამ გაუბედურებულ ადამიანებს. დღემდე მათი მდგომარეობა არათუ შეიცვალა უკეთესობისაკენ, არამედ - პირიქით.

აქამდე ისნის რაიონის გამგეობა და მაჟორიტარი დეპუტატი დევნილების მოთხოვნაზე, მიეღოთ ნორმალური საკვები, პასუხობდნენ, რომ მოსამზადებელ საკვებს ვერ მიიტანდნენ, რადგან დევნილებს არ ჰქონდათ გაზქურები საჭმელის მოსამზადებლად.

ერთ–ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, რომელსაც ქალბატონი ნათელა მჟავანაძე ხელმძღვანელობს, დევნილებს მიუტანეს გაზქურებიც და ქვაბებიც, თუმცა გამგეობა კვლავ იყრუებს თავს მათს მოთხოვნებზე. დევნილთა დღიური ნორმა ერთ პურსა და ერთ ქილა შედედებულ რძეს შეადგენს.

არადა, საბავშვო ბაღში (სადაც იმდენად აუტანელი პირობებია, რომ თავმოყვარე გლეხი იქ საქონელს არ გააჩერებს) განთავსებულ 16 ოჯახში მრავლად არიან მცირეწლოვანი ბავშვები და სამოცდაათს გადაცილებული მოხუცები. ზოგიერთ მათგანს დიაბეტი აწუხებს და სასწრაფოდ საჭიროებს ინსულინს.

ყოველივე ამის ფონზე დღეს ისნის რაიონის გამგეობაში დევნილებს განუცხადეს, რომ ხვალ–ზეგ მოემზადონ გორში, კარვების ქალაქში წასასვლელად.

- ”არაფერი არ მინდა ამ ხელისუფლების. არ წავალ და არ ვიცხოვრებ კარვების ქალაქში. ნიქოზში სახლი დავტოვე, ჩემს დანგრეულ და გადამწვარ სახლში დამაბრუნონ და ყველაფერს მე თვითონ აღვადგენ და მივხედავ“, - განუცხადა
Presa.ge–ს 72 წლის სერგო მინდიაშვილმა. ბატონი სერგოს განწყობილებას იმ საბავშვო ბაღში მცხოვრები ყველა ადამიანი იზიარებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
საზოგადოება — თავფურცელი
11:12 26.08.2008
ვერსია პრინტერისთვის •
დაამატე რჩეულებში •
[ეკა ბაქრაძე]
მთავრობა და პრეზიდენტი ყოველ წუთს გაიძახის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძველებურადაა, არც ეკონომიკური კრიზისი გვემუქრება და არც ინვესტიციების ნაკლებობა იქნება. სინამდვილე კი სხვაგვარია. სერიოზული პრობელემები აქვთ ბანკებს, სამშენებლო კომპანიებს, სოფლის მეურნეობას და ტურიზმს. ეს დარგი, შეიძლება ითქვას, დიდი ხნით გამოეთიშა ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებს.

ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც საომარი მოქმედებების დროს არ დაზარალებულა აჭარაა. მართალია, რეგიონს პირდაპირი ზარალი არ მიუღია, მაგრამ ტურიზმის სეზონის ჩავარდნამ და საინვესტიციო შეფერხებამ, შესაძლოა, საკმაოდ ნეგატიური შედეგები მოიტანოს.

ჯერერჯობით სხვაგვარად მეტყველებენ აჭარის ხელისუფალნი. მათი ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მდგომარეობის მიუხედავად აჭარაში ინვესტიციების შემოდინება არ შეჩერებულა, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის ინისტრის ვაჟა ბოლქვაძის განმარტებით, ომის პერიოდში სამინისტროს წარმომადგენლებს აქტიური ურთიერთობა ჰქონდათ უცხოური კაპიტალით შექმნილ საწარმოებთან, რომლებიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განარძობდნენ.

- ”გარკვეული პრობლემები წარმოიქმნა სამკერვალო საწარმოებში 11-12 აგვისტოს, როდესაც მუშათა გარკვეული ნაწილი სამსახურში არ გამოცხადდა, რაც ფსიქოლოგიური მომენტიდან გამომდინარეობდა, თორემ სხვა მხრივ შეფერხებები არ დაფიქსირებულა. უფრო მეტსაც გეტყვით, ამ პერიოდში საწარმოთა გარკვეული ნაწილი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და რათა მოსახლეობისათვის გაცლებით მეტი პროდუქტი მიეწოდებინათ, ვიდრე ეს ომის დაწყებამდე ხებოდა. ეს ძირითადად, წისქვილ-კობინატებს ეხებათ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ რეგიონის მოსახლეობისათვის პური შეუფერხებლად მიეწოდებინათ”, - განაცხადა ბოლქვაძემ.

2008 წლის ბოლომდე აჭარაში 255 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიციას ელიან, თუმცა ექვს თვეში რეგიონში მხოლოდ 77 მლნ დოლარის ინვესტიცია განხოციელდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-ივნისში.

შემოსულ ინვესტიციებში ლიდერობას ტურისტულ სექტორში შემოსული ინვესტიციები ინარჩუნებს, სადაც ექვს თვეში 32 მლნ დოლარის ინვესტირება განხორციელდა. ტურიზმის გარდა, რეგიონში მიმზიდველად გამოიყურება ასევე სამშენებლო სექტორიც, სადაც იანვარ-ივლისში უკვე 24 მლნ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული.

დღევანდელი გადასახედიდან აჭარა და საერთოდ საქართველო ტურისტული ინვესტიციებს კარგა ხნით უნდა დაემშვიდობონ. ”ჯერჯერობით, ნაადრევად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, თუ რა ბედი ეწევა საქართველოში ტურიზმს. ვიდრე რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, ძნელია ვივარაუდოთ რა იქნება მომავალში. მათ გაანადგურეს უნიკალური ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი, სადაც მრავალი ეკო-ტურისტული მარშუტი გადოდა და რაც ასე იზიდავდა როგორც შიდა ასევე უცხოელ ტურისტებს. ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, ამ ხანძრის შედეგად რა ეკოლოგიური პრობლემები შეექმნება როგორც ბორჯომს ასევე ბაკურიანს”, - განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში მარინა მეტრეველმა.

ექსპერტის განმარტებით, რუსეთ-საქართველოს კრიზისის დასრულების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გაკეთოს იმისათვის, რომ ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააუმჯობესოს.

- ”კონფლიქტის დასრულების შემდეგ საჭიროა გამოვნახოთ რაღაც ”ლეგენდა”, რომელიც ტურისტების მოზიდვაში დაგვეხმარება”, - აღნიშნა მეტრეველმა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
მანა, თქვენ ვერ ხვდებით მე მგონი. ეს ჩემი წერილი კი არაა, ეს ის მწარე სიმართლეა რაც დღეს საქართველოში ხდება და ქართული პრესის ფურცლებიდანაა გადმოტანილი.
ეგრე არაა ცხოვრება, რაც გვინდა ის გვესმოდეს და იმას ვხედავდეთ. ყველაფერი უნდა დაინახო რაც სინამდვილეში ხდება. თუ საერთოდ გვაქვს უნარი რაიმეს დანახვის.

ისე არც ეგრე არაა ჩემო პიკასო ცხოვრება,მწარე სიმართლის თავის დასაღწევად ადამიანმა თავი ქვიშაში ჩარგოს.
მომწონს შენი ცხოვრებისეული იდეოლოგია და მიმართულება,რაც ზემოთ თქვი,მაგრამ ამ დღეებში რაც მესმის და დავინახე, ნაკლებად ედრება თქვენი პრაქტიკა თეორიებს :)
და ჩემი აზრით ამ ფორუმზე ნებისმიერ თემაში გამოსვლა,"ამის დრო ეხლა არ არის", შეუსაბამოდ მიმაჩნია.ყველაფრის დრო არის ,ფორუმის წესების ფარგლებში და დანიშნულებაც ესარის ალბათ ყველა ფორუმის.
ერთი თხოვნა მექნება: თავისუფლებას და შეუზღუდაობას შეეწირა ამდენი ქართველი და აქ მაინც ნუ იბატონებთ და გუნება განწყობაზე ნუ წავუშლით ერთმანეთს თავისუფლად გამოთქმულ აზრს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ძალიანაც ცადებით თუ გგონიათ ვინმეს საკუთარი აზრის გამოთქმას ვუშლით, არც მაგ პრინციპით მოვქმედებთ "ეხლა მაგის დრო არა არის", მაგრამ როცა საქმე პირად შეურაცხჰყოფებამდე მიდის იმ პოსტებს კი ნამდვილად წავშლი. ეს საიტი ერთმანეთში ურთიერთობების გასარჩევი არაა და არავის არ მივცემ უფლებას საიტი ინტრიგების ბუდედ აქციოს.
მე აქ არ წამიშლია არც "პოზიციის" და არც "ოპოზიციის" მომხრეთა არცერთი პოსტი. წავშალე მხოლოდ ის რაც პირად ანგარიშსწორებებს ეხება. სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რაც ენაზე მოგვადგება ყველაფერი ვწეროთ.
კიდევ ერთხელი სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, წაიშალა და ყოველთვის წაიშლება პოსტები, რომლებშიც ერთმანეთის მიმართ შეურაცხყოფა და ბილწსიტყვაობა იქნება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება წაიშალოს იმათი პოსტებიც, ვინც კოპირებას გააკეთებს ასეთი ჩანაწერების.
ამიტომ ძალიან გთხოვთ გული ნუ დაგწყდებათ, წესები ყველა ფორუმელზე ერთნაირად ვრცელდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
არ მესმის რომ გაიძახიან საქართველოს უჭირს ჩაუვარდა ტურიზმი და მრავალი სხვა რამ ჩამოტვლას არ დავიწყებ,თქვე დალოცვილებო,ეკალი კი არ შეგვრჭიბია ფეხში,ზეტირანულმა სახელმწიფომ გადაწყვიტა ერის საერთოდ ამოწყვეტა,ან კი ასე როგორა ვართ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
pikaso22 wrote:
ციტატა:
მანა, თქვენ ვერ ხვდებით მე მგონი. ეს ჩემი წერილი კი არაა, ეს ის მწარე სიმართლეა რაც დღეს საქართველოში ხდება და ქართული პრესის ფურცლებიდანაა გადმოტანილი.
ეგრე არაა ცხოვრება, რაც გვინდა ის გვესმოდეს და იმას ვხედავდეთ. ყველაფერი უნდა დაინახო რაც სინამდვილეში ხდება. თუ საერთოდ გვაქვს უნარი რაიმეს დანახვის.
პიკა ჩემო კარგო მე მგონი არავისზე ნაკლები ანალიტიკური განსჯის უნარი არ გამაჩნია და ეს ინფორმაცია მე შეიძლება შენზე ადრეც კი წავიკითხე პრესაში და ამ შენი პოსტიდან კარგად მივხვდი, რომ ეს ვიღაც- ვიღაცეების მდაბალი ინტელლექტის მქონე ოსობების ტვინის ნაღრძობია და არა შენი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როცა საქმე ეხება საქართველოს განთავისუფლებას იმ უმძიმესი უღლისაგან, რომელსაც ფაშისტური რუსეთი ქვია, ის რა თქმა უნდა მსხვერპლის გარეშე არ ხდება და მეც, ისევე განვიცდი ყველაფერ ამას, როგორც ყველა ის დედა, რომლის შვვილი იქ იბრძოდა, მაგრამ შენი აზრით რა უნდა ექნა პრეზიდენტს(ვინც არ უნდა იყოს ის) ასჯერ თვალებში აფურთხებდნენ მის ქვეყანას, და ეს რუსეთის, ბაქტერიებით სავსე ჩირქოვანი ფურთხი არ ჩამოეშორებინა ოღონდ მსხვერპლი ნუ იქნებოდა და მეორე ლოყა შეეშვირა? მთელმა მსოფლიომ გაიგო არ დარჩა ქვეყანა, რომ არ დაეგმო რუსეთის ქმედებები საქართველოსთან მიმართებაში, ომამდეც და ომის შემდეგაც, მაგრამ სავალალოა, რომ ჩვენ ხალხს არ ესმის ეს. დღეს საქართველოს ორი რეგიონი, ხვალ კიდევ ერთი რეგიონი, ზეგ კიდევ ერთი და მეთი აღარაა საქართველო. შენ და ზოგიერთები ჩემს ასეთ გამოსვლას ნუ ჩატვლით, რომ მე რა მენაღვლება, ორი ბიჭის დედა საქართველოში არა ვარ და იმიტომ ვლაპარაკობ ასე, მაგრამ შენ მაინც ხომ იცი სხვამ თუ არა, რომ საქართველოზე უარეს ადგილზე ვარ და ჩემთვის უფრო ორმხრივი ტკივილია ეხლა რაც ხდება, მაგრამ მე ასეთ დამალულ და დამცირებულ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია და ეხლა ჩემო კარგებო, ჩემო ქართველებო, აი ამ მომენტში, როცა თვითოეულ ჩვენთაგანის ერთ სიტყვას და არაკონსოლიდაციას ასე დიდი მნიშვნელობა აქვს იდეოლოგიურად და დიპლომატიურად ომის მოსაგებად,ჩვენ გადაგვარჩენს ერთად დგომა, ერთი აზრი და ერთი ხმა, იმედი და რწმენა, აგრეთვე მოთმინებაც. მე არ ვიძახი, რომ პრეზიდენტი ცამდე მართალია, რა თქმა უნდა ბევრი შეცდომაა დაშვებული, მაგრამ ვინც რაიმეს აკეთებს, ის უშვებს შეცდომას და სულ ერთია, სააკაშვილი გაისროდა პირველი თუ სხვა, ეს ომი მაინც დაიწყებოდა, იმიტომ,რომ თვეების განმავლობაში მზადდებოდა რუსეთის მიერ და გარდაუვალი იყო.ეხლა რა ვქნათ? ვიძახოთ დამნაშავეები ვერთ ბატონო და ჩავბარდეთ ჩვენი ნებით, ვაკრიტიკოთ ჩვენი პრეზიდენტი და დავუკარგოთ მსოფლიოს თვალში ავტოიტეტი? რაზბორკების დრო მოვა და ხომ შეიძლება, რომ დღეისდღეობით შევიკავოთ თავი მწვავე კრიტიკისაგან? მთელი მსოფლიო კითხულობს ამ ჩვენს ნაწერებს.მთელი მსოფლიო გვიდგას მხარში და თუ რა მისია აქვთ ამ ევრო ქვეყნებს და ამერიკას მაგ კონფლიქტში ეს საჯაროდ გამოსაცხადებელი არ არის და მერწმუნეთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და მერე ბატონო მიადექით იმ სააკაშვილს და ასე გიქნიათ ძვალიან რბილიანად შეგიჭამიათ.ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, უკვე გამარჯვებულიც ვართ.ბევრი ამას ვერ ხვდება და ვერც მიხვდება ვერასოდეს.ამას რომ მიხვდე, დიდი ინტელლექტი არის საჭ=fiqri= ირო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მე არ ვკამათობ პოლიტიკაზე, არ მაინტერესებს ვინაა მართალი მიშა თუ ოპოზიცია, ეგ ჩემი საქმე არაა, მე პოლიტიკოსი არ ვარ და არც ვეცდები არასოდეს ვიყო. არანაირ კომენტარს მთავრობაზე მე არ ვაკეთებ და არც გავაკეთებ, არც კარგს და არც ცუდს. მე ვდებ მხოლოდ პრესის ფურცლებზე არსებულ ინფორმაციას.
რაც შეეხება ჩვენს გამარჯვებას, რატომღაც მე მაგას გამარჯვებას ვერ დავარქმევ, თუ ყველაფერი ჩვენდა სასარგებლოდ დამთავრდა ვიტყვი რომ გადავრჩით,თუმცა ესეც საკითხავია.
მომიტევეთ პესიმისტობა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი