↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მიმართვა მსოფლიოს


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 102 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
UNIKOრN გადასარევი აზრია.მომეწონა

"თუმცა ერთი აზრი მომივიდა თავში - იქნებ რომელიმე დასავლური ქვეყნის (აშშ,ინგლისი,საფრანგეთი ..... ) საელჩოში მიხვიდეთ და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვოთ.მე ვფიქრობ აუცილებლად შეგიფარებენ ან რაიმეთი მაინც დაგეხმარებიან,აუცილებლად !!!!!!!"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვაშინგტონ პოსტი”]
გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, ამერიკის დედაქალაქში ვაშინგტონში მდებარე მაღაზიის მფლობელები რუსულ არაყს ბოიკოტს უცხადებენ და მათ მომხმარებლებს ქართული ღვინოებს სთავაზობს.
ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, მაღაზიის ”Potomac wine and spirit” ფლობელმა სტივენ ფილდმანმა, რომელიც დედაქალაქის ჯორჯთაუნის უბანში მდებარეობს რუსული არყისთვის ბოიკოტის გამოცხადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა საქართველოს შინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა.

- ”ბოიკოტს მანმადე გავაგრძელებ, ვიდრე რუსეთის საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიას არ დატოვებს”, - აღნიშნა ფილდმანმა და აქვე დასძიანა, რომ მისთვის მიურებელია რუსეთში ქართული ღვინის გაყიდვის აკრძალვაც.

”ვაშინგტონ პოსტის” ინფორმაციით, ამერიკაში წელიწადში დაახლოებით 460 მლნ ლიტრი რუსული არაყი იყიდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
გაგა და ნანანო რას ამბობთ ,ვერ ხვდებით რომ კაცობრიობის წინაშე დიდ დანაშაულს ჩადიხართ? ჩვენ კიდევ მათი გამრავლება და კალიებივით მოდება გვინდა ყველგან? დედა შეცვალეთ მამით გთხოვთ რა?

ანა-თეკლა უკანალი ჯობია მამრობითი სქესისა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
არაყის რაოდენობაა 460 მილიონი ლიტრი ანა-თეკლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტანმაიერი როგორც მოსკოვის, ასევე თბილისის ცალმხრივი მოქმედებების წინააღმდეგია.
ამის შესახებ მან გერმანულ "Fრანკფურტერ Aლლგემეინე"-ს განუცხადა.
მისი თქმით, მოსკოვმა შეცდომა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისას დაუშვა, თბილისმა – რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტისას.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მხარს უჭერს ევროკავშირის ძალისხმევას, რათა არ მოხდეს მოსკოვს და თბილისს შორის კონფლიქტის ესკალაცია.
ამასთან, შტანმაიერმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სატელეფონო საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან განიხილა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts31
კარმა0
OFFLINEPROFILE
ana tekla ასე მგონია 1 სექტემბერი არაფერსაც არ მოგვიტანს.... :( მეშინია იმედები არ გაგვიცრუვდეს ... არ მინდა პესიმისტი ვიყო, მაგრამ.... რა ვიცი.... რა ვიცი.... ღმერთმა ქნას ყველაფერი კარგად დამთავრდეს.... :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
თამუნა მე დარწმუნებული ვარ ,რომ 1 სექტემბერი არაფერს მოგვიტანს სასიკეთოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.დიდი დიდი ის მოგვიტანოს,რომ ფოთიდან გავიდნენ,თორემ ბუფერულ ზონებსაც დაიტოვებს რუსეთი და სამშვიდობოების მანდატის ნაწილს,საერთაშორისო ძალებთან ერთად.მსოფლიოს,"ბებერი ევროპა "მაქვს მხედველობაში ,რუსეთის ეშინია და ამერიკა რომ არ უკიჟინებდეთ,საღათას ძილში იქნებოდნენ.ახლა პესიმიზმს სთესავო,ვიღაც მისაყვედურებს,მაგრამ დავმუნჯდები,ოღონდ ვცდებოდე.ოპტიმიზმის რა საფუძველი აქვს ჩვენს მთავრობას ,არ ვიცი,მაგრამ საზღვერგარეთის სტატიებს რომ ვკითხულობ,რუსეთს მკაცრადაც არ გააფრთხილებენ,არათუ ქმედით სანქციებს დაუწესებენ,რომ თავი დაგვანებოს.ომის დაწყებიდან სულ დამიზეზებულივით ვკითხულობ:სად არის გზა.რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს?თუ ახლა არაფერი გვეშველა,მერე ესეც მიავიწყდებათ,როგორც ცუდი ამბავი.ხოლო ჩვენ ამას ვერასოდეს დავივიწყებთ,რადგან ცინკის კუბოებზე ქართული მიწის ხმაური ,დაღვრილი სისხლი და უკვე მერამდენედ უშედეგოდ წაგებული ომი ვერაფერი ნუგეშია გამწარებული ქართველობისთვის.ღმერთო,გვიშველე ხვალ ,რათა საღმა აზრმა გაიმარჯვოს ეშმაკისეულ ბოროტების იპერიაზე,მე მხოლოდ ღმერთის იმედად დავრჩი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა ---იმედი---

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ნანუჩკი,თუ შენი პროგნოზი გამართლდა,მაშინ აღარაფერი ყოფილა არც ნატო და არც ევრო საბჭო.ჩვენ ხომ გაუბედურებულები ვრჩებით, მაგრამ მთელი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების წამყვანი ლიდერებიც თავლაფდასხმული რჩებიან რუსეთისაგან.დავიჯერო ამას ვერ აცნობიერებენ?თუ რუსეთის შიშით თავმოყვარეობის ნატამალი არავის შერჩა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქეტა-დეა,ხვალამდე რა გაძლებს,თქვენ თქვით და ალბათ ბევრიც ასე ვფიქრობს,რომ ვინატრებდით ეს სიზმარი იყოს,ცუდი სიზმარი და ხვალ უკეთეს რეალობაში გავიღვიძოთ,მაგრამ ისტორიისთვის 2 კვირა კი არა ,ზოგჯერ საუკუნეებიც არაფერია,ომის კადრებს და სურათებს რომ ვუყურებ სულ ნეტავ რად ვარ ცოცხალი,ამ დღეს რომ მოვესწარი-თქო,ვფიქრობ,საქართველოში უფრო ოპტიმიზმით არიან გაჟღენთილი .წუწუნი არასოდეს მჩვევია,მაგრამ ეს სისუსტე როგორ დავძლიო,არ ვიცი,ერთი ახლობელი ჩამოსულა სენაკიდან და ასე უთქვამს:რუსი ჯარისკაცები წყლის დასალევად რომ მოდიან ჯერ ჭიქიდან ჩვენ გვასმევენ,რომ არ მოვწამლოთო.თითონ კი რომ მიდიან ჭაში გვიფურთხებენო.ღმერთო,დაგვიყენე დღე,რომ ამდენი დამცირების ატანა აღარ მოგვიხდეს მათგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ხვალამდეც მოვითმენთ როგორმე, მაგრამ სამწუხაროდ არც ხვალ არაფერი გადაწყდება საჩვენოდ, ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ასე მგონია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined25 Apr 2008
Posts18
კარმა0
OFFLINEPROFILE
სამცუხაროდ გეტანხმები კველაპერსჰი რაც ტკვი, მხოლოდ ერტი რამ ''მოვიგეტ'' ამ მდგომარეობიტ რომ მსოპლიოს დიდმა ნაცილმა გაიგო რომ ეს ტერიტორიები ცჰვენი იკო იმის სანაცვლოდ რომ პაკტირად მეტი ტერიტორია დავკარგეტ ბუპერული ზონების სახიტ და დე პაკტოდ დაკარგული საკარტველოს მიცა -ცკალი კიდევ უპრო გამტკიცდება და რუსეტი მოახდენს მის აბსორბციას მოკლე ხანსჰი... რუსეტი რომ არადასაკრდენი პარტნიორია ევროპისტვის ნატელი გახდა კიდევ ერტხელ, ვპიკრობ ისტორიის გაკვეტილები საკმარისი არ იკო ტუ ცჰკუა ეკოპატ არ უნდა მისცენ გადზლიერების სასჰუალება, რადგან ევროპამ რუსეტს მისცა სასჰუალება ეკონომიურად გადზიერებულიკო 1990 ცლის სჰემდეგ როცა პირობიტად საბცჰოტა კავსჰირი დაისჰალა, ვპიკრობ ტუ ასე გააგრდზელეს ტვიტონაც იცვნევენ ამის სჰედეგებს...ცჰვენ კი არ ვიცი რა გვესჰველება,...როდის განსჯის და განიკიტხავს უპალი ამ ბანოვან დზლიერ რომლებიც მცირე ერების დაცჰაგვრიტ დზლიერდებიან, უპალო სჰეგვიცკალენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined07 Jul 2008
Posts28
კარმა5
OFFLINEPROFILE
ხვალ ევროპა იტალიის მიერ წარდგენილ მსუბუქ სანქციებს დაუწესებს რუსეთს,ამით ამერიკასაც ჩააჩუმებს და რუსეთსაც ასიამოვნებს.არ მოხდება ის,რისი იმედიც ასე ძალიან გვაქვს,სამწუხაროდ.ევროპის იმედი რომ არ ქონოდა,ამდენს ვერ გაბედავდა ეგ დამპალი პრეზიდენტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დასაჯეეეეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ხომ ხედავთ რა ხდება, რუსეთი არავის და არაფერს არ ერიდება,ამ რთულ დროს როცა მსოფლიოს ყურადღება რუსეთისკენაა მიმართული,მათ მოკლეს ინგუშეთის,თავისუფალი მედიის წარმომადგენელი.მაგათი გამოსწორება არ იქნება.მხეცს რაც უფრო გააღიზიანებ მით უფრო საშიში ხდება .

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 102 posts ] 
მიმართვა მსოფლიოს
დესპანი