|
თამუნა მე დარწმუნებული ვარ ,რომ 1 სექტემბერი არაფერს მოგვიტანს სასიკეთოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში.დიდი დიდი ის მოგვიტანოს,რომ ფოთიდან გავიდნენ,თორემ ბუფერულ ზონებსაც დაიტოვებს რუსეთი და სამშვიდობოების მანდატის ნაწილს,საერთაშორისო ძალებთან ერთად.მსოფლიოს,"ბებერი ევროპა "მაქვს მხედველობაში ,რუსეთის ეშინია და ამერიკა რომ არ უკიჟინებდეთ,საღათას ძილში იქნებოდნენ.ახლა პესიმიზმს სთესავო,ვიღაც მისაყვედურებს,მაგრამ დავმუნჯდები,ოღონდ ვცდებოდე.ოპტიმიზმის რა საფუძველი აქვს ჩვენს მთავრობას ,არ ვიცი,მაგრამ საზღვერგარეთის სტატიებს რომ ვკითხულობ,რუსეთს მკაცრადაც არ გააფრთხილებენ,არათუ ქმედით სანქციებს დაუწესებენ,რომ თავი დაგვანებოს.ომის დაწყებიდან სულ დამიზეზებულივით ვკითხულობ:სად არის გზა.რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს?თუ ახლა არაფერი გვეშველა,მერე ესეც მიავიწყდებათ,როგორც ცუდი ამბავი.ხოლო ჩვენ ამას ვერასოდეს დავივიწყებთ,რადგან ცინკის კუბოებზე ქართული მიწის ხმაური ,დაღვრილი სისხლი და უკვე მერამდენედ უშედეგოდ წაგებული ომი ვერაფერი ნუგეშია გამწარებული ქართველობისთვის.ღმერთო,გვიშველე ხვალ ,რათა საღმა აზრმა გაიმარჯვოს ეშმაკისეულ ბოროტების იპერიაზე,მე მხოლოდ ღმერთის იმედად დავრჩი
|