↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დილა ცისკენ კიბე-კიბე აივლის
ბაღში ჩრდილი წამოწვება აივნის
მინდა სივრცე მცირესა და უვრცელესს
დღეებს შორის იწვეს როგორც უცვლელი.
ცა ნისლი თუ ცარიელი ფურცელი
მზე პირს იბანს ქალმა ხელი მოკიდა,
სველ თეთრეულს წვიმს სარეცხის თოკიდან.
ღამე ფანჯრებს სართულ-სართულ დაივლის
ბრთხილად შევა სახლში ჩრდილი აივნის

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
მერაბ კოსტავას სულს ვენაცვალე.მხოლოდ მისი სახელის გახსენებაზე უკვე ცრემლებით მევსება თვალები.ანა-თეკლა კარმა ჩემგან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ძმაო, გაშალე მარჯვენა,
შენი სიკვდილი არ მჯერა!
გეკურთხოს ქართველკაცობა,
გაჩენის დღე და მშობელი,
ადიდოს შენი გმირობა
ზღაპარში მოსათხრობელი.
ძმაო, გაშალე მარჯვენა,
შენი დაღუპვა არ მჯერა!
ღიაა შენი ჭიშკარი,
შინ მოგიფარჩეს ლოგინი,
გელიან,თრთოლვით გელიან,
ძნელი ყოფილა ლოდინი!
ძმაო, გაშალე მარჯვენა,
შენი სიკვდილი არ მჯერა!
ლომი იყავ და ლომგული,
ყირიმის ცეცხლის მნახველი,
ცხრა ვაჟს ეყოფა სახელად,
ქვეყნად რომ დაგრჩა სახელი.
ძმაო, გაშალე მარჯვენა!
შენი დაღუპვა არ მჯერა!
შენთვის ვარდები დაკრიფეს,
შინ მოგიფარჩეს ლოგინი...
საქართველოში გელიან,
ძნელია შვილის ლოდინი!

ხუტა ბერულავა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთი წუთით ერთი ჭიქა ასწით
და დავლოცოთ, ძმებო,მისი მაჯა,
ვინც იცოდა ამ სიცოცხლის ფასი
და მარადის ცივ მიწაში დარჩა!
ერთი სიტყვა მას ეკუთვნის მუდამ,
ვინც ვერ ნახა გამარჯვების დარი,
ვისაც ტყვიამ გაუარა გულთან
და არ არის მაინც იგი მკვდარი.
დავიწყებამ არ დაფაროს ხსოვნა,
როგორც მის მკერდს ქვა და ლოდი ჰფარავს,
არ სჭირდება ცრემლები და გლოვა,
მისთვის, ხალხნო, გახსენებაც კმარა.
არ მსურს-მეთქი სამუდამო გლოვა,
თქვენ ჭიქები გადახარეთ წამით,
ხელმეორედ ქვეყნად ვეღარ მოვა,
თუმც უფლება მოიპოვა ამის.
ყველამ ერთად თითო ჭიქა ასწით,
გავაგონოთ მას ქართული ვაშა,
ვინც იცოდა სიყვარულის ფასი
და შორს,სადღაც, შავ მიწაში დარჩა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს რა ეშმაკმა ააბორგა ამაღამ ქარი,
ამიწიოკა, დამირბია მან შთაგონება!
თბილისის ქუჩებს დავედევნე, ვიხმე ამქარი
დავიწყებული ფიროსმანის მოსაგონებლად.

აქ, ამ ქუჩებში, დადიოდა, როგორც სიზმარი
(საქართველოს ცას აქეტრფოდა მისი ოცნება),
ჩამოხეული, ტანმაღალი, მარად ხიზანი,
მარტოდენ გული და ბაჯაღლო პატიოსნება.

მივალ, მხვდებიან საზანდრები, ქუჩის მგოსნები,
ბნელთან მებრძოლი უსინათლო მეთარეები,
„ტვინდასეტყვილი„ ნიკალაის ძველი დოსტები,
და ცოცხლდებიან ფიროსმანის მწარე დღეები.

ვეტყვი, „როგორმე მოიგონეთ, ძია-კაცებო,
ლოთი მხატვარი, მარტოსული და მეგობარი.
მითხარით რამე ფიროსმანის ბედის გარშემო,
და მერე შევსვათ მისი ხსოვნის შესანდობარი!„

- „თვითრჯული„ იყო, აუმღვრია სისხლი თბილისმა,
სულ მარტო იყო, მარტო სვამდა, მართო გათავდა,
ფუნჯის მოსმის დროს ჰქონდა რაღაც ჯადო-თილისმა,
არაყს დალევდა და ქვეყანას დაგიხატავდა!

- შემოგხედავდა დარცხვენილი, ვერ გაიგებდი,
რა ჭკვისა იყო, რა ჰაზრების და რა გუნების,
უყვარდა მტკვარი, მტკვარზე ტივი, ტივზე ტიკები,
გოჭი, მწვანილი და ფრთიანი ორაგულები!

- როცა ზაფხული დადგებოდა თბილის-ქალაქში.
ჯავრობდა: ხედავ, ყველაფერი როგორ ხმებაო.
გაეხვეოდა ირემივით მწვანე ბალახში:
სოფელში ვეღარ მივდივარ და მეამებაო...

- არც კოხტა იყო საცოდავი და არც ართვალი,
ამაყი იყო, ჩვენ მორჩილად ვიდექით მასთან,
ეხ... ახლა გახდა ნიკალაი დიდი მხატვარი,
უფასოდ გაქრა, უფასოდ, და ახლა დაფასდა!

- ნეტავი ამ დროს მოსწრებოდა მის ნაცნობებთან!
(ვაი, რა უღვთოდ დაიღუპა საწყალმა თავი!)
თბილის-ქალაქის ყველა მხატვარს ის აჯობებდა,
არ დარჩებოდა არაფერი დაუხატავი!

ყვებიან ასე ფიროსმანის დროის ქადაგნი,
ყველა მათგანში დაუვიწყარ ნიკალას ვხედავ...
დგას ფიროსმანის მოხატული თბილის-ქალაქი, -
ეს პოეზიის უწმინდესი ადგილის დედა!

მე ვუსმენ ყველას, წარმოვიდგენ ცხოვრებას მისას,
ცოცხლდება ჩემ წინ მკრთალი სახე ფერების მგოსნის,
ჩათრეულივით დავემხობი თბილისის მიწას
და დიდი ნიკო ფიროსმანის ნატერფალს ვკოცნი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ერთ ბედ ქვეშა ვართ ლაბავ მე და შენ
ჭირად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ,
ერთგულად ვჭიმოთ ჭაპანი ჩვენი
უსიხარულოდ,დავლიოთ დღენი.

ბელტი ბელტზედა გადავაგოროთ
და შრომის ოფლი მიწას ვადინოთ
ნუ დამიღონდი შენი უღელი,
ჩემს უღელზედა არ არის ძნელი.

შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი
ეგ ჩემო ლაბავ ,ნუ შეგშურდება
რათ გინდა ხმალი,თუნდ იყოს მჭრელი
თუ სიმართლისთვის დაგიჩლუნგდება,

ღმერთმა არა ქნას ეს ლექსი ისევ აქტუალური იყოს ჩვენთვის.ხვალინდელი დღე ბევრ რაიმეს შეცვლის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
თუკი მსოფლიო უძლური დარჩა რუსეთთან,ჩვენ ლოცვის მეტი არაფერი დაგვრჩენია.შიშით ველოდები ხვალინდელ დღეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ხან სერს ვამწვანებ, ხან სიტყვას ვრანდავ,
ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება, -
მაინც ამქვეყნად, სამშობლოს გარდა,
ჯერ არ მინახავს სხვა საოცრება.

ჯერ ვარსკვლავების ასე შემკრები
სხვა ცაფირუზი მე არ მინახავს;
არ მომივლია უცხო ქვეყნები,
არც ოკეანე გადამილახავს.

თითქოს ბავშვი ვარ, თმათეთრა ბავშვი,
თითქოს ვაზი ვარ, ჭიგოს ჩაკრული,
წინანდლის ზვარში, ვარციხის ზვარში
ხელმადლიანი კაცის ჩარგული.

ხან სერს ვამწვანებ, ხან სიტყვას ვრანდავ,
ხან მომატარებს ცხრა ცას ოცნება, -
მაინც ამქვეყნად, სამშობლოს გარდა,
ჯერ არ მინახავს სხვა საოცრება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
სულო, გითხარი რომ არაო
იშალნენ წამწამთა ქოხები,
შენ ცისარტყელავ და მარაო,
ცად რომ დამიფინე ნოხები,

რად არ მოაპკურე ცვარები
გლოვიან უდაბნოს გველისას
სულში კვლავ რად მოიპარები,
არ სცნობ უარებას სთველისას,

მაცდურო სიცოცხლევ, გამეცა,
გველო, ანგელოსურ თვალებით,
დღითაც შენ გიგონებ, ღამეცა,
მძულხარ და თან მევალალები!

ზვიად გამსახურდია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
გამამჯობა მაკოსპაკო,მადლობა ინფორმაციის მოწოდებისთვის,მადლობა ზვიადის ლექსისთვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მიყვარს-თქო,-კი არ წამომცდა,
ვთქვი,გულახდილად ვთქვი.
გაკვირდნენ,
გაკრთდნენ,
გაოცდნენ:
-გიყვარსო? ჰი,ჰი,ჰი!!!
რაღა დროს სიყვარულია
შენიო?!-პირში მითხრეს.
წაველ და...
როგორ დაღამდა
არ გამიგია იმ დღეს.

მურმან ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ვაიმე!-მგონი მიყვარხარ,
მგონი ღვთის ცრემლი მასველებს...
მგონი ზეცაში მიმყავხარ,-
მიწაზე ვინ მომასვენებს...
ვაიმე!-ბაგეს გიკოცნი,
შენც ჩემზე გული შეგტკივა...
ღმერთო,რა დიდი სიცოცხლით
რა დიდ სიკვდილში შევდივარ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძე
ახალგაზრდობას

ეს გაუმარჯოს
საქართველოს აწმყოს და მყობადს!
ეს გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს!
მე რომ შევძახო რუსთაველის პროსპექტზე ახლა,
ვითომც მქონია
ხელისგულზე გლეხკაცს მარილი,
ვიცი, ღვინია-ხარებივით გამიჩერდებით...

მე ვენაცვალე - მაგ ამაყ კისრებს!
მე ვენაცვალე - მაგ ლომურ ქედებს!
მე ვენაცვალე -
საცრისხელა მაგ ლამაზ თვალებს!
მაგრამ, ხარებო, ღვინიებო და წიქარებო,
მე ქვამარილი, საყვარლებო, ვინ მომაქვავა,
გასწით, ხარებო, თქვენი გზა ნახეთ!

„კაფე-თესეო!“ ჩუ, გუგული გვარიგებს ტყიდან,
გასწით ხარებო, ხელისგულზე ნუ მაკვირდებით!
ნუ აყვირდებით, საყვარლებო, იყავით უტყვი!
ვის რაში უნდა, საყვარლებო, უსაქმოდ სიტყვა,
ან სიყვარული - ენის წვერზე დაკერებული!..
გასწით, ხარებო - თქვენი გზა ნახეთ!

თქვენს ამაყ კისრებს, თქვენს ლომურ ქედებს,
თქვენ რომ გიყურებთ, მემატება ძალა და ღონე,
ასე მგონია, მეც ხარი ვარ და ისიც ლომა!
მაგრამ, ხარებო, გიშერებო და წიქარებო,
მაინდამაინც
ამ პროსპექტზე ვერ ვხედავ სახნავს,
გასწით, ხარებო,
რუსთაველზე ნუ მოგროვდებით!

ნუ დაადგებით - გაკვალულ ხნულებს!
ნუ დააცხრებით - ცხოვრებას იოლს!
ჩემი რჩევაა, საყვარლებო, მამულში გადით,
აშენეთ დაბა-ქალაქები, ჩადექით ხნულში,
ხალხის შვილები - ხალხადვე დარჩით!

ვინ მოგვიტანა აქამომდე ეს საქართველო
გარეშე მგოსნის, მეფურ ღვაწლის, ზეგარდმო ნიჭის,
თუ არა გლეხმა, ვინც საკუთრივ ჩაჰყარა ვაზი!
თუ არა ხურომ, ვინც საკუთრივ გამოსწვა კირი!
თუ არა კაცმა, ვინც საკუთრივ გაჭედა რკინა
და ქალაქები გამოჰკვეთა
იმ რკინით კლდეში!

არ განიყოფა სამამულო, სახალხო საქმე
მცირედ და დიდად! დამიბრმავდეს ეს თვალი, ძმაო,
თუ არ მიმაჩნდეს უუდიდეს საქვეყნო ლხინად,
თუ არ მიმაჩნდეს -
უზენაეს საქვეყნო ღვაწლად:
სამშობლოს ოდებს მიუმატო ოდა-სართული.
ორი ალვისხე დაუნთო სანთლად
და ჭრელ კორტოხებს
ძენი შენნი მოჰფინო ჯარად!

ახალგაზრდობა -
ქედი ხარის და სიმხნე ხარის!
იმედი ხვალის და პირველი სიმდიდრე ერის!
ახალგაზრდობა - სიმაღლე ხალხის!
ახალგაზრდობა - სიახლე ქვეყნის!
ახალგაზრდობა ვერ აღავსებს იმედით ვისაც,
დაღუპულია - იმისი საქმე!

- ეს გაუმარჯოს
საქართველოს აწმყოს და მყობადს!
- ეს გაუმარჯოს საქართველოს დიად მომავალს!
მე რომ შევძახო
რუსთაველის პროსპექტზე ახლა,
ვიცი, ღვინია-ხარებივით გამიჩერდებით!

მე ვენაცვალე - მაგ ამაყ კისრებს!
მე ვენაცვალე - მაგ ლომურ ქედებს!
მე ვენაცვალე
საცრისხელა მაგ ლამაზ თვალებს!
გასწით, ხარებო, ღვინიებო და წიქარებო,
გასწით ხარებო -
თქვენი გზა ნახეთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მურმან ლებანიძე
* * *

ბარე ორმოც საუკუნეს,
რაც კი ქართველს თავი ახსოვს,
მრავალჟამიერს აგუგუნებს
და ჩუქურთმას ხმაში აქსოვს.

წარბი არსად შეუხრია, -
დასჩვევია წარბის შეკვრას
და, რაც ქართველს შეუქმნია,
ღმერთმაც ქნას და სხვამაც შექმნას!

სვეტიცხოველი და - საოცარი!
კაცს რომ გელანდება ძილში!
ერთი „ვეფხისტყაოსანი“
და ხუთასი ვაზის ჯიში!

ციხეები - დაკბილული,
ლაჟვარდები რომ გადაღობეს!
ჩვენი „ლილეოს“ ხმა გმირული,
ჭკვაზე რომ შლის ჭკვათამყოფელს!

და მე გეკითხები, მურმან:
(თავი სხვამაც გაიმართლოს!)
ვით გაგიძლოს ვაჟკაცს გულმა,
ყოველივე ამის პატრონს!

ანუ რა იმედი გქონდეს,
რომ წლებმა ვერ გადაგთელოს.
მაგის ფასს და მაგის ოდენს
რას უტოვებ საქართველოს!

ან რით გინდა შენი მოსვლა
ქვეყანაზე გაამართლო.
ვეფხის წიგნს და იმის მგოსანს,
შენ რა გაქვს, რომ დაამატო?!

...ბარე ორმოც საუკუნეს,
რაც კი ქართველს თავი ახსოვს,
მრავალჟამიერს აგუგუნებს
და ცის ფერებს ხმაში აქსოვს...

ასე ჰყვება მგოსნის ჩანგი,
მაგრამ ირგვლივ თვალს მოვავლებ,
შემახსენებს უცებ ჰანგი,
რომ ახლისაც ვარ მოვალე!

და შევძახებ: - ვაშა ახლებს!
არც ხვალის დღეს ველი ნაკლებს!
მუხა - უბერებელია
და უახლეს ტოტებს აჰყრის!

გაუმარჯოს მწვანე მიწას,
საქართველოს მარად მწვანეს!
იმის წინსვლას, იმის მიზანს,
იმის დღეს და იმის ხვალეს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სვეტიცხოველი
ნუთუ მართლა არ იყო ერთდროს?!
„ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ -
ნუთუ მართლა არ ჟღერდა ერთდროს?!
მემატიანეს ვენდოთ?!

საქართველო და, -
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, -
უალავერდო?!

საქართველოა,
რა საქართველო?! -
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!

არყოფილს ერთდროს
არ ასცდება არყოფნა თუკი! -
ვით ბრძანებს ანი,
ლაპარაკობს როგორც მარდუკი.
ერთხელ რომ იდგა, -
იხელახლებს იმგვარი დრო და...
სადღაა შენი
ალავარდი,
გელათი,
შოთა!..

სვეტიცხოველი
ნუთუ აღარ იქნება როსმე?!
„ - ჰე, ღმერთო, - ერთო!“ -
ნუთუ აღარ იჟღერებს როსმე?!
არყოფნის ნუთუ
არყოფილი მართლაა მოძმე?!
ეს რომ ასეა,
მზეა ნუთუ ამისი მოწმე?!

საქართველო და, -
უსვეტიცხოვლო?!
საქართველო და, -
უალავერდო?!

საქართველოა,
რა საქართველო?!
უსვეტიცხოვლო,
უგელათო,
უალავერდო?!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი