↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაკოსპაკო
მადლობა რა კარგად დამახასიათე
შენ გენაცვალე ნამდვილი ქართველი
ქალი ხარ თანაც სერიოზული
ყოჩაღ ჯიგარი ხარ

ლექსი ხომ არ მოგიძღვნა?ჰაა
როგორ მოგაწონო თავი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
კრემლმა დანარჩენი მსოფლიოსადმი 5 მესიჯი გამოაქვეყნა
სიახლე — თავფურცელი
17:27 01.09.2008

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და პრემიერმა ვლადიმერ პუტიონმა რუსეთის საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი ხუთი პრინციპი ჩამოაყალიბეს.
დანარჩენ მსოფლიოსთან სამომავლო ურთიერთობის განმსაზღვრელი ეს ”მესიჯები” მედვედევმა ჟურნალისტებს გააცნო.

5 პრინციპი ასეთია:
1. რუსეთი აღიარებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური პრინციპების უპირატესობას;
2. მსოფლიო მრავალპოლარული უნდა იყოს.
3. რუსეთი ევროპასთან, აშშ-სთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებას გეგმავს.
4. რუსეთი ყველგან დაიცავს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და ღირსებას.
5. რუსეთს აქვს რეგიონები, სადაც მას პრივილეგირებული ინტერესები გააჩნია და იქ განლაგებულ ქვეყნებთან მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობის განვითარებას შეეცდება.

მსოფლიო საზოგადოებისადმი ეს 5 პრინციპი კრემლმა შემდეგნაირად გაშალა: ”ჩვენ არ შეგვიძლია, მივიღოთ მსოფლიოს იმგვარი მოწყობა, სადაც ყველა გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ქვეყანა, თუნდაც - ისეთი ავტორიტეტული, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია. ამგვარი მსოფლიო მყიფეა და ყველას კონფლიქტებს უქადის; რუსეთს არც ერთ ქვეყანასთან კონფრონტაცია არ სურს და იზოლირებას არ აპირებს. ჩვენ ვაგრძელებთ მეგობრულ ურთიერთობებს ევროპასთან, აშშ-სთან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან და ამ მეგობრულ ურთიერთობებს განვავითარებთ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება; ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სიცოცხლეს და ღირსებას. რუსეთისთვის არსებობს რეგიონები, სადაც მას პრივილეგირებული ინტერესები გააჩნია. ამ რეგიონებში კი განლაგებული არიან ქვეყნები, რომლებთანაც ჩვენ ტრადიციული, მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები გაგვაჩნია. ჩვენ ძალიან ყურადღებით გავაგრძელებთ ამ რეგიონებში მუშაობას და ჩვენს უახლოეს მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებას”, - განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა.

რომელმაც კრემლის პოზიცია კიდევ ერთხელ გაახმაურა, ახლა უკვე - საკმაოდ ღიად: რუსეთი არ აპირებს, ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიას შეეგუოს, გაფრთხილებას აძლევს ევპროპას და არ აპირებს, ისეთ რეგიონზე, როგორიც თუნდაც კავკასიის რეგიონია, კონტროლის დაკარგვას დათანხმდეს. მოსკოვი საკუთარ ”მესიჯებზე” პასუხს სავარაუდოდ, ევროკავშირის დღევანდელი საგანგებო სამიტიდან ელის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined02 Jul 2007
Posts48
კარმა49
OFFLINEPROFILE
განსაკუთრებით "მომეწონა და დამამშვიდა " ნომერ მეოთხე მესიჯმა."რუსეთი ყველგან დაიცავს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და ღირსებას." ძალიან დამაჯერებლად ჟღერს! ტქვენ რას იტყვით ჰა? კი- როგორც ანა პოლიტკოვსკაიას სიცოცხლე დაიცვა და ჩრდილოეთ ოსეთში კიდე-ბესლანში-სამასსე მეტი ადამიანი დაიცვა "ტერორისტებისგან",რომელთაგან 200 ბავშვი იყო.ეს ისე "პატარა ,უმნიშვნელო" მაგალითი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
შეგირცხვეს სინდის ნამუსი შალიკო,მაგრამ არა მგონია,რომ ის საერთოდ გაგაჩნია.ჟაჭვში არ ჩავდგებიო რომ იძახი,ნეტა თუ არა გცხვენია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Aug 2007
Posts90
კარმა53
OFFLINEPROFILE
ციციკორე მე თქვენთვის არაფერი მიკადრებია ასე რომ გაბრაზდით , რაც შეეხება ჩემს სიახლეს, მე აქ უკვე წელიწადზე მეტი ვარ დარეგისტრირებული ,უბრალოდ ყოველდღე ვკითხულობ და არ ვწერ ასე რომ ახალი კიარა ძველი ვა , მერე მეორე მე თქვენ არ დამიხასიათებიხართ და არცამაქვს უფლება თქვენც და სხვებიც რომ დაგახასიათო თუგინდ ნაცნობი ბრძანდებოდე ვერ ვხვდები თქვენს იუმორს,ისე ჩემი წლოვანება 28 არის და სერიოზულ ქალობამდე დიდი გზა მაქვს გასავლელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე გადავაბუიჯე და გადავიარე 28 წლის ქალბატონო

მე კი 62 წლისა ვარ და მეტი იუმორის გრძნობა გამაჩნია

კარგად იყავი ჩემო კარგო ,მდაკოპირებულ სტატიებს მეც დავწერ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
კურიერი ვერ გავხსენი პირდაპირ ეთერში,ალBათ ჩანაწერიც არ იქნება.როგორ მაინტერესებდა დღEვანდელი ინფორმაცია(:
იქნებ მითხრათ რა მოხდა დღეს?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ნანანო. როგორ ხარ? არაფერი არ მოხდა სამწუხაროთ-- დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართ----ალი. ალბად უფრო დაწვრილებით დაწერენ ან მოვისმენთ ქართული ტელევიზიით. ---

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ლია გაგიმარჯოს.თავად როგორ გიკითხო?!
ძალიან გულგატეხილი და იმედგაცრუებული ვარ.ნუთუ შეიძლება 21-ე საუკუნეში ასეთი საშინელი ომი მოხდეს და მის წამომწყებს შესაფერისი პასუხი ვერ გაეცეს?!
ნუთუ ასე ზაფრავს რუსეთი მსოფლიოს?!
ეს იმაზე ხომ არ მეტყველებს რომ ადამიანები დაუცველები ვართ?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნატო” რუსეთს “ალყაში” აქცევს. მას მერე, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები გახდნენ, ფინეთის ყურეს უკვე ნატო აკონტროლებს, რუსეთის ბალტიის ფლოტიც, სანკტ-პეტერბურგთან ერთად, მთლიანად “ნატო-ს” ჯაჭვშია მოქცეული. ახლა, ჯერი შავ ზღვაზეა - თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი, კარგა ხანია, ნატო-ს წევრები არიან, თუ მას საქართველო და უკრაინაც მიემატა, შავი ზღვაც “ნატო-ს ზღვა” ხდება, რუსეთს კი, მხოლოდ, 400-კილომეტრიანი სანაპირო ზოლი რჩება. ამ შემთხვევაში, პეტრე დიდის მიერ გაჭრილი საზღვაო ფანჯრები იხურება და მასთან ერთად, წერტილი ესმევა რუსეთის იმპერიულ ამბიციებსაც. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული რუსეთის “გიჟური” ქმედებები. საქართველოს ინტერვენციამ და ოკუპაციამ, საჰაერო და საზღვაო პორტების დაბომბვამ, მსოფლიო ახალი რეალობის წინაშე დააყენა. აღმოჩნდა, რომ არ იყო საკმარისი, ქართული არმიის მხოლოდ გაწვრთნა, მას საჰაერო და საზღვაო შემოტევებისგან თავდასაცავად, თანამედროვე იარაღი და გემები სჭირდება. სანამ ჩვენი მოკავშირეები ამ პრობლემების გადაჭრაში დაგვეხმარებიან, ალბათ, ბევრი წყალი ჩაივლის, მანამდე კი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გემები თავს შავ ზღვაში იყრიან, რაც რუსეთს განსაკუთრებით აშფოთებს. 1 სექტემბერს, ევროკავშირის სამიტმა საქართველოს საკითხზე უნდა იმსჯელოს. როგორც ჩანს, ბებერი ევროპა ისევ ზოგადი მოწოდებებით შემოიფარგლება. ახლა მთელი იმედი “ნატო-სა” და აშშ-ზეა. იქნებ, დადგა დრო, მოვთხოვოთ მათ, სანამ ჩვენი არმიის ბრძოლისუნარიანობა აღდგება, გააკონტროლონ საქართველოს საზღვაო და საჰაერო სივრცე და ამით მაინც დაუჭირონ მხარი თავის სამხედრო მოკავშირეს.
“ვერსიის” ინფორმაციით, უახლოეს მომავალში, ნატო შავ ზღვაში თავის ხომალდებს 18-მდე გაზრდის. რუსეთს დღეისთვის, შავ ზღვაში დაახლოებით, 25 ბრძოლისუნარიანი გემი ჰყავს. რუსი ექსპერტების შეფასებით, შავი ზღვის ფლოტი სიძლიერით ბევრად ჩამოუვარდება ნატო-ს იმ “ჯგუფს”, რომლის ოფიციალური მისიაც საქართველოს მოსახლეობისთვის ამერიკული ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფაა.

დღეს, შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალების 10 ხომალდია: ესმინეცი “მაკფოლი” (აშშ), ფრეგატი “ტეილორი” (აშშ), სასაზღვრო კატერი “დალასი” (აშშ), ფრეგატი “გენერალ პულასკი” (პოლონეთი), ფრეგატი “ლიუბეკი” (ფრგ), “ადმირალი ხუან დე ბურბონი” (ესპანეთი) და თურქეთის ოთხი ხომალდი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შავ ზღვაში კიდევ 8 ხომალდის შემოსვლაა მოსალოდნელი, მათ შორის, აშშ-ს მეექვსე ფლოტის ფლაგმანი ესმინეცი “მაუნტ უიტნი”, რომელსაც სტრატეგიული ელექტრონული დაზვერვისა და სხვადასხვა სამხედრო ოპერაციების მართვის სერიოზული საშუალებები გააჩნია. თურქეთის ხელისუფლებას სრუტეების გავლის ნებართვისთვის ამერიკულმა კრეისერმა “კაუპანსმა” უკვე მიმართა.

ახლა, რაც შეეხება შეიარაღებას: ესმინეცი “მაკფული” შეიარაღებულია ტორპედოს ორი მოწყობილობით, ორი, 20 მმ-იანი საარტილერიო დანადგარით, 54 მმ-იანი საზენიტო დანადგარით, ორი, 25 მმ-იანი ზარბაზნითა და ოთხი, 12,5 მმ-იანი ტყვიამფრქვევით. ესმინეცის ვერტიკალურ გამშვებ შახტებში განლაგებულია წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო მართვადი რაკეტები “ასროკი”, საზენიტო რაკეტები “სტანდარტი” და ფრთოსანი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები “ტომოგავკი”, რომლებიც, შეიძლება, აღჭურვილი იყოს ატომური ქობინებით. ისინი ასევე, გამოიყენება სახმელეთო ობიექტების გასანადგურებლად.

ზოგიერთი ცნობით, “მაკფოლის” ბორტზე 50 “ტომოგავკია” და მათ სამიზნის 3 ათას კმ-ზე განადგურება შეუძლიათ. ნატო-ს სხვა ხომალდების შეიარაღებაში 64 ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა “ჰარპუნი” და სხვადასხვა ტიპის 8 ვერტმფრენია. ფრეგატი “ტეილორი” აღჭურვილია რაკეტებით “ჰარპუნი” და საზენიტო რაკეტებით “სტანდარტი”. წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ მას ჰყავს ორი ვერტმფრენი. სანაპირო დაცვის ხომალდი “დალასი” ასრულებს დამხმარე ხომალდის ფუნქციებს.

1971 წელს აშენებული ესმინეცი “მაუნტ უიტნი” სადესანტო-სამეთაურო ხომალდია, სუსტი თავდაცვითი შეიარაღებით. ეკიპაჟი 720 ადამიანისგან შედგება, აქვს ვერტმფრენის მოედანი. რაკეტული კრეისერი “კაუსპენსი” შეიარაღებულია მრავალმიზნიანი ავტომატური საზენიტო-რაკეტული კომპლექსით “იჯისი” და ფრთოსანი რაკეტებით “ტომოგავკი”.

რუსეთის გენერალური შტაბის თავმჯდომარის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკ ანატოლი ნოგოვიცინის განცხადებით, ხომალდების მობილიზების მსგავსი სცენარი გამოიყენებოდა 1991 წელს, ერაყში, საომარი ოპერაციის - “გრიგალი უდაბნოში” მომზადებისას: “აშშ-ს აქვს ოპერაციის - “გრიგალი უდაბნოში” გამოცდილება, მაშინ ხდებოდა სამოქალაქო გემების გამოყენება სამხედრო ტვირთების გადასატანად”.

სოხუმის პორტში შევიდა ორი, რუსული, მცირე სასაზღვრო კატერი. რეიდზე დადგა სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი”. მთლიანად შავი ზღვის ფლოტი კი შედგება შემდეგი ხომალდებისგან: წყალზედა ხომალდების 30-ე დივიზიის მე-11 ბრიგადა - სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი”, დიდი ნავსაწინააღმდეგო გემი “ქერჩი”, “ოჩაკოვი”, სასაზღვრო გემი “სმეტლივიი”, “ლადნიი”, “პიტლივიი”. 197-ე ბრიგადის სადესანტო ხომალდები - “ნიკოლაი ფილჩენკოვი”, “ორსკი”, “სარატოვი”, “აზოვი”, “ნოვოჩერკასკი”, “ცეზარ კუნიკოვი” და “იამალი”.

წყალქვეშა ნავების 247-ე დივიზიონი შედგება დიზელის წყალქვეშა ნავისგან “ალროსა” და “ბ-380” (რომელიც ამჟამად რემონტშია).

წყლის დაცვის 68-ე ბრიგადაში შედის მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდების მე-400 დივიზიონი: “ალექსანდროვეცი”, “ვლადიმირეცი”, “მურომეცი” და “სუზდალეცი” და 418-ე დივიზიის 4 ხომალდი.

რაკეტული კატერების 41-ე ბრიგადაში შედის 66-ე ნოვოროსიისკის დივიზიონი: მცირე რაკეტული კატერები საჰაერო ბალიშზე “ბორა” და “სამუმი”. ასევე, მცირე რაკეტული კატერები “შტილი” და “მირაჟი”. ნოვოროსიისკის საზღვაო რაიონის 184-ე ბრიგადა - მცირე ნავსაწინააღმდეგო ხომალდები “პოვორინო”, “ეისკი” და “კასიმოვი”.

როგორც რუსი ექსპერტები აცხადებენ, შავი ზღვის ხომალდების უმრავლესობა სავალალო ტექნიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც, რუსული ფლოტისა და ნატო-ს 18-ხომალდიანი ჯგუფის ბრძოლისუნარიანობის შეფასებისას, აშკარა უპირატესობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხომალდების მხარესაა.

ადმირალი ნიკოლაი ორლოვი: “დღევანდელი შავი ზღვის ფლოტი პატარა რაზმია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის სამხრეთ საზღვარს იცავს, ესაა და ეს. 25 გემი, ეს რა ფლოტია? სამხრეთის დასაცავად ეს არასაკმარისია”.

საბრძოლო დავალებების შესრულება შეუძლიათ სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში მყოფ ხომალდებსაც პორტიდან გაუსვლელად (მათი უმრავლესობა მრავალი წელია, ზღვაში ტექნიკური მიზეზების გამო ვერ გადის), მაგრამ ამ შემთხვევაში, პირსზე მდგომი ხომალდები მტრისთვის შესანიშნავი სამიზნეა.

შავი ზღვის ფლოტის მთავარი დამრტყმელი ძალაა - სარაკეტო კრეისერი “მოსკოვი” და წყალქვეშა ნავი “ალროსა”, სარაკეტო ხომალდი “ბორა” და საპალუბო ვერტმფრენები “კა-27”.

“მოსკოვი” - ეს კომპლექს “ბაზალტის” (16 ფრთოსანი რაკეტა პ-500) გამშვები აპარატია, საზენიტო-რაკეტული კომპლექსი ს-300 “რიფი”, 2 გამშვები აპარატი “ზიფ-122”, საზენიტო რაკეტული კომპლექსი “ოსა-მა”, 1 ორლულიანი 130 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი, 2X5 533 მმ-იანი ტორპედული აპარატი და 1 ვერტმფრენი კა-27. შავი ზღვის ფლაგმანის ეკიპაჟი 510 კაცია.

დიზელის წყალქვეშა ნავი “ალროსა” შეიარაღებულია 6 533 მმ-იანი ტორპედული აპარატით და საზენიტო-რაკეტული კომპლექსით “იგლა”. სუბმარინის ჩაყვინთვის მაქსიმალური სიღრმეა 300 მეტრი. ეკიპაჟი 52 კაცი.

სარაკეტო ხომალდი საჰაერო ბალიშზე “ბორა”-ს ეკიპაჟი 68 ადამიანია. მას შეიარაღებაში გააჩნია ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების - “მოსკიტი” გასაშვები მოწყობილობა (8 რაკეტა 3მ80), “ოსა-მ” (20 რაკეტა), 76 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი აკ-176 და 30 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი აკ-630.

შავი ზღვის ფლოტის იგორ კასატონოვის განცხადებით: “თუ ერთმანეთს შევადარებთ, მხოლოდ ხომალდებს, აშკარა უპირატესობა ნატო-ს მხარესაა, მაგრამ თუ საჭირო გახდება, რუსეთი ბრძოლაში ჩართავს შეიარაღების ყველა სახეს, მათ შორის - ავიაციას.”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
tekla79 wrote:
ციტატა:
ლეიბორისტები ცოცხალ ჯაჭვს არ უერთებიან

ლეიბორისტები ცოცხალ ჯაჭვს არ უერთებიან. `ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სააკაშვილის აქციაში,` - განაცხადა პარტიის ლიდერმა პრეს-კონფერენციაზე.

მანამდე საკუთარი პოზიცია შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩს გააცნო. ლეიბორისტები შეერთებულ შტატებს სთხოვენ, გააუქმონ კოსოვოს დამოუკიდებლობა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დამატებითი პრობლემები აღარ შეიქმნას.
სურათი აღარ არსებობს

საბედნიეროდ საქართველოში ცოტაა ასეთი სამარცხვინო ხალხი.....

რას ეძახის შალიკო სააკაშვილის აქციას?-ქართველების ერთიანობას?
ვაი მაგის პატრონს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ცუდია ცუდია ცუდია....

სააკაშვილის აქცია არ ყოფილა ნაღდად ეს... ეს აქცია ჩატარდა პატრიარქის კურთხევით, თავად პატრიარქმა მოუწოდა ყველას რომ ცოცხალი ჯაჭვი გაეკეთებინა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
საქართველოს საშველი არც იყო არც არის და არც იქნება...

ევროსაბჭო ... ნატო.... ძლიერი ორგანიზაციებია მხოლოდ პატარა ქვეყნების შესაშინებლად და გადასათელად... დედამიწაზე სამართალი არასოდეს იყო და არც იქნება...

გვეშველება რამე?...

ალბათ მესამე მსოფლიო ომია ახლა სანატრებელი... ყველაფერი რომ გადაიბუგოს და მეორედ მოსვლას რომ მოვესწროთ...

საქართველო გაბრწყინდებაო ... ნაწინასწარმეტყველებია... ალბათ ზეციური საქართველო იგულისხმება

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
საქართველოს საშველი არც იყო არც არის და არც იქნება...

ევროსაბჭო ... ნატო.... ძლიერი ორგანიზაციებია მხოლოდ პატარა ქვეყნების შესაშინებლად და გადასათელად... დედამიწაზე სამართალი არასოდეს იყო და არც იქნება...

გვეშველება რამე?...

ალბათ მესამე მსოფლიო ომია ახლა სანატრებელი... ყველაფერი რომ გადაიბუგოს და მეორედ მოსვლას რომ მოვესწროთ...

საქართველო გაბრწყინდებაო ... ნაწინასწარმეტყველებია... ალბათ ზეციური საქართველო იგულისხმება

ბევრი წინასწარმეტყველების მიხედვით (ნოსტრადამუსი და მსგავსნი) 2030 წლამდე დედამიწაზე მშვიდობა არ იქნებაო.მერე ყველაპერი კარგად იქნებაო.

რომ ამბობენ მარტო საქართველო გადარჩება მეორედ მოსვლის შემდეგ და დანარჩენი დედამიწა გადაიბუგებაო,ნეტა იმაზე თუ გვიფიქრია რითი დავიმსახურეთ ასეთი რამ მხოლოდ ქართველებმა =ara და მეორეც,ვის რად უნდა მარტო გადაბუგულ პლანეტაზე ცხოვრება loool

ეეჰჰ როდის დადგება ის დრო ჩვენ ყველანი ოცნების და ილუზიების ქრუბლებიდან რომ დავეშვებით და რეალურ ცხოვრებას ვისწავლით.ხომ ხედავთ,საქართველოს დაარსების დღიდან გავძახიტ ამ ევროპას გვიშველე და მოგვხედეო,მაგრამ ვინ არის პატრონი თუ ჩვენ თავს ჩვენვე არ მივხედეთ და პატიოსანი,დაუზარელი შრომით არ შევიქმენით ჩვენივე მომავალი.ყველაფერი წარმავალია ამ ქვეყნად ,მხოლოდ სულია უკვდავი,მასზე უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში =feria ღმერთო შენ გვიშველე ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
zvigeni wrote:
ციტატა:
საქართველოს საშველი არც იყო არც არის და არც იქნება...

ევროსაბჭო ... ნატო.... ძლიერი ორგანიზაციებია მხოლოდ პატარა ქვეყნების შესაშინებლად და გადასათელად... დედამიწაზე სამართალი არასოდეს იყო და არც იქნება...

გვეშველება რამე?...

ალბათ მესამე მსოფლიო ომია ახლა სანატრებელი... ყველაფერი რომ გადაიბუგოს და მეორედ მოსვლას რომ მოვესწროთ...

საქართველო გაბრწყინდებაო ... ნაწინასწარმეტყველებია... ალბათ ზეციური საქართველო იგულისხმება

!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
დიდი ქვეყნები-პატარა ქვეყნები;დიდი თევზები_პატარა თევზები;დინებები, მსოფლიო წესრიგი...
_რა ვქნათ?!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი