↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ეხ, ჩემო ზვიგენ, რამდენი წლის ხარ? ...და შენს ასაკში კიდევ ზღაპრების გჯერა????

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდი გასვლია მართალი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined28 Jan 2008
Posts84
კარმა5
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
ეხ, ჩემო ზვიგენ, რამდენი წლის ხარ? ...და შენს ასაკში კიდევ ზღაპრების გჯერა????

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდი გასვლია მართალი?

ბუბუ შემოგევლე როგორ ხარ :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მაკო, კარგად ვარ შენ შემოგევლე, შენ როგორა ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გაგიმარჯოს, ბაზი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბაზი, გაგიმარჯოს! წამო ჩატში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გამარჯობატ დესპანელებოოოო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]
რუსეთი შეაშფოთა ავსტრალიის გადაწყვეტილებამ-ურანის მოსკოვისთვის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე.
რუსეთის ელჩმა ავსტრალიაში ალექსანდრე ბლოხინმა ”პოლიტიკურად მოტივირებული” უწოდა კანბერის გადაწყვეტილებას, საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ურანის მიწოდება შეუწყვიტოს რუსეთს.

გაზეთ ”სიდნეი მორნინგ ჰერალდისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბლოხინი აცხადებს, რომ ამგვარი ნაბიჯი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს არა მარტო რუსეთის, არამედ ავსტრალიის ეკონომიკას.

ადრე ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტივენ სმიტმა განაცხადა, რომ მოსკოვთან შეთანხმება შესაძლოა დაიბლოკოს, თუ რუსეთი საქართველოდან არ გაიყვანს ჯარებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]
ნაზრანში საპროტესტო მიტინგი დილის 6 საათზე დაარბიეს.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია გამოიწვია იურისტის და ინტერნეტ-პორტალის ”ინგუშია.რუ”-ს მეპატრონის, მუჰამედ ევლოევის მკვლელობამ.

ორშაბათ დილით დაწყებული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ ინგუშეთის პრეზიდენტის მურატ ზიაზიკოვის და შინაგან საქმეთა მინისტრის მუსა მედოვის გადადგომას და დაშლას არ აპირებდნენ.

ღამით მოედანზე დარჩა დაახლოებით 150-მდე ახალგაზრდა. დილის ნამაზის დროს, როდესაც ისინი ლოცვად დადგნენ, მილიციის და შინაგან საქმეთა ფედრეალურმა ძალებმა აქციის მონაწილეები ალყაში მოაქციეს და სასტიკად გაუსწორდნენ.

როგორც ”ინგუშია.რუ” იტყობინება, ისმოდა სროლის ხმა და არიან დაშავებულები. ამ ფაქტს ამტკიცებს როგორც რედაქცია, ასევე ადგილობრივი ”მემორიალი”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი კი ჟურნალისტებს დასცინის: ”ვინ გითხრათ, რომ აქ მიტინგია? გუშინ, ალბათ, იყო, მაგრამ მე არ ვიყავი. დღეს კი არავითარი მიტინგი არაა”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბრიუსელში რუსეთის მოთვინიერებას აპირებენ, რუსუთი კი ბებერ კონტინენტს გაზის გათიშვის ტესტ-პროგრამებს უწყობს. ”გაზპრომმა” უცებ გადაწვიტა, რომ ევროკავშირის სამიტის მიმდინარეობისას შუა ევროპაში გაზსადენის რემონტი წამოიწყოს და სამი დღით ნახევარი ევროპა აირის გარეშე დატოვოს. რუსეთის ხელწერა ყველაგან და ყოველთვის იდენტურია.
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, არ მოახდინოს საკუთარი თავის იზოლაცია ევროპისგან. ”ასოშეიტედ პრესის” ინფორმაციით, ასეთი ფორმულირება ევროკავშირის საგანგებო სხდომის შემაჯამებელი დოკუმენტის პროექტშია დაფიქსირებული.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქმედებები საქართველოს მიმართ მიუღებელია საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე.

- ”ასეთმა მოქმედებებმა კითხვის ქვეშ დააყენა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები”, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში. სამიტის მონაწილეები აპირებენ საქართველოსთან ურთიერთობათა გარღმავებას, რაც გამოიხატება სავიზო რეჟიმის გამარტივებაში, სავაჭრო ხელშეკრულებათა გაფორმებაში და ქვეყნის აღდგენაში დახმარების გაწევაში.

რუსეთი კი ევროპის ჭკუაზე მოყვანას დსთ-ში ნაცადი ხერხით აპირებს. ეს ნაცადი ხერხი, რა თქმა უნდა, ცისფერი ნაკადია, რომდის შეწყვეტასაც ევროპა შეშინებული გაურბის. კრემლში ბებერი კონტინენტის სუსტი წერტილს ადვილად მიაგნეს და ახლა საგაზო თემებით მანიპულირებენ, თანაც შიგადაშიგ ერთობიან კიდეც.

ასე მაგალითად, რუსეთი პოლონეთს და გერმანიას გაზის მიწოდებას შეუზღუდავს, მაგრამ მხოლოდ 3 დღით. ”გაზპრომის” ხელძღვანელები იფიცებიან, რომ პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც მილსადენი ”იამალი-ევროპა” 2-დან 3 სექტემბრამდე გაჩერდება, ხოლო 3-დან 4 სექტემბრამდე გაზის ტრანსპორტირება შეზღუდულ რეჟიმში განხორციელდება. 4 სექტემბრის შემდეგ ”იამალი-ევროპის” გაზსადენით ევროპას ბუნებრივი აირი კონტრაქტებით გათვალისწინებული მოცულობით მიიღებს.

იმავდროულად ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო გამოხატული მკაცრი დამოკიდებულების მიუხედავად, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდების შეზღუდვას არ აპირებს და ამის შესახებ სრულიად ევროპას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ამცნო.

საინტერესო რაღა ევროკავშირის სამიტის წინ გახდა შუა ევროპაში გაზსადენის რეაბილიტაცია აუცილებელი? ამის პასუხი ქართველებმა კარგად ვიცით. რუსეთი ასეთ შანტაჟს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწლისათვის მუდმივად მიმართავდა. საინეტერესოა, იციან თუ არა ამ ფანდების შესახებ ევროპელებმა?

- ”ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი, საქართველოში მისი მოქმედებების გამო, არ უნდა შეწყვიტოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში სამიტის დაწყების წინ, - გერმანიის პოზიცია სწორედ ასეთია”.

ჯერჯერობით ევროპელი ლიდერების გამონათქვამებიდან აშკარად ჩანს, რომ ნამდვილი რუსეთი მათ კარგად კიდევ ვერ დაინახეს. ასეა, როდესაც სხვისი ჭირი, ღობის ჩხირია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
გაიხარე თამრიკო,უმნიშვნელო ნათელი სხივი სჩანს შანს მიერ მოწოდებულ ინფორმაციებიდან.ასე გააგრძელე.ეს ხუმრობით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნეტა ისეთი დღე დადგებოდეს ჩემო კარგო, პირველად მე მომეხარებინოს თქვენთვის,ასრულდა ჩვენი ოცნებათქო, უბედნიერესი ვიქნებოდი ,არაუშავს ეს დღეც მოვა და ისევ ფეხზე დადგება ჩვენი ლამაზი ,პატარა საქართველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ანა-თეკლა გამარჯობა როგორ ხარ .
მინდა და აუცილებლად აგვიხდება
შენგან გაგებული კარგი ამბები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ციცი მე ვარ როგორც ჩვენს სიტუაციას შეეფერება, თქვენ როგორ ბრძანდებით ჩემო კარგო ,ღმერთმა კეთილად გვისმინოს ქართველების ნატვრა და თხოვნა,გაიხარეთ და გავძლიერდეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სადაც შეხვედი, ღვინოს გაწვდიან,
დღეა ჭირის და ლხინის;
laris გადახდას შენ არ გაცდიან -
გული მადლობას ყვირის.

შენ კარგად იცი, ვინც ხარ და რაც ხარ,
ანუ რატომ და რისთვის,
რუსთვლის პატრონი ერთ პოეტს, საწყალს,
ჭიქას გივსებს და გიწვდის.

ოჰ, საქართველოვ, ჩარგლის, ყვარელის,
ჭყვიშის, სხვიტორის ტკბილის,
ჭირიმე შენი პურის, მარილის,
შენგან მოწვდილი ღვინის!

ანა-თეკლა საყვარელო სიკეთე ყველას

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი