|
ბრიუსელში რუსეთის მოთვინიერებას აპირებენ, რუსუთი კი ბებერ კონტინენტს გაზის გათიშვის ტესტ-პროგრამებს უწყობს. ”გაზპრომმა” უცებ გადაწვიტა, რომ ევროკავშირის სამიტის მიმდინარეობისას შუა ევროპაში გაზსადენის რემონტი წამოიწყოს და სამი დღით ნახევარი ევროპა აირის გარეშე დატოვოს. რუსეთის ხელწერა ყველაგან და ყოველთვის იდენტურია. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, არ მოახდინოს საკუთარი თავის იზოლაცია ევროპისგან. ”ასოშეიტედ პრესის” ინფორმაციით, ასეთი ფორმულირება ევროკავშირის საგანგებო სხდომის შემაჯამებელი დოკუმენტის პროექტშია დაფიქსირებული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის მოქმედებები საქართველოს მიმართ მიუღებელია საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე.
- ”ასეთმა მოქმედებებმა კითხვის ქვეშ დააყენა ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობები”, - აღნიშნულია დოკუმენტის პროექტში. სამიტის მონაწილეები აპირებენ საქართველოსთან ურთიერთობათა გარღმავებას, რაც გამოიხატება სავიზო რეჟიმის გამარტივებაში, სავაჭრო ხელშეკრულებათა გაფორმებაში და ქვეყნის აღდგენაში დახმარების გაწევაში.
რუსეთი კი ევროპის ჭკუაზე მოყვანას დსთ-ში ნაცადი ხერხით აპირებს. ეს ნაცადი ხერხი, რა თქმა უნდა, ცისფერი ნაკადია, რომდის შეწყვეტასაც ევროპა შეშინებული გაურბის. კრემლში ბებერი კონტინენტის სუსტი წერტილს ადვილად მიაგნეს და ახლა საგაზო თემებით მანიპულირებენ, თანაც შიგადაშიგ ერთობიან კიდეც.
ასე მაგალითად, რუსეთი პოლონეთს და გერმანიას გაზის მიწოდებას შეუზღუდავს, მაგრამ მხოლოდ 3 დღით. ”გაზპრომის” ხელძღვანელები იფიცებიან, რომ პოლონეთისა და გერმანიის ტერიტორიაზე გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის გამოც მილსადენი ”იამალი-ევროპა” 2-დან 3 სექტემბრამდე გაჩერდება, ხოლო 3-დან 4 სექტემბრამდე გაზის ტრანსპორტირება შეზღუდულ რეჟიმში განხორციელდება. 4 სექტემბრის შემდეგ ”იამალი-ევროპის” გაზსადენით ევროპას ბუნებრივი აირი კონტრაქტებით გათვალისწინებული მოცულობით მიიღებს.
იმავდროულად ევროპის ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ საქართველოში განხორციელებული აგრესიის გამო გამოხატული მკაცრი დამოკიდებულების მიუხედავად, რუსეთი ენერგორესურსების მიწოდების შეზღუდვას არ აპირებს და ამის შესახებ სრულიად ევროპას რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა ამცნო.
საინტერესო რაღა ევროკავშირის სამიტის წინ გახდა შუა ევროპაში გაზსადენის რეაბილიტაცია აუცილებელი? ამის პასუხი ქართველებმა კარგად ვიცით. რუსეთი ასეთ შანტაჟს საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწლისათვის მუდმივად მიმართავდა. საინეტერესოა, იციან თუ არა ამ ფანდების შესახებ ევროპელებმა?
- ”ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგი, საქართველოში მისი მოქმედებების გამო, არ უნდა შეწყვიტოს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრიუსელში სამიტის დაწყების წინ, - გერმანიის პოზიცია სწორედ ასეთია”.
ჯერჯერობით ევროპელი ლიდერების გამონათქვამებიდან აშკარად ჩანს, რომ ნამდვილი რუსეთი მათ კარგად კიდევ ვერ დაინახეს. ასეა, როდესაც სხვისი ჭირი, ღობის ჩხირია.
|