↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მაშ თქვენა ფიქრობთ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს?
არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს?
და მარტოოდენ უიმედოდ ტრფობის ბრალია
თუ იმ ქართველმა უცხოეთში სული დალია./
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე,
თეიმურაზი,არჩილ მეფე,ვახტანგ მეექვსე,
საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაშI
ძვალთ შესაწირი დაუკარგავს ბესიკ გაბაშვილს,
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი
და ბარათაშვილს ამოხდა სული შიმშილით.
იქნებ ტრფიალმა ბარათაშვილს ესროლა ტყვია,
ამ სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი სამიწე,
იქნებ ამასაც სიყვარული ჰქვია სახელად,
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე.
არა,ქართველთა გზა როდია ასე იოლი,
თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება,
საკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება.
იქნება ფიქრობთ დადუმდეს ენა,
ვერ მოესწრებით,ვერა და ვერა,
ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ,
თანხმობა მოგცეთ,არა და ვერა.
შოთა რომ არა,ვაჟა რომ არა,ტატო რომ არა
ესენი რაა,ესენი ხოა,
ახლა კი დროა,სოლომონ რომა
კვლავ დაიქუხოს საქართველომა.
ირიჟრაჟებს,დილა მოვა წკრიალა,
ტოროლასაც შეასკდება ფიალა,
მიწიანა ,ჩირგვიანა,ტყიანა,
ნაკუწ,ნაკუწ,ნაკუწ,ნაკუწ კი არა
გაუმარჯოს საქართველოს,
ჰყვავის ყველაფრიანად,
გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად.
გაუმარჯოს საქართველოს,რუსეთისას კი არა
გაუმარჯოს საქართველოს მოთმინების ფიალას.
რა ძნელია რუსთაველო,მეტეხო და დიღმის ველო,
მოდიოდე და ფიქრობდე,ეს არ არის საქართველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
რა მოხდა ახლა,
თუ დავთვერ და თუ გეტრფი ცაო,
და შენს მინდვრებზე
თუ დავეძებ ნახტომს ირემის...
მუდამ ფხიზელმა
რომ ვუყურო ცხოვრების ქაოსს
გ ა დ ა ვ ი რ ე ვ ი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Sep 2007
Posts579
კარმა21
OFFLINEPROFILE
-მუხისაა?
-არა, ძმაო,
თხმელის მჩატე ფიცარია...
-ხოხობია?
-არა, ძმაო,
-რის ხოხობი
ციცარია...
ღმერთმა ყველას გაუმარჯოს
ჩვენი მიწის ვინც არიან!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ვიცი, მე ვიცი,
რომ ტვირთად გაწევს
მოუსვენრობა გარდასულ დღეთა;
ღვინით, უძილო ღამეებით გულგატეხილი
მოვედი შენთან
და შიშნაკრავი პატარა გული
მაინც ქალური სითბოთი შემხვდა.
ვიცი, მე ვიცი,
იმ უძილო ღამეებს გაჰყვა
სიჭაბუკე და სიწმინდე სულის
და ვდგავარ შენი ცხოვრების გზაზე
ისე, ვით მგზავრი გვიან მოსული.
ვიცი, მე ვიცი, ბევრჯერ ვინანებ,
რომ შენთან მოსვლა დავიგვიანე;
უაზროდ დავწვი სიცოცხლის დღენი,
აქვე იყავი _ სადღაც სულ ახლოს
და თავის დროზე
სიახლოვეც კი ვერ ვიგრძენ შენი.
ვიცი, მე ვიცი,
რომ ჩვენ შორის ცივად ჩამდგარან
წლები დამწვარი ღვინით და ვნებით
და მე სულმოკლემ, ლამის არის ვწყევლო ყოველი,
ის, რაც მიყვარდა თავდავიწყებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ლექსს ვინ არ წერს!
შენც წერ, მეც ვწერ,
სული ლექსით გვიდგას!
მაგრამ ჩემგან ეს გახსოვდეს:
შაირ-სიტყვის სხვლაში
ის, რაც შესაძლებელია
ოთხ სტრიქონში ითქვას,
ყოვლად შეუძლებელია
კარგად ითქვას რვაში!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
არაფერი დაგვიკარგავს:
არც რწმენა და
არც ენა,
ერთადერთი შოთა გვყავს და
ორად ორი არსენა.

ურწმუნოებს ვედავები
და ვარწმუნებ უვიცებს,
გვყვანან:
ოთხი ლესელიძეც
და ცხრა ხერხეულიძეც.

ზოგჯერ უკან მივიხედავ
და თითებზე დავითვლი:
ოთხი ვახტანგ მეფე მოდის
და თორმეტი დავითი.

ალაგ ჯაჭვის პერანგი ჩანს,
ალაგ - ტყავის სამოსი
და სამასი არაგველის
ხმალი ელავს - სამასი.

ისევ რეკავს ძველი ზარი
და ახალი საათი,
ისევ გვიხმობს
ტექსელიდან -
რვაასორმოცდაათი.

ისევ დგება უხილავი
და შვილივით აღვიძებს -
ხუთი ათას კრწანისელს და
შვიდი ათას ასპინძელს.

ისევ ისე გალობს მტკვარი
მას უკან და მანამდეც,
ისევ ომი ენატრება
ოცი ათას მარაბდელს.

დიდგორიდან -
ორჯერ მეტი -
ხელს გვიქნევს და გვამხნევებს,
იმერლები აქეზებენ
ქართლელებს და
კახელებს.

მარუხიდან
ბერლინამდე გზაა -
ტყვიით ნათესი,
უსახელო ჯარისკაცი
წევს - სამასი ათასი.

გადავლახეთ ერთად ბევრი
ჭაობი და ჭორომი,
ერთიც მიყვარს,
ათიც,
ასიც,
ათასების ჭირიმე!

ღმერთს შევნატრი,
მჯობნის მჯობნი
აღარ გამოილიოს
ოთხნახევარს
ვენაცვალე, -
ოთხნახევარ მილიონს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დიდება დედას,
ვინც გვაწოვებს სიმართლის ძუძუს,
ვისი მხრებითაც ბევრჯერ ლელო გატანილია,
ვინც უსახელოდ დაბადებულს
თითო ბავშვს უძლურს
სამშობლოს უზრდის
რუსთაველად,
ვაჟად,
ილიად!

მე ვლოცავ იმ ქალს,
ვინც არ იცის,
რა არის შიში,
ვისი თვალებით
გვიქარწყლდება ეჭვი ყოველი,
ვინც სალოცავად საქართველო უბოძა პირმშოს,
მარჯვენა მისცა
აღემართა სვეტიცხოველი!

დიდება დედებს,
ვინც ცრემლებით
მიწა აავსო,
ძუძუ აწოვა
მკლავდაკუნთულ სამას არაგველს,
მადლობას ვუხდი
დიდ წინაპრებს,
შვილი სამასი
სამშობლო მიწის
ჭრილობებს რომ წამლად დაადეს.

მადლი იმ დედებს,
უკვდავება ვინც გაინაღდა,
ვისი სახელიც
ხალხის გულში
ჩუმად სანთელობს,
დიდება იმ ქალს,
ვინც რწმენისთვის
დაწვეს ჩირაღდნად,
ვისაც საფლავში
დღესაც სცივა უსაქართველოდ.

მე ვლოცავ დედებს,
ვინც ელოდნენ
დილას ხვალინდელს,
ვინც შვილის საფლავს
უცხო მიწის გზებზე ეძებდნენ,
ჩუმად იცრემლეს,
ამ ქვეყნიდან
ჩუმად წავიდნენ,
ფარაჯიანის სურათები დარჩათ კედლებზე!

დაიზრდებიან კვლავაც ალგეთს
ლომის ბოკვრები,
და თუ მოგვიხმობს
საქართველოს მიწა ბებერი,
სამშობლო მიწის
დასახსნელად ისე მოვკვდებით,
ქართველი დედის სიამაყეს
როგორც შეჰფერის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება, _
საყიალოა თავისობას ის რადგან სხვების.
მას დღემდე ბევრი სისაძაგლე შესძინეს სხვებმა; _
იგია, მოკლედ, საკუთარი სიკარგის მსხვერპლი.

მ.მაჭავარიანი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს
გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია,
ვისაც არასოდეს გაუმართლდა,
მაინც სიხარული შეუძლია.
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც,
სიყვარულით უარყოფილს,
სხვისი სიყვარული შეუძლია.
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარია,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია!
ვისაც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცოდების პატიება
ვისაც დიდსულოვნად შეუძლია!
ვისაც უხარია ყველაფერი -
ტყეებია თუ ველებია,
ვინც ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერა და ვერაფრით შელევია!
ვისაც არასოდეს გაუვარდდა,
მაინც იმედებით გრძნეულია,
ეს იმ ადამიანს გაუმარჯოს,
ვისაც სიყვარული შეუძლია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ულხინს თუ უმძიმს, _
სულ ერთია! _
ყველა რწმუნდება! _
ძალმომრეობის დათვლილია უკვე წუთები! _
და, _ ვინც მიგანა, _
ისევ ჩემთან
მოძუნძულდება!

და ისევ:
არვინ ეყოლება
მას ჩემი ფასი!
და ისევ:
შესვამს სადღეგრძელოს
ის ჩემსას თასით!..
კი, მარა! _
ბნელა?! _
მეც კაცი და
ეს კაციც _
კაცი?!

მე ვინც დამწიხლა! _
მე ვინც მირქინა! _
სულზე ქართულზე, _
დღეს ვინც ქირქილებს!..
ნუ გაიკვირვებ! _
ხვალ ჩემთან ძმობა
მოიწადინოს
კაცმა
იგივემ!

ჩემი ეპიტაფია, _ წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე (ქვედაზეც, ზედაზეც), _ მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც

შენი არ იყოს, _ ჩემო ირაკლი! _
ვერ ვიდევგმირე! _ ვერ ვიწინაპრე! _
ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! _
მამულმა შენებრ შემიწირა მე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დავდივარ
უცხო ცის ჭერქვევით,
გამვლელებს
პირქუშად შევცქერი,
არც ცაზე
ვარსკვლავი ასობით,
არც გზაზე
არც ერთი ნაცნობი,
დამყვება ჩემი მზის სურნელი
და მტკვრის ხმა
სულ ნელი
სულ ნელი,
ღმერთო! შეიბრალე
სუყველა,
ვისაც ზღვამ
შორი გზა უყელა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts31
კარმა0
OFFLINEPROFILE
zizikore კარმა ჩემგან

ცოტაა, მაგრამ ვენაცვლე....
არა ღირს რუსის წყენადა,
ცოტაა, მაგრამ გვეყოფა...
მტრის გულზე დასაყრელადა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Aug 2008
Posts12
კარმა0
OFFLINEPROFILE
- - -

დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია
და სისხლიანი დგას ანგელოსი,
ახალ გრიგალებს ვწირავთ სიცოცხლეს
ჩვენ, პოეტები საქართველოსი!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზოგს დიდოსტატის მკლავი უკურთხეს...
(როგორც არ არის გასაოცარი)
არ მოუჭრია ერთი ჩუქურთმა
ისეა დიდი ხუროთმოძღვარი.
ღვთაებრივ ფრესკებს ეცემა ბინდი
და ვარდის ფასი ადევს სამყურას,

ბევრი კაი ყმის ნიჭსა და სინდისს
უჩინმაჩინის ქუდი ახურავს.

ნუთუ ღირსებად საღდება ნაკლი,
ნუთუ სიმართლე უკუღმა ესმით?
ყრმა ხევსურებმა ხარივით დაკლეს
ბებერი ,მაგრამ გამზრდელი ლექსი.
რა მოხდა,ეჭვით რად დაინაღმა
სახელი მხატვრის,თანადროულის,
ბრძენს ურჩევნია- ბრიყვის ნიღაბი
მჭერმეტყველს -მუნჯის,
მგოსანს-კლოუნის.
გაუტანლობის,შურის ეროსი
ისევ და ისევ ამრავლებს ცოდვებს,
მაგრამ დალოცვილ საქართველოში
არ შეიძლება არ იყოს ცოტნეც.

საკითხავია რას ვეტყვით შორეთს,
ხვალინდელ მსაჯულს და ისტორიას,
სწორი პასუხი სადაა თორემ
კითხვა ისედაც ყველა სწორია.
განა ცოტაა სადიდებელი?
მაგრამ სიცრუე მეტია ასჯერ.
არც მსაჯული ვარ,
არც ბრალმდებელი,
პირიქით,მგონი მე ვიხდი სასჯელს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
სამწუხაროა, მაგრამ მართლაც ასეა...ფრეგატ, კარმა ჩემგან. ჩემს განწყობას ეხმიანება ეს ლექსი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი