|
მაშ თქვენა ფიქრობთ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს? არ გაჰქცევია სამშობლოდან სულთამხუთავებს? და მარტოოდენ უიმედოდ ტრფობის ბრალია თუ იმ ქართველმა უცხოეთში სული დალია./ იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე, თეიმურაზი,არჩილ მეფე,ვახტანგ მეექვსე, საბა-სულხანი გამოაწყო ბერის კაბაშI ძვალთ შესაწირი დაუკარგავს ბესიკ გაბაშვილს, მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი და ბარათაშვილს ამოხდა სული შიმშილით. იქნებ ტრფიალმა ბარათაშვილს ესროლა ტყვია, ამ სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი სამიწე, იქნებ ამასაც სიყვარული ჰქვია სახელად, რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე. არა,ქართველთა გზა როდია ასე იოლი, თვითმკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება, საკმელს გააღებს ამღვრეული გალაკტიონი და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება. იქნება ფიქრობთ დადუმდეს ენა, ვერ მოესწრებით,ვერა და ვერა, ერეკლე მეფე ხომ არ გგონივართ, თანხმობა მოგცეთ,არა და ვერა. შოთა რომ არა,ვაჟა რომ არა,ტატო რომ არა ესენი რაა,ესენი ხოა, ახლა კი დროა,სოლომონ რომა კვლავ დაიქუხოს საქართველომა. ირიჟრაჟებს,დილა მოვა წკრიალა, ტოროლასაც შეასკდება ფიალა, მიწიანა ,ჩირგვიანა,ტყიანა, ნაკუწ,ნაკუწ,ნაკუწ,ნაკუწ კი არა გაუმარჯოს საქართველოს, ჰყვავის ყველაფრიანად, გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად. გაუმარჯოს საქართველოს,რუსეთისას კი არა გაუმარჯოს საქართველოს მოთმინების ფიალას. რა ძნელია რუსთაველო,მეტეხო და დიღმის ველო, მოდიოდე და ფიქრობდე,ეს არ არის საქართველო.
|