↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რელიგია და მეცნიერება


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 84 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
თემას გადავუხვიე გალილეო ჭოგროსანო :):)მაგრამ ხვალ მოვუბრუნდები ეხლა საქმეები მაქვს უნდა წავიდე

აჰოი დესპანი :):):)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რა არის სარწმუნოება?

ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს თვალები და შეგვიძლია დავინახოთ ხეები, სახლები, ცა...

გვაქვს ყურები და შეგვიძლია მოვუსმინოთ ფოთლების შრიალს, წყლის ჩუხჩუხს, საუბარს, მუსიკას...

შეგვიძლია გემო გავუსინჯოთ მლაშე მარილს, ტკბილ თაფლს...

შევეხოთ ცივ ყინულს, სველ ბალახს, ჩვენი პატარა ძამიკოს ან დაიკოს ფუშფუშა ლოყას...

შევიგრძნოთ ახლადგამომცხვარი პურის სურნელი...

და კიდევ... ჩვენ შეგვიძლია, გვწამდეს ღმერთი!

როგორ? ის ხომ უხილავია, ჩვენ არასოდეს მოგვისმენია მისი ხმა, მას ვერც შევეხებით.

მიუხედავად ამისა, ჩვენ გვიყვარს იესო ქრისტე, ღმერთი ჩვენი, გვწამს, გვჯერა, ვენდობით მის სიტყვას, რომელიც ეკლესიამ შეინახა და ჩვენამდე მოიტანა.

გვწამს, დარწმუნებული ვართ, რომ იესო ყველაზე ძლიერია, ყველაზე კეთილი.

როგორ?

ღმერთთან სიახლოვეს გრძნობს არა თვალი, არა ყური, არამედ ადამიანის სული.

უფრო მეტიც, ღმერთი ჩვენს გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია, ჩვენს გულში. ამიტომაც შეგვიძლია, ვირწმუნოთ ღმერთი, გულით შევიგრძნოთ, თუ როგორია იგი.

ის გული, სადაც ღმერთი სახლობს, სავსეა სიხარულით. ოღონდ ეს სიხარული არა ჰგავს არც ფეხბურთელების აღტაცებას, როცა ისინი გოლს გაიტანენ ხოლმე, არც იმ სიამოვნებას, როცა გვაქებენ, არც სიცილს, როცა მულტფილმებს ვუყურებთ ხოლმე.

ეს სიხარული ჰგავს იმ გრძნობას, როცა მშვიდად ზიხარ დედიკოს ან მამიკოს კალთაში, როცა არავის არსად ეჩქარება, არც სამსახურში, ან სადმე სხვაგან, როცა შეგიძლია, ყველაფერი აკეთო მათთან ერთად, როცა დარწმუნებული ხარ, რომ თუ დაგჭირდა, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან და არასოდეს დაგტოვებენ მარტო.

სარწმუნოება - ეს არის სიხარული, როცა იცი, რომ თავად ღმერთი, იესუ ქრისტე, არის შენთან და არასოდეს დაგტოვებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ციცი მოგვარდა ყველაფერი?:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
კი ჩემო გიო . გაიხარე როგორ ხარ?.მიიღე ხომ ჩემი პასუხი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
კი ციცი.. წავიკითხე.. მიხარია რომ ყველაფერი მოგვარდა.. საინტერესო კომენტარი გააკეთტე აქაც:) მადლობა:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
Fregatte wrote:
ციტატა:
გალილეო გაჩერებისათვის არ მცალია,ცოტა ახლოს მოიცი ბადით დაგიჭერ :):):)

ოღონდ ჭოგრიტი კარგად მიიბი წელზე კაპიტანი ნემოა პახმელიაზე :):)

ჰა ჰა ჰა ჰა:)))))))) ეხლა გადავიკითხე კიდევ შენი კომენტები სხვა თემებშიც:) მაგარია:)) ცოტა გამოაცოცხლე დესპანი ....:) თორემ დავიბრიდეთ ამდენი სერიოზულობით:)) ეგრე გააგრძელე ფრეგატ..

ჰო კსტატი.. ბადეზე გამახსენდა.. ვარდზე მეტი ეკლები აქვთ არმანებს:)))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
საინტერესოა, ამ ტოპიკში ნაკლებს საუბრობენ რელიგიის და მეცნიერების მსგავსებაზე ან პირიქით. მეცნიერებას აქვს მიზეზი, მიზანი და შედეგი. ასევე რელიგიასაც. თუმცა ფილოსოფია ჩემი აზრით გამონაკლისია. შეიძლება ჰქონდეს მიზეზი, მაგრამ მიზანი ბუნდოვანი და მით უფრო შედეგი. ანდა ჰქონდეს მიზანი, მაგრამ ბუნდოვანი მიზეზი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ფილოსოფია რწმენის გამეცნიერებას უფრო ჰგავს. შესაბამისად რწმენა უფრო შეცნობადია და არა დაზუსტებადი. რელიგია კი, რწმენის გარდაუვალ აუცილებლობაზე მეტყველებს, ვალდებულებაზე, არსზზე, ანუ უფრო მეტზე ვიდრე ნებისმიერი მეცნიერება. იმდენად რამდენადაც რწმენას მოპოვება ჭირდება, შეცნობა და გარკვეული შეცოდებაც (რომელიც გავს იმ მძიმე ავადმყოფობას, რომლის განკურნების შემდეგაც ადამიანი გრძნობს ხელახლა დაბადებას. იმ დაბადებას, რომლის შედეგადაც უფრო დიდი იბადება, ვიდრე მანამდე იყო), ამიათვის გზა არის გასავლელი. გზა სადაც ყველა მეცნიერება და რელიგია ერთიანდება ერთი მიზნისკენ. რწმენისკენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მრწამსი

სარწმუნოების სიმბოლო

სარწმუნოება არის უხილავის დაჯერება. მართალი სარწმუნოება გადმოცემულია სარწმუნოების სიმბოლოში, რომელიც წარმოადგენს მოკლედ გამოთქმულ მოძღვრებას იმის შესახებ, თუ რა უნდა სწამდეს ქრისტიანს. სარწმუნოების სიმბოლოს ეწოდება „მრწამსი“. იგი თორმეტი მუხლისგან შედგება.

მრწამსი
მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.

აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Apr 2008
Posts13
კარმა0
OFFLINEPROFILE
გინდათ ვისაუბროთ იაღოვაზე?? :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვაშლი კარგია რომ ჩაგვერთვე,ზოგიერთებივით ლინკების დადებით არ იფარგლები მხოლოდ.
მომეწონა შენს მიერ გაკეთებული შედარება, თუმცა ცოტა ზოგადია და შესაბამისად რთულია პარალელის გავლება.ჩემი აზრით,ყველა მეცნიერება გარკვეულ სტრუქტურაზეა აგებული,აქვს კვლევის საგანი, ამ კვლევის მეთოდები და მიზეზ შედეგობრივი კავშირის ჯაჭვზე აგებული თეორიული მხარე.რათქმაუნდა ფილოსოფიაც არაა გამონაკლისი და უფრო მეტიც,ფილოსოფია არის მეცნიერებათა მეცნიერება,სიბრძნის სიყვარული,რომელიც ყველა მეცნიერებისაგან მაღლა დგას, მისი კვლევის საგნის გლობალურობის გამო..მარტივად რომ ვტქვათ,ბიოლოგიის კვლევის საგანი არის მცენარეები,ანატომიის ადამიანის აგებულება,ხოლო ფილოსოფიის კვლევის საგნად შეიძლება მთელი სამყარო და მისგან გამომავალი პრობლემატიკა ჩაითვალოს,მთელი კაცობრიობის განვითარების ისტორიით და რათქმაუნდა მაში შედის რელიგიაც.ფილოსოფია მიზეზ შედეგობრივი კავშირის დასადგენად იყენებს ურთიერთ გამომრიცხავ მიმართულებებს,საიდანაც აღსანიშნავია ორი ძირითადი: მატერიალიზმი და იდეალიზმი.
მატერიალიზმის მიმდევრებს სამწუხაროდ ძნელად უბრუნდებათ ხელი მიზეზის რწმენის "სიმაღლეზე" გადაწყვეტისაკენ და მათთვის ყველა შედეგს აქვს გამომწვევი მიზეზი და ამ მიზეზის დადგენა მხოლოდ მატერიალური გონებრივი ფასეულობებით ხდება.ხოლო იდეალიზმი,არ შემოიფარგლება მხოლოდ გონებრივად მისაწვდომობით და უშვებს გონებისათვის მიუწვდომელი საწყისი მიზეზის არსებობას.( ისე იდეალისტები მაგარი ხლართი სასტავია,თვალები და გონება დაგებრიცება ისეთი ამბავია მაგათთან )
ბევრი რომარ გავაჯაზო და თავი არ შეგაწყინოთ,ერთს ვიტყვი:
ყველაზე დიდი განსხვავება მეცნიერებასა და რელიგიას შორის არის ის რომ,მეცნიერება დღესაც ეძებს ღმერთს და რელიგიას დიდი ხანია ნაპოვნი ყავს..

აუ ნახე რა მაგარი ფრაზა ავკინძე ბოლოში,ეხლა სახელს მივაწერ და შევუნახავ კაცობრიობას.ლენინის თავზეც კი გავიარე:)დესპანის "უშიშროების საბჭოს" ვთხოვ მომიხსენიონ დესპანის მემატიანეში :)

აჰოი გალილეი შე ჭოგრით დაბრეცილო ,მოეშვი ჭოგრიტში ჭვრეტას =bj
"შეგაწუხებს ეკლები, პოდიუმს რომ ეკლები" =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
ძალიან საინტერესო კომენტარებია, მივესალმები , მაგრამ ზეიტგეისტში განხილულია საერთოდ სხვა მიმართულება და რატომღაც ყველა რელიგიასა და მეცნიერებაზე წახვედით.. ანუ ფილმში ქრისტე არის გაიგივებული მზესთან.. (ასეტი სახის თემა უკვე იდო დესპანზე და იმიტომ დავამატე კერზოდ ეს მხარე რომ განგვეხილა )მაინც მადლობა..

:))) ეგ ლექსი შენ მოიფიქრე ფრეგატ ,თუ ვინმემ გიკარნახა?:))))

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
ფრეგატე :) მეცნიერება და რელიგია ისე არ განსხვავდება, როგორც მე ზოგიერთი დესპანელისგან :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
vashli wrote:
ციტატა:
ფრეგატე :) მეცნიერება და რელიგია ისე არ განსხვავდება, როგორც მე ზოგიერთი დესპანელისგან :)

ვაშლი შენ მატერიალისტები და იდეალისტები გქონდა მხედველობაში როგორც მე მივხვდი:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
თუ ბიოლოგიურ + ანატომიურ +იდეოლოგიურ კუთხეს გულისხმობდი?:)))

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
გალილეო რა არ მოგეწონა ლექსის,სიგრძე სიგანე თუ ეკლები :)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 84 posts ] 
რელიგია და მეცნიერება
დესპანი