გალილეო საინტერესო შედარებებია ამ ფილმში,სიმართლე გითხრა არვიცოდი რომ მართლა ამდენი რელიგიური პიროვნება,ერთი და იგივე დღეს დაიბადა და იგივე მოვლენების განვითარებით ხასიათთდებოდა, როგორც ქრისტეს ცხოვრება. ,,ერა" კარგადაა განმარტებული და ჯვარის შედარებაც ჰოროსკოპულ რუკასთან ამ ფილმში.ნუთუ ყველაფერი დამთხვევაა, ან რატომ არ არსებობს მართლა ისტორიული წყარო რელიგიის გარდა ამ მოვლენის შესახებ (როგორც ფილმიდან შევიტყვე)თუ მატერიალისტურად შევხედავთ საკითხს,შანსი დიდი იმისა რომ რელიგიას საფუძვლად უდევს ისეთი დიდი და ღრმა მეცნიერება როგორიცაა ასტრონომია.(შესაბამისად ძველი ასტროლოგია)
რაც შეეხება მზის კულტს და ზოგადად კერპთაყვანისმცემლობას,დაფუძნებული იყო (სხვა ფაქტორებთან ერთად) შედეგის შიშზე და მიზეზის უცოდინარობაზე.ბევრი სწორედ ამას ასახელებს ერთერთ პირობათ რელლიგიის ჩამოყალიბებისა. ჯორდანო ბრუნო მარტო იმისათვის არ დაუწვავთ რომ თქვა მხოლოდ, ,,დედამიწა ბრუნავს" (როგორც ჩვენს ასტრონომიის კომუნისტურ წიგნებში ეწერა) ძირითადი მიზეზი იყო,ფილოსოფი და ასტრონომი ბრუნოს ეკლესიის მიერ ინკვიზიციისა, რომ მან გააკეთა იმ დროისათვის პროვოკაციული განცადება, დედამიწა და საერთოდ მზის სისტემა არ წარმოადგენდა სამყაროს ცენტრს..და როგორც თანამედროვე სწავლებიდან ვიცით,მზის სისტემას მართლაც საკმაოდ გარიყული პოზიცია უკავია ჩვენს გალაქტიკაში და საკმაოდაც დაშორებულია ცენტრალურობის პოზიციიდან.ისე ეხლა გამახსენდა საქართველოში მირიან მეფის მიერ ქრისტიანობის აღიარება მზის დაბნელებას უკავშირდება, თუ არ ვცდები.ისე მზის შედარების ამ თეორიას 25 დეკემბრისეული ცის სხეულთა განლაგება მართლა შთამბეჭდავს ხდის.მე როგორც ვიცი ვარსკვლავები არ მოძრაობს და იქ ვერ გავიგე კარგად რას ლაპარაკობდა "სირიუსი" და "ორიონის" 3 ვარსკვლავი სულ ერთ ხაზზე არიან მე როგორც ვიცი და ადგილს ისინი არიცვლიან.ეტყობა 25 დეკემბერს უბრალოდ ამ 4 ვარსკვლავის გასწვრივ ამოდის მზე.აქვე ვიტყვი რომ ძველად სირიუსს ძალიან დიდი ორიენტაციული დატვირთვა ქონდა და ეგ წარმოადგენდა მოგზაურთა კომპასს და ასევე "ორიონის" 3 ვარსკვლავს (3 დედოფალს)რომელიც ცაზე ეკვატორის პარალელურად არის განლაგებული.წარმოიდგინეთ ყველასთვის ცნობილი და საჭირო ვარსკვლავები, რომელიც ერთ დღეს მზის ამოსვის წერტილის გასწვრივ მოხვდებიან რამხელა დატვირთვა უნდა ქონოდა ძველ ეპოქაში.თანამედროვეობაში ბევრი ამბობს რომ ადამიანს უცივდება გული და კარგავენ რწმენას,ჩემი აზრით კი ეს ყველაფერი მეცნიერების განვითარებას და მეტის ცოდნას უკავშირდება.დარწმუნებული ვარ მირიანს გაუჭირდებოდა თავის დროზე ქრისტიანობის აღიარება რომ სცოდნოდა მზის დაბნელება და მისი ხანგრძლივობის ვადები

დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.არ მიყვარს ამ თემაზე მატერიალისტური მოსაზრებებით საუბარი მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება სინამდვილეს შეესაბამებოდეს.
როცა რწმენა ადამიანს ბედნიერს ხდის,თავს დაცულად აგრძნობინებს, აკეთილშობილებს,მომავლის იმედს აძლებს და გასაჭირში ძალას მატებს მაშინ ყველა მეცნიერების და მატერიალისტის დედაც ვატირე:)ჩემთვის მომავალი, სიყვარული, სითბო და იმედი არის ჩემი ღმერთი და რაცარუნდა ყველამ მიმატოვოს მე ჩემი ღმერთი არ დამტოვებს მარტო.