↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined05 Sep 2008
Posts12
კარმა0
OFFLINEPROFILE
თუ მომკლავ ისევშენ მომკლავ

თუ მომკლავ, ისევ შენ მომკლავ,
ქალავ,თავდახრით მცინარო,
დღეს ჩემის პირის მკოცნელო
ხვალ სხვისის ძუძუს მჩინარო.

წყეული იყოს ღვთისაგან
ის დღე, როცა ვნახეო
შენი ფოფინა თვალები
და მოელვარე სახეო!..

შენშია ვნახე ქვეყნისა
სიკეთე რაც კი არია;
შემოგნატრიდენ ზეცანი
და თავს გიკრავდა ბარია.

რად გინდა, ეშმაკის კერძო,
მასვა სასმელი მცარია?!
არ დაინდობა დიაცი,
მიწყივ ორპირი,ფლიდია,
როგორც სავალად ბეწვისა,
ზღვად დაგებული ხიდია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts821
კარმა79
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,
გადავსახლდები სხვა საცხოვრისში...
შენს სამყაროში მაწვიმს და მათოვს,
ნაღალატარი მყინავს მაისი.

ვიცი, რომ ღამე იქნება თეთრი
და დავიძინეთ გათენებისას,
ვიცი, რომ ლექსში იელვებს მეხი
და უმსუბუქებს სტრიქონს მომიკლავს.

ვიცი, რომ ვიღაც გადამკრავს მათრახს,
უბირი ხელით მომიკლავს იებს,
და ალუბლების სევდიან ბაღში
სევდიან ლექსებს დამაწერინებს.

ვიცი, რომ ვიღაც ეული მგზავრი
მომიკაკუნებს სარკმელზე ფრთხილად,
ჩამომიქროლებს მსუბუქი ქარი
და მზე იისფერ კაბას მომიტანს.

ვიცი, რომ ისევ მიშველის ღმერთი,
ვიღაც მომძებნის დაბურულ ტყეში.
ვიცი, რომ მალე დაგტოვებ მარტო,
გადავსახლდები სხვა საცხოვრისში...
ციცი ბებო თქვენ კარმა,ძალიან მაგარიაააააააააააა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
gucci* wrote:
ციტატა:
bubusuna wrote:
ციტატა:
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს, და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ვინმე ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!
ანდა დიადი მომავლის გარდა გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო
სულ ერთიო ჭიქა დალიო მაგრამ დათვრე და დარდი ამოიმღერო...

gucci-ეს ლექსი ლამის ბავშვობიდან ვიცი და მიყვარს, უბრალოდ არ ვიცი ვისი დაწერილია, იქნებ მითხრა.
მადლობთ წინასწარ.

სამწუხაროდ არც მე ვიცი :(

ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს
შენ კი არა და არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ღამე ბალიშზე არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის გარდა
გარდასულ დღეთა სხივზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო,მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს,
ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ,
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.
მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვასვენებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ
შენი სიცოცხლის ყველა სისწორე.
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ
ცამდე მართალმა ვეღარ იმართლო,
სიბრძნის კარამდე ისე მიხვიდე,
რომ უმეცრების გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.

მორის ფოცხიშვილი

ისე ჩვენში დარჩეს და ,ამ განყოფილების წინა გვერდებზეც ბევრი ლამაზი ლექსი დევს და ისეთი იმფორმაციის მოძიებაც შეიძლება ზოგჯერ, რაც ძალიან გაინტერესებთ მთელი ცხოვრება...:) =sher= ;-)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მომენატრე qeta--=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ქეთა ,მადლობთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორა ხართ დესპანელებო_? :)

მე სიფრიფანა პოეტი ქალი,
შენ გოლიათი ჩემგან ძლეული...
შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი,
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.

ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადამიხურე
დიდი იმედის პატარა ქოხი!

მე ვარ ტკივილი , მცირე და დიდი,
მე ვარ შენ ირგვლივ _ ახლოც და შორიც,
მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდი
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.

შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს,
შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული...
შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined15 May 2008
Posts208
კარმა15
OFFLINEPROFILE
მინდა დავხატო . მთელი სამყარო
შევაფერადო ფერთა გამაში...
ცაზე მივუდგა გოგონას კიბე ,
რომ ვარსკვლავებთან შეძლოს თამაში...
მინდა დავწერო ლექსი,პოემა
გრძნობის ნიაღვარს მივცე დინება,
ძარღვებში სისხლმა იწყოს დუღილი,
თვალებზე ცრემლმა გადმოდინება...
მინდა ყოველთვის ასეთად დავრჩე
არ მსურს შემეხოს დროთა ცვალება
არ მებატონოს,არ წამაქციოს...
და როცა მოვა გარდაცვალება...
არ მინდა ისე უჩუმრად გავქრე
არ დავამჩნიო ცხოვრებას კვალი
არ მინდა ისე გადამივიწყონ,
როგორც სარდაფში ნაგდები შალი...

"მემორიელი"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მესმის,რომ უნდა დავისაჯო,
მაგრამ არ მესმის,
ო,რაღა სენი სინათლით და
შენი ალერსით?
მესმის,რომ უნდა ჩამომახრჩონ,იყოს,რაც რაი
ო,მაგრამ რაღა შენს კისერზე სენივ ნაწნავით?!
მემის,რომ უნდა დავიფერფლო,
როგორც ღადარი,
ო,მაგრამ რაღა შEნი ცეცხლით...
ღმერთი არ არის?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
არ მინდა შენი სიბრალული,
შავი ნაწნავებით შემკარი,
და თუ სიგიჟეა სიყვარული,
გავგიჟებულვარ და ეგ არი.
ჩემი თბილისია უცილობლად
ჩემი პარიზი და ბრეტანი,
და თუ მკვლელობაა გულგრილობა,
ადრე მოგეკალი ნეტავი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ,
ვიქნები ლოცვად დავარდნილი,
სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა
და ცა მეხურება საბანივით.

მე თუ დავიკარგო, ალავერდში ვიქნები,
მზესთან გადასული ალავერდს
და ყელზე მექნება გამობმული
შვიდფერი ცისარტყელის სადავე;

იქნებ ანანურთან დამეწიოთ,
ვიდრე არაგვის წყალს გავცურავდე,
ვიდრე ორთავ მუხლზე დავეცემი
და გულს მტევანივით დავწურავდე.

მე თუ დავიკარგო, მცხეთაში ვიქნები,
არსაკიძის ტკივილით გათანგული,
ან გრემში ვიქნები, ანდა ვარძიაში, -
მთის გულში წყაროსავით დაკარგული.

მინდა ცის ლაჟვარდი მხრებზე დამეფინოს,
დავიწვე მიწის ალმურში,
მე თუ დავიკარგო
სხვაგან არ მეძიოთ, -
მხოლოდ ჩემს სალოცავ მამულში!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
კვლავ მოლოდინში დაგვათენდება,
კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს,
სული ლოცვებში მოითენთება,
მხურვალე ცრემლით დაალტვობს კანკელს.

ოცნებას აშლის ზედაზნის ზეცა,
მცხეთისკენ თვალის შენავარდება,
მონასტერს კალთა რამ შეაკვეცა,
ან სული უფალს რად არ ბარდება?

დიდი ცარგვალის ლურჯ იმედებში
სვეტიცხოველი დაგვინთებს ედემს,
მარქვი, მონასტრის დახშულ კედლებში
რატომ ვერ ვხედავ შაოსან დედებს?

რატომ ვერ ვხედავ მიმქრალ სახეებს,
მენელსაცხებლეს, ნიშის წინ დახრილს,
კდემით წართქმული წმინდა სახელი
რად არ მიშუშებს ტანჯვათა სახმილს?

სული ლოცვებში მოითენთება,
მდუღარე ცრემლი ეცემა კანკელს,
კვლავ მოლოდინში დაგვათენდება,
კვლავ შემოანგრევს რიჟრაჟი სარკმელს.

მ.კოსტავა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არი ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება,
წამოგვეწევა სიბერე,
მელივით წამოგვარდება,
სიკვდილი გზაში გიყელებს,
თვალები გაავდარდება.
მოგიგონებენ შვილები,
მზეს შეხედავენ მაღლითა:
„სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა“.
ნეტა სიცოცხლის მამგონი
ღმერთი თუ ჯოჯოხეთია?
ბევრი სიმწარე მინახავს,
ბევრი სხვა გადამხედია.

ამას ვიმგერებ კიდეც ჩემო კარგებო

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts151
კარმა58
OFFLINEPROFILE
dorado wrote:
ციტატა:
ბალადა გულზე
იმისდა მიხედვით სად ვარ, რა მაცვია_
ზოგჯერ ვიღიმები. მე დრომ გამაცია.
შენ რაც შეგეშალა, დღესაც ზუსტად მახსოვს,
გულს კი დაავიწყდა!გული ზარმაცია,
გულს რა შეუძლია?!_შტერი ლამაზია!
ლ ე ქ ს ი ც ა მ ა ზ ე ა,რომ მე დავსაჯე და დავითხოვე გული!
შენი ცხოვრება კი იმ ჩემს გულზე იყო და-მო-კი-დე-ბუ-ლი!
იმისდამიხედვით სად ვარ, რა მაცვია_
ზოგჯერ ვიღიმები.მე დრომ გამაცია.

დორადო

:side: შენც კაი ჟილკიანი ხარ:side: ...კი არ ტყუის ეს ხალხი.=kf= არა ისე მართლა კაი ლექსია, რა ხასიათზე უნდა იყო ეს რომ დაწერო...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დორადოოოოო მაგარია საყვარელო კარმა ჩემგან 6 საათის შემდეგ.

=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts151
კარმა58
OFFLINEPROFILE
ჰო ზიზიკორე, ხასიათებიანი კია, მაგრეამ გენიოსია ეს ბავშვი...:side:

მტერმა სთქვა საქართველოზე,
ეგ არი,ლომი კვდებაო,
ის კი აღარა სცოდნიათ,
თუ ლომს ლეკვები რჩებაო!

ხალხური

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი