gucci* wrote:ციტატა:
bubusuna wrote:ციტატა:
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს, და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ვინმე ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?!
ანდა დიადი მომავლის გარდა გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო
სულ ერთიო ჭიქა დალიო მაგრამ დათვრე და დარდი ამოიმღერო...
gucci-ეს ლექსი ლამის ბავშვობიდან ვიცი და მიყვარს, უბრალოდ არ ვიცი ვისი დაწერილია, იქნებ მითხრა.
მადლობთ წინასწარ.
სამწუხაროდ არც მე ვიცი

ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს
შენ კი არა და არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ღამე ბალიშზე არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება მომავლის გარდა
გარდასულ დღეთა სხივზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო,მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება ვარსკვლავი ჩანდეს,
მერე უბრალო შუქი გამოდგეს,
ხომ შეიძლება ლექსს გიბეჭდავდნენ,
გიხაროდეს და არ გიხაროდეს.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.
მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვასვენებენ
და ცხელ ცრემლებად მოწანწკარობენ.
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ გაიგონ
შენი სიცოცხლის ყველა სისწორე.
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ
ცამდე მართალმა ვეღარ იმართლო,
სიბრძნის კარამდე ისე მიხვიდე,
რომ უმეცრების გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ,
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება.
მორის ფოცხიშვილიისე ჩვენში დარჩეს და ,ამ განყოფილების წინა გვერდებზეც ბევრი ლამაზი ლექსი დევს და ისეთი იმფორმაციის მოძიებაც შეიძლება ზოგჯერ, რაც ძალიან გაინტერესებთ მთელი ცხოვრება...
