↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined12 Aug 2008
Posts26
კარმა2
OFFLINEPROFILE
იას უთხარით ტურფასა:
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო?
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მამაცი მხედარი
არ დრკება, მხნედ არის –
ქარია, წვიმს თუ ათოვს,
სიმღერით მიიკვლევს
მომქანცველ ბილიკებს,
დაეძებს ელდორადოს.

მაგრამ დრო გავიდა
მსახვრალი, ავი და
მის გულს შემოაწვა სევდა.
არ იყო ადვილი
ეპოვა ადგილი,
ხატება რომლისაც სდევდა.

და როცა მცირედი
შემორჩა იმედი,
პილიგრიმს შემოხვდა გზაზე –
“აჩრდილო, მითხარი
სად არის ის მხარე –
მიწაზე, ცაში თუ ზღვაზე?”

“მიუწვდომ არეზე,
მთებს იქით, მთვარეზე,
ველზე, თეთრად რომ ათოვს,
პირქუშს და შორეულს,
აჩრდილთა ორეულს,
შენ ნახავ ელდორადოს!”

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts151
კარმა58
OFFLINEPROFILE
პიკასო გოგო კი ხარ მარა _ბევრი კაცი მიმიქარავს შენთან...
ლექსიც მაგარია და შენც.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
irex777 wrote:
ციტატა:
პიკასო გოგო კი ხარ მარა _ბევრი კაცი მიმიქარავს შენთან...
ლექსიც მაგარია და შენც.=sher=

=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
დორადო შენი ლექსები ხომ იცი როგორ მომწონს,ცოტა ხშირად დადე რა იქნება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ერთი ვარ, ერთხელ მოვკვდები,
ერთხელ ვატირებ დედასა:
ერთხელ სჯობია სიკვდილი
ნიადაგ დაღონებასა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მე ვეზიდები ტანჯვის უხმო ტკივილებს,
სნეულს ორეულს საკუთარი ზურგით ვატარებ,
სამოთხის დარი ჯოჯოხეთად გადავიარე,
ნაცვლად ლოცვისა ზეცა ისმენს ამ ჩემს ჩივილებს.

როცა სიკვდილი - შესვენების მცირე სავანე
უკან დავტოვე და სიცოცხლეს შევეზიარე,
მივხვდი, უწინდელ ცხოვრებებში ისე ვიარე,
რომ აწ გარდუვალ მწუხარებას მივესალამე

ჩემი ბაგიდან გოდებს ნოტებს ZAUBERFLOTE,
წარსულის ურჩხულს გავურბივარ როგორც ტამინო,
მე მოვინატრე, ზარაოსტრა, ცა უბოროტო,
რომ ყოველ სტრიქონს ზე-ამოვა-ლოცვა-ტანინო.

მწამს იქ მიმიყვან, ბედისწერავ, ჩემო მტანჯველო,
სად უკვდავებას აქანდაკებს მიქელანჯელო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ანა-თეკლა კარმა დღეს ჩემგან ნამდვილად დაიმსახურე,ჩემი კარგი განწყობისათვის. /მიხვდები შენ/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ნაბულა მეკი შენ მოგიმატე, ანა-თეკლას რომ მოუმატე

ასე მინდა მე , წერტილი მორჩა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაიხარე ანა თეკლა, კარგი ლექსია.
მოცარტის ZAUBERFLOTE- დან განსაკუთრებით მომწონს ,,ღამის დედოფლის" არია..

http://de.youtube.com/watch?v=bofe64-dG0A

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
იავ ნანა, ვარდო ნანა,
იავნანინაო,
დაიძინე, გენაცვალე,
იავნანინაო,
ჯერ არ გათენებულაო,
იავნანინაო,
ვარსკვლავები ამოსულა,
იავნანინაო,
მთვარე შეშინებულაო,
იავნანინაო,
ძილი მოაქვთ გუდითაო,
იავნანინაო,
ამას ჩემს ყმაწვილს მივუტან,
იავნანინაო,
თვალებს გავუვსებ ძილითა,
იავნანინაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მამულო, შენთვის მოვკვდები,
შენთვის ჩავიცვამ შავსაო,
შენ შემოგწირავ სიცოცხლეს,
შემოგევლები თავსაო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ბეთლემის კარზე ჰკიდია
ვოჟა ჯურხაის ფარიო,
მაუვლის ომის წადილი,
ხანდისხან შასძრავს ქარიო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დავბერდი, მშვილდი დავაგდე,
ისარი კილო-წითელი,
სირცხვილს უფრთხილდი, ვაჟაო,
არ მოგიხაროს კისერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ხოგაის მინდი კვდებოდა,
მზე წითლდებოდა, ცხრებოდა,
ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა,
სული გვიანა ჰხდებოდა,
ჩამოდიოდა მაკვლავი,
მთვარეც უკუღმა დგებოდა,
ქორ-შავარდენი, არწივი
სუ მხრებით იხოშებოდა.
მაღლის ჭიუხის ნადირი
სატირლად ემზადებოდა,
ცხენი იმისი, ტიალი,
ლურჯა ტოტზედა დგებოდა;
ცოლი იმისი, ბეჩავი,
სულ შავად იმოსებოდა;
დედა იმის, საბრალო,
ტირის, აღარა ჰხდებოდა,
მამა იმისი საბრალო,
თმა-წვერით იხოშებოდა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი