შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
იას უთხარით ტურფასა: მოვა და შეგჭამს ჭიაო, მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო? შენ თუ გგონია სიცოცხლე სამოთხის კარი ღიაო; ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო. ნუ ნახავს მზესა, ინანებს, განა სულ მუდამ მზეაო! მიწავ, შენ გებარებოდეს ეს ჩემი ტურფა იაო, შენ უპატრონე, ემშობლე, როგორაც შენი ზნეაო.
მე ვეზიდები ტანჯვის უხმო ტკივილებს, სნეულს ორეულს საკუთარი ზურგით ვატარებ, სამოთხის დარი ჯოჯოხეთად გადავიარე, ნაცვლად ლოცვისა ზეცა ისმენს ამ ჩემს ჩივილებს.
როცა სიკვდილი - შესვენების მცირე სავანე უკან დავტოვე და სიცოცხლეს შევეზიარე, მივხვდი, უწინდელ ცხოვრებებში ისე ვიარე, რომ აწ გარდუვალ მწუხარებას მივესალამე
ჩემი ბაგიდან გოდებს ნოტებს ZAUBERFLOTE, წარსულის ურჩხულს გავურბივარ როგორც ტამინო, მე მოვინატრე, ზარაოსტრა, ცა უბოროტო, რომ ყოველ სტრიქონს ზე-ამოვა-ლოცვა-ტანინო.
მწამს იქ მიმიყვან, ბედისწერავ, ჩემო მტანჯველო, სად უკვდავებას აქანდაკებს მიქელანჯელო.