chiko20 wrote:ციტატა:
ამ ომის შემდეგ ძველ დაკარგულ ტერიტორიებს ახლებიც მიემატა და ნატოში რომ შევალთ ამ ტერიტორიების გარეშე შეგვიყვანენ და შემდეგ ნატო არასოდეს მოგცემს უფლებას რომ ძალა გამოვიყენოთ და რუსეთს ომი დავუწყოთ დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ასე რომ ნატოში შესვლით ალბათ საბოლოოდ თუ არა დიდი ხნით უნდა დავემშვიდობოთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, სხვა გზაც არ ჩანს.
ჩემო კარგო ადამიანო, ნატოც და მთელი მსოფლიო, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა.
ასე რომ არ ყოფილიყო,/ რუსეთის "აღიარების" შემდეგ, ბევრმა იმედგაცრუება და შიში ჩაიდო გულში/ზედაც არ მოგვხედავენ და საერთოდ ფეხს არ ჩამოადგამდნენ საქართველოში ამდენი ქვეყნის პრეზიდენტები./'პრემიერებს და საგარეოებს" მოვეშვათ დროებით/
ასე რომ ჯერ კიდევ დიდი ბრძოლები გველის წინ.
ისინი მხარს გვიჭერენ.
ჩვენ?
ჩვენ ვის უჭერთ მხარს?
კარგად ხედავ, ამ ბოლო კვირაში, უამრავი "ქადაგის დავარდნას" დესპანზე.
ვერ ვხვდებით?
მე ვხვდები რატომაც შამაიძურწნენ აქა./შამაიძურწნენ-შამოპარვას ნიშნავს,დაახლოებით/
ეხლა სხვა ომი დაიწყო რუსეთმა.
საერთოდ, შტერი და უტვინო ადამიანები მაღიზიანებენ, თავიაანთი "გამო-კ-ვ-ლევებით და დასკვნების კორიანტელით" და თუ ეს სამშობლოს კეთილდღეობას შეეხება, მერე დაუნდობელი და სასტიკი ვხდები მათ მიმართ.
ასე რომ მომავალი წინ გვაქვს და მომავლისკენ მიმავალ გზაზე შენ თვითონ უნდა დადგე, შენ უნდა აირჩიო, რომელია შენთვის მისაღები. თუ დახმარება დაგჭირდება, ყოველთვის შენს გვერდით მიგულე.
ყველაფერი კარგად იქნება.
ჩვენი ხალხი, და მეც, ერთერთი წარმომადგენელი ჩვენი მოდგმისა, ვცდილობთ, რაც შეიძლება "ადვილად გავძვრე, ყველაზე ვიწროში".
ეგრე რომ არ არის, ძალიან კარგად ვიცი.
მაგრამ მაინც ვცდილობ.
ეგრეა ჩვენი ქვეყნის საქმეც.
ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გვეღირსოს, ნანინანატრი თავისუფლება და ერთიანობა.
ამიტომ ,ვიფიქროთ და ვიცხოვროთ ისე, როგორც ქვეყნის მომავალს სჭირდება და არა ისე, ამან ისა სთქვაო,იმან ისაო და წავიდნენ მაგათი კარგებიც, მე ეხლა მშიაო და მერე, რაც იქნება-იქნებაო.
