↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
მედვედევ-სარკოზის საიდუმლო შეთანხმების დეტალები

[წყარო: ჯეოთაიმს.ჯე / ფრიდონ დოჩია]

როგორც უმაღლეს ეშელონებთან დაახლოებულმა ჩვენმა წყარომ გვაუწყა, უახლოეს ხანებში საქართველოს ხელისუფლებაში ცვლილებებია მოსალოდნელი და იგი უშუალოდ ბოლო პერიოდში არსებულ სიტუაციას უკავშირდება. მოვლენები, შესაძლოა, შემდეგნაირად განვითარდეს.

თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იგი ვარაუდობს, მაშინ შესაძლოა, სადღაც 23-დან 25 სექტემბრამდე მიხეილ სააკაშვილი გადადგეს. მანამდე კი იგი 15 სექტემბერს ნიუ-იორკს ეწვევა და გარკვეულ კონსულტაციებს გაივლის.

იმავე წყაროს ვარაუდით, სარკოზი-მედვედევის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რუსები საქართველოს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებენ, თუ ამერიკელებიც გავლენ აქედან. ოღონდ, ამ შემთხვევაშიც უმთავრეს მოთხოვნად სააკაშვილის გადადგომას აყენებენ, ანუ გადადგება სააკაშვილი და ამერიკული გემებიც თუ დატოვებენ საქართველოს, მაშინ რუსებიც აქედან აუცილებლად გავლენ.

ისე, არც ევროპელებს მოსწონთ, თურმე, ამერიკელთა აქ ყოფნა და მათი ამოცანაც რეგიონში ამ ძალების განეიტრალებაა. სხვათა შორის, კულუარული ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბერნარ კუშნერს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინისთვის თითქოს უსაყვედურია კიდეც: თქვენი გემების საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოყვანამ სიტუაცია გაამწვავა კიდეც, თორემ კონფლიქტი მოგვარებული გვქონდაო.

საქართველოში 15 სექტემბერს ჩრდილოატლანტური ალიანსის წარმომადგენლები ჩამოდიან. ამის შემდგომ პერიოდში მოელიან სააკაშვილისგან გადადგომაზე განცხადებით გამოსვლას, რადგან იგი ამის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადის. ოღონდ, თუ ამერიკული გემები არ გავლენ და სააკაშვილი არ გადადგება ყველა ეს ვარაუდი, თუ შეთანხმება ჰაერში გამოკიდებული დარჩება და რუსები საქართველოდან არ გავლენ.

თუ ამერიკული გემები დატოვებენ საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, ხოლო ნიუ-იორკში კონსულტაციების შემდეგ სააკაშვილი გამოვა განცხადებით, რომ ვადამდე გადადგება, რადგან მას არ სურს, პირადად მის გამო საქართველო ისჯებოდეს, ცხადია, მას ყველა გმირად აღიარებს. ამ შემთხვევაში, მისი სახელი, როგორც თავდადებულისა, ისე ჩაიწერება ქვეყნის ისტორიაში დარჩება უგვირგვინო მეფედ, რომელიც ისევ პროცესების მართვაში მიიღებს მონაწილეობას. როგორც ჩანს შემთხვევით არ უჩუქნია ნინო ბურჯანაძისთვის წყნეეთის მიწები ერთ ლარად. ისე, ამერიკული გემები უკვე ტოვებენ საქართველოს და ახლა ჯერი სააკაშვილზეა.

ოღონდ, მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, გადადგომამდე, მიხეილ სააკაშვილი, ჯერ კიდევ როგორც მოქმედი პრეზიდენტი, ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს გამოაცხადებს. თუ, ვთქვათ, სააკაშვილი გადადგა 23 სექტემბერს, მაშინ საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდება. კონსტიტუციით გათვალისწინებული 40-დღიანი ვადა სწორედ ამ თარიღს ემთხვევა. ამ დღესვეა დანიშნული აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებიც. ასე რომ, მომზადებისთვის მაინცდამაინც დიდი თანხების დამატება საჭირო არ გახდება.

თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ჩვენი ინფორმატორი ვარაუდობს, მაშინ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში საპრეზიდენტო მარათონში, სავარაუდოდ, ჩაერთვებიან "რესპუბლიკელი" დავით უსუფაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციიდან "ახალ მემარჯვენეთა" ლიდერი დავით გამყრელიძე, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი გია ბარამიძე, "დემოკრატიული განვითარების ფონდის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, გაეროში საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანია და "ლეიბორისტთა" ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ალბათ, შემთხვევითი არ უნდა იყოს დავით გამყრელიძის ბოლოდროინდელი გააქტიურება, რომელიც ამერიკიდან ახლახან დაბრუნდა და ინფორმირებულია იმის თაობაზე, რაც სააკაშვილის გარშემო ხდება.

თუმცა, წყაროს ინფორმაციით, ამერიკელები, როგორც "დემოკრატები", ასევე "რესპუბლიკელები" ნინო ბურჯანაძეზე უფრო დებენ ფსონს. სხვათა შორის, იგი არც რუსებისთვისაა მიუღებელი პერსონა, თუმცა რუსეთუმეს ნამდვილად ვერ უწოდებ. ასე რომ, გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი, ამ შემთხვევაში, ნამდვილად მას გააჩნია. იმავე ინფორმატორის ცნობით, ყველა ტექნიკური საკითხი ახლა ამერიკაში იხილება და დავით ბაქრაძის ამჟამინდელი იქ ვიზიტიც სწორედ ამას უკავშირდება.

თუ არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში პოზიციებს ინარჩუნებენ, თან არც რუსები იქნებიან ამით მთლად განაწყენებულნი. ამიტომ მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე ამერიკისა და ევროპის მოთხოვნებსაც ანგარიში გაუწიოს.

ოღონდ საქართველო გარდაიქმნება ფედერაციად, ან კონფედერაციად. კონფედერაციას რუსეთი მოითხოვს, ხოლო დანარჩენები ფედერაციას მიემხრობიან. რომელი პოზიცია გაიმარჯვებს, ძნელი სათქმელია, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ მანამდე ახალ პრეზიდენტს აუცილებლად მოუწევს ჯერ აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებაზე ხელის მოწერა, შემდეგ კი მათთან ერთად საქართველოს ფედერაციულ, ან კონფედერაციულ ვარიანტზე შეთანხმება. ისე, ამისთვის "რესპუბლიკელებიც" გამოდგებიან, რომლებიც ამაზე ოცნებობდნენ და გარკვეულ გეგმებსაც აწყობდნენ კიდეც.

თუმცა ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები, ვიმეორებთ, ისეთი სცენარით განვითარდება, როგორც ამას ჩვენი ინფორმატორი თავის კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში რუსები აქტიურად ჩაერთონ და თავიანთი კანდიდატიც წამოაყენონ. ვინ იქნება იგი, უცნობია და რა მოხდება ამ შემთხვევაში, ამის პროგნოზირებაც ძნელია. გამართლდება თუ არა ჩვენი ინფორმატორის ვარაუდი-პროგნოზები, ამას მალე შევიტყობთ. თუმცა, მოვლენათა მსვლელობას თვალს თუ გადავავლებთ, ჯერჯერობით, ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი, მაგრამ ვინ იცის?

ექსპერტთა და მიმომხილველთა აზრით, გაურკვეველია, შეასრულებს თუ არა მოსკოვი თავის სიტყვას. როგორც ვხედავთ, საქართველოდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ იგი შავი ზღვიდან ამერიკული გემების გაყვანას და სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს. ეს კი უკვე სარკოზის კომპეტენციას აღემატება. ამასთან, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დღეისთვის პრესტიჟის საკითხად იქცა. თუ ისინი შავი ზღვიდან გავლენ, მაშინ რუსეთი გეოპოლიტიკურ გამარჯვებას იზეიმებს. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ, შესაძლოა, ჩვენში შიდაპოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს. მით უმეტეს, ნოემბრისთვის ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე უკვე დაიწყეს საუბარი.
ფრიდონ დოჩია
2008.09.11 14:58

ვინც პირველ გვერდზე ვერ კითხულობს იმათთვის გადმოვიტანე.
პრინციპში ყველას შეუძლია წაიკითხოს :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
როგორც არასდროს ისე ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები,ვნახოთ მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებთ

და ჯერ ვაშას და ურას საძახებლად,ნამდვილად არა გვაქვს საქმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
რა გვე ვაშება,ორი აგური უნდა გვეჭიროს,ვაი საცოდავი საქართველოვ,როგორ გჯიჯგნიან ყვავ ყორნები.შენ კი დაჭრილ დაკოდილს აღარაფრის თავივ აღარა გაქვს.გაპოხილია შენი წმინდა მიწა ქართველთა სისხლით.მაგრამ ვამპირი მაინც არ გაძღა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ქეთადეა წინასწარ თხუნელას თვალები დაუთხრია თურმე რომ დაღამდა შეეშინდა აღარ გათენდებაო...

ასე რომ გაჭირვების დროს სასოწარკვეთაში ნუ ჩავარდებით...
ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსაო...

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, იმედია საქართველო მარტო არ აღმოჩნდება ამ ურჩხულის შესაჩერებლად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined13 Aug 2008
Posts29
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეხ,ჩვენი ბედი ჩვენადვე გვეყუდნესო,არ გვისრულდება.ამ გლობალიზაციაში ვისაც როგორ უნდა ისე გვათამაშებს.ღვთისმშობელო,შენი კალთა გადააფარე საქართველოს.არ დავეძებ ვინ იქნება პრეზიდენტი,მთავარია რუსებმა არ დაგვისვან ვინმე.სააკაშვილი შეუცვლელი არ არის ,4 წლის შემდეგ ხომ მაინც უნდა შეგვეცვალა,თუ ქვეყანას სასიკეთოდ წაადგება,უნდა გადადგეს.ისტორია გვიჩვენებს ვინ იყო მართალი და გმირად დარჩება.ჩვენი წინაპრები საკუთარ შვილებსაც კი სწირავდნენ და პრეზიდენტის სკამი რა გახდა,რომ ვერ დათმოს.ისე,რუსების გახარება არ მინდოდა,მაგრამ თუ სხვა გზას ვერ ხედავს მსოფლიო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
ლუკაშენკომ ცხინვალისა და სოხუმის აღიარების სანაცვლოდ კრემლს მილიარდი დოლარი და გაზზე ფასის დაწევა მოსთხოვა
2008 წლის 13 09, შაბათი - 00:22

რუსული მედია-სივრცე ბოლო დროს პასპორტის თემას ძალიან აქტიურად განიხილავს, სამწუხაროდ, დანელიას ან მაიაკოვსკის “პასპორტს” კი არა, საქართველოსთვის და ახლო მომავალში შესაძლოა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წყევლად ან, როგორც რუსი ჟურნალისტი, უწოდებს, ვირუსად ქცეულ რუსულ პასპორტს განიხილავენ. მაშ ასე, “ფაქტი” გთავაზობთ ინტერნეტ პორტალის _ “იჟიდნევნაია გაზეტა. რუ~-ს ჟურნალისტების _ ბორის სუვარინის და ანტონ ორეხის სტატიას რუსულ პასპორტებზე. პირველს “პლატინის პასპორტი~, მეორეს კი _ “პასპორტი, როგორც ბაცილა” ეკუთვნის. ერთიც და მეორეც თვითირონიითა გაჟღენთილი, ასე რომ, სიამოვნებას ნამდვილად მიიღებთ, თუმცა ეს რუსული თვითირონია ჩვენთვის სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

პლატინის პასპორტები
სამხრეთ ოსეთში 60 000 ადამიანი ცხოვრობს. რუსული პასპორტი თითქმის ყველას აქვს. ვინ და რატომ გასცა ამ პასპორტების გაცემის ბრძანება, დღემდე უცნობია. ასახელებენ, მაგრამ არსად იძახებენ _ ა.ს. ვოლოშინი სდუმს, რადგან არავინ არაფერს ეკითხება.

მოკლედ, რაც იყო, იყო, მაგრამ ოსებს, განსხვავებით სხვა, მოსკოვში მცხოვრები კავკასიელებისგან, ამ პასპორტის აღებაში ფული არ გადაუხდიათ.

პასპორტების მათთვის დარიგების სიამოვნებისთვის რუსეთმა გადაიხადა.

დაახლოებით 10 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის რუსეთის ბიუჯეტიდან ყოველ წელს დაახლოებით 100 მილიონ დოლარს, ანუ 2 500 000 000 რუბლს იღებდა. ამ თანხის არანაირი აღრიცხვა, რასაკვირველია, არ ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეჭვიც არავის ეპარება, რომ სწორედ ბატონი კოკოითი ხარჯავდა ფულს და, რა თქმა უნდა, თავისი ხალხის საჭიროებებზე, მათ ხომ არანაირი პრეტენზიები არ ჰქონიათ?! ხომ ასეა?!

აქედან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის ერთ მაცხოვრებელზე რუსეთის ბიუჯეტიდან წელიწადში 1 500 დოლარი იხარჯებოდა. ეს იმდენივეა, რამდენიც, ვთქვათ, რუსული ბიუჯეტის გასავალი რუსეთის ფედერაციის მაცხოვრებლთა საერთო რიცხვზე რომ გავყოთ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ, როგორც მე მესმის, გადასახადებს სამხრეთ ოსეთში ჩვენი ბიუჯეტისთვის არ კრეფდნენ.

შემდეგ იყო ომი.

საბრძოლო მოქმედებებზე, ოფიციალური შეფასებით, დაახლოებით, 500 მილიონი დოლარი დაიხარჯა. სამხრეთ ოსეთის აღდგენისათვის, ფედერაციის ფინანსთა მინისტრის კუდრინის პირველადი გამოთვლებით, კიდევ 500 მილიონია საჭირო.

ამბობენ, რომ ომის დღეებში, რუსეთის ოქროს მარაგი 16,5 მილიარდით შემცირდა, მათ შორის იყო ფული, რომელსაც ცენტრალური ბანკი რუბლის კატასტროფული დავარდნის გამო იყენებდა. კარგი, მე ამ ფულს პირდაპირ სამხრეთ ოსეთული პასპორტების ფასის დადგენაში არ გამოვიყენებ.

ახლა კი ახალი უბედურება დაიწყო _ სამხრეთ ოსეთის აღიარება.

აღიარა ნიკარაგუამ.

აი, ბელორუსიის მხრიდან აღიარებისათვის ამბობენ (და არა მტრები და რუსოფობები, არამედ სხვებიც) რომ ლუკაშენკომ მოითხოვა... არა, აღიარების სანაცვლოდ კი არა, “უბრალოდ ისე” ვალად 1 მილიარდი დოლარი და გაზზე ფასის დაწევა, რაც წელიწადში კიდევ 200 მილიონია.

სამხრეთ ოსეთის აღიარების რიგშია ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. უზბეკეთმა და ყაზახეთმა დაინდეს რუსეთის ბიუჯეტი და პირდაპირ უარი თქვეს აღიარებაზე, “ვაჭრობა აქ გამორიცხულია.”

მე არ ვკითხულობ, რატომ უგრეხს ხელებს რუსეთი მოკავშირეებს და იტრიალებს ჯიბეებს მოხარხარე მსოფლიოს თვალწინ და აყურებინებს მათ, როგორ ითვისებენ სხვა ქვეყნები “აღიარების ბიუჯეტს”? ვის ან რას უმტკიცებენ? _ ამის გაგება შეუძლებელია. ისღა დაგვრჩენია, თავი ვინუგეშოთ, რომ საშუალო გონებისთვის გაუგებარ დიპლომატიურ-მაგიური რიტუალის მოწმენი ვართ.

მაგრამ, დათვლა და ანგარიში ყოველთვის საინტერესოა.

მაშ ასე: 10 წლიანი და ხარჯი კოკითის შენახვისათვის (და რესპუბლიკის სხვა მაცხოვრებლებისათვის) _ 1 მილიარდი.

თავად ომი + აღდგენითი სამუშაოები _ 1 მილიარდი, მაგრამ ყველაზე ძვირი სამხრეთ ოსეთის აღიარება (უფრო სწორად, რუსეთის უფლება, დაარიგოს აღიარებები მათთვის, ვისაც საჭიროდ ჩათვლის) ნიკარაგუას მხრიდან, პროექტში კი მსოფლიო აზრის ისეთი ლიდერებიდან აღიარებაა, როგორიც არის ბელორუსია, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი...…ვთქვათ, ამათ, ყველას 4 მილიარდი.

ე.ი. ჩვენ უკვე 6 მილიარდი გვაქვს.

სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა, შეგახსენებთ, 60 000-ია.

მოკლედ, თუ “აღიარების გეგმა” განხორციელდება, ერთი რუსული პასპორტის გაცემის უფლებისთვის რუსეთი, დაახლოებით, 100 000 დოლარს გადაიხდის.

არ არსებობს ცუდი კარგის გარეშე. აქედან გამომდინარე, ყირიმს რუსეთი არ დაიპყრობს, ასეთივე დათვლებით, ყირიმის მოსახლეობისათვის ფედერაციის პასპორტების დარიგებას რუსეთის ბიუჯეტი არ ეყოფა. იქ ხომ 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს! უფრო იაფად რუსული პასპორტების მიღებას ისინი არ დასთანხმდებიან, “ტაქსა” ხომ უკვე ცნობილია!

ეს მხოლოდ ისინი, ვინც რუსეთში დაიბადნენ, იღებენ და ატარებენ რუსულ პასპორტებს უსასყიდლოდ. დანარჩენები რუსეთს ასე იაფად არ ნებდებიან.

მაგრამ, უბრალო რუს გადასახადის გადამხდელოებს, არ აქვთ შურის საფუძველი. ბიუჯეტიდან ფული “სამხრეთ ოსეთის პასპორტებისთვის” უნდა ვეძებოთ არა თავად სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ჯიბეში, არამედ _ ორტეგას (ნიკარაგუას პრეზიდენტი), მოსკოველი გენერლებისა და იმ სამშენებლო ფირმების მფლობელთა ჯიბეში, რომლებიც კოკითსა და მის ნათესავებს მოსკოვთან ახლოს ფაზენდებს უშენებენ.

პასპორტი, როგორც ბაცილა
საერთოდ, პასპორტი სასარგებლო რამეა. პასპორტის გარეშე არაფერი ხარ. პასპორტისგან საერთოდ მხოლოდ პლიუსებია და არანაირი უსიამოვნება, წესით, არ უნდა იყოს. მაგრამ, თურმე, პასპორტსაც გააჩნია. ჩვენი, რუსული პასპორტი, ამ დღეებში საშიშ ვირუსს გაუთანაბრდა, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. საერთოდ, ჩვენ საკუთარ პასპორტებს ასეთ რამეს ვერ ვამჩნევთ, მაგრამ ჩვენი მეზობლები მისი დანახვისას, როგორც ჩანს, პრაქტიკულად, პანიკაში ვარდებიან.

პირველად რუსულმა პასპორტმა თავი მოულოდნელად სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამოიჩინა. იქ თითქმის შემთხვევით მოხვედრილი, ისეთი სისწრაფით გამრავლდა, რომ ამ რეგიონებში მთელი ეპიდემია, მეტიც, პანდემია გამოიწვია. გავიდა არცთუ დიდი დრო და ამ მხარეებში თითქმის ადამიანი არ დარჩა, რომელსაც ეს პასპორტი არ აქვს და აღმოჩნდა, რომ რუსული პასპორტი საოცრად უწყობს ხელს მის განვითარებას, ესკალაციას და გამწვავებას. სწორედ ასეთი პასპორტების მფლობელების დასაცავად ჩვენი ტანკები და ქვეითები მივლენ იქ და იძიებენ შურს, რომ დამნაშავეებს ყველა კბილი ჩამოუცვივდებათ.

ახლომდებარე ტერიტორიებმა აქეთ-იქით ყურება დაიწყეს, ხომ არ არის სადმე რუსული პასპორტები, რომლებსაც ასეთივე მოვლენების გამოწვევა შეუძლიათ?
ძებნა მოკლე და შედეგიანი აღმოჩნდა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა ოგრიზკომ შეშფოთებულმა განაცხადა, რომ ყირიმში ძალას იკრებს საერთო რუსული პასპოტიზაცია. ყირიმელები რუსეთის მოქალაქეები ხდებიან. ლოგიკური ჯაჭვის მიგნება ადვილია. არსებობს დაუცხრომელი ლუჟკოვი, რომელიც ყირიმის დაბრუნებას მოითხოვს და უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერითა და ძალაუფლებით იღჭურვება. არის მედვედევი, რომელმაც საშინაო პოლიტიკის მთავარ პრინციპად ჩვენი მოქალაქეების, სადაც უნდა იყვნენ ისინი, დაცვა გამოაცხადა. და არის კიდევ აგვისტოს ჯერ კიდევ ცინცხალი ომი, რომლის დროსაც ასეთი დაცვის მეთოდები დამარწმუნებლად იყო დემონსტრირებული.

უსაფუძვლოა თუ არა უკრაინული შიში? როგორც ამ ეტაპზე ჩანს, კი. Iმიტომ, რომ ყირიმში მაღალი თანამდებობის პირებს რუსეთთან მიერთებაზე არაფერი უთქვამთ. ამ რეგიონს თითქმის არანაირი სეპარატისტული ნიშნები არ აქვს, გარდა ერთისა: მოსახლეობის დიდ ნაწილს მართლაც უნდა, “იყოს რუსეთთან”, მაგრამ ამის გამო ომისთვის, ოსებისა და აფხაზებისაგან განსხვავებით, მზად არ არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ოგრიზკოს შიშს თვალები, უბრალოდ, დიდი აქვს, არის ადგილები, სადაც ეს შიში მართლა დიდია. ამ დღეებში არეულობა იყო ესტონელებში. ვიღაც ადგილობრივმა ესტონელმა, რომელსაც არანაირი ოფიციალური პოსტი არ უკავია და რეზერვის ვიცე-პოლკოვნიკია(!), დაწერა სტატია, რომ დე-რუსული ჯარები ესტონეთის საზღვართან იკრიბებიან, ამასთან სრულ საომარ მზადყოფნაში არიან. და ისევ პანიკა! ხალხი თვით ესტონეთის თავდაცვის მინისტრის უარყოფამაც კი არ დააწყნარა. რაც მართალიცაა: ჩვენი ჯარისკაცები იქ იდგნენ, მაგრამ რეზერვის ვიცე-პოლკოვნიკისთვის იმის გარკვევა, რამდენად საომარ მდგომარეობაში არიან ისინი, ცოტა ძნელია.

მაგრამ, საქმე ამაშიც არ არის. ქვეყანაში ბევრი ისეთი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც საერთოდ არ აქვს მოქალაქეობა, შეზღუდული უფლებებით სარგებლობს, რუსული პასპორტების მიცემა მათთვის ისევე ადვილია, როგორც სამხრეთ ოსეთსა და ყირიმში. ესტონეთს რუსეთთან ცუდი ურთიერთობა აქვს, სპილენძის ჯარისკაცი და ესტონური საქონელი ჩვენ გვახსოვს. მაშ, რაშია საქმე?

და ამ დროს მოდის ფანტასტიური შეტყობინება, რომ ორი ესტონური ხუტორი (დასახლება) “ბურჟუაზიული ესტონეთისგან” დამოუკიდებლობას აცხადებს. აცოცხლებს ესტონეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, აღადგინა 1977 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუცია, დააკომპლექტა მთავრობა, სადაც შევიდნენ ორგანიზაცია “პეტერბურგისა და ლენობლასტის” წევრები. რით არ არის შეტევის პლაცდარმი? დავიცვათ ჯადოსნური პასპორტების მფლობელები, ვაღიაროთ ორი ხუტორის დამუკიდებლობა და შევიყვანოთ იქ მშვიდობისმყოფელები, შევქმნათ გზად უსაფრთხოების ბუფერული ზონები, ისევე, როგორც საქართველოში.

არა, რა თქმა უნდა, ეს ისტორია შეიძლება აღვიქვათ, როგორც ანეგდოტი და ასეც არის სინამდვილეში. არც ტერიტორიული, არც პოლიტიკური მიზეზები, დავესხათ თავს ესტონელებს, რუსეთს არ აქვს და არც _ გიჟი ხუტორელების ფრთის ქვეშ შეფარების მიზეზი. მით უფროი, რომ ომი ესტონეთთან ნიშნავს ომს ნატო-სთან, ეს უკვე სხვა თემაა, ვიდრე ცხინვალი. ყირიმთან ომიც კი ფანტასტიკა-სატირას მიღმაა. მაგრამ, ასეა ჩვენი გადასახედიდან, როგორ ჩანს, ეს ბარიკადის მეორე მხრიდან და მზად არიან თუ არა, დაიჯერონ ეს აფსურდი სხვა საკითხია _ არამარტო უკრაინელებმა, არამედ ესტონელებმაც.

მაგრამ, რა მიზეზით უნდა დავეცეთ ჩეხებსა და პოლონელებს? ტერიტორიული პრეტენზიები ფიზიკურად ვერ გვექნება. რუსულენოვანი მოსახლეობა იქ არ არის. პასპორტიზაციასაც ვერავისზე განვახორციელებთ. მაშ, რისთვის ათავსებენ ისინი თავისთან რაკეტსაწინააღმდეგო აღჭურვილობას? ირანისგან თავის დასაცავად ხომ არა? დიახ, ჩვენგან დასაცავად. აღმოსავლეთ ევროპაზე რუსეთის თავდასხმა შეუძლებელია, მაგრამ მათ ჩვენი ეშინიათ! აი, ასეთი შესანიშნავი პოლიტიკა გვაქვს და ასეთი შემრიგებლური ქცევები, რომ ხალხს წარმოუდგენელი რამეების გამო ეშინია და სულელურმა ანეგდოტმა სიცილის ნაცვლად შესაძლოა, ნერვიული კანკალი გამოიწვიოს. ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ რომელიმე საზღვარზე ჩვენს რუსულ პასპორტს დახედავენ როგორც საშიშ შტამპს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დაზარალებულთათვის გამოყოფილი თანხის გამოძალვის ფაქტზე დაკავებულია პოლიციის თანამშრომელი დააკავეს
2008 წლის 12 09, პარასკევი - 19:38

შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თნამშრომლებმა გატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დავით ლომიძე, რომელმაც მოქალაქეს გამოსძალა შიდა ქართლში კონფლიქტის დროს დაზარალებულთათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულადი დახმარების თანხა. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რუსმა სამხედროებმა პენტაგონის კუთვნილი კონტეინერები გაძარცვეს
2008 წლის 10 09, ოთხშაბათი - 12:06

პენტაგონის წარმომადგენელმა, ბრაიან უიტმანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა გატეხეს ორი კონტეინერი, რომელიც შეერთებულ შტატებში უნდა გაგზავნილიყო და მოიპარეს, რაც იქ ნახეს. ერთი კონტეინერი ეკუთვნოდა ამერიკის საზღვაო ქვეით ჯარს; ისინი, ასევე, დაზარალდნენ 4 “Humvee” ტიპის ჯიპით და ერთი ბრონირებული მანქანით. უიტმანმა თქვა, რომ არ იცის, ვის ეკუთვნის მეორე კონტეინერი და რა ნივთები იყო პირველში, ჯერ უნდა დაადგინონ. იგი დარწმუნებულია, რომ კონტეინერებში საიდუმლო სადაზვერვო მოწყობილობები არ ინახებოდა, რადგან ისინი გააგზავნეს შტატებში მაშინვე, როგორც კი დამთავრდა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი სწავლებები.
კონტეინერები და ჯიპები საქართველოში ივლისში ჩამოვიდა და ფოთის პორტიდან გაგზავნას ელოდა, საიდანაც რუსებმა ისინი 19 აგვისტოს გაიტაცეს.
ამერიკის საზღვაო ქვეითი კორპუსის უფროსი, გენერალი ჯეიმს კონუეი უკვე დაიმუქრა, რომ რუსებს ანგარიშს გაუგზავნის ზარალის ასანაზღაურებლად: “მათ ვეუბნები: იცით რა ბიჭებო, ან ფული გადაიხადეთ, ან მანქანები დააბრუნეთ წესიერ მდგომარეობაში; ასე მოქცევა არ შეიძლება!”

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
[”ინტერპრესნიუსი”]
სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტთან”, ნატო-ს საბჭოს სხდომის მზადების პარალელურად, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ჩასახლებული არიან 58-ე სკოლაში და მათ ელემენტარული საარსებო პირობები არა აქვთ.

მათი თქმით, გარდა იმისა, რომ არა აქვთ საწოლები, არ არიან უზრუნველყოფილი საკვებით, რის გამოც უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი, რადგან მათ მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ.

დევნილების განცხადებით, საკვების სახით მათ უკვე მეათე დღეა, მხოლოდ მაკარონს აწვდიან, ხოლო სკოლაში არ არის გაზი, რომ თუნდაც ეს მაკარონი მოამზადონ.

სკოლაში ჩასახლებული არიან დევნილები მეღვრეკისიდან, კარალეთიდან, დვანიდან და კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებიდან. სულ ამ სკოლაში განთავსებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

მათ ”ქორთიარდ მარიოტთან” იმის გამო გადაწყვიტეს მისვლა, რომ ხმა მიაწვდინონ ხელისუფლების წარმომადგენლებს, თბილისში ჩამოსულ მაღალი რანგის სტუმრებს.

როგორც ერთ-ერთმა დევნილმა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რამდენიმე წუთის წინ აცნობეს კონფლიქტის ზონიდან, რომ გორის რაიონის სოფლებში მერეთი, კოშკა, გუგენთსკაარი ოსმა სეპარატისტებმა გადაწვეს ქართველების სახლები და ქართულ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება უბრძანეს.

აქციის მონაწილეებს დაცვის თანამშრომლებმა და სამართალდამცავებმა სასწრაფო დაატოვებინეს ტერიტორია, თუმცა მათ მიმართ ძალა გამოყენებული არ ყოფილა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ევროპამ საქართველოს გზა გაუხსნა და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი შესთავაზა. დანარჩენი უკვე ქართულ მხარეზეა დამოკიდებული. ევროკავშირში გატანისას ქართული პროდუქცია აღარ დაიბეგრება, თუ სამ ძირითად მოთხოვნას შევასრულებთ. ამჟამად მოქმედი სქემის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებში შეტანის დროს 7 ათასი დასახელების ქართული პროდუქცია არ იბეგრება, თავისუფალი ვაჭრობა კი ამ რეჟიმის ბოლომდე გავრცობას გულისხმობს.
ხელისუფლება გვარწმუნებს, ზუსტად რა პირობების შესრულება მოუწევს საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად, მას შემდეგ გაირკვევა, რაც კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყება. თუმცა ცნობილია, რომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ასამოქმედებლად საქართველოს ხელისუფლებას შრომისა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გადახედვა მოუწევს და რაც ყველაზე მთავარია, აუცილებელი პირობა იქნება, ქართული პროდუქციის ხარისხი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებაზე მოლაპარაკებები დიდი ხანია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ შარშან სახელმწიფო მინისტრი გია ბარამიძე აცხადებდა, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული მოქმედებები დაიწყო და ევროკავშირის სპეციალური კომისია საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას სწავლობდა.

ცნობილია, ისიც, რომ კომისიის დანიშნულება იყო, გამოერკვია, რამდენად შეეძლო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. ევროკავშირს დასკვნა წლის ბოლომდე უნდა გაეკეთებინა, რასაც სავარაუდოდ, 2008 წლის პირველი ნახევრიდან ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნაზე ინტენსიური მოლაპარაკებების დაიწყება უნდა მოჰყოლოდა.

2007 წლის შემოდგომიდან საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ თავისუფალ ვაჭრობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ევროინტეგრაცია უკვე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე გახდა დამოკიდებული.

ამის მიუხედავად, ქართული მხარე ევროპას მჭიდრო თანამშრომლობას რამდენიმე სფეროში სთავაზობდა, მათ შორის, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შექმნასა და არასატარიფო სავაჭრო ბარიერების შემცირებას სთხოვდა. თუმცა ქართული მხარე არც მალავდა, რომ ევროკავშირის ზოგიერთი მოთხოვნის შესრულებას არც აპირებდა. საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი გელა ბეჟუაშვილი იმასაც ამბობდა, რომ გავიზიარებდით მხოლოდ იმას, რაც მისაღები იყო, რაც არა - არ დავეთანხმებოდით.

ამის მაგალითად ქართული მხარე, შრომის კანონმდებლობის თაობაზე ევროკომისიასთან სერიოზული დებატებს ასახელებდა და აცხადებდა, რომ დღეს ჩვენ გაცილებით ლიბერალური კანონმდებლობა გვაქვს, ვიდრე ევროპის ქვეყნებს. ევროკომისია კი გვეუბნებოდა, რომ საქართველოში შრომის კანონმდებლობა უნდა გაგვემკაცრებინა, მაშინ, როცა თავად ევროპაში შრომის კანონმდებლობის გაიოლებას ცდილობენ.

დღეს, როდესაც საქართველომ კონკრეტული წინადადებები თავად ევროკავშირისგან მიიღო, ერთი შეხედვით, ყველა პრობლემა უსწრაფესად უნდა მოგვარდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ევროპის ყველა მოთხოვნის შესახებ დიდი ხანია იცოდა და ყველაფერს უკუღმა აკეთებდა, რთულია ვიფიქროთ, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიმავალ გზას უმოკლეს დროში დაადგება.

შოთა მაქაცარია, საქართველოს სავაჭრო პალატის ვიცეპრეზიდენტი:
- რაც მთავარია, ეს წინადადება ევროკავშირისგან წამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ მას თავად აინტერესებს საქართველოს ინტეგრაცია საკუთარ სტრუქტურებში, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ევროკავშირში მიღებას ან მის ასოცირებულ წევრობას. ევროკავშირში მიღებას წლობით დაახლოება სჭირდება, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გამოცხადება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ყველა ქვეყანა, რომელიც ევროპისაკენ ისწრაფის, ამ გზას აუცილებლად გადის. იგივე ხდება დღეს უკრაინასთანაც. იმ პირობებიდან რის შესრულებასაც ევროკავშირი ითხოვს, ჩვენგან ყველაზე ადვილი შესასრულებელი შრომის კოდექსის შეცვლაა.

ვიცით, რომ შრომის კოდექსი ნაჩქარევად გვაქვს მიღებული, სამოქალაქო საზოგადოებაში სერიოზული განხილვის გარეშე და არ ყოფილა გათვალისწინებული ყველა მხარის ინტერესები. არ გაუთვალისწინებიათ პროფკავშირის ინტერესები და მისი ფუნაქციები, დაქირავებული მუშაკის, ზოგ შემთხვევაში ფირმის ინტერესი და ა.შ. ამიტომ მისი შეცვლა ყველაზე ადვილია, ვფიქრობ, კოდექსის დაბალანსება პრობლემა არ უნდა იყოს.

ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა ჩვენთან მოქმედებდა და ანტიმონოპოლიური უწყებაც არსებობდა. ასეთი კანონმდებლობა და შესაბამისი უწყება აქვს ყველა ქვეყანას და იგი მოქმედებს როგორც აშშ-ში ასევე რუსეთში. ჩვენთან რატომ გააუქმეს გაუგებარია. ვისი კაპრიზიც იყო, ვიცით - ბენდუქიძის. ახლა გამოდის რომ ისევ უნდა აღვადგინოთ. სშირად გვემართება ასე, რაღაცას ვაუქმებთ, მერე საიდანღაც ვიღაც გვეტყვის საჭიროაო და მერე ისევ აღვადგენთ, სხვათა შორის ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ტვითონაც ვგრძნობთ, რომ ასეთი სტრუქტურის არსებობა საჭიროა.

რაც შეეხება სერტიფიცირებას, ეს მოთხოვნა საქართველოსთვის ყველაზე რთული შესასრულებელი იქნება. სხვათა შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებული იყო, მაგრამ რატომღაც შეჩერდა. არ ვიცი, უცხოურ ორგანიზაციებს გრანტები გაუთავდათ თუ რა, მაგრამ, ეს ყველაზე რთული პირობაა, რადგან დროს მოითხოვს. ამის გარდა მოითხოვს სერიოზულ ცვლილებებსაც. გარდაქმნებია საჭირო სახელმწიფო სტრუქტურებში, ამის გაკეთება შედარებით ადვილია, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ თვით ფირმები უნდა გარდაიქმნან და ევროპულ სტანდარტებზე გადაეწყონ. დღეს ხომ ფაქტობრივად, ყოფილი საბჭოთა სტანდარტებით ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. თუ რეალურად მოვინდომეთ და ხელი მოვკიდეთ, ამასაც დავძლევთ.

ვფიქრობ, კანონმდებლობასა და ინსტიტუციონალურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება სულ რამდენიმე თვეშია შესაძლებელი. თუმცა თუ რეალურად მოვინდომებთ, რომ ევროსტანდარტებს მოვერგოთ, მთლიანი პროცესი უსაშველოდ ხანგრძლივი ნამდვილად არ იქნება.

სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის ქვეყნების წილის ზრდა, ძირითადად, ევროკავშირთან მჭიდროდ დაკავშირებული თურქეთის ხარჯზე ხდება. გაერთიანებულ ევროპაზე 2006-07 წლებში მთლიანი ექსპორტის 19-20 პროცენტი მოდიოდა, მაშინ, როდესაც 1996 წელს მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენდა.

ევროკავშირში ქართული ექსპორტი დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და სულ რამდენიმე სასაქონლო კატეგორია დომინირებს. მათ შორის, ყველაზე პოპულარულია კაკალი, მინერალური და შაქრის დანამატის შემცველი წყლები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მინერალური და აზოტოვანი სასუქები. განსაკუთრებული მოთხოვნა მაინც ქართულ კაკალზეა და მისი ექსპორტი ევროპის 15-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

არსებობს მოთხოვნა ქართულ მინერალურ ან აზოტოვან სასუქებზეც, რომელიც ძირითადად, საფრანგეთში გადის, თუმცა პერიოდულად არსებობს მოთხოვნა ესპანეთსა და იტალიაშიც. აღსანიშნავია ფეროშენადნობები, ძვირფასი ლითონებისაგან ნაკეთობანი, დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქრო, იზოტოპები რაზეც, წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შედარებით სტაბილური მოთხოვნა არსებობს. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ამ პროდუქციაზე ექსპორტის გაზრდის რეალური შანსი აქვს.

საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს შეხვედრები, სემინარები თუ სამიტები ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა ქართული ღვინის გატანა ევროპაში. ევროკავშირის ქვეყნებთან ვაჭრობაში საკმაოდ რთული არასატარიფო ბარიერებია, რომლის გამარტივებასაც დღეს ევროპა გვპირდება.

საქართველოში სერტიფიცირებული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ქართულ სასერტიფიკაციო ლაბორატორიებს საერთაშორისო აღიარება ექნებათ. საქართველოში მხოლოდ ერთი, ევროპული აკრედიტაციიის მქონე ღვინის ტესტირების ლაბორატორია არსებობს. თუმცა შესაბამისი საერთაშორისო სასერტიფიკაციო ეროვნული ორგანო ჯერ არ გვაქვს. ეს კი ნიშნავს, რომ ქართული საექსპორტო საქონლის სერტიფიცირება მთლიანად ევროპულმა ან მესამე ქვეყნების სასერტიფიკაციო უწყებებმა უნდა განახორციელონ.

ყველას გვახსოვს, რომ თავის დროზე ხელისუფლებამ კორუფციასთან ბრძოლის მოტივით, ხარისხის კონტროლი მიზანშეუწონლად ჩათვალა და საერთოდ გააუქმა. დღეს რამდენად მოინდომებს ევროპის ხათრით საერთაშორისო სტანდარტების მქონე ხარისხის მაკონტროლებელი სამსახურების შექმნას, ძნელი სათქმელია.

მოკლედ, ევროკავშირი საქართველოსგან ევროპული ცხოვრების წესს მოითხოვს, რაც როგორც ჩანს, საკმაოდ გაგვიჭირდება, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ დასავლეთი ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაგვეხმარება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined11 Mar 2008
Posts93
კარმა7
OFFLINEPROFILE
ამ უსინდისო გაზლუქებულებმა მთავრობამ დაღუპა ხალხი და ეხლა უსალხკაროდ დარჩენილებს 10 დღე მარტო მაკარონს აძლევენ.ამისშემდეგ რაც ამხალხს დამართეს,კიდევ რომ რამეს მოაკლებ და დასაწოლს და საკვებს არმისცემ,ამგენს უყვართ ქვეყანა?კერვალიშვილმა შეუშვას ცენტ პოინტის ბინებში დევნილები,პარლამენტარებმა და მთავრობის წევრებმა თითო თითო ოჯახი თავთავის სახლებში და მისცენ ხალხს დახმარების მაგალითი.მაგრამ მთელი ცხოვრება კრისები იყვნენ და კრისებათ დარჩებიან.კომუნისტების დროს კომკავშირით იქაჩებოდნენ, სკოლაში შემდეგ ჯარში და შემდეგ ინსტიტუტებში.დაინგრა საიუზი და ალღომ აქაც არ უმტყუნა ეროვნულ მოძრაობას მიეტმასნენ შემდეგ კი ედუარდის მოქალაქეთა კავშირს.შემდეგ გამზრდელს, შანსი აღარჰქონდა პრეზიდენტობის და აბსაიდში რომ არდარჩენილიყვნენ რევულუცია გაითამშეს, ქართველი ხალხის მიმნდობი ბუნება გამოიYენეს .ის ხალხი ვინც დღეს მიშასდა მის პოლიტიკას იცავს, ედუარდის დროს უმეტესობა ედუარდს მიიჩნევდა ქვეყნის გადამრჩენად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
The Washington Post. ფილიპ პენი]
საქართველოსთან ომის პიკზე აგვისტოში, პრემიერ-მინისტრმა პუტინმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გავლენიანი გაზეთებისა და სატელევიზიო მაუწყებლების ხელმძღვანელებს შავიზღვისპირა კურორტ სოჭში მოუყარა თავი, რათა მათ დახურულ კარს მიღმა შეხვედროდა.
კრემლი მრავალი რუსული საინფორმაციო საშუალების საკონტროლო პაკეტის მფლობელია და პუტინი პერიოდულად აწყობს შეხვედრებს მეგობრულად განწყობილი ჟურნალისტების ჯგუფებთან, რათა მათ კითხვებს უპასუხოს და მორიგი ბრძანებები გასცეს ახალი ამბების გაშუქებასთან დაკავშირებით. თუმცა, 29 აგვისტოს, პირველად 5 წლის განმავლობაში, მან ასევე მოიწვია რადიოსადგურ ”Эхо Москвы”-ს მთავარი რედაქტორი. ამ მოწვევაში მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ”Эхо Москвы” ერთადერთი ფედერალური რადიოსადგურია, რომელიც ეთერს ოპოზიციის წარმომადგენლებს უთმობს.

დამსწრე ჟურნალისტების გადმოცემით, პუტინი რამდენიმე წუთის განმავლობაში კოლეგების თვალწინ, ვენედიქტოვს ”Эхо Москвы”-ს ეთერში საქართველოს ომზე გაშუქებული მასალების გამო ლანძღავდა და ტრანსკრიპტიდან ის ციტატები მოჰყავდა, რომელსაც პუტინი არასწორად მიიჩნევდა. ”მე არ მაინტერესებს, ვინ თქვა ეს, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ყველაფერ ამაზე. რადგან მე ამ ხალხს არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, ვინ ხართ თქვენ”.

რისი თქმა უნდოდა ამით პუტინს დანარჩენი ჟურნალისტებისთვისაც, ცხადია: იმ სიტუაციაში, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება მოახდინა და საკმაოდ სერიოზულ კონფლიქტშია დასავლეთთან ცივი ომის დროიდან მოყოლებული, რედაქტორებმა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გაახმოვანონ ის ინფორმაცია, რასაც მთავრობა არასასურველად ჩათვლის.

ოთხი თვის შემდეგ, რაც პუტინმა მმართველობის სადავეები მედვედევს გადაულოცა, ჟურნალისტებში ფრთხილი იმედი ჩაისახა, რომ კრემლის გავლენა რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე შესუსტდებოდა, მაგრამ საქართველოს საკითხის გამო დასავლეთთან დაპირისპირებამ ეს იმედები დაასამარა და გაჩნდა შიში, რომ ამის ნაცვლად რეპრესიები გამწვავდებოდა.

- ”როცა ხელისუფლების სათავეში მედვედევი მოვიდა, ჩვენ იმედი გვქონდა ურთიერთობების დათბობის,” - ამბობს მარიანა მაქსიმოვნა, ტელეკომპანია ”Рен-ТВ”-ის მთავარი რედაქტორი, რომელიც ხშირად უთმობს ეთერს მთავრობის კრიტიკოსებს, ”მაგრამ, ახლა, საქართველოსთან ომის შემდგომ, ხალხს ძალიან ეშინია ქვეყანაში განვითარებული სიტუაციის გამო”.

ანდრეი სახაროვის მუზეუმის ყოფილი დირექტორი იური სამოდუროვი ამბობს, რომ მრავალი წლის განმავლობაში შენობაზე ტრანსპარანტი ეკიდა წარწერით, რომელიც პროტესტს გამოხატავდა რუსეთის მიერ ჩეჩნეთში წარმოებული ომის გამო. საქართველოში შეჭრის შემდეგ სამოდუროვს სურდა ახალი ტრანსპარანტი გაკეთება, მაგრამ მუზეუმში გადაწყვიტეს, რომ არათუ ახალი, ძველიც ჩამოეხსნათ. ”ახლა შესაფერისი დრო არ არის,” - ამბობს იგორ ვერეტილნი, მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი. ”ჩვენ ვცდილობთ, წინდახედულად ვიმოქმედოთ”.

- ”გაზაფხულზე ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ახალ ეტაპზე გადავიდოდით,” - ამბობს ეკონომისტი ევგენი გონტმახერი, რომელიც მედვედევის მიწვევით ახალი ანალიტიკური ცენტრის წევრი გახდა, ”ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ დემოკრატიზაციაზე გადასვლის ეტაპი დაიწყებოდა”.

მაგრამ საქართველოს კრიზისმა პოლიტიკოსთა გათვლები დაამსხვრია, გავლენიან ჩინოვნიკთა პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა, ისინი კი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ რფორმებს. ”სიტუაცია საშიშია”, - აღნიშნავს გონტმახერი და შიშობს, რომ ჰორიზონტზე დიდი ეკონომიკური პრობლემები ისახება, ამ ფონზე კი მედვედევ-პუტინი შეიძლება ცდუნების ქვეშ მოექცნენ და ქართული კრიზისი უკმაყოფილო მოსახლეობის ყურადღების გადასატანად გამოიყენონ.

ამ კრიზისმა ასევე ნათლად წარმოაჩინა მედვედევის სისუსტე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სარკოზის შუამავლობით ხელმოწერილი დოკუმენტის პირობები არ, ან ვერ შეასრულა. ”კრიზისის პერიოდში, როგორც კრემლის ჩინოვნიკებისგან გახდა ცნობილი, გადამწყვეტი სიტყვა ყოველთვის პუტინს ეკუთვნოდა”,- ამბობს გონტმახერი.

”Эхо Москвы”-ს ცნობილი ჟურნალისტი ევგენია ალბაცი ამბობს, რომ თუმცა მედვედევი პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, ის პუტინის პრეს-მდივანივით უფრო გამოიყურებოდა. ”დემოკრატიულ რეფორმებზე გადასვლა საკმაოდ რთული იქნება”,- ამატებს ის, ”რადგან ქართული კრიზისის მიმდინარეობისას კრემლი დასავლეთს, როგორც მტერს ისე ხატავდა, ხოლო რეფორმები სწორედ დასავლეთთან ასოცირდება”.

- ”ყველა იმედი დასამარებულია,” -ამბობს ევგენია ალბაცი, ”ლიბერალების უმრავლესობა ცდილობს გაიგოს, ჩვენი ისტორიის ერთ-ერთ რეპრესიულ პერიოდში ხომ არ შევაბიჯეთ. ეს ნიშნავს, რომ თავისუფალი მედიის უკანასკნელი ნარჩენებიც გაქრება. ჩვენ არ ვიცით, ერთი თვის შემდეგ იარსებებს თუ არა ”Эхо Москвы”.

ვენედიქტოვმა დაადასტურა, რომ პუტინმა ის საბრძოლო ხალიჩაზე გაიწვია და კიდევ უფრო მწვავე იყო პუტინის გაკიცხვა პირისპირ შეხვედრისას. მან აღიარა, რომ პუტინის ზოგიერთ შენიშვნას დაეთანხმა, თუმცა უარი თქვა პირისპირ შეხვედრის დეტალებზე ესაუბრა.

ვენედიქტოვმა ისიც აღიარა, რომ ხელისუფლებისგან ამგვარი გადამეტებული ყურადღება ”სიტუაციას ართულებს”. ”ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მეტი პროფესიონალიზმი გვმართებს”.

პუტინთან შეხვედრის მეორე დღეს, ვენედიქტოვმა პოლიტიკოს-დისიდენტს, ვალერია ნოვოდვორსკაიას ”Эхо Москвы”-ს ეთერში გამოსვლა წლის ბოლომდე აუკრძალა. მან ასევე განაცხადა, რომ რამდენი კვირის განმავლობაში ვერც კრემლის კრიტიკოსი იულია ლატინინა გამოჩნდება ეთერში, რადგან ის საზღვარგარეთ გაემგზავრა ”დასასვენებლად”. დაღესტნის პროკურატურაში ლატინინას წინააღმდეგ საქმეა აღძრული.

ჟურნალისტების მტკიცებით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ ”Эхо Москвы”-ზე ზეწოლა გაძლიერდა. მთავრობის მეთაურებს საშინელი რეაქცია ჰქონდათ, როცა ეთერში მაგომედ ევლოევის მკვლელობის შესახებ ინფორმაციები გადიოდა. მაშინ, როცა ხელისუფლება უბედურ შემთხვევაზე საუბრობდა, ოპოზიციის ლიდერები ამ მკვლელობას უწოდებდნენ მაგალითს იმისას, თუ ქართული კრიზისის შემდგომ სახელმწიფო აპარატში რადიკალების ფრთა როგორ წახალისდა და გაძლიერდა.

ევლოევის კოლეგა ხაზბიევმა ”Эхо Москвы”-ს ეთერში რუსეთის ხელისუფლება ინგუშების გენოციდში დაადანაშაულა და განაცხადა: თუ ეს გაგრძელდება, ”ჩვენ იძულებულნი გავხდებით ევროპას ან ამერიკას რუსეთისგან გამოყოფის საკითხში დახმარება ვთხოვოთ”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების განადგურების სრულიად უკანონო და მიუღებელ პრაქტიკას.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, საგარეო უწყება მიუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს სათანადო შეფასება მისცენ შექმნილ ვითარებას და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები საქართველოს უნიკალური ისტორიული ძეგლების შემდგომი განადგურების თავიდან აცილების მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მოითხოვს ოკუპირებილ ტერიტორიებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მივლინებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შეფასებისა და ძეგლების შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს რუსეთის ფედერაციას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ნებისმიერი გამიზნული დაზიანება არღვევს იმ საერთაშორისო დოკუმენტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომელთა ხელმომწერი მხარეებიც არიან როგორც საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაცია, კერძოდ კი "შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის" 1954 წლის ჰააგის კონვენციითა და "კულტურული მემკვიდრეობის გამიზნული განადგურების შესახებ" 2003 წლის იუნესკოს დეკლარაციით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
"რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნგრევის შესახებ არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ზიანის მიყენება სულ მცირე ხორციელდებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების უმოქმედობის ფონზე, ხოლო ხშირ შემთხვევაში, კულტურული ძეგლების განადგურების შეგნებული პოლიტიკის შედეგს წარმოადგენდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ამავე განცხადების მიხედვით, ცხინვალის რეგიონში და გორში, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ცხინვალის სეპარატისტების მიერ განხორციელებული საჰაერო დაბომბვების, სახმელეთო შეტევების, ძეგლების განზრახ გადაწვისა და ძარცვის შედეგად დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის არაერთი ძეგლი. მიყენებული ზარალის ზუსტი შეფასება შეუძლებელია, რადგან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიებზე ვერ ხერხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფების შესვლა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქვეყანამ, რომელმაც ომის ქარცეცხლი გამოიარა, დღეს თავის გადარჩენისთვის იბრძვის. გადარჩენისთვის იმიტომ, რომ როგორც წესი, ომის შემდგომი პეროიდი ყველაზე რთული გადასალახია. ტრანსფორმაციას განიცდის ყველა - დაწყებული სამთავრობო სტრუქტურებიდან, რიგითი მოქალაქეებით დამთავრებული. პოზიციაც და ოპოზიციას დღეს ერთ საკითხზე თანხმდება, რომ საქართველომ, უცხოური თანამეგობრობის დახმარებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დააღწიოს არსებულ პრობლემებს თავი, თუმცა ამ მიზნამდე მისაღწევი გზები განსხვავებულია.
ომის შემდგომ მრავალი წელი მის ანალიზს ეთმობა. განიხილება მისი დაწყების მიზეზები, განვითარების შესაძლო ვარიანტები და შედეგები. პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით, პოზიციები უმნიშვნელოდ განსხვავებულია, რასაც ვერ ვიტყვით ომის შედეგების შეფასებისას.

კითხვაზე, წავაგეთ თუ მოვიგეთ აგვისტოს ბრძოლა რუსეთთან, ყველაზე უკეთ ისტორია უპასუხებს, მაგრამ რა ვქნათ რიგითმა მოქალაქეებმა, რომლებსაც გამუდმებით გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ? გაგვარკვიეთ ბატონებო, იქნებ ლოგიკურ მსჯელობაში საღი აზრიც გაჩნდეს. იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პიარზე გათვლილი პროპაგანდა? იქნებ დროა დასრულდეს საუბარი იმაზე, რომ ომის შედეგად დანგრეული ქართული სოფლები, საქართველოს აღმშენებლობისა და გაერთიანების საფუძველი გახდება?

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტის მეთაურობით კი, ჯიუტად აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა დღეს გამარჯვებულია და რომ პასუხი ყბადაღებულ კითხვაზე - ”გადარჩება თუ არა საქართველო?” ასეთია - ”ძვირფასო თანამემამულენო, საქართველო გადარჩა”.

ახლა საინტერესოა, უკვე ”გადარჩენილ საქართველოში” როგორი პოლიტიკური პროცესები განვითარდება? ჩვენ ხომ კავკასიური ტემპერამენტი არასოდეს მოგვცემს უფლებას ერთად და მშვიდად მივკიდოთ ხელი ქვეყნის გადარჩენის საქმეს? ჩვენ ხომ გაერთიენება მხოლოდ საერთო მტრის წინააღმდეგ შეგვიძლია. დღეს კი, როცა ომი უკან მოვიტოვეთ და ქართული ოპოზიციაც ხელისუფლებასთან გამოცხადებული მორატორიუმის რეჟიმიდან გამოვიდა, შიდა დაპირისპირება სულ უფრო აქტიურ ფაზაში შევა.

გუშინდელი დღე, როცა ”დემოკრატიული განვითარების ფონდსა” და პარლამენტს გარეთ დარჩენილ ოპოზიციურ ძალებს შორის შეხვედრა გაიმართა, ხელისუფლებასთან შესაძლო დაპირისპირების გზაზე ერთგვარ მოთელვად შეიძლება ჩაითვალოს.

ნინო ბურჯანაძის მიერ ინიცირებულ შეხვედრას ოპოზიციის გარდა პოლიტოლოგები და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. ის ადამიანები, რომელთა აზრს ”ქართული საზოგადოება” ჯერ კიდევ ითვალისწინებს და პატივს სცემს.

თითქმის სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრას კონკრეტული შედეგი ჰქონდა, რომ მნიშვნელოვანი დისკუსია, ანალიზი და დიალოგი გაიმართა ქვეყანაში მომხდარ სიტუაციასთან დაკავშირებით.

ბურჯანაძის თქმით, უნდა შეფასდეს და გაანალიზდეს თუ რასთან გვქონდა საქმე ქვეყანაში და ერთად უნდა გამოინახოს არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზები.

ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ფონდი ამაში დაეხმარება საზოგადოებრივი ჯგუფების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

მისი თქმით, ყველა შეკითხვა, რაც არის დაკავშირებული ომთან და საქართველოში არსებულ სიტუაციასთან, უნდა დაისვას და რაციონალური გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

- ”სერიოზული თემები გამოვკვეთეთ, მაგრამ მთავარ თემად მედიის თავისუფლება გამოიკვეთა. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს საშუალება ალტერნატიული აზრი მოისმინოს მედიასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ მსგავსი შეხვედრები არასამთავრობოებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ექსპერტებთან მომავალშიც გაგრძელდება და გამოინახება კრიზისიდან გამოსავლის გზები.

მთავრობიდან წასული ნინო ბურჯანაძის გუშინდელი ჟესტი არ დარჩენილა ყურადღების მიღმა. მას ჯეროვანი შეფასება მისცა როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციონერთა მეორე ფრთამ, რომელიც იმავდროულად საპარლამენტო ოპოზიციას წარმოადგენს. თუმცა არის კიდევ მესამე ოპოზიციური ძალა,რომელიც გაცილებით რადიკალურადაა განწყობილი და ის არც მთავრობასთან და არც ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრებზე არ დადის, სამაგიეროდ შეცდომებზე მითითებებს შორეული ევროპიდან იძლევა...

ის ფაქტი, რომ ნინო ბურჯანაძის ”დემოკრატიული განვითარების ფონდში” გუშინ გამართულ შეხვედრას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე და ”რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი დავით უსუფაშვილი დაესწრნენ, ცინიკური განხილვის თემა გახდა. ამას, ალბათ, ზემოთხსენებული ლიდერები ელოდნენ კიდეც.

ნინო ბურჯანაძესთან მეგობრულად მოსაუბრე ”მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, თავი შემდეგნაირად ”იმართლა” - ”მინდა აღვნიშნო, რომ ძნელი წარმოდსადგენი იყო ჩვენი და ბურჯანაძის ერთ მაგიდასთან ჯდომა, მაგრამ შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ და ქვეყანაში არსებულმა ბედურებამ, მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ ჩემი პირადი შეხედულება, წყენა წარსულთან დაკავშირებით უკანა პლანზე გადამეწია და მეთანამშრომლა ყველასთან”.

უცნაურია, თუმცა პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით, ”პოლიტიკა იცნობს ასეთ ცვლილებებს. ზოგად ფორმატში თუ გადავიტანთ, როცა პოლიტიკური პარტიის პირობები და მიზნები იცვლება, მიუხედავად წარსულისა, ისინი ადვილად ხდებიან პარტნიორები”.

ბურჯანაძისა და გამყრელიძის პარტნიორობა, მაშინ როცა სულ ცოტა ხნის წინ ეს უკანასკნელი თვითმკვლელობისთვისაც კი მზად იყო, ოღონდ ქვეყნისთვის ქალბატონი ბურჯანაძე მოეშორებინა, რბილად რომ ვთქვათ უცნაურია. თუმცა არც ბურჯანაძის ”გულისხმიერება” უნდა დავივიწყოთ, როცა სიცივისაგან გვერდებატკიებულ ”მემარჯვენეებს” პლედების ნაცვლად გაზეთებში გახვევა ურჩია.

პოლიტიკური სიტუაცია იცვლება, მაგრამ ნამდვილად არავის ეგონა ასე იოლად თუ შეიცვლებოდა გაერთიანებულ ოპოზიციად წოდებული ადამიანების შინაგანი განწყობა და მისწრაფებები.

”გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ კი, ნინო ბურჯანაძეს მოუწოდა, გაიზიაროს ოპოზიციის მოთხოვნა ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით.

როგორც ”დემოკრატიული განვითარების ფონდში” მიმდინარე შეხვედრაზე გაჩეჩილაძემ განაცხადა, ყველა ვისთანაც უსაუბრია ბოლო პერიოდის განმავლობაში, დარწმუნებულია, რომ არა სააკაშვილი, ასეთ ავანტიურაში საქართველო არ ჩაერთვებოდა.

გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, ანალიტიკა, გაანალიზება იმისა, თუ რა მოხდა ქვეყანაში, მაგრამ ამ შეხვედრებს გარდა გაანალიზებისა და საუბრისა, უნდა ჰქონდეს კონკრეტული მიზანი, რომელიც არის დაკავშირებული ხელისუფლების შეცვლისთვის ბრძოლისკენ.

გაჩეჩილაძემ ნინო ბურჯანაძეს მოუწოდა, რომ ოპოზიციის ეს პოზიცია გაიზიაროს და ერთად იბრძოლონ ხელისუფლების შესაცვლელად.

გაჩეჩილაძის თქმით, ოპოზიციის პლატფორმა უნდა იყოს ერთი, მოწადინებული უნდა იყვნენ ერთიანობისკენ.

- ”იმიტომ რომ დაქსაქსულობა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. თუ ჩვენ დავარქმევთ შეკრებას ანალიტიკას, ეს არ იქნება სწორი. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ხელისუფლების შესაცვლელად. ეს იქნება სწორი თუკი მიზანი ექნება ჩვენს შეხვედრებს”, - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ და აღნიშნა, რომ დაქსაქსულობის და არასწორი კოორდინაციის გამო ბევრს აგებდნენ მათი თანამოაზრეები, თუმცა ბევრი გამარჯვებაც ჰქონდათ.

ლევან გაჩეჩილაძემ მოუწოდა ოპოზიციას გაერთიანებისკენ და ერთი საერთო მიზნისთვის ბრძოლისკენ.

გაერთიანებისკენ მოწოდებები დღეს, ალბათ, უკვე დაგვიანებულია. მაგრამ ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ ჰგონია ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს ნინო ბურჯანაძე საკუთარი თანამოაზრე? თავის დროზე ედუარდ შევარდნაძის გუნდიდან წასვლა და მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიტოვება, სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქალბატონი ბურჯანაძე რომელიმე ძალასთან ხანგრძლივ და ერთსულოვან ურთიერთობას მოისურვებს.

თუმცა მარტივ-მამრავლებად დაშლილ ოპოზიციას აბა სხვა რა დარჩენია, თუ არა უკანასკნელი ძალებით მთავრობაზე კიდევ ერთი იერიშის მიტანა, თუნდაც ბურჯანაძის გამარჯვებით, რადგან დღეს ”ის სააკაშვილის თნამოაზრედ აღარ ითვლება”?...

გამყრელიძესთან და გაჩეჩილაძესთან ერთად, ”დემოკრატიული განვითარების ფონდში” მიმდინარე შეხვედრაზე გუშინ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ”რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც.

მისი განცხადებით, ისეთ რთულ ვითარებაში, როგორშიც დღეს საქართველოა სიტყვა ხალხს უნდა მიეცეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაინიშნოს ქვეყანაში სამართლიანი და ნორმალური არჩევნები. ხალხი თვითონ აირჩევს ხელისუფლებას, რომელიც უნდა რომ ქვეყანას მართავდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ინტერვიუ

სოსო ცისკარიშვილი: შავ ზღვაზე ძალთა ბალანსი ნატოსა და ამერიკის სასარგებლოდაა შეცვლილი!
2008 წლის 16 09, სამშაბათი - 13:46
საქრთველოსთვის, რუსული ინტერვენციის შემდეგ, მსოფლიოს ჰუმანიტარული დახმარების გარდა, სერიოზულ ნუგეშად ჩაითვალა ევროპის მიერ აგრესორი რუსეთისადმი გამოთქმული მკაცრი შენიშვნები. ყველაზე კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო არენაზე იქნა მიღწეული, ისაა, რომ 15 ოქტომბრამდე საქართველოში არცერი რუსი ოკუპანტი აღარ უნდა იყოს. რა თქმა უნდა, საქართველო პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში ძალიან ბევრ გარეშე ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ რაც შეეხება შიდა ვითარებას, უკვე იკვეთება კონტურები, რომ ომის ქარცეცხლიან დღეებში ერისა და ბერის ერთად ყოფნა ხელისუფლებისადმი ერთსულოვან მხარდაჭერას სულაც არ ნიშნავდა... ქვეყანაში და მის გარეთ არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებასა და ახალო მომალში მოსალოდნელი პროცესების შესახებ, “ფაქტი” ეკონომიკურ ექსპერტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

_ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ინტერვენციის შემდეგ მსოფლიოს დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი დადებითი კუთხით მკვეთრად შეიცვალა. როგორ აფასებთ აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ევროპის ლედერების გახშირებულ ვიზიტებს საქართველოში?

_ ის ფაქტი, რომ ნატოს წარმომადგენლობა თბილისში იმ ფორმატით შეიკრიბა, როგორც დაგეგმილი იყო, ეს თავისთავად უკვე გარკვეული ნიშანია საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერისა, მაგრამ ეს შვებას ვერ მოგვრის იმ ქვეყანას, რომელსაც საკუთარ ტერიტორიაზე ოკუპირებული ტერიტორიები რჩება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს გახდა საქართველოს მსოფლიოს წინაშე ახალი გამოწვევების მიზეზი ჩვენი ნატოში გაწევრიანებისთვის. ამერიკის პოლიტიკოსებთაგან ყველაზე გამოცდილი ფიგურის, დიკ ჩეინის ვიზიტი საქართველოსა და მთლიანად კავკასიის რეგიონისათვის, ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რადგან ის ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა. ამერიკელი მაღალჩინოსნის მიზანს ის წარმოადგენდა, რომ რუსეთისთვის დაენახვებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ვაშინგტონისთვის საქართველოსა და კავკასიის სტრატეგიული უსაფრთხოება. როდესაც იგი თბილისში საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობდა, სწორედ იმ დროს ფოთის პორტში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებსა და მსოფლიოში გამორჩეული ხომალდი შემოვიდა, რამაც რუსეთის მაღალ ეშელონებს სიმშვიდე დაუკარგა. შავ ზღვაზე ძალთა ბალანსი დღეს უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და, ცხადია, აშშ-ს სასარგებლოდ არის შეცვლილი, რაც პირდაპირ კავშირშია აღნიშნული ქვეყნების გეოპოლიტიკურ თუ სტრატეგიულ ინტერესებთან. საქრთველოში განვითარებულმა მოვლენებმა, შესაძლოა, მსოფლიოს პროცესების დაჩქარებაში კატალიზატორის როლიც კი შესარულა.

_ აგვისტოში მომხდარი მოვლენების შემდეგ, პროცესები წარიმართა იქითკენ, რომ შესაძლოა, საქართველო ნატოს წევრ ქვეყნად დაჩქარებული წესით იქნას მიღებული. რამდენად რეალურია ასეთი მოსაზრება, რა გარანტია არსებობს საამისოდ და რას შეცვლის ჩვენს სასარგებლოდ ნატოს წარმომადგენლობის თბილისში შეკრება?

_ საქართველოს პერსპექტივა ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შეიძლება, ვადებში შეიცვალოს, მაგრამ მასში დაჩქარებული წესით გაწევრიანება, სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოს და მისი ხელისუფლების სურვილია, ნატოს კი ამის შესახებ არანაირი ვალდებულება არც კი გაუხმაურებია. საქართველოს მეგობარი ქვეყნების დასავლელი ლიდერები აცნობიერებენ რეალობას, მაგრამ ასევე, აცნობიერებენ იმასაც, რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა თავად ალიანსი, საქართველოსთვის მეპ-ი აგვისტოს მოვლენებამდე რომ მიენიჭებინა.

_ რას გულისხმობთ?
_ რუსეთმა სამხედრო შეტევა განახორცელა საქართველოზე, ჩვენს ქვეყანას მეპ-ი რომ ქონოდა, ნატოს გაუჭირდებოდა საკუთარი წესდების შესრულება, რომელიც ასეთ შემთხვევაში საკუთარი ალიანსის წევრი ქვეყნის დაცვას ითვალისწინებს.

_ ანუ, რუსეთისთვის ნატოს ომი უნდა გამოეცხადებინა, რასაც ვერ იზამდა?
_ რა თქმა უნდა, თუმცა ნატოს წევრი ქვეყნებისა და, უპირველესად, აშშ-ს საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერით უკმაყოფილო ნამდვილად ვერ დავრჩებით. თუნდაც ის, რომ ნატოს გენერალური მდივანი არ ერიდება ლავროვის მკაცრ კრიტიკას, მაშინ, როცა ევროკავშირის ლიდერები უფრო თავშეკავებული არიან, ეს მანიშნებელია, რომ ალიანსი დეკემბრის სამიტამდე უკეთ ჩამოყალიბდება, მანამდე კი, თავის მკაფიო გადაწყვეტილებებს არ გაამჟღავნებს. ის ფაქტი, რომ ნატოს დღეს საქმე აქვს თბილისში, ეს უკვე ძალიან ბევრზე მეტყველებს.

_ საინტერესოა, დიდ პოლიტიკურ მოვლენებში რა შანსები აქვს საქართველოს საიმისოდ, რომ რუსებთან დამარცხებული ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალოს? აშშ-ს მიერ გამოყოფილი მილიარდი დოლარი, რა თქმა უნდა, პატარა თანხა არ არის, მაგრამ საკმარისია იმ დანაკარგის ასანაზღაურებლად, რაც რეალურად სახეზე გვაქვს?
_ აშშ-ს ხელისუფლების განცხადება საქართველოსთვის მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე, საზოგადოებისთვის კმაყოფილების მიზეზი გხდა, მაგრამ საინტერესოა, რატომ იგივიანებს განმარტებები იმის თაობაზე, თუ რა ტიპის დახმარება იგულისხმება ამ თანხის ქვეშ. თუ ამ თანხის დანიშნულება დროულად არ იქნება განმარტებული, ვფიქრობ, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებას გამოიწვევს. თავად რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება უცნობია, რადგან არც უკვე მომხდარზე და არც მოსახდენზე ღია მსჯელობა არ ყოფილა, არადა, მის ტაქტიკაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

_ საქართველოს დახმარების თაობაზე მეტად დამაიმედებელი განცხადებები კეთდება. პარალელურდ, ქვეყნაში დევნილთა ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების არარასებობის პრობლემებზე ისმის საუბარი. თქვენი აზრით, რა ხდება რეალურად?
_ ვიდრე ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს მოსახლეობამ მხოლოდ ის უნდა იცოდეს, რისი გამხელაც თავად ხელისუფლებას სურს, ვითარების გამოსწორებას არც უნდა ველოდოთ. ასეთ ვითარებაში მოსახლეობას, ცხადია, ძალიან უჭირს, თავი რეალობაში იგრძნოს. დღედაღამ ტელევიზიებით გვიჩვენებენ, როგორ უჭირს რუსეთს და ამასობაში საერთოდ, ჩრდილში მოექცა საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების ობიექტური ანალიზი. არ ჩანს დევნილთა მდგომარეობის ამსახველი არც კადრები და არც _ ინფორმაცია. არ ჩანს არც არასაპარლამენტო ოპოზიციის პოზიცია და, შეიძლება ითქვას, დღეს ქვეყანაში მრავალმხრივი კრიზისია. დიდი ინგლისელი მოაზროვნე ოლივერ გოლდსმიტი ამბობდა, თუ ნაკლოვანების გამოსწორება გინდა, კი არ უნდა დამალო იგი, პირიქით, უნდა გაახმოვანო და მის გამოსწორებაზე ისე იზრუნოო. არ ვიცი, ჩვენი ხელისუფლებისთვის სიბრძნე მიუღებელი რატომ არის. ალბათ, მალე მოვა დრო, როდესაც დღევანდელი პრობლემები მთელი სიმძაფრით იჩენს თავს დ ყველაფერს ფარდა აეხდება.

_ ახლახანს ხელისუფლებამ და საპარლამენტო ოპოზიციამ ხელი მოაწერა ქარტიას, რაც მხარეებს შორის პოლტიკური დიალოგის გაღრმავების ხელშემწყობი ფაქტორი უნდა გახდეს. ხელმოწერაზე არასაპარლამენტო ოპოზიციამ უარი თავად განაცხადა. ამასთან, ბოლო ხანს ინტენსიურად საუბრობენ ქვეყანაში ახალი ოპოზიციური ცენტრის შექმნაზე, რომელსაც დასავლეთის მხარდაჭერის საფუძველზე სათავეში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ჩაუდგება.
_ ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლების შეცვლის წინააღმდეგი არავინ იქნებოდა, მაგრამ კონსტიტუციური ნორმები, სურვილის შემთხვევაშიც კი, ევროპას საამისო ბერკეტს არ აძლევს. ყველაზე არაორდინალური კი ის არის, რომ თავად ხელისუფლება საკუთარ პასუხისმგებლობას ქვეყანაში მომხდარი მოვლენების გამო ვერ გრძნობს და არ მაიჩნია, რომ იგი შესაცვლელია.

_ ნინო ბურჯანაძის ფიგურა საერთშორისო არენაზე, ასე თუ ისე, რეიტინგულია, იქნებ, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ხელისუფლების შესაცვლელად არა მხოლოდ შიდა ოპოზიცია, არამედ დასავლური საზოგადოების ნაწილიც იზრუნებს?
_ პირადად ჩემთვის ბევრის მთქმელია ის, რომ საქართველო-ნატოს ურთიერთთანამშრომლობის კომიტეტის შექმნის ხელშეკრულებას, რომლის გაფორმებაც ნატოს წევრი ქვეყნების თბილისში შეკრების უმნიშვნელოვანესი შედეგია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად ხელი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ მოაწერა. არადა, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა, რომ მას სახელმწიფოს მეორე პირი ხელს არ უნდა აწერდეს.

_ ფიქრობთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამ უმნიშვნელოვანეს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა ვინმემ აუკრძალა?
_ აქ არანაირ აკრძალვაზე საუბარი არ არის, მაგრამ საქართველო-ნატოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ნატოს მხრიდან ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, წესით პრეზიდენტს თავისი უპირატესობა არ უნდა დაეთმო პრემიერ-მინისტრისთვის. ვფიქრობ, ასეთი გადაწყვეტილება თავად ნატოს მხრიდან იყო ნაკარნახევი.

ესაუბრა სალომე მეგრელიშვილი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი