↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 32 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე მგონი ადმინისტრაცია არ გამიწყრება ამ თემისთვის, რადგან მსგავსი ვერაფერი ვნახე და თუ ვერ შევხედე, ეს წაშალეთ და მიმითითეთ სად გავაკეთო პოსტები. ძალიან ბევრი კითხვები დამიგროვდა ამ საკითხის ირგვლივ, თუ როგორ ხდება საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, რა ვადით, თუ არსებობს რაიმე ალტერნატივები,გადავადება და ა.შ. ყური მოვკარი, რომ თითქოს 2008 წლიდან სამხედრო სამსახური სავალდებული არ იქნება და მხოლოდ კონტრაქტები დაიდებაო.ძალიან მაინტერესებს ნამდვილი დამტკიცებული უტყუარი წყაროები ამ საკითხის ირგვლივ და თუ ვინმემ იცით დადეთ ლინკები ან მიამბეთ.

ასევე მაინტერესებს ყველას აზრი ამ საკითხის ირგვლივ, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, როგორ აფასებთ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურს და წახვიდოდით თუ არა თქვენ, ან გაუშვებდით თუ არა თქვენს ახლო ნათესავებს?(თუ კი რა თქმა უნდა ამისი შესაძლებლობა იქნებოდა)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
მანა,თუ ქუჩიდან არ წაიყვანეს,თუ სახლში არ შემოგვივარდნენ,ან კიდევ ინსტიტუტიდან არ წაიყვანეს, მე ჩემს ბიჭს ამ ეტაპზე

არავითარ შემთხვევაში ჯარში არ გაუშვებ და კიდევ უამრავი მიზეზი არის ამისთვის.

მანა,შენ გაუშვებ ბიჭებს ჯარსი,შენზე რომ იყოს დამოკიდებული?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
რა თქმა უნდა არ გავუშვებ, მაგრამ მე მინდა გავიგო თუ არის რაიმე დაცვითი მექანიზმები, ის მაინტერესებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მე ერთი რამე მინდა ვთქვა, არავის გეწყინოთ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. შეხედეთ ისრაელს, 60 წლის განმავლობაში რა ქვეყანა გახდა, ყველა მხრიდან მუსულმანები ახვევიათ გარშემო, ამდენი წელია ომობენ და მაინც არაჩვეულებრივი ქვეყანა შექმნეს, ხრიოკი, ყამირი მიწებიდან ოაზისები გააკეთეს და ექსპორტით(!!!) ცხოვრობენ. ისრაელში სამხედრო სამსახური ,არა თუ სავალდებულოდ, პრესტიჟად ითვლება და განურჩევლად სქესისა ყველა სიამოვნებით მიდის ჯარში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ და ყველაზე ძლიერ ჯარად ითვლება მსოფლიოში. როცა ჩვენი მენტალიტეტი მაქამდე დავა, რომ ჯარი, ეს შენი სამშობლოს დაცვაა, მისი ლამაზი მომავალია, მაშინ ყველა ხალისით იმსახურებს ჯარში. ჩვენ ჯერ კიდევ ის თაობა ვართ , რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს , ჯარში არ გაშვების და მისგან დაძვრენის უამრავი მეთოდი შევიმუშავეთ.მაშინდელი ჯარი არასოდეს არ ასოცირდებოდა სამშობლოს დაცვასთან და მის ნათელ მომავალთან.რამეთუ ყველამ კარგად ვიცოდით, ჩვენი სამშობლო საქართველო იყო და არა სსრკ, და სადღაც, რუსეთის რომელიღაც ქალაქში გავლილი სამხედრო სამსახური საქართველოსთვის კი არა , რუსეთისთვის სამსახური იყო. ალბათ ჩვენი აზროვნებაც შეიცვლება თანდათანობით და ჩვენც ვიამაყებთ ჩვენი სამშობლოს სიძლიერით, რამეთუ ძლიერი არმია ძლიერი, ლამაზი, დემოკრატიული ქვეყნის გარანტია.მაშინ არავის აღარ მოუვა აზრად, თავში წამოგარტყას, რამეთუ ამის პასუხიც ეცოდინება.ჩვენ ეს არ უნდა გაგვიჭირდეს, ჩვენში მებრძოლი გენი დევს,რამეთუ ქართველი კაცი საუკუნეების მანძილზე სამი მხრით იქნევდა ხმალს, ქუდზე კაცი გადიოდა მტრის წინააღმდეგ და დედა უკანასკნელ შვილსაც ამაყად უშვებდა სამშობლოს დასაცავად. როცა ეს ყველაფერი დაბრუნდება, საქართველო მაშინ იქნება ძლიერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined17 Sep 2008
Posts26
კარმა0
OFFLINEPROFILE
კაი თემაა

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined17 Sep 2008
Posts26
კარმა0
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
მანა,თუ ქუჩიდან არ წაიყვანეს,თუ სახლში არ შემოგვივარდნენ,ან კიდევ ინსტიტუტიდან არ წაიყვანეს, მე ჩემს ბიჭს ამ ეტაპზე

არავითარ შემთხვევაში ჯარში არ გაუშვებ და კიდევ უამრავი მიზეზი არის ამისთვის.

მანა,შენ გაუშვებ ბიჭებს ჯარსი,შენზე რომ იყოს დამოკიდებული?

და აბა როგორ დაიცავთ ჯარისგან? სულ ხო არ დაიმალება? მაშინ საზღვარგარეთ უნდა იყოს. თორე მგონი სხვა საშვალებები არაა ადრე უნივერსიტეტები იხსნიდა ეხლა იძახიან არც ეგ აღარ შველისო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ბუბუსანა 100%იანი ხარ.მე მყავს 9 აპრილა ნაბოლარა რომელიც 18 წლის ხდება.უდედოდ გაიზარდა,როგორც მრავალი მისნაირი, ქვეყნის უკურმათობის გამო.მე დიდი სურვილი მაქვს რომ ჯარში წავიდეს,ასეთი სირვილი უფროს ბიჭზე არ მნქონია,მაგრამ თავად მას არ სურს.უდედოდ არის გაზრდილი.ღვთის მადლით არ არის ცუდი ბავშვი ამიტომ გინდა თუ არა უნდა წახვიდე თქო ვერ ვაძალებ.მეც მაინტერესებს როგორ ხდება გაწვევა.თუ ვინმემ იცის კომპეტენტური პასუხი ძალიან მადლობელი დაგრჩებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ეგრე რა ბუბუ!ძლივს არ ჩამოხვედი გემბანიდან?!სწორედ ასეთი ბუბუსუნობა მიკალს მე.ხუმრობა იქით იყოს და %100-ით მართალს ამბობს.ჯარი ვის უხარია.ბიჭის პატრონია თუ გოგოსი,ჯარი და ომი ყველას აწუხებს, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა გამონაკლისებს არ უშვებს.გვინდა ძლიერი და უსაფრთხო სახელმწიფო? არ გამოვა ეგ საქმე ჯარის გვერდის ავლით, ა-რაააა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
მე გეთანხმებით მაგ საკითხში, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანას ყავდეს ძლიერი ჯარი, მაგრამ გეთანხმებით მანამდე, აი გულახდილად ვლაპარაკობ, სანამდე სხვის შვილებზეა ლაპარაკი, ხოლო როცა გავიფიქრებ იმას, რომ ჩემი ნაწვალები და ძლივს გამოჩირჩნილი შვილები, რომლების ჯანმრთელობასაც (ეს ყველამ არ იცის) ვანაცვალეთ მე და ჩემმა მეუღლემ სამშობლოც, მოხუცი მშობლებიც, ქონებაც, კარიერაც და ყველაფერი თუ რაიმე გაგვაჩნდა, მშვიდობის პირობებში რა თქმა უნდა მეც გავუშვებდი, მაგრამ ამ არეულ პერიოდში სად და რისი გულისთვის უნდა იბრძოლოს და ღმერთმა არ ქნას და..... იმ საცოდავ დაღუპულ ახალგაზრდებს ისე დავტირი, თითქოს ჩემი ნათესავები იყვნენ და მერე რა დაიცვეს და რა მოიგეს ამ უთანასწორო ბრძოლაში? საერთოდ გახსენება აღარ მინდა იმ სურათების, რომელიც გამოქვეყნებულია, როგორ ყრია საცოდავები თავი ცალკე, ფეხი ცალკე. უიმეეე შორს ცხრა მთას იქეთ, ეხლაც ჟრუანტელი მივლის ტანში. ყოველივე ამის შემდეგ ძალიან ძნელი სალაპარაკოა, რომ შენი შვილები გაუშვა ჯარში კი არა პირდაპირ ომში. ჯარი უნდა იყოს კონტრაქტული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ხალხნო იძულებითი ჯარი აღარ არის. არის ხელშეკრულებით და 18 დღიანი წელიწადში. 3 ჯერ წავა და მორჩა ჯარი მოვლილი ექნება.თუ არ გინდა არ წახვალ ოღონდ არაფერი პრივილეგია არ გექნება.უმაღლესი თუ დაამთავრე ვერსად ვერ იმუშავებ რაიმე თანამდებობაზე.

ქუჩიდან არ მიჰყავთ და ჭორებს ნუ ავრცელებთ

ჩემმა უფროსმა შვილიშვილმა ჯარი 1,5-ში (წელიწადი) მოიხადა ,შემდეგი შვილიშვილი 2 ჯერ იყო 18 დღიანში და ალბათ მესამე წელსაც გაიწვევენ.
ომის დროს გაიწვევენ თუ დასჭირდათ ალბათ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეხლა გულიანად მოგესალმებით

დესპანელებო მიყვარხართ
ყველანი კარგად მყავდეთ
ძალიან გამეხარდება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
Ketadea wrote:
ციტატა:
ბუბუსანა 100%იანი ხარ.მე მყავს 9 აპრილა ნაბოლარა რომელიც 18 წლის ხდება.უდედოდ გაიზარდა,როგორც მრავალი მისნაირი, ქვეყნის უკურმათობის გამო.მე დიდი სურვილი მაქვს რომ ჯარში წავიდეს,ასეთი სირვილი უფროს ბიჭზე არ მნქონია,მაგრამ თავად მას არ სურს.უდედოდ არის გაზრდილი.ღვთის მადლით არ არის ცუდი ბავშვი ამიტომ გინდა თუ არა უნდა წახვიდე თქო ვერ ვაძალებ.მეც მაინტერესებს როგორ ხდება გაწვევა.თუ ვინმემ იცის კომპეტენტური პასუხი ძალიან მადლობელი დაგრჩებით.

http://army.ge/index.php?showtopic=387

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Dec 2007
Posts916
კარმა54
OFFLINEPROFILE
გადავადება.. http://www.parliament.ge/index.php?lang ... kan_id=269

ჩასწორება..2006 წელი http://www.parliament.ge/index.php?lang ... an_id=1990

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სამხედრო სავალდებულო სამსახური

სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ევალება საქართველოს ყველა მოქალაქეს, აგრეთვე იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ მუდმივად იმყოფება და ცხოვრობს საქართველოში. სავალდებულო სამსახურში იწვევენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს. სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა წელიწად ნახევარია, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება და გააგრძელოს სამსახური პროფესიულ ჯარში.
ჯარში გაწვევა არ ეხებათ ქალებს. ისინი სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან მხოლოდ პირადი ნება-სურვილისა და წერილობითი განცხადების საფუძველზე.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახური

პირს, რომლესაც მოხდილი აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახური და ჩარიცხულია რეზერვში სურვილის შემთხვევაში შესაბამისი შერჩევის შემდეგ შეუძლია გააფორმოს ხელშეკრულება (კონტრაქტი). ამის შემდეგ იგი ჩაირიცხება საკონტრაქტო პროფესიულ სამსახურში. კონტრაქტის მოქმედების ვადა ოთხი წელია, სამხედრო მოსამსახურის საშუალო ხელფასი კი 500 ლარი. თანხის რაოდენობა იზრდება წოდების, თანამდებობის და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით.
კონტრაქტის გაფორმება შეუძლია იმ პირსაც, რომელიც სარგებლობს კანონით დადგენილი შეღავათით და გადავადებული აქვს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა.

საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა შესაძლებლობა აიმაღლოს პროფესიული მომზადების დონე ამერიკელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, აითვისოს უცხო ენა და მიიღოს მონაწილეობა საერთაშორისო ოპერაციებში (კოსოვოსა და ერაყში).

საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეებს ეძლევათ ხელფასის ორმაგი ოდენობა, დანამატი და სამივლინებო თანხები.

როგორ მოვხვდეთ ჯარში.

1. თუ თქვენ უკვე შეგისრულდათ 18 წელი, კანონმდებლობის შესაბამისად ავტომატურად გაწვეული იქნებით სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

2. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოსახვედრად რეზერვში მყოფმა მოქალაქემ ან სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფმა ჯარისკაცმა საკუთარი სურვილით უნდა შეავსოს სპეციალური განცხადების ფორმა და გადააგზავნოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1-ის პირადი შემადგენლობის (კადრების) დეპარტამენტში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა გიოარმანი,არმი,გე-ს დადებისტვის მაგრამ არ იხსნება.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 32 posts ] 
დესპანი