|
მე ერთი რამე მინდა ვთქვა, არავის გეწყინოთ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. შეხედეთ ისრაელს, 60 წლის განმავლობაში რა ქვეყანა გახდა, ყველა მხრიდან მუსულმანები ახვევიათ გარშემო, ამდენი წელია ომობენ და მაინც არაჩვეულებრივი ქვეყანა შექმნეს, ხრიოკი, ყამირი მიწებიდან ოაზისები გააკეთეს და ექსპორტით(!!!) ცხოვრობენ. ისრაელში სამხედრო სამსახური ,არა თუ სავალდებულოდ, პრესტიჟად ითვლება და განურჩევლად სქესისა ყველა სიამოვნებით მიდის ჯარში, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ და ყველაზე ძლიერ ჯარად ითვლება მსოფლიოში. როცა ჩვენი მენტალიტეტი მაქამდე დავა, რომ ჯარი, ეს შენი სამშობლოს დაცვაა, მისი ლამაზი მომავალია, მაშინ ყველა ხალისით იმსახურებს ჯარში. ჩვენ ჯერ კიდევ ის თაობა ვართ , რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს , ჯარში არ გაშვების და მისგან დაძვრენის უამრავი მეთოდი შევიმუშავეთ.მაშინდელი ჯარი არასოდეს არ ასოცირდებოდა სამშობლოს დაცვასთან და მის ნათელ მომავალთან.რამეთუ ყველამ კარგად ვიცოდით, ჩვენი სამშობლო საქართველო იყო და არა სსრკ, და სადღაც, რუსეთის რომელიღაც ქალაქში გავლილი სამხედრო სამსახური საქართველოსთვის კი არა , რუსეთისთვის სამსახური იყო. ალბათ ჩვენი აზროვნებაც შეიცვლება თანდათანობით და ჩვენც ვიამაყებთ ჩვენი სამშობლოს სიძლიერით, რამეთუ ძლიერი არმია ძლიერი, ლამაზი, დემოკრატიული ქვეყნის გარანტია.მაშინ არავის აღარ მოუვა აზრად, თავში წამოგარტყას, რამეთუ ამის პასუხიც ეცოდინება.ჩვენ ეს არ უნდა გაგვიჭირდეს, ჩვენში მებრძოლი გენი დევს,რამეთუ ქართველი კაცი საუკუნეების მანძილზე სამი მხრით იქნევდა ხმალს, ქუდზე კაცი გადიოდა მტრის წინააღმდეგ და დედა უკანასკნელ შვილსაც ამაყად უშვებდა სამშობლოს დასაცავად. როცა ეს ყველაფერი დაბრუნდება, საქართველო მაშინ იქნება ძლიერი.
|