↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined11 Apr 2008
Posts64
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა ინფორმაცია გაქვს თქვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
რა მზადდება ელჩო გვითხარი გასკდა გული...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ამ დილით მითხრეს, ხურჩაში მასიური სროლები დაიწყო აფხაზების მხრიდან.
არიან დაჭრილები და გარდაცვლილიცო.
საღამოს მომხდარა ეს ყველაფერი./საქართველოს დროით./

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
რა იყო. ელჩი? ეხლა დავრეკე და არაფერი არ იციან. ავაფორიაქე ხალხი .თქვი რამე---

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
რუსები არ მოისვენებენ.
ხვალ გაერო-ში მიშას გამოსვლაა, აუცილებლად "სიურპრიზს"მოგვიწყობენ.
ჩვენებმა, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა უპასუხონ ცეცხლით.

თუ მოხდა საპასუხო ცეცხლის გახსნა, მერე ქუთაისამდე შემოვლენ ეგ გველები.
ზუგდიდს და ბათუმს, ოკუპაციას გაუკეთებენ.

ღმერთო დაიფარე ჩემი ქვეყანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
В воскресенье в селе Хурча Зугдидского района Грузии, который прилегает к Гальскому району Абхазии, был убит один сотрудник грузинской полициии и еще двое ранены, передает агентство ИТАР-ТАСС.

В МВД Грузии заявили, что стрельба по грузинским полицейским велась с территории Гальского района. По словам грузинских властей, "грузинская полиция не открывала ответный огонь по территории Гальского района, откуда велась стрельба в направлении поста полиции в селе Хурча".

Между тем полпред президента Абхазии в Гальском районе Руслан Кишмария сообщил агентству "Интерфакс", что "никакого обстрела не было и быть не могло".

"Напротив села Хурча расположен пост абхазских пограничников, а также пост российских миротворцев. На этих постах слышали стрельбу непосредственно на территории села, но что там происходит, сказать трудно", - добавил Кишмария.

Ссылки по теме
- Абхазию и Южную Осетию признали Сербская Краина и Гагаузия - Lenta.ru, 19.09.2008
- Грузия продлила режим ЧП в местах дислокации российских войск - Lenta.ru, 18.09.2008
- Лавров предупредил о провокациях с участием грузинских уголовников - Lenta.ru, 15.09.2008
- Страны ЕС договорились послать наблюдателей в Грузию - Lenta.ru, 15.09.2008
- Абхазы обвинили грузинские спецслужбы в подрыве экскаватора - Lenta.ru, 14.09.2008

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ელჩი---დაწყნარდი. არაფერი არ მოხდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ლიაკო-სამაჩაბლოშიც ასე დაიწყეს.
სათითაოდ გვხოცეს და მერე გვბომბეს.

მე გული მეთანაღრება, რუსი არ გვაპატიებს, რაც მაგათ ჩვენთან ომით დაკარგეს.
ვფიქრობ, მედვედევი ვერ აკონტროლებს სიტუაციას, არავითარი გადამწყვეტი სიტყვის შემსრულებელი ეგ არ არის.
როგორც ყოველთვის, რუსებს ბუტაფორია პრეზიდენტები მართავდნენ.

კგბ და სამხედრო აკონტროლებს რუსეთს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ღმერთმა დაგვიფაროს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Jan 2008
Posts3204
კარმა103
OFFLINEPROFILE
სოფელ ხურჩის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი რუსული ბლოკ-პოსტის მიმართულებიდან გაუხსნეს.სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ლეიტენანტი რამაზ კიტია. ორი პოლიცი კი დაიჭრა. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ქართველმა სამართალდამცავებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რუსების უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაზვერვას ახორციელებდა, ჩამოაგდეს.
როგორც შსს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, შემთხვევა გუშინ დილით სოფელ წითელუბანთან ახლოს, ბაქო-სუფსის ნავთობსადენთან მოხდა, სწორედ ამ ტერიტორიის დაზვერვას ახორციელებდა რუსული უპილოტო თვითმფრინავი, რომელსაც დამონტაჟებული ქონდა ფოტოაპარატი და აწარმოებდა ფოტოების გადაღებას.
უტიაშვილის თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თვითმფრინავი დააზიანეს და შემდეგ მისი ჩამოგდება მოხდა. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, უტიაშვილმა აღნიშნა, რომ ალბათ რუსების რეაქცია ტრაგიკული იქნება.
მანვე კომენტარი გააკეთა აფხაზეთში სოფელ ფიჩირში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც და დასძინა, რომ ქართველ მოსახლეობაზე კვლავ გრძელდება ზეწოლა და პასპორტების შეთავაზება, თუმცა, მისი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა პასპორტებზე უარს აცხადებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
კონსერვატიული პარტია" რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა სახელობითი სიის გამოქვეყნებას ითხოვს.
როგორც პარტიის პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა, მათ ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს შსს თავდაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებსს, თუმცა მათ დღემდე პასუხი არ მიუღიათ. ამასთან, ბუკიამ წინასწარ მიმართა აგვისტოს მოვლენების საგამოძიებო კომისიას, რომელიც პარლამენტში დღეს უნდა შეიქმნას, რათა ტექსტი ჩააბარონ და თავიანთი მუშაობის პირველივე დღეებში გამოაქვეყნონ დაღუპულთა სახელობითი სია.
ბუკიამ განაცხადა, რომ "კონსერვატიული პარტია" ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს, რათა შექმნან დაღუპულთა მონაცემთა ბაზა.
ბუკია აცხადებს, რომ "კონსერვატიულ პარტიას" არ გააჩნია სრული მონაცემები თუმცა დასძენს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებულ ციფრზე - 372 შედარებით, "კონსერვატიული პარტიის" მონაცემები გაცილებით მაღალია.
ბუკია აცხადებს, რომ მათ მიმართავენ მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა მათი ახლობლები აღნიშნულ სიაში, თუმცა ისინი ვერ ახერხებენ გარკვევას, ვინაიდან კონკრეტული სახელები და გვარები არ არსებობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმის ”ნომერ პირველი” ამოცანაა გააძლიეროს ადმინისტრაციული საზღვარი მდინარე ენგურთან.

”ეს იქნება ნამდვილი სახელმწიფო საზღვარი,”- იუწყება ”აფსნიპრესი” 23 სექტემბერს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

სოხუმში პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერება ხელს შეუშლის ”დივერსიულ-ტერირისტული ჯგუფების”, კონტრაბანდის და ”ადამიანთა უწესრიგო” გადაადგილებას.

ამასთან, ბაღაფშმა განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარი გაცილებით გამჭირვალე იქნება, რაზეც სპეციალური შეთანხმებების გაფორმება იგეგმება მოსკოვთან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Sep 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ ყველა დესპანელო.
ვწუხარ რომ ყოველდღე პოლიტიკაზე გვიწევს კომენტარების კეთება , ვოცნებობ იმ დღეზე როცა პოლიტიკოსების გარდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ეუთოს წარმომადგენელი კონფლიქტურ რეგიონებში ჟურნალისტების თავისუფალ შესვლას ითხოვს

სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 სექ.'08 / 13:02

მიკლოშ ჰარაციმ, ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, მოითხოვა ჟურნალისტების უსაფრთხო დაშვება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში და ყველა მხარეს მიუკერძოებელი მედია-გაშუქებისკენ მოუწოდა.

”ახლა, როდესაც შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა, დროა ვუზრუნველყოთ ჟურნალისტებისთვის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების სრული ხელმისაწვდომობა. ნებისმიერი ზედმეტი შეზღუდვა მედიის შესვლაზე უნდა მოიხსნას,” - განაცხადა ჰარაციმ 22 სექტემბერს.

იგი იმ ინფორმაციას გულისხმობდა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლა შერჩევით იზღუდება მედიისთვის. ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს კვლავ არ გააჩნიათ კონფლიქტის რეგიონებში თავისუფალი შესვლის შესაძლებლობა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა კონფლიქტის დროს ქართული და რუსული ინტერნეტ საიტების და ტელევიზიების დაბლოკვაზე.

”ყველაზე პრობლემატური ისაა, რომ ტელევიზია ორივე მხარეს კვლავ გადატვირთულია მართული ან მიკერძოებული ინფორმაციით,”- განაცხადა მან.

ჰარაციმ ხაზი გაუსვა არსებული სიტუაციის შესახებ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელების საჭიროებას. ”იუგოსლავიის შემდგომმა ომებმა უჩვენა, თუ რისი გამოწვევა შეუძლია პროპაგანდისტულ გაშუქებას და სიძულვილით აღსავსე კომენტარებს ერებს შორის. გენოციდის შესახებ განცხადებების გამოძიება, სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ინფორმირება, განადგურებული სოფლების დოკუმენტურად ასახვა და დევნილების მონახულება უკეთ შეუძლიან დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, და ის, რაც მათ სჭირდებათ, არის არა ორგანიზებული ტურები, არამედ თავისუფალი და უსაფრთხო ხელმისაწვდომობა”.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი