შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ამ დილით მითხრეს, ხურჩაში მასიური სროლები დაიწყო აფხაზების მხრიდან. არიან დაჭრილები და გარდაცვლილიცო. საღამოს მომხდარა ეს ყველაფერი./საქართველოს დროით./
В воскресенье в селе Хурча Зугдидского района Грузии, который прилегает к Гальскому району Абхазии, был убит один сотрудник грузинской полициии и еще двое ранены, передает агентство ИТАР-ТАСС.
В МВД Грузии заявили, что стрельба по грузинским полицейским велась с территории Гальского района. По словам грузинских властей, "грузинская полиция не открывала ответный огонь по территории Гальского района, откуда велась стрельба в направлении поста полиции в селе Хурча".
Между тем полпред президента Абхазии в Гальском районе Руслан Кишмария сообщил агентству "Интерфакс", что "никакого обстрела не было и быть не могло".
"Напротив села Хурча расположен пост абхазских пограничников, а также пост российских миротворцев. На этих постах слышали стрельбу непосредственно на территории села, но что там происходит, сказать трудно", - добавил Кишмария.
Ссылки по теме - Абхазию и Южную Осетию признали Сербская Краина и Гагаузия - Lenta.ru, 19.09.2008 - Грузия продлила режим ЧП в местах дислокации российских войск - Lenta.ru, 18.09.2008 - Лавров предупредил о провокациях с участием грузинских уголовников - Lenta.ru, 15.09.2008 - Страны ЕС договорились послать наблюдателей в Грузию - Lenta.ru, 15.09.2008 - Абхазы обвинили грузинские спецслужбы в подрыве экскаватора - Lenta.ru, 14.09.2008
ლიაკო-სამაჩაბლოშიც ასე დაიწყეს. სათითაოდ გვხოცეს და მერე გვბომბეს.
მე გული მეთანაღრება, რუსი არ გვაპატიებს, რაც მაგათ ჩვენთან ომით დაკარგეს. ვფიქრობ, მედვედევი ვერ აკონტროლებს სიტუაციას, არავითარი გადამწყვეტი სიტყვის შემსრულებელი ეგ არ არის. როგორც ყოველთვის, რუსებს ბუტაფორია პრეზიდენტები მართავდნენ.
სოფელ ხურჩის ტერიტორიაზე მდებარე ქართულ პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი რუსული ბლოკ-პოსტის მიმართულებიდან გაუხსნეს.სროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ლეიტენანტი რამაზ კიტია. ორი პოლიცი კი დაიჭრა. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
ქართველმა სამართალდამცავებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რუსების უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაზვერვას ახორციელებდა, ჩამოაგდეს. როგორც შსს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე, სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, შემთხვევა გუშინ დილით სოფელ წითელუბანთან ახლოს, ბაქო-სუფსის ნავთობსადენთან მოხდა, სწორედ ამ ტერიტორიის დაზვერვას ახორციელებდა რუსული უპილოტო თვითმფრინავი, რომელსაც დამონტაჟებული ქონდა ფოტოაპარატი და აწარმოებდა ფოტოების გადაღებას. უტიაშვილის თქმით, ქართველმა სამართალდამცავებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თვითმფრინავი დააზიანეს და შემდეგ მისი ჩამოგდება მოხდა. რაც შეეხება რუსეთის რეაქციას, უტიაშვილმა აღნიშნა, რომ ალბათ რუსების რეაქცია ტრაგიკული იქნება. მანვე კომენტარი გააკეთა აფხაზეთში სოფელ ფიჩირში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც და დასძინა, რომ ქართველ მოსახლეობაზე კვლავ გრძელდება ზეწოლა და პასპორტების შეთავაზება, თუმცა, მისი თქმით, მოსახლეობის უმრავლესობა პასპორტებზე უარს აცხადებს.
კონსერვატიული პარტია" რუსული აგრესიის შედეგად დაღუპულთა სახელობითი სიის გამოქვეყნებას ითხოვს. როგორც პარტიის პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა გიგა ბუკიამ განაცხადა, მათ ამ მოთხოვნით უკვე მიმართეს შსს თავდაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებსს, თუმცა მათ დღემდე პასუხი არ მიუღიათ. ამასთან, ბუკიამ წინასწარ მიმართა აგვისტოს მოვლენების საგამოძიებო კომისიას, რომელიც პარლამენტში დღეს უნდა შეიქმნას, რათა ტექსტი ჩააბარონ და თავიანთი მუშაობის პირველივე დღეებში გამოაქვეყნონ დაღუპულთა სახელობითი სია. ბუკიამ განაცხადა, რომ "კონსერვატიული პარტია" ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებს, რათა შექმნან დაღუპულთა მონაცემთა ბაზა. ბუკია აცხადებს, რომ "კონსერვატიულ პარტიას" არ გააჩნია სრული მონაცემები თუმცა დასძენს, რომ სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებულ ციფრზე - 372 შედარებით, "კონსერვატიული პარტიის" მონაცემები გაცილებით მაღალია. ბუკია აცხადებს, რომ მათ მიმართავენ მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა მათი ახლობლები აღნიშნულ სიაში, თუმცა ისინი ვერ ახერხებენ გარკვევას, ვინაიდან კონკრეტული სახელები და გვარები არ არსებობს.
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ სოხუმის ”ნომერ პირველი” ამოცანაა გააძლიეროს ადმინისტრაციული საზღვარი მდინარე ენგურთან.
”ეს იქნება ნამდვილი სახელმწიფო საზღვარი,”- იუწყება ”აფსნიპრესი” 23 სექტემბერს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
სოხუმში პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ საქართველოსთან ადმინისტრაციული საზღვრის გაძლიერება ხელს შეუშლის ”დივერსიულ-ტერირისტული ჯგუფების”, კონტრაბანდის და ”ადამიანთა უწესრიგო” გადაადგილებას.
ამასთან, ბაღაფშმა განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვარი გაცილებით გამჭირვალე იქნება, რაზეც სპეციალური შეთანხმებების გაფორმება იგეგმება მოსკოვთან.
ეუთოს წარმომადგენელი კონფლიქტურ რეგიონებში ჟურნალისტების თავისუფალ შესვლას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 სექ.'08 / 13:02
მიკლოშ ჰარაციმ, ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, მოითხოვა ჟურნალისტების უსაფრთხო დაშვება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონებში და ყველა მხარეს მიუკერძოებელი მედია-გაშუქებისკენ მოუწოდა.
”ახლა, როდესაც შეიარაღებული კონფლიქტი დასრულდა, დროა ვუზრუნველყოთ ჟურნალისტებისთვის სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონების სრული ხელმისაწვდომობა. ნებისმიერი ზედმეტი შეზღუდვა მედიის შესვლაზე უნდა მოიხსნას,” - განაცხადა ჰარაციმ 22 სექტემბერს.
იგი იმ ინფორმაციას გულისხმობდა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლა შერჩევით იზღუდება მედიისთვის. ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს კვლავ არ გააჩნიათ კონფლიქტის რეგიონებში თავისუფალი შესვლის შესაძლებლობა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა კონფლიქტის დროს ქართული და რუსული ინტერნეტ საიტების და ტელევიზიების დაბლოკვაზე.
”ყველაზე პრობლემატური ისაა, რომ ტელევიზია ორივე მხარეს კვლავ გადატვირთულია მართული ან მიკერძოებული ინფორმაციით,”- განაცხადა მან.
ჰარაციმ ხაზი გაუსვა არსებული სიტუაციის შესახებ მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი ინფორმაციის გავრცელების საჭიროებას. ”იუგოსლავიის შემდგომმა ომებმა უჩვენა, თუ რისი გამოწვევა შეუძლია პროპაგანდისტულ გაშუქებას და სიძულვილით აღსავსე კომენტარებს ერებს შორის. გენოციდის შესახებ განცხადებების გამოძიება, სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ინფორმირება, განადგურებული სოფლების დოკუმენტურად ასახვა და დევნილების მონახულება უკეთ შეუძლიან დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, და ის, რაც მათ სჭირდებათ, არის არა ორგანიზებული ტურები, არამედ თავისუფალი და უსაფრთხო ხელმისაწვდომობა”.