itmaster wrote:ციტატა:
"უცნაური რეცეპტი"
მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი,
უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია,
რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი,
რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.
თან მითხრა ჩურჩულით: - ისეთი რამ არის,
რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით,
არისო ძალიან ლამაზი წამალი,
არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.
იმედის ნაფლეთი გულს უცებ ეძგერა,
ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე.
თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა:
"მანანას ღიმილი, კვირაში ორჯერ!"
1949/ვახუშტი კოტეტიშვილი/
უბრწყინვალესია,გაანათლოს ვახუშტის სული უფალმა, თქვენ კი კარმა ჩემგან=sher=