↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ცისა ფერს

ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამქვეყნიურს,
სიყრმითგან ვეტრფოდი.

და ახლაც, როს სისხლი
მაქვს გაციებული,
ვფიცავ მე – არ ვეტრფო
არ ოდენ ფერსა სხვას.

თვალებში მშვენიერს,
ვეტრფი მე ცისა ფერს;
მოსრული იგი ცით
გამოკრთის სიამით.

ფიქრი მე სანატრი
მიმიწევს ცისა ქედს,
რომ ეშხით დამდნარი
შევერთო ლურჯსა ფერს.

მოვკვდები – ვერ ვნახავ
ცრემლსა მე მშობლიურს,-
მის მაცვლად ცა ლურჯი
დამაფრქვევს ცვარს ციურს!

სამარეს ჩემსა როს
გარს ნისლი მოეცვას,-
იგიცა შესწიროს
ციაგმა ლურჯსა ცას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ციცი ბებოოოოოოო სჰენ სჰემოგევლოს ჩემი გამურული ცხვირპირი.. :)
ეს ლექსი მაგრად მიყვარს და კარმა ჩემგან!!! :)
სხვა ხომ კარგად ხარ,კაი ხანია აგარ გვისაუბრიაა..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჩემო ჯიგარო ტცუდოოო შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე.
მადლობა კარმისთვის.
ისე არა მიშავს რა ვარ ვარ ნელნელა და მიხარია თქვენთან საუბარი
თავად როგორ ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
zizikore wrote:
ციტატა:
ჩემო ჯიგარო ტცუდოოო შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე.
მადლობა კარმისთვის.
ისე არა მიშავს რა ვარ ვარ ნელნელა და მიხარია თქვენთან საუბარი
თავად როგორ ხარ?
თავად არამიშავს.. ავარია გავაკეთე და ძმაკაცის მანქანა დავამტვრიე..
სხვა დზველებურადაა თითქმის ყველაფერი,თქვენსკენ რა ხდება.. რასა იქმ ციცი ბებო?? :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
"უცნაური რეცეპტი"

მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი,
უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია,
რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი,
რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.

თან მითხრა ჩურჩულით: - ისეთი რამ არის,
რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით,
არისო ძალიან ლამაზი წამალი,
არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.

იმედის ნაფლეთი გულს უცებ ეძგერა,
ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე.
თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა:
"მანანას ღიმილი, კვირაში ორჯერ!"

1949/ვახუშტი კოტეტიშვილი/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
itmaster wrote:
ციტატა:
"უცნაური რეცეპტი"

მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი,
უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია,
რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი,
რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.

თან მითხრა ჩურჩულით: - ისეთი რამ არის,
რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით,
არისო ძალიან ლამაზი წამალი,
არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.

იმედის ნაფლეთი გულს უცებ ეძგერა,
ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე.
თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა:
"მანანას ღიმილი, კვირაში ორჯერ!"

1949/ვახუშტი კოტეტიშვილი/

უბრწყინვალესია,გაანათლოს ვახუშტის სული უფალმა, თქვენ კი კარმა ჩემგან=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
itmaster wrote:
ციტატა:
"უცნაური რეცეპტი"

მე ავად ვიყავი და მკურნალს ვეძებდი,
უეცრად მოფრინდა ცისფერი ფერია,
რაღაც უცნაური გადმომცა რეცეპტი,
რომელიც ანთებულ ყაყაჩოს ფერია.

თან მითხრა ჩურჩულით: - ისეთი რამ არის,
რომ უნდა მიიღო უმცირეს დოზით,
არისო ძალიან ლამაზი წამალი,
არ დაილევაო ის სუფრის კოვზით.

იმედის ნაფლეთი გულს უცებ ეძგერა,
ვიფიქრე, იქნება როგორმე მოვრჩე.
თვალი გადავავლე, რეცეპტზე ეწერა:
"მანანას ღიმილი, კვირაში ორჯერ!"

1949/ვახუშტი კოტეტიშვილი/

ნამდვილად არ მქონდა წაკითხული,ძალიან მომეწონა,კარმა ჩემგან=ko= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ვახუშტი ჩემი მშობლების ქორწილში თამადა იყო. მართლა საყვარელი ლექსია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ვინა სთქვა

ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!
აბა, შეადგით ერთმანეთს მთები,
მთები – შემკული სხივების სირმით,
ააშრიალეთ არწივის ფრთები,
კლდით გაიგონეთ ყვირილი ირმის.
ყოველ მაღლობზე ციხე და კოშკი
ნახეთ, აზომეთ ოსტატის მზერით,
ან მოაგროვეთ უხსოვარ დროში
ჩვენში დაღვრილი ბუნების ფერი.
გაზომეთ ქარი თუ ქარიშხალი,
ჩამწყვდეული რომ ღმუოდა ხევით,
წყალი მქუხარი და საშიშარი
და ავარდნილი გუმბათი ზევით.
წინაპრის მიერ განვლილი სივრცე,
ჟამი – ძლეული გაფრენილ ცხენით,
და გორგასალის ნაბიჯი მტკიცე,
მთლად აღბეჭდილი ქართველის რწმენით.
შეახეთ ბრძოლით გაწვრთნილი ხელი
დარუბანდიდან მოტანილ კარებს,
და გაიხსნება სამშობლო ცემი,
უსასრულობის შემცველი მხარე.
ვინა სთქვა, თითქო პატარა იყოს
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი,
ქართლში ვინ ჰპოვა პატარა ციხე,
ვინ მოიგონა სიმცირე მისი?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
TsudoooO wrote:
ციტატა:
zizikore wrote:
ციტატა:
ჩემო ჯიგარო ტცუდოოო შემოგევლოს ჩემი სიცოცხლე.
მადლობა კარმისთვის.
ისე არა მიშავს რა ვარ ვარ ნელნელა და მიხარია თქვენთან საუბარი
თავად როგორ ხარ?
თავად არამიშავს.. ავარია გავაკეთე და ძმაკაცის მანქანა დავამტვრიე..
სხვა დზველებურადაა თითქმის ყველაფერი,თქვენსკენ რა ხდება.. რასა იქმ ციცი ბებო?? :)

ვარ ნელ-ნელა ავარია მაგარი იყო ხომ მშვიდობით არიან ყველა?
გმერთი იყოს შენი მფარველი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მთა მთაზე როა მაღალი,
თავზე თოვლგადანაყარი,
მთებზე რომ მუდამ გაშლილა
თეთრი ღრუბლების ფაფარი,
მდინარეების ნანაში
გარინდებული მთა-ბარი,
სიცოცხლე ჩვენი გულისა,
ჩვენი ოცნების ლამპარი -
საქართველოა ლამაზი,
„სხვა საქართველო სად არი!“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
მიკვირს, უშენოდ როგორ გავძელი,
მთელი ცხოვრება ბინდი მებურა,
ასე მეგონა, რომ ვეღარავინ
გამაცოცხლებდა წინანდებურად.
მაგრამ მოხვედი,
მიღმიერ ქარებს
მოჰყევი, როგორც ბაბუაწვერა,
ჩემი თავიდან გამიხმე გარეთ
იმ ძველებური ლექსის საწერად.
სიყვარული კი, სიზმრის ნაფლეთი,
რომ აგვარიდოს სვებედს საშინელს,
მუშაითივით ჯიუტად დგას და
ჩვენს მღიერ ყოფას აშალაშინებს.
გაირანდება ბოლო ფიცარიც
და როს ვშორდებით მბრწყინავ სასტუმროს,
გული გვწყდება, რომ ყველა სიზმარი
თვლემისას ვნახეთ, უთავსასთუმლოდ;
და ვეღარც ერთი ვერ ავიხდინეთ,
რადგანაც სანამ დილის სიცივე
მოგვისწრებდა და სულს მოგვითქვამდა,
მანამდე ც ხ ა დ ი გამოვიძინეთ;
და რომ სიზმარმაც თავის ამოთქმა
არ მოისურვა, დარჩა მდუმარი...
ამასობაში ათასჯერ გაცვდა
მინდვრების ჭრელი თავსასთუმალი.

გიორგი ლობჟანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
დღე მოღრუბლული მოკუმშეს და მკერდში ცადეს...
ძვირფასო,სად ხარ, შენი ნახვა მე მინდა ისე...
მეხი ძალუმი,მარტო მდგომს თუ ხვალ შუბლს გამიტეხს
დავბარბაცდები და თვალები დამრჩება მზისკენ.
არ ვიცი, კარგო,შემოდგომის რად მეშინია?!
შენ ხომ ჩემთან ხარ...
მომავალი რად მაკრთობს,მითხარ?
იქნებ ჩემს ირგვლივ მარტოდმარტო მთვარის ძილია,
იქნებ მანა სვა ის კარგი სიტყვა...
გაზაფხულზე კი, როცა მზეი დახუჭავს თვალებს
და შორეული ტკივილებიც მზისგან გალღვება.
როს მოგონება მოქნცული ღამეს გამიტევს,
მომენატრება,მომინდება ცემი ბალღობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ძვირფასო,ეხლა ღამე მეხვევა,
ახსენებს ჩUმად ბაგე შენს სახელს;
დავხუჭავ თვალებს,-ნათელის რხევაც
ხან ხუჭავს თვალებს,ხან ისევ ახელს.
გიყურებ,გული სავსეა თრთოლვით,
თვალებში კრთება ალერსი შენი,
თმა დაფიფქული ნაადრევ თოვლით
და სიხარული კიდევ რამდენი.
ფითრდება ღამე,თავდება ღამე,
ხენი ელიან მზეს,უფრო მზიანს.
მეც ვითვლი დილამდე დარჩენილ წამებს...
მაგრამ რიჟრაჟის რად მეშინია?..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
ახლა ყვავილებს ჩამოყრის ნუში,
აფეთქდებიან ტყემლის ტოტები
და ამიტომაც მინდოდა გუშინ
შენი ნახვა და...გაბოროტებით
ვგლეჯდი,ვამსხვრევდი ტოტებს წებოვანს
და მოღუნული მხრები მტანჯავდა,
მინდოდა სადმე სითბო მეპოვა
ყველაფერი კი შენს თვალებს ჰგავდა;
ზეცაც,ხეებიც,ღრუბლის ნაფლეთი
და ალვის ხეზე დამჯდარი ჩიტი,
მიწა,ბალახი,ენძელა ერთი
და მზით გამთბარი ალვის ხის კვირტი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი