↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined21 Sep 2008
Posts1
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყველას გილოცავთ ჯვართამაღლებას,ღმერთი გვფარავდეს ყველას!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
nabula
როგორ ხარ.
უფალი გფარავდეს.
მიყვარხარ
საქართველოში როგორ არიან

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Apr 2008
Posts157
კარმა9
OFFLINEPROFILE
ციცი კარმა შენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს! ,სიხარულს, ჯამრთელობას , ხანგრძლივ - ბედნიერ , მშვიდობიან ცხოვრებას გისურვებთ .=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
გილოცავთ სვეტიცხოვლობას.ღმერთი გფარავდეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დაგვიანებით მაგრამ გულით გილოცავთ

სვეტიცხოვლობა
14 (ძვ.სტ. 1) ოქტომბერს საქართველოს ეკლესია დღესასწაულობს სვეტიცხოვლობას და იხსენიებს პირველ ქრისტიან მეფესა და დედოფალს - მირიანსა და ნანას, ასევე წმიდა სიდონიას.
სვეტიცხოველი ქართველთა უმთავრესი და უპირველესი ტაძარია, რადგან აქ დამარხულია უდიდესი სიწმინდე ჩვენთვის - იესო ქრისტეს კვართი - სამოსელი. კვართი ღმრთისმშობლის ხელით იყო ნაქსოვი და მას იესო მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებდა. ჯვარცმის დროს, ქრისტეს სამოსი, კვართი, წილად ერგო მცხეთიდან ჩასულ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს. მათ კვართი მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ეს ღვთის ნებით შესრულდა, რადგან ქართლის ქვეყანაში კვართთან ერთად, ქრისტეს მადლს, ღვთაებრივ ძალას ჩამოეღწია.

მცხეთაში ჩამოსულ ელიოზს მისი და - სიდონია შეეგება. სიდონიამ ძმისაგან შეიტყო უფლის ჯვარცმის შესახებ. ტირილით ჩაიკრა კვართი გულში და ისე ძლიერ განიცადა მოსმენილი, რომ გარდაიცვალა. სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს. ჩვენ სხვა არაფერი ვიცით სიდონიას ცხოვრების შესახებ. მიუხედავად ამისა, ის წმინდანად არის შერაცხული, იმიტომ, რომ ქრისტესადმი სიყვარული მან თავისი სიკვდილით დაამტკიცა.

მაცხოვარმა ინება, რომ ამ დიდი სიწმიდის გამოგზავნის გარდა, ქართველთა ქვეყანაში მისი სიტყვაც ექადაგათ მოციქულებს - ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას.

მას შედეგ სამი საუკუნე გავიდა, მაშინდელი ქართველები ჯერ კიდევ კერპებს სცემდნენ თაყვანს.

კაბადოკიაში მცხოვრებმა 12 წლის მორწმუნე გოგონამ, ნინომ თავისი აღმზრდელისაგან შეიტყო, რომ იესოს კვართი ჩრდილოეთით მდებარე წარმართთა ქვეყანაში მოხვედრილა. ნინოს ღმრთისმშობელი გამოეცხადა და დაავალა თავის წილხვედრ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად. თან ვაზისაგან საკუთარი ხელით გაკეთებული ჯვარი მისცა.

პატარა გოგონა ნინო, შემდეგ ქართველთა ქრისტეს სარწმუნოებაზე მომქცევი, მოციქულთასწორი წმიდანი გახდა. ნინოს ლოცვით მოხდენილი მრავალი სასწაულის შემდეგ, ნამდვილი ღმერთი ირწმუნეს ქართლის მეფემ და დედოფალმა - მირიანმა და ნანამ. შემდეგ კი ეკლესიის აშენება გადაწყვიტეს.

ნინოს თანხმობით ტაძარი მეფის სასახლის სამოთხეში - ბაღში უნდა აეგოთ. იქ მდგარი ხეებისაგან გამოკვეთეს შვიდი სვეტი. ექვსი აღმართეს, მეშვიდეს კი ვერაფერი მოუხერხეს. ღამით წმიდა ნინომ თავის მოწაფე ქალწულებთან ერთად იხილა, როგორ გადმოვიდა ზეციდან ანგელოზი და როგორ აამაღლა სვეტი მოჭრილი ხის ძირზე. ხის სვეტს ნათელი სვეტი დაადგა, რომელიც ზეცას წვდებოდა. ეს ხე სიდონიას საფლავზე აღმოჩენებული კვიპაროსი იყო. ეს იყო ადგილი, სადაც იესოს კვართი სამი საუკუნის მანძილზე საიდუმლოდ ინახებოდა. სვეტმა მრავალი სასწაული მოახდინა. მას მირონი სდიოდა, კურნავდა ავადმყოფებს, ბრმებს თვალს უხელდა, მკვდრებს აღადგენდა. იგი იქცა ქრისტეს ძალის, მადლის, ახალი სიცოცხლის მომნიჭებლად, ამიტომაც უწოდებენ მას სვეტი-ცხოველს, ანუ სიცოცხლის სვეტს.

სასწაულთმოქმედი სვეტი ტაძრის შუაგულში იდგა. საუკუნეების მანძილზე ტაძარი ახლად შენდებოდა, ფართოვდებოდა, მშვენდებოდა. შემდგომში თავად ტაძარს ეწოდა „სვეტიცხოველი“. ის არის ჩვენი დედა ტაძარი, რადგან სწორედ აქედან მოეფინა მთელ საქართველოს ქრისტეს სიცოცხლე და ნათელი.

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
წმიდა დიდმოწამე არგვეთის მთავარნი
დავით და კონსტანტინე მხეიძენი

მეექვსე საუკუნეში არაბმა დამპყრობლებმა მურვან-ყრუს მეთაურობით განიზრახეს მთელი საქრისტიანო აეოხრებინათ. არაბები ჯერ საბერძნეთს დაესხნენ თავს, შემდეგ სომხეთს და ბოლოს ამ მიზნით საქართველოსკენ დაიძრნენ. არგვეთის ერისმთავრებმა, დავითმა და კონსტანტინემ რომ გაიგეს, თუ რა დიდი განსაცდელი ელოდა ქვეყანას, შეკრიბეს ლაშქარი და საბრძოლველად გაემზადნენ. ორივე მთავარი ქრისტესმოყვარე და კეთილმორწმუნე იყო. დავითი ასაკით უფრო დიდი იყო, ვიდრე კონსტანტინე, ორივე გამოცდილი მეომარი და ახოვანი ადამიანები იყვნენ.

როდესაც წარმართნი სამცხეს შემოესივნენ, მათი ლაშქარი ლოცვითა და მახვილით დახვდა მტერს და საშინლად დაამარცხა. უკან გაქცეულმა მტრებმა ყველაფერი თავიანთ მთავარს მოახსენეს. განრისხებულმა მურვან-ყრუმ ახლა აბულ-კასიმი ჩაუყენა სათავეში მრავალათასიან ლაშქარს, რომელიც არგვეთში შევიდა და ქვეყანა მიწასთან გაასწორა, დავითი და კონსტანტინე ტყვედ ჩაიგდეს და სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვეს. ამაზე მტკიცე უარი მიიღეს. წმიდანები დილეგში დაამწყვდიეს. მურვან-ყრუმ იქაც მიუგზავნა ტყვეებს თავისი კაცი და მათი მოსყიდვა სცადა. უამრავ განძსა და სახელს ჰპირდებოდნენ არაბები წმიდანებს, მაგრამ ისინი მაინც მტკიცედ იცავდნენ სარწმუნოებას და ამბობდნენ: ჩვენი დიდება და სიმდიდრე ქრისტეა, ჩვენ ერთ რჯულსა და ერთ სარწმუნოებას ვაღიარებთ, ჩვენ განათლებულნი ვართ ქრისტეს რწმენით და გვწამს მამა, ძე და სულიწმიდა და მისთვის მოვკვდებით. როცა მტერი ვერაფერს გახდა, მთავრები ცემეს და ხელფეხშეკრულნი რიონში გადაყარეს. სიკვდილის წინ წმიდანები შეევედრნენ უფალს, რომ მათი გვამები მტერს არ წაებილწა; ხოლო ვინც უფლის სახელით შეეხებოდა, მათ კურნება და ცოდვათა მიტევება მიეღოთ. მართლაც, ღამით სამი ნათლის სვეტი დაადგა წყალს, მისმა ცეცხლმა შეხსნა წმიდათა სხეულებს ბორკილები და ჩამოხსნა ლოდები, მტერი კი წყალში დაინთქა. წმიდანების უხრწნელი სხეულები მსახურებმა იპოვეს და წყალწითელას კლდეზე დანგრეულ ტაძარში დაასვენეს. ეს ამბავი 730 წელს მოხდა.

დავით და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები დღემდე მონასტერში განისვენებს, რომელსაც მოწამეთა ეწოდა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არგვეთის მოწამე მთავრების - დავითისა და კონსტანტინეს ხსენებას 15 ოქტომბერს (ძველი სტილით 2 ოქტომბერს) აღნიშნავს.

სურათი აღარ არსებობს

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
წმინდა მეფის თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს ძნელბედობის ჟამი დაუდგა. ჩვენს საზღვრებს მონღოლთა უზარმაზარი ურდო მოადგა ჯალალ-ედ-დინის მეთაურობით.

ჯალალ-ედ-დინს ქართველები გარნისთან შეებნენ, მაგრამ დამარცხდნენ. მტერი ამ გამარჯვებით არ დაკმაყოფილებულა. ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქში სისხლის ტბები დააყენა. მაგრამ არც ეს იკმარა. სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. მაგრამ არცერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არცერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები. იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარეში ჩაყარეს. ურჯულოებმა არ დაინდეს არც მოხუცები და არც ბავშვები. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამოდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 000 მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Jun 2007
Posts151
კარმა58
OFFLINEPROFILE
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა.

მეტეხის ხიდზე უამრავი ადამიანი მივიდა. მათ ყვავილები და ყვავილებით შემკული ჯვრები სიმბოლურად მტკვარში ჩაუშვეს.

პარაკლისის დასრულების შემდეგ უწმინდესმა ბრძანა, რომ საქართველო აუცილებლად გადარჩება, ვინაიდან ჰყავს უპრეცედენტო ოდენობის უდიდესი წმინდანები.

"ასი ათასი ქართველი მოწამე მსოფლიოს ისტორიაში არის უპრეცედენტო შემთხვევა, რადგან ქრისტესთვის ერთ დღეს ამდენი ადამიანი ეწამა. მათი ძალა და მადლი შეეწევა საქართველოს, მათი ლოცვით საქართველო აუცილებლად გადარჩება და გამთლიანდება", - ბრძანა ილია მეორემ.

ასი ათასი ქართველი მოწამე ჯალალედინის ბრძანებით მე-13 საუკუნეში აწამეს. მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. წინააღმდეგობის გაწევისთანავე მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში გადაყარეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
უფალო შეგვიწყალე,უფალო შეგვიწყალე,უფალო შეგვიწყალე,
უფალო შეგვიწყალე,უფალო შეგვიწყალე,უფალო შეგვიწყალე,
უფალო შეგვიწყალე,უფალო შეგვიწყალე,უფალო შეგვიწყალე,
უფალო შეგვიწყალე,უფალო შეგვიწყალე,უფალო შეგვიწყალე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამინ............

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცო ძალების დღესასწაული იდღესასწაულება IV საუკუნიდან და აღინიშნება 21(ძვ.სტ. 8) ნოემბერს.

არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც იყოფა სამ იერარქიად*. ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. წმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან ექვსფრთიანი სერაბიმები (სერაბიმი ქართულად ნიშნავს ანთებულს, ცეცხლოვანს). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლს უღვივებენ.

სერაბიმთა შემდგომ უფალს წარუდგებიან ქერუბიმები, რომელთა სახელიც ნიშნავს სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ეს იმიტომ, რომ სწორედ მათი დახმარებით გადმოდის ჩვენზე ღვთიური სიბრძნე და ცოდნა ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ.

ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი, რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

საშუალო იერარქიის ანგელოზები არიან: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.

უფლებანი ქვემდგომ ანგელოზთა დასებზე მეუფებენ, ასევე ღვთისაგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ქვეყნების ბრძნულად მართვა-გამგებლობაში ეხმარებიან.

ძალნი უფლის რჩეულებზე საკვირველთმოქმედებისა და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ძალნი ადამიანებს შეეწევიან მორჩილების საქმეთა აღსრულებაში, ანიჭებენ მათ მოთმინებასა და სულიერ სიმტკიცეს.

ხელმწიფებათ დემონურ ძალთა დაოკების ხელმწიფება გააჩნიათ. ისინი ადამიანებს ეშმაკთა საცდურებისაგან განარიდებენ.

ანგელოზთა უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

საწყისთ დავალებული აქვთ სამყაროს გამგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერისი პატივი მიაგონ; თანამდებობის მქონეთ შეაგონებენ, სამსახურებრივი მოვალეობები პირადი განდიდებისა და გამდიდრებისათვის კი არა, არამედ უფლის სადიდებლად და მოყვასის სასარგებლოდ გამოიყენონ.

მთავარანგელოზნი გვახარებენ დიადისა და დიდებულის შესახებ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს, გვაუწყებენ უფლის ნებას და ადამიანებში რწმენას განამტკიცებენ.

ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებაზე აცნობენ მათ, მორწმუნეებს იცავენ, არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან, დაგვეხმარონ, თუ ჩვენ ამას მოვისურვებთ.

„ანგელოზი“ ზეციურ ძალთა საერთო სახელია და „მაცნეს“, „მოამბეს“ ნიშნავს. უფალი თავის ნებას უცხადებს უმაღლეს ანგელოზებს, ისინი კი დანარჩენ დასებს გადასცემენ უფლის კურთხევას.

ანგელოსთა ყველა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს „რომელი ვითარცა ღმერთი“. მთავარანგელოზი მიქაელი ღვთის ერთგული მსახურია, იგი შეებრძოლა სატანას და სხვა დაცემულ ზეციურ ძალებს, სძლია და გადმოყარა ისინი ზეციდან, დანარჩენებს კი ღვთის ერთგული მსახურებისაკენ მოუწოდა.

საღვთო წერილიდან და წმინდა გადმოცემებიდან ცნობილია ასევე სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან.

სურათი აღარ არსებობს

ანგელოსთა ყველა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს „რომელი ვითარცა ღმერთი“. მთავარანგელოზი მიქაელი ღვთის ერთგული მსახურია, იგი შეებრძოლა სატანას და სხვა დაცემულ ზეციურ ძალებს, სძლია და გადმოყარა ისინი ზეციდან, დანარჩენებს კი ღვთის ერთგული მსახურებისაკენ მოუწოდა.

საღვთო წერილიდან და წმინდა გადმოცემებიდან ცნობილია ასევე სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან.

სურათი აღარ არსებობს

გაბრიელი - სიმტკიცე (ძალი) ღვთისა - ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე. ხატებზე გაბრიელ მთავარანგელოზს გამოსახავენ სამოთხის რტოთი, რომელიც ყოვლადწმიდა ქალწულს მიართვა, ხშირად მას ცეცხლოვანი ლამპარი უჭირავს ხელში.

გაბრიელი ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ აუწყებდა იესო ქრისტეს მოსვლას, ხოლო წმინდანებს - მათი ამქვეყნიდან გასვლის ჟამს ამცნობდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

რაფაელი - ღვთიური მკურნალი, ადამიანებს იხსნის სნეულებებისაგან. ხატებზე რაფაელ მთავარანგელოზს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სასიკვდილო სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, იუმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

სურათი აღარ არსებობს

ურიელი - ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი. იგი არის ბერ-მონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველი, განგვინათლებს გონებას, რომ შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმინდა წერილის გაგება. მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა. საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლები. ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი მახვილით.

სელაფიელი - მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. ხატებზე მთავარანგელოზი სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი. ზოგჯერ მას ხელში უჭირავს სანთელი ან საკმეველი. მთავარანგელოზ სელაფილის მიმართ ვლოცულობთ ლოცვის დაწყების წინ, რომ შევძლოთ ყურადღებით და გულითადად ლოცვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ეგუდიელი - ღვთის დიდებას ნიშნავს. იგი განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს, გარდა ამისა, ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე ეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცებს ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გულმოდგინეებს გვირგვინი ელით.

სურათი აღარ არსებობს

ვარახიელი - კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. იგი კეთილ საქმეებზე უფლისმიერი კურთხევის მომცემი და ადამიანებისათვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ვარახიელი, ძირითადად, მოწამეებისა და ბერ-მონაზვნების მფარველად ითვლება. ხატებზე ვარახიელი ნაირფერი ყვავილებით გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭების სიმრავლეს გამოხატავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

იერომიელი - ღვთისკენ ამაღლებას ნიშნავს. იგი საღვთო სიყვარულს აღუძრავს ადამიანებს და ცოდვების დაძლევაში ეხმარება. ხატებზე მთავარანგელოზ იერომიელს სასწორით ხელში გამოსახავენ.

*იერარქია - თანამდებობების, წოდებების თანმიმდევრობა უდაბლესიდან უმაღლესისაკენ

დაესწარით მრავალ მთავარანგელოზობას უყავით ჯამრთელები და ბედნიერები
შეგეციოთ წმინდა მიქაელის მადლი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 338 posts ] 
გილოცავთ მართლმადიდებულ დღესასწაულს(მილოცვები)
დესპანი