likako wrote:ციტატა:
მე ქართველი ვარ!
ქართველობა მე ძალას მმატებს,
მე ძლიერი ვარ!
სიძლიერე უფლებას მაძლევს-
რომ სისხლი ჩემი,
ენა ქართული,
ერთი ქართველი ჩემი ძმობილი
დავიცვა კალმით,
პატარა ალმით,
კრძალვით და რიდით
ერთგული ჩანგით.
მე ქართველი ვარ!
ქართველობა მე ძალას მმატებს.
მე ძლიერი ვარ!
სიძლიერე უფლებას მაძლევს-
რომ ვუგალობო საქართველოს
ყოველ ქვაკუთხედს,
ჩემს მცხეთის ტაძარს,
სვეტიცხოველს
და ნიკორწმინდას-
გალაქტიონის ერთ-ერთ ღრმა სუნთქვას,
ღვღაებას, ტაძარს,
ქანდაკებას, მარადისობას!
მე ქართველი ვარ!
ქართველობა ძალასა მმატებს,
მე ქართველი ვარ,
სიძლიერე უფლებას მაძლევს-
რომ წმინდანების საფლავებთან
ცრემლები ვღვარო,
ცრემლები ვღვარო
შეშფოთდეს სული
და ტკივილი ვიგრძნო სხეულის,
მაგრამ არ შევდრკე,
წუთიერი ვიკმარო ცრემლი,
გავისხენო რომ წინაპარი
მყავდა ამაყი.
მე ქართველი ვარ!
ქართველობა ძალასა მმატებს,
მე ძლიერი ვარ,
სიძლიერე უფლებას მაძლევს,
გულში ჩაგიკრა თოთო ბავშვი
იმედი ერის,.
და გავუზარდო საქართველოს
მრავალი შვილი,
დედობის სხივით სხივმოსილი
ვეჩვენო მამულს,
ღირსეულ შვილთა გამზრდელი
და ვალმოხდილი!
მე ქართველი ვარ!
ქართველი ქალი.
ასე მდიდარი...
ასე მდიდარი...
