↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
თანამედროვე ქართული პოეზია.


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined26 Sep 2008
Posts46
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხანდახან ხდება,_დუმილში ვკარგავთ და მერე ყველა სიტყვა ყალბია... შენ დამატოლე ათასი ქარგა და არც ერთ მათგანს არ უვარგია! ხდება ისეც,რომ ალერსის ნაცვლად გულგრილობაში ვპოვებთ სიმშვიდეს, მოგონებების პატარა აცმას თილისმასავით გულზე ვიკიდებთ. და მერე ვპიქრობთ დღეცა და ღამეც, რომ სხვა ოცნებას დაგვატოლებენ, სხვასთან დარჩები უთუოდ და მეც სხვა სიყვარულზე გამათხოვებენ. ოღონდ ვერავინ აგვიწევს ფარდას, რომ ვნახოთ გზები სიზმარეული. ცალცლკე არად ვივარგებთ,რადგან ერთ სულსვატარებ ორი სხეულით!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ბრავო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
უძილობა

მთელი ღამე ხმაურობდა ზღვა,
ზღვის ხმაური სასთუმალთან მედო.
უძილობით ახლა უნდა ვზღა,
ბნელ სიზმრებში რაც ჩავკარგე ერთ დროს,
რაც ჩავლეწე, ჩავაფშვენი ღამით
ნასიზმრალი, ბორგნეული ხმები.
რასაც მკაცრად ითხოვს უკან ჟამი
და რის გამოც უძილობით ვკვდები.
ზღვის ტალღებზე მიმსხვრეული ხმა
ჩემ ძველ სიზმრებს ეშხეფება თითქმის...
ვიცი,
ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა,
სხვა ვერავინ,
ვერასოდეს იტყვის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
"გოდერძი ჩოხელი - 54

წუთის სოფელი

სამშობლო გამქრალი გენიოსი კი რაღა იქნება და აღარც იყო...

ლამაზად მოწყობილ ოჯახს, ლამაზ დედ-მამას ლამაზი გოგონა ჰყავდა - წესიერი და ჭკვიანი.

მიადგა ამ ლამაზი გოგონას ლამაზ ოჯახს ჩვეულებრივი მთიელი, არაგვისხეობელი ყმაწვილი - არაგველები სახით და აღნაგობით მაინცდამაინც მოჩუქურთმებულები არ არიან, ან კეჭნაობითა აქვთ სახე დაჩეხილი, ან ბუნებრივად არიან მიჯორჯვილ-მოჯორჯვილები. ჰოდა, აი, ასეთი არც ისე მოჩუქურთმებული სახის პატრონი ბიჭი მიადგა ლამაზ ოჯახს, ლამაზ დედ-მამას ლამაზი შვილის სათხოვნელად. სასიძოს არა, კლდის ნატეხს უფრო ჰგავდა. ფერიც ისეთი გადაჰკრავდა. ღერეჯო თმით, ჩხია თვალებით, გრძელი ცხვირით მეფე ერეკლეს მეომარს ეტყოდი... ერთი სიტყვით, ეს მიჯორჯვილ-მოჯორჯვილი კლდის ნატეხი მიადგა ამ ლამაზ ოჯახს და მიუკიბ-მოუკიბავად გამოაცხადა:

- თქვენი გოგო მიყვარს, ცოლად უნდა წავიყვანო!

- ვინა ხარ?

- გოდერძი ჩოხელი.

- რას აკეთებ?

- ლექსებს ვწერ, მოთხრობებს, სარეჟისოროზე ვსწავლობ.

- ლექსებს და მოთხრობებს ყველა წერს საქართველოში და ყველა სწავლობს.

- მე სხვანაირად ვწერ.

- ვაჟა-ფშაველა ხარ?

- გუდამაყრელი.

- აქ სახლი თუ გაქვს?

- არა.

- აბა, ეს სად მიგყავს?

- შინ.

- სოფელში?

- არა, აქ.

- ბინა არა მაქო?

- მექნება.

- როდის?

- ცოლს რომ შევირთავ, მერე.

- მანამდე სოფელში ეს გოგო არ გამოგადგება, ძროხას ვერ მოწველის.

- არც მოვაწველინებ, ჩვენ აქ, ქალაქში უნდა ვიყოთ.

- სად, თუ სახლი არა გაქვს?

- ღმერთი მომცემს.

- ჰო, ჰო, დაელოდე!

- დაველოდები.

ახლა გოგოს ლამაზი მშობლები თავიანთ ლამაზ შვილს მოუტრიალდნენ:

- შენ რას იტყვი?

- მიყვარს.

- ვინ გიყვარს, ეეს?

- აი, ეს. თქვენ არ იცით,

რა კარგი ბიჭია.

- აგერ არ არის?

- არ არის აგერ. ეს, სადაც არის, მეც იქ ვიქნები.

- რა დაემართა ამ გოგოს,

რაშია საქმე, შვილო?

- მე მთელი სიცოცხლე

ამასთან უნდა გავატარო.

- გაწყვიტე ხმა!

- ვერ გავწყვეტ. მე ამ ადამიანს უნდა შევეწირო, ასე ინება განგებამ.

- შვილო!

- არა, მამა, არა, დედა!

- გაეთრიეთ აქედან!

მაშინ რომ ნინო არ გაჰყოლოდა, მაშინ რომ ნინოს არ გაეგო გოდერძისთვის, რაც ასე ძნელია იმ ასაკის გოგონასთვის, საქართველო გოდერძისგან ამხელა შემოქმედებით სიმდიდრეს ვერ მიიღებდა თავისი ხასიათის გამო. ხასიათი კი ისეთი ჰქონდა, ვეღარაფერი მოარჯულებდა, გულს ვეღარაფერს დაუდებდა და საქართველოსთვის დაიკარგებოდა!

...და წამოვიდნენ უსახლოები, უკაროები, უნათესაოები ამ დიდ ქალაქში და მივიდნენ ახლობელ-ნაცნობებთან საერთო საცხოვრებელში. იქ ორი მსახიობი გოგო ცხოვრობდა. ერთი ხევსური. ნამდვილი აღაზა, მეორე კი ამორძალი. მათთან ნაცნობი ბიჭიც დახვდათ... სასწრაფოდ სუფრა გაშალეს და გოდერძის დაქორწინების სადღეგრძელო დალიეს.

ბიჭი: - ბედნიერი იყავით, გაიხარეთ, გამრავლდით, ჯანმრთელად და სიკეთით გევლოთ ცხოვრებაში.

ხევსური: - მზე და მთვარესავით შეაბერდით ერთმანეთს!

ამორძალი: - მაღალი ღმერთი გწყალობდეთ და შეგეწიოთ.

ხუთკაციანმა ქორწილმა ლამაზად, გულიანად, სიყვარულით,

ლოცვით ჩაიარა...

გამოხდა ხანი.

გოდერძი ჩოხელმა ჯერ ერთი ლექსით შეძრა ქვეყანა, მეორე მეორით და აი, ლექსების კრებულიც. ალაპარაკდა ხალხი.

გოდერძი ჩოხელმა ახლა ერთი მოთხრობა დაწერა და შეძრა ქვეყანა, მერე მეორე... გამოვიდა მოთხრობების კრებული და შეიძრა ისევ ქვეყანა.

მერე გოდერძიმ სცენარები დაწერა და შეძრა კინოს სამყარო, შემდეგ ჯერ ერთი კინო გადაიღო, მეორე, მესამე და მსოფლიომ მოიხედა გოდერძისკენ. იკითხეს:

- ვინ არის ეს გენიოსი? რა ხდება?

და ვაჟას, ილიას, აკაკის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, გალაკტიონის, კინოხელოვნებაში - ჭიაურელის, შოთა მანაგაძის, სიკო დოლიძის, რონდელის საქართველოს კავკასიონზე გამოიკვეთა ერთი ლამაზი მწვერვალი - გოდერძი ჩოხელი. ეს მწვერვალი მაღლა ცაში უფრო აიწეოდა, უცბად სამშობლო რომ არ გამოსცლოდა ხელიდან. ვეღარც ლექსს წერდა, ვეღარც მოთხრობას, ვეღარც სცენარს და ვეღარც კინოს იღებდა, რადგანაც ჩოხელისთვის გაქრა სამშობლო და სამასმეერთე არაგველი უძახდა თავის სამას არაგველს:

«სიზმარში ვნახე,

როგორც ცხადში,

საიქიოში შავი ცხენი მიმაჭენებდა:

გალაღებული სახე მქონდა

გულით ვხარობდი,

მივიჩქაროდი ძველ ქართველებთან.

აქამდის სად ხარ?

მკითხეს ერთხმად და

უცებ შევკრთი.

გამომეღვიძა...

მდუმარებით შემომხედეს

ქართლის ქედებმა:

იცრიცებოდა გარიჟრაჟი,

ასე მეგონა:

ჩამოლეული საქართველო

სადაცაა, ხერხემალში

გადატყდებოდა.

თვალი დავხუჭე და გუმანით

საიქიოს კარებს შევხედე:

- ჰეი, გამოდით, ქართველებო!

საქართველოს უჭირს ძალიან,

გამოგვეშველეთ დიდ ომებში

ნასახელებნო,

გამოგვეშველეთ, არაგველებოო!»

მაგრამ პასუხი, როგორც დიდ ილიას არ ჰქონდა გაჭირვებული საქართველოდან, ისე არ ჰქონდა გოდერძი ჩოხელს.

«არსაიდან ხმა, არსით ძახილი...

მშობელი შობილს არრას

ეტყოდა,

ზოგჯერ კი ტანჯვით ამოძახილი,

ქართვლის ძილშიაც კვნესა ისმოდა».

და ჩოხელისთვის გაქრა სამშობლო. სამშობლოგამქრალი გენიოსი კი რაღა იქნება და აღარც იყო... ეტკინა სამშობლო, ასე უპატრონოდ რომ მოექცნენ ვითომ პატრონები. სამშობლოს დარდი შიგ გულში გაეყარა. აღარ გათავდა დარდი და ვარამი, ქვეყნის ტკივილმა კი გოდერძის სამშობლოსეული გული აავადა, აავადა და მერე მოკლა, ოღონდ ლექსი, მოთხრობა, სცენარი და კინო დატოვა ცოცხლები თავის ორ ბიჭთან - ლუკასა და ნიკასთან ერთად და ეს სიცოცხლეები ათასწლეულებს გააგონებენ გოდერძის სახელს. დიდება შენ, უფალო, კიდევ ერთი უკვდავი სიცოცხლე რომ აჩუქე ჩემს ხალხს და ჩემს საქართველოს, კიდევ ერთი კაცით რომ გაამდიდრე უკვდავი სული საქართველოსი.

ეს სიმდიდრე იმ ერთი ლამაზი ოჯახის, ლამაზი დედ-მამის ლამაზი გოგონას შეწირული სიცოცხლე იყო, ხანჯალივით კაცს, გოდერძი ჩოხელს რომ გაულამაზა წუთის სოფელი და ამ გალამაზებით უდიდესი საჩუქარი მიიღო სამშობლომ, ასე რომ უყვარდათ გოდერძის და ნინოს..."

ზურაბ ქაფიანიძე

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
ზვიგეენ, დიდი მადლობა. კარმას ხვალ დაგიმატებ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ზვიგენ ბრავო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გმადლობთ ზვიგენ

ძვლებამდე გაჟონა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარგია, ყოჩაღ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
სიმღერა გარდახვეწილისა
გიორგი ჭალადიდელი (ქოჩაკიძე)

ვზივარ მარტო, მოწყენილი,

მსურს ფიქრით ვივსებოდე,

ამ ჩემს ოთახს, მარტოხელს,

მუდამ არ ვშორდებოდე, -

ჩემს სამშობლოს ვიგონებ,

ნახვას ვეღირსებოდე....

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,

მალმალ გავფრინდებოდე!

იქაურსა მწვანეზე

ნეტამც როსმე ვჯდებოდე,

ნორჩ ყვავილსა, ბუჩქებზე

ბავშვურადა ვცელქობდე,

დას ძმურად ხელს ვართმევდე,

ძმებს ყელზე ვეხვევოდე...

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,

ნეტამც გავფრინდებოდე!

ჩემს ტოლს, მოძმეს, ამხანაგს

ნუთუ ვაგონდებოდე

იმ დროს, ოდეს მე მარტო

ჯავრით აქ ვხელდებოდე...

ღმერთო, ისე ნუ მომკლავ,

ძმას ძმურად არ ვრგებოდე...

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,

მათკენ გავფრინდებოდე!

ოდეს მამულს, კეთილო,

მარად ვეკარგებოდე,

მომკალ, ნუ გეცოდები, -

არ მსურს გენაღვლებოდე!..

გამაცოცხლე, მანატრე,

თუნდ საფლავში ვდნებოდე,

აყვავებულ სამშობლოს

თუკი მოვესწრებოდე!

მოიფიქრე, კეთილო,

თუ ძნელად არ ვცხოვრობდე

მაშინ, ოდეს ტურფასა

აქედან ვეტრფობოდე, -

სამძიმოა, მერწმუნე,

თუნდ ეშხით ვივსებოდე...

მაშ, ფრთა მინდა, ფრთა მომეცით,

თქვენსკენ გავფრინდებოდე!

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Feb 2008
Posts2059
კარმა46
OFFLINEPROFILE
ზვიგენ, რა კარგ რაღაცეებს დებ =ko= კარმას მოგვიანებით დაგიმატებ:)

ჩემს სამშობლოს ვიგონებ,

ნახვას ვეღირსებოდე....

ოჰ, ფრთა მომცა, ჩიტი ვიყო,

მალმალ გავფრინდებოდე!:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მენატრება

ახლა აქაც -
ცას სილურჯე ემატება,
ღვივის მოლი
მიტკლის მწვანე ნაჭერივით...
მე კი
ჩემი საქართველო მენატრება -
ცხრა ველის და
ცხრა მთის იქით
დარჩენილი!

მენატრება -
მკლავებგაშლილ კაკლის ხეებს
ფეხქვეშ ჩრდილის ნოხები რომ უფენიათ
მეგობარი,
მწუხრისას რომ გამიხსენებს,
ჩემზე ფიქრით
რომ ადგება უთენია.

მენატრება
სხვა ასეთი ათასი რამ,
უნახავი
და ათასჯერ ნახულიცა:
მეზობელი,
კაცს რომ ისე არ გასწირავს,
ერთგულება
ასეჯერ თუ არ დაუფიცა...
თავპატიჟი - უსაზღვრო და უნაპირო,
სიამაყე - ჭირშიაც რომ გაიმედებს,
ქალიშვილი,
დღედაღამ რომ უნდა სდიო,
სანამ ერთხელ
გაღიმებას
გაიმეტებს...

კიდევ გავიმეორეფ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,
არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზე
არცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,
ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,
უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,
ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,
სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,
მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,
ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,
ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,
დაგვიანებული პაემანი.

მიყვარს.............................

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე თუ მოგძებნე, მოგძებნის ისიც,
ვინც უჩემოდაც იცის სადა ხარ,
ვინც მეკავშირე ცისა და მიწის
ფრთოსანს წააგავს, წერილს გაგატანს,

შენი ვებ-გვერდი ოდესღაც ვნახე,
ოდესღაც სახელიც სხვაგვარი გქონდა,
გავდი ლაბირინთს, ციფრულ ვენახებს,
ინფრაწითელი სხივივით ქროდა

ქარი, შენს თავზე, შენს შარავანდზე,
მკრთალი ხატწერით გამოისახა,
შემატყვე, ბინებს არ ვალამაზებ,
შემატყობინე ნუთუ ის არ ხარ,

ის ვინც მოვძებნე, ვარსკვლავი მწიფე,
კოცნა-სიფხიზლე, კოცნა-მთვრალეთი,
ყვავილებივით, ნომრები ვკრიფე
ოცდა, ოცდაცხრა, ოცდათვრამეტი,

სამება წმინდა, სამნიშნა კოდი,
სამყარო მექცა, სამ სამკაულად,
ან როგორ ცრიდა, ან თოვდა როდის,
თავი გამანდე, სანამ აუვალთ

ბილიკებს ზემოთ, შორეთს გადაღმა,
მე თუ მოგძებნე, მოგძებნის ისიც,
ფრთოსანს წააგავს, წერილს გაგატანს
საიდუმლოებს, ცისა და მიწის.

დეფი გოგობედაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
უფალი მეტყველებისა

გჯეროდეს და ნუ მამოწმებ,
ხმა ჩამესმის ზეცის რყევის,
ესემესებს შენს გამო ვწერ,
გამომყევი, გამომყევი,
სამუდამოდ, სამუდამოდ,
სიდირომის თაიგულებს
ვზრდიდი რომში და უდაბნოს
სარდიონებს ჩავჩურჩულებ,
შემიყვარე, შემიყვარე,
წმინდა წერილს სად ვაგზავნი,
წამოედო ყუნწით მთვარეს
ციდან მწერლის თანამგზავრი,
მზე ხავერდის, მზე მონეტის,
კალმის წვეტით ნალესი ზმნა,
შენ წახვედი, მე მოვედი,
ერთმანეთი დაგვესიზმრა,
ერთმანეთი, ღმერთმა ღმერთი
სიტყვით შვა და სიტყვით შობა,
ნეტავ გეთქვა, გეთქვა მეტი,
უფრო მეტი ვიდრე გრძნობა,
ვიდრე სუნთქვა, ვიდრე ლოცვა,
გარემოცვა სიტყვის სეტყვად,
ლათინური ამერიკის,
იტალიის, ნეტავ გეთქვა
და გეთქვა რომ თავს შეიქებს
ღვთიურ კახპად კომანდანტეც
და ედგარ პოც გაჰყვა მთიებს,
ვერგილიუსს გაჰყვა დანტეც,
გამომყევი, გამომყევი,
გჯეროდეს და ნუ მამოწმებ,
ხმა ჩამესმის ზეცის რყევის,
ნუღარც ესემესებს მომწერ,
სამ ზღვას შორის, სამ უდაბნოს
მტვერში, წერილს მწერდა მთვარეც,
სამუდამოდ, სამუდამოდ,
შეგიყვარე, შეგიყვარე,
თავი ჩემი დაგანახე
შორიდან და ახლოდანაც,
აგიჩემე და გზად მახეს
ავცდი, ხელი ვახლო დანას
ზოგჯერ მინდა, ზოგჯერ ძლიერ,
იმ ძველ დანას, ნაჩუქურთმალს,
ხელი ვახლო, როგორც მძივებს,
როგორც კოცნას და ქურუმთა
ენით მივყვე თხრობას, ხოტბას,
დანის პირით ნალესი ზმნა
სიჩუმიდან რადგან მთხოვდა:-
ერთმანეთი დაგვესიზმრა,
მოდი ჩემთან, ამომითქვი,
ამომიღე გულიდანო,
გული აქ ძგერს, ქარი იქ ქრის,
რად ვზეიმობ ან რად ვნანობ,
მწიფედ-მწიფე ალუბალით
ვაგვირგვინე მოდგმა მგლების,
მე დღეს ნებით მყავს უფალი,
ჰო, უფალი მეტყველების.

დავით-დეფი გოგიბედაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined20 Sep 2009
Posts3
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობათ! ძალიან მომეწონა თქვენი ფორუმი! იმედია მიმიღებთ =cp

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 466 posts ] 
თანამედროვე ქართული პოეზია.
დესპანი