↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ბიჭებო, იყუჩეთ: გოგონებს!
ცივ სიტყვას ნუ გააგონებთ.
მოდიან ისინი, როგორც დები
დებს კი ან როგორღა დააღონებთ.

ბიჭებო, იყავით რაინდები,
გოგონებს არავინ აწყენინოს
არავინ აუწეწოს გზაზე თმები,
ცრემლები არავინ აღვრევინოს.

უცნობებს თავი მდაბლად დაუკარით,
ნაცნონებს გაუღიმეთ ალალმართლად,
ეს არის ოცნება სანუკვარი,
თქვენ რომ საქართველომ დაგანათლათ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
კარმა ჩჰემგან ანა-თეკლა,ძალიან კარგია,გაიხარე=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რა ცუდად დაჯდა ლექსი რა უბედურებაა, მადლობ ნაბო შენც გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ნოემბერია.უკვე მოწვიმა.
ნისლმა დაფარა კოჯრის ფერდები.
ამ ქვეყანაში ყოფნა მომწყინდა,
იმ ქვეყანაში არ დავბერდები.
ნოემბერია.ჩემი სამშობლო
უფრო და უფრო დაპატარავდა.
ძმაო კაენო,უფლის ნაშობო,
ჯობს, მოგეკალი სადმე, არაგვთან.
ნოემბერია .შეშლილ ქალაქებს
დაადო ღამემ შავი ხუნდები.
მე სიყვარული მალაპარაკებს,
სიკვდილის მერეც აქ დავბრუნდები.
ნოემბერია.ცაზე მთვარე წევს,
როგორც თურქული იატაგანი.
ქუჩაში ვხვდები ნაცნობ გარეწრებს,
ხომ არ ბრძანდებით ერთი მათგანი?!
ნოემბერია.ასწით ფარდები,
იცვლიან როლებს ტირანიები
მე მიმაქვს ჩემი წილი ვარდები
და ჩემი წილი ია-იები.

ლ.ნადარეიშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined12 Nov 2008
Posts6
კარმა0
OFFLINEPROFILE
შეიძლება თქვენთან???????????????????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ანა-ტეკლა მაგარიაააა .კარმა ჩემზეა 6 საათის შემდეგ
ამ დილას გავეცი უკვე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
***************

ნუთუ თქვენ ამბობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს,/
ან სამშობლოდან არ გაჰქცევია სულთამხუთავებს,/
და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია?/
რომ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია.../

იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:/
თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,/
საბა სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,/
ძვალთ შესანახი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,/
მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი,/
და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით./

იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია,/
და, სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი სამიწე,/
იქნებ იმასაც სიყვარული ჰქვია სახელად,/
რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?!/

არა, ქართველთა გზა არ არის ასე იოლი...
თვით მკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება,/
სარკმელს გააღებს ბობოქარი გალაქტიონი,/
და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება./

ნუთუ გგონიათ დადუმდეს ენა.../
ვერ მოესწრებით, არა და ვერა.../
შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა,/
კიდევ ხოო...,მარა.../
ესენი როა, ესენი როა, ესენი როა,/
ახლა კი დროა,/
ახლა კი დროა სოლომონ რომა..../
კ ვ ლ ა ვ დ ა ი ქ უ ხ ო ს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მ ა!!!!!!!!!!!!!!!!!/

გათენდება, დილა მოვა კრიალა,/
ტოროლა ცას შეასკდება წკრიალა,/
მიწიანად, ჩირგვიანად, ტყიანად,/
საქართველო ყვავის ყველაფრიანად..../

ნაკუწ -ნაკუწ ნაგლეჯ- ნაგლეჯ კი არა,
საქართველოს რუსეთისას კი არა./
გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად,/
საქართველოს -მოთმინების ფიალას.../

რა ძნელია რუსთაველო, მეტეხო და დიღმის ველო,/
მიდიოდე და ფიქრობდე:" ეს არ არის საქართველო..."

საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,/
მას თან მიჰქონდა თითო მუჭა მიწა მარადის,/
შენ მუჭა - მუჭა გაგიტანეს საქართველოდან../
ქართულო მიწავ , ალბათ მიტომ დაპატარავდი./

ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,/
მისი ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო,/
თუ საქართველო არ მენახოს თავისუფალი,
დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სა მყარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ალმასის ფანჯარაშია,
ქალ, დაგინახე პირი მე;
მას აქეთ შენს გონებაში
არ მამივიდა ძილი მე;
ღამეს ვათენებ თეთრადა,
დღე ვზივარ, გგონებ, ვტირი მე,
თუნდ მამკალ შენის ხელითა,
მოდი-კი, შენი ჭირიმე!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აქედანა და შენამდე

აქედანა და შენამდე
ვადრი მასხია ყელამდე,
გულს მიშლის, სურნელით მატკბობს,
ავდივარ მაღლა ზენამდე,
თუკი რომ შემომითვლიდე,
სულ ფრენით მოვალ შენამდე,
არ მოგეშვები, გენაცვა,
სანამ არ მომკლავ, სანამდე,
ეგ შენი ფირუზის დანა
გულში რომ დამკრა ტარამდე.
აქედანა და შენამდე
მთები მიფარებს წინარე,
მე შენი სიყვარულითა
მიბნედილი ვარ, მძინარე,
ასე გამხადა სურვილმა,
წამოველ, ვეღარ ვიარე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE

* * *

ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ჰყარო,
ვირებს ჰგონიათ, ჩვენიაო მთელი სამყარო!
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო!

/აბუ ალი იბნ სინა/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თუ ასე ტურფა იყავი,
რად ვერ გამჩნევდი იაო,
იმად, რომ სიყვარულისთვის
გული არ გამიღიაო.
ახლა კარგ მებაღე შამხვდა,
ალერსით გამაღვიაო,
ტკბილადამც მამიგურგურა
კალთაზე დამარწიაო.

ვიმღერებ კიდეც თუ ნებას მომცემთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 May 2008
Posts351
კარმა3
OFFLINEPROFILE
ჩუმი ძახილი

მე გეძახოდით... ცხრა მთას გადაღმა,
ვინ მოგაწვდინათ ეს ხმა ნეტავი...
კი მოგიხმობდით, მაგრამ ხმადაბლა,
ხმამაღლა როგორ გაგიბედავდით?

იქნებ სულები მართლაც დაჰქრიან,
იდუმალი და სწრაფი მარხილით
და თვით უწყიან, უფრო ადრიან,
ვის მიაწვდინონ ვისი ძახილი.

თორემ სხვა, აბა რას დავაბრალო,
ჩემი ხმა როგორ მოგწვდათ ნეტავი...
გეძახდით, მაგრამ ჩემთვის, ხმადაბლა,
ხმამაღლა ვერც კი გაგიბედავდით!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მაღლიდან გადმოვიხედე, დაგხედე მწოლიარესა,
ფერი მიგიგავ ლალ-ღვინოს, ჭიქაში მდგომიარესა.
სიცილი ელვას მიგიგავ, როდესაც გაგეცინება,
სილამაზითა მზეს გევხარ, დილით რო მოეფინება.
სად მოიცალა იმ ღმერთმა შენი თვალ-წარბის წერათა,
ან სად დაგხატა ეგეთი, ან სად შეგამკო ხელათა.
ციდან წამოვა ტოროლა, ჩამოსთვლის გალობასაო,
წიგნი, ჭრა-კერვა გცოდნია, ნეტავ შენ ქალობასაო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
itmaster wrote:
ციტატა:

* * *

ვირებში თუ ხარ, შენაც უნდა ტლინკები ჰყარო,
ვირებს ჰგონიათ, ჩვენიაო მთელი სამყარო!
ვირებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც გამიგეს, არაბული ტაიჭი ხარო!

/აბუ ალი იბნ სინა/

ძალიან მაგარია და თან სიმართლეა.ითმასტერ, რაიმე შეხება თუ გაქვს აღმოსავლეთმცოდნეობასთან PM-ში მომწერე, ოკ?=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნამდვილად სიმართლეა ამ სტროფში, აღმოსავლეთმცოდნეობასთან შეხება არ მაქვს ისე ძალიან მომწონს აღმოსავლური პოეზია :)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი