|
***************
ნუთუ თქვენ ამბობთ, რომ არ ჰყოლია მტერი რუსთაველს,/ ან სამშობლოდან არ გაჰქცევია სულთამხუთავებს,/ და მარტოოდენ უიმედო ტრფობის ბრალია?/ რომ ამ ქართველმა უცხოეთში სული დალია.../
იქნებ ტრფიალმა გადახვეწა ყველა მელექსე:/ თეიმურაზი, არჩილ მეფე, ვახტანგ მეექვსე,/ საბა სულხანი გამოაწყო ბერის კაბაში,/ ძვალთ შესანახი დაუკარგა ბესიკ გაბაშვილს,/ მამულს მოსტაცა სამუდამოდ გურამიშვილი,/ და ბარათაშვილს ამოჰხადა სული შიმშილით./
იქნებ ტრფიალმა ჭავჭავაძეს ესროლა ტყვია,/ და, სიყვარულმა ჰკრა მაჩაბელს ხელი სამიწე,/ იქნებ იმასაც სიყვარული ჰქვია სახელად,/ რამაც შეშალა მთის არწივი მოჩხუბარიძე?!/
არა, ქართველთა გზა არ არის ასე იოლი... თვით მკვლელობაა ჩვენში დიდი საქმის დაწყება,/ სარკმელს გააღებს ბობოქარი გალაქტიონი,/ და ქვაფენილზე შურდულივით დაენარცხება./
ნუთუ გგონიათ დადუმდეს ენა.../ ვერ მოესწრებით, არა და ვერა.../ შოთა რომ არა, ტატო რომ არა, ვაჟა რომ არა,/ კიდევ ხოო...,მარა.../ ესენი როა, ესენი როა, ესენი როა,/ ახლა კი დროა,/ ახლა კი დროა სოლომონ რომა..../ კ ვ ლ ა ვ დ ა ი ქ უ ხ ო ს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო მ ა!!!!!!!!!!!!!!!!!/
გათენდება, დილა მოვა კრიალა,/ ტოროლა ცას შეასკდება წკრიალა,/ მიწიანად, ჩირგვიანად, ტყიანად,/ საქართველო ყვავის ყველაფრიანად..../
ნაკუწ -ნაკუწ ნაგლეჯ- ნაგლეჯ კი არა, საქართველოს რუსეთისას კი არა./ გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად,/ საქართველოს -მოთმინების ფიალას.../
რა ძნელია რუსთაველო, მეტეხო და დიღმის ველო,/ მიდიოდე და ფიქრობდე:" ეს არ არის საქართველო..."
საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა,/ მას თან მიჰქონდა თითო მუჭა მიწა მარადის,/ შენ მუჭა - მუჭა გაგიტანეს საქართველოდან../ ქართულო მიწავ , ალბათ მიტომ დაპატარავდი./
ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი,/ მისი ბრწყინვალე მომავალით მსურს გავიხარო,/ თუ საქართველო არ მენახოს თავისუფალი, დე, მტვრად ქცეული დამენახოს მთელი სა მყარო.
|