↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 196 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მე ვარ საქართველოში.გეტყვით, ვისაც უნდა რომ წინ წავიდეს საქართველო,
საიტებზე შენი პრეზიდენტი არ უნდა გააშავო და დაამცირო (ცუდიათუ კარგია შენია).
ყველაფერი კარგად იქნება.რაც ხდება ნათქვამია უკეთესობისკენო.

დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ.ის ათასი ქართველი ქრისტიანი რომ არ შეწირულიყო ქრისტიანობის დაცვას დღეს შეიძლება მეტი მაჰმადიანი
ჰყოლოდა საქართველოს.

სამშობლოს დაცვას ბევრი შესწირვია და კიდევაც რომ შეეწიროს (არ ვისურვებდი გული მტკივა ამას რომ ვწერ) მგონი გასარჩევი არ ინდა იყოს უნდა წასულიყვნენ თუ რა.
ეხლა ნუ მომვარდებით თუ შეიძლება (საკამათოდ არ დამიწერია)

=geo= =geo= =geo= =geo=

=love =love =love

საქართველოს მშვიდობა,გაერთიანება,ხვავი,ბარაქა,ქართველის გამრავლება,!!!!!!!!

=zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი -"დათა თუთაშხია"

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Apr 2008
Posts157
კარმა9
OFFLINEPROFILE
ციციკორე კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Apr 2008
Posts157
კარმა9
OFFLINEPROFILE
ციციკორე კარმა ჩემგან გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციციკორე უძვირფასესო

გასაგებია 1)პრეზიდენტი არ ვლანძღოთ; 2) 3).....

ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ,რომ საქართველოს წაადგეს?

მოდით ხალხო, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ. ამბობენ: "კამათში იბადება ჭეშმარიტებაო".
იქნებ ჩვენც გვეცადა,...
ჩვენი სამშობლოს დაქუცმაცებისთვის გაერთიანდნენ ოსი,რუსი,აფსუა...სომეხი და ...
ჩვენ როგორ არ უნდა გავერთიანდეთ, ჩვენი სამშობლოს გაერთიანებისთვის?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაიხარე ციციკორე=sher= ჩემგანაც კარმა ,გეთანხმები :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზვიგენი =sher=
შენ რას იტყვი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
=tavfx=

.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ეჰ რას ვიტყვი ჩემო ფიცხელ და...=tavfx=

ყური დაუგდეთ
პეტრე გრუზინსკი

ყური დაუგდეთ ძველთა ნანგრევთა
უხმო კვნესას და უხმო გოდებას,
ის, რაც იხილეს ამ ქონგურებმა
არასდროს აღარ განმეორდება.
დგანან ამაყად მკერდშენგრეულნი
და იხსენებენ წარსულს ნისლიანს,
ყველა გოდოლზე, ყველა კედელზე
მამა-პაპათა წმინდა სისხლია.
და თითო ლოდი ხავსმოდებული _
ძველ მატიანის თითო ფურცელი _
უნდა გადავცეთ ჩვენს შვილთაშვილებს
წასაკითხავად ისევ უცვლელი.
იმათაც დახვდეს ციხე რუხისა,
ვარძიის მღვიმე _ დიდება ჩვენი,
მათთვისაც რეკდეს ძველი გელათი,
სვეტიცხოველი და ზედაზენი.
დაე იცოდნენ: ყველა ნანგრევი
დღესაც გუშაგობს წარსულს ნისლიანს,
ყველა მათგანზე მამა-პაპათა
ჩვენთვის დაღვრილი, წმინდა სისხლია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზვიგენი=ko= =ko=
ამხელა ქალი რომ ამატირე ...

წაიღეს ბარბაროსებმა ამ სიწმინდეების 1/3 და მეჩვენება,რომ ჩვენ კიდევ გულხელ დაკრეფილები ვდგევართ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined31 Oct 2008
Posts69
კარმა0
OFFLINEPROFILE
პიზშელა---გოგო ხარ?მე რატომ მქონდა წარმოდგენა რომ ბიჭი იყავი?ბოდიში რა...ოკ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined31 Oct 2008
Posts69
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაიხარე ციციკორე.მართლაც ჭეშმარიტი სიტყვებია,გავერთიანდეთ და გვიყვერდეს ერთმანეთი,გავმრავლდეთ და გაიხაროს ქართველმა ხალხმა.ნუთუ არ უნდა დადგეს ის ნანატრი დრო რომ ჩვენს ლამაზ საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვროთ?არ კმარა ამდენი მსხვერპლი და ტკივილი????

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ვიცი, არ არის პოეზია,
მაგრამ სათქმელი
ნაღვერდალივით გულს ღადრავს და
ხორხში ხრიალებს!
...ამოიფშვინა,
ჩუმად ჩაქრა ბოლო სანთელი..
აღსარება და ზიარება
დავაგვიანე!
ბრიალებს ანძა მთაწმინდაზე
და ჩინჩხლებს ისვრის,
შემარყევს ფიქრი..
დელგმამ წარღვნით გადაგვიარა!
არ აგვცდებოდა ამათ ხელში
მოტეხა კისრის,
ვიცოდი ვგრზნობდი,
ვერ ვფარავდი გახსნილ იარას!
რით შეიცვალა,მიპასუხე
ღია სამყარო?!
წვერგაბურძგნულო საჭურისო,
სულით საპყარო!..
ჩემს ფესვს და წარსულს,
ზნეს და რწმენას,გინდა გამყარო,
რომ ჩამოთესლო უცხო ჯიში
და ახარხარო!
როგორ გარბოდით წითელ ხიდზე
ჯორკიდებულით?
უკანალის და ოქრო-ვერცხლის გადასარჩენად???
-მაგარიაო!
კვლავ შესძახებს ვინმე დებილი,
თავქუდმოგლეჯილ,
თქვენს ფერწასულ მამა მარჩენალს...
ნუღარ ბუქნაობთ,
ნუღარ ტკეპნით ყრმათა საფლავებს,
ჩუმად უსმინეთ
სამებიდან მწუხრის გალობას!
დავარდით მუხლზე,
პატიება სთხოვეთ ახლავე
ერსა და მამულს,
აწმყოსა და შთამომავლობას!
ვერ შეიფერე,
რაც მოგართვეს შორიდან სინით,
თრთი და იგონებ
"კუდიანებს","ჭინკებს"და "ქაჯებს"!
თუ მართლა ეძებ,
მანდ არა გყავს ეგ ხორცის ზვინი?
ეგ სოვდაგარი,
-აიღე და სახალხოდ საჯენ!
მაგრამ ,ვერ იზამთ,
შეკრული გაქვთ რადგანაც პირი!
გაანადგურებთ,თუ დაგცალდათ,
რაც დაგრჩენია!
-დღეს გალახული საქართველო
ბავშვივით ტირის...
და ეს ცრემლები
თქვენი ბოლო განაჩენია!
-შენ გეუბნები,
მწვალებლების ძმავ და შეგირდო;-
თუ არ გსურს ,ხალხი
ქვების სროლით გამოგეკიდოს,
რომ ცოდვის ლოდი
სიკვდილამდე გულზე გეკიდოს,
-მოინანიე!
იქნებ ერმა მართლა შეგინდოს!
თორემ სხვაგვარად ყოველივე
ყალბი ფიცია!
-ვაი რომ ,უკვე,
ყველაფერმა ერთად გიწია!
..და სანამ კიდევ
მოიხოცავ მაგ ცხვირს ,ბიძია,
-სამშობლო ჩემი ,
ნახევარი მინდვრის სიგრძეა!

რ. ამაშუკელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეჰ ფიცხელა, სამწუხაროდ მართალი ხარ:( სულ მუდამ "მტერიანობაში" ვართ და ჭკუა კიდევ ვერ ვისწავლეთ
საქართველოს ჭკვიანი და მართლაც რომ პატრიოტი წინამძღოლი ჭირდება ახლა, მაგრამ სად არის?

ანა-თეკლა, რა კარგადაა გამოხატული მაგ ლექსში სათქმელი :)

ისე რომ ვთქვათ, სანამ დესპანი გამორთული იყო, უფრო მშვიდად ვიყავი,ნაკლებად ვდარდობდი თითქოს. აქ კი საქართველოზე ვსაუბრობთ და მისი დავიწყების საშუალებას არ ვაძლევთ ერთმანეთს. ასე ჯობია ალბათ, გულმა ტკივილი იგრძნოს, რომ მუდამ გახსოვდეს ვისი გორისა ხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
tartaletka ჩემგანაც მიიღე შექება(კარმა)

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 196 posts ] 
დესპანი