შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
თბილისი!!!! მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი და ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში. დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი. დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია, რაც შეენთხვევა :კარგიც და ცუდიც .არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან , არ დაივიწყო არც ერთი წუთით . ოთარ ჭილაძე -1959წ.
თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გითოვებ, შენ წყენა გრჩება და ტკივილი .... მაგრამ იცოდე: უფრო მეტად ვსჯი ჩემს თავს თვითონვე , ნესტარს ვტოვებ და ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს. .....შოთა ნიშნიანიზე.
------მე დავემალე გუშინ მეგობარს...... მე დავემალე გუშინ მეგობარს (ზარმა აიკლო სახლი მთვლემარე) ალბათ სირცხვილად დითხანს მეყოფა, გუშინი მეგობარს რომ დავემალე. ის იდგა კართან სახე მცინარი, სიყვარულისთვის ჩემთან მოსული, ამრევი, მსმელი და უწინარეს ბავშვი, რაინდი და მარტოსული. მოყვარული და ჩემი ერთგული იდგა..და იდგა...ღლიდა ლოდინი. მე კი ქურდივით სუნთქვა შეკრული კარს აქეთ ვიდექ, როგორც ცოდვილი. და როცა მიწყდა ზარის ზუზუნი, უკან გაბრუნდა ღმერთების ელჩი..... ის მიდიოდა მხრებმოძუძგული და შამპანიურის ბოთლებით ხელში. ო, ამ სიგლახეს , სულმოკლეობას, ვერ გადაწონის ცოდვა ურიცხვი, მე დავემალე გუშინ მეგობარს ერთი ჭირიან ლექსის გულისთვის . მე დავემალე გუშინ მეგობარს, ემალებიან როგორც მევალეს, და სანანებლად დითხანს მეყოფა, გუშინ მეგობარს რომ დავემალე. ----შოთა ნიშნიანიძე-----
მას შემდეგ, რაც ჩვენ დავშორდით, წყალს მივდევ დაუდგომელსა, ორთაყვირები დამემსხვრა, გულზე მდინარე მომეცა... დროც მიდის, როგორც მდინარე თურმე შენ გადამივიწყე, დაშლილა, ტივი დაშლილა, მივცურავ ერთი ტივისხე. არ ვიცი, ბედი ავბედი წამიღებს რომელ მხარესა, მიმატივტივებს მდინარე გულაღმა მწოლიარესა, ტივი დაშლილა ,წყალს მიაქვს ორთაყვირების ნამტვრევი, ვიხსენებ შენსა ღიმილსა, ხანდახან მომენატრები. ხანდახან გესმის? ხანდახან... თურმე მეც გადაგივიწყე, მზე ჩადის, ტივი დაშლილა, მივცურავ ერთი ტივის ხე.
* * * ის გზა და ბილიკი გახსოვს? აჩრდილი გაფოთლილი თუთის - რომელი თუთა ქალო ქმარი შეჰყურებს და უკვირს თუ გახსოვს წისქვილი ძველი საფქვავი დაგვქონდა ერთად - რომელი წისქვილი ქალო წისქვილში რა მინდოდა შენთან -როგორ მომიტაცე გახსოვს? როგორ ამიხვიე თვალი -ღმერთმანი ტყუილია ქალო ბრაზდება ასწლოვანი ქმარი. შვილთაშვილები კი ამ დროს ხითხითით იკლებენ ბინას დედაბერს მოგონება ართობს, ბერიკაცს რა ხანია სძინავს...
აი, ფანჯარა იმი სახლის,/ დაუვიწყარი ფანჯარა,/ რომელთა დღეთა სიახლის/ ჩემს გულში არა დარჩა რა. / სამუდმოდ ამიერიდან / დახურულია ის კარი,/ საიდან მფენდა ნათელსა / ამომავალი ცისკარი./ გზებს მარტოობა ჰფენია,/ ზღვას ხმა გოდებით დაღლია,/ წინათ სასახლე მეგონა,/ ახლა უბრალო სახლია./
იყო ფიქრების ვალსი,/ იდგა რკალები წყალზე,/ არ ასვენებდა ღამეს / ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე./ თვალს არ ეკიდა ძილი,/ მზეთა ვიყავით შვილი,/ რისთვის დაგვარქვეს ნეტა/ დემონიური წყვილი? / მაგრამ ეს იყო სრული/ ყრმობის სევდა და რული/ იმ სიყვარულის ცეცხლი,/ იმ არსებობის გული./