↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს

რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს

რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს

ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,

ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელია !!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts31
კარმა1
OFFLINEPROFILE
თბილისი!!!!
მას ფეხქვეშ ბევრჯერ ჩაუტყდა ხიდი
და ბევრჯერ იგრძნო გაქრობის შიში.
დღეს კი შენ დგახარ ნანგრევის ჩრდილში
და უცქერ ქალაქს ჩრდილივით მშვიდი.
დღეს შენ ხარ და დღეს შენი ბრალია,
რაც შეენთხვევა :კარგიც და ცუდიც
.არც ერთი წუთით, მე გთხოვ ძალიან ,
არ დაივიწყო არც ერთი წუთით .
ოთარ ჭილაძე -1959წ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
იქნებ ვინმემ ამიხსნათ მოთხრობებივით რატო იწერება ლექსები ამ საიტზე, ადრე ასე არ იყო იქნებ გაასწოროთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts31
კარმა1
OFFLINEPROFILE
თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გითოვებ,
შენ წყენა გრჩება და ტკივილი ....
მაგრამ იცოდე:
უფრო მეტად ვსჯი ჩემს თავს თვითონვე ,
ნესტარს ვტოვებ და
ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს.
.....შოთა ნიშნიანიზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined25 Jun 2008
Posts31
კარმა1
OFFLINEPROFILE
------მე დავემალე გუშინ მეგობარს......
მე დავემალე გუშინ მეგობარს
(ზარმა აიკლო სახლი მთვლემარე)
ალბათ სირცხვილად დითხანს მეყოფა,
გუშინი მეგობარს რომ დავემალე.
ის იდგა კართან სახე მცინარი,
სიყვარულისთვის ჩემთან მოსული,
ამრევი, მსმელი და უწინარეს
ბავშვი, რაინდი და მარტოსული.
მოყვარული და ჩემი ერთგული
იდგა..და იდგა...ღლიდა ლოდინი.
მე კი ქურდივით სუნთქვა შეკრული
კარს აქეთ ვიდექ, როგორც ცოდვილი.
და როცა მიწყდა ზარის ზუზუნი,
უკან გაბრუნდა ღმერთების ელჩი.....
ის მიდიოდა მხრებმოძუძგული
და შამპანიურის ბოთლებით ხელში.
ო, ამ სიგლახეს , სულმოკლეობას,
ვერ გადაწონის ცოდვა ურიცხვი,
მე დავემალე გუშინ მეგობარს
ერთი ჭირიან ლექსის გულისთვის .
მე დავემალე გუშინ მეგობარს,
ემალებიან როგორც მევალეს,
და სანანებლად დითხანს მეყოფა,
გუშინ მეგობარს რომ დავემალე.
----შოთა ნიშნიანიძე-----

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 May 2007
Posts1265
კარმა59
OFFLINEPROFILE
ეთერ თათარაიძე

ფიქრზე ერთგულ არაფერ,
არ გუჩენავ უფალს
ფიქრით ცა-მყარს შემიფრენ,
იმედს მიხვევ მფუთავს.
ფიქრით სამზეოს გავლევ,
ვისთანაც გულს უხარს,
ვისთანაც გინდ ჭერს იფარ,
გიჟიკჟიკებ ბუხარს.
ვისთანაც გინდ ლამაზად —
სოფელს გავლევ უქარს,
ფიქრზე ერთგულ არაფერ,
არ გუჩენავ უფალს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მას შემდეგ, რაც ჩვენ დავშორდით, წყალს მივდევ დაუდგომელსა, ორთაყვირები დამემსხვრა, გულზე მდინარე მომეცა... დროც მიდის, როგორც მდინარე თურმე შენ გადამივიწყე, დაშლილა, ტივი დაშლილა, მივცურავ ერთი ტივისხე. არ ვიცი, ბედი ავბედი წამიღებს რომელ მხარესა, მიმატივტივებს მდინარე გულაღმა მწოლიარესა, ტივი დაშლილა ,წყალს მიაქვს ორთაყვირების ნამტვრევი, ვიხსენებ შენსა ღიმილსა, ხანდახან მომენატრები. ხანდახან გესმის? ხანდახან... თურმე მეც გადაგივიწყე, მზე ჩადის, ტივი დაშლილა, მივცურავ ერთი ტივის ხე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined23 Sep 2008
Posts93
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
ის გზა და ბილიკი გახსოვს?
აჩრდილი გაფოთლილი თუთის
- რომელი თუთა ქალო
ქმარი შეჰყურებს და უკვირს
თუ გახსოვს წისქვილი ძველი
საფქვავი დაგვქონდა ერთად
- რომელი წისქვილი ქალო
წისქვილში რა მინდოდა შენთან
-როგორ მომიტაცე გახსოვს?
როგორ ამიხვიე თვალი
-ღმერთმანი ტყუილია ქალო
ბრაზდება ასწლოვანი ქმარი.
შვილთაშვილები კი ამ დროს
ხითხითით იკლებენ ბინას
დედაბერს მოგონება ართობს,
ბერიკაცს რა ხანია სძინავს...

/ავტორი არ ვიცი :(/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
გაიხარე ,საუკეთესო ლექსია ,კარმა ჩემგან

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
მა,სად ხარ?_
უშენო წამები მაციებს,
ხელ-ფეხიც ძველებურად გამეყინა,
ვითვლი კვლავ შენამდე დღეებს და მანძილებს,_
ღმერთო, რამდენია(?!)

თითებს ცხელი სუნთქვით აქ არვინ არ მითბობს,
სევდასაც კოცნებით არავინ არ მიშლის,
ისეთს ხომ არაფერს არ ვითხოვ?_
მამასთან გ ა მ ი შ ვ ი თ ! . . .

შენ მაინც გამიშვი სიზმრის ლაბირინთო,
იქ სადაც მამის გულს საათი დარაჯობს,
მსურს,მა,შენს ხელებში თმები ამილინთო
და აღარ დაგშორდე არასდროს...

წვიმებმა წალეკეს ირგვლივ არე-მარე
მე კი დარდისაგან ცრემლიც კი გამიშრა,
მა,შენს მონატრებას ვერსად დავემალე_
აღარსად გამიშვა!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაქს... ჩემი ლექსიცაა ეს :(((((:( მენატრება მა,

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აი, ფანჯარა იმი სახლის,/
დაუვიწყარი ფანჯარა,/
რომელთა დღეთა სიახლის/
ჩემს გულში არა დარჩა რა. /
=ko=
სამუდმოდ ამიერიდან /
დახურულია ის კარი,/
საიდან მფენდა ნათელსა /
ამომავალი ცისკარი./
=ko=
გზებს მარტოობა ჰფენია,/
ზღვას ხმა გოდებით დაღლია,/
წინათ სასახლე მეგონა,/
ახლა უბრალო სახლია./

=mq

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
იყო ფიქრების ვალსი,/
იდგა რკალები წყალზე,/
არ ასვენებდა ღამეს /
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე./
=ko=
თვალს არ ეკიდა ძილი,/
მზეთა ვიყავით შვილი,/
რისთვის დაგვარქვეს ნეტა/
დემონიური წყვილი? /
=ko=
მაგრამ ეს იყო სრული/
ყრმობის სევდა და რული/
იმ სიყვარულის ცეცხლი,/
იმ არსებობის გული./

=mt =mq

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts3804
კარმა223
OFFLINEPROFILE
,,მიყვარხარ ასეთი:მშვიდი და მდუმარე

როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია,

თვალებით თანხმობა,თვალებით უარი,

და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია...

შენგან ვისახსოვრე...და სადმე თუ არის,

მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია,

მიყვარხარ ასეთი:მშვიდი და მდუმარე,

როცა არ სჭირდებათ ტექტებს კორექცია"


სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
სამყაროვ, მაინც რით გაგაოცო,
დედოფლის ფატა მახურავს ეკლის.
მე ახლა ცის შუბლს მინდა ვაკოცო,
რომელიც შენში ოდნავად შემცვლის.

იქნებ ვაჭარბებ, იქნებ ვამეტებ,
მზითევს მიგზავნის ზეცა მაღალი.
მე ფრთხილად ვაშრობ სველ პერგამენტებს,
რომ წავაწერო რამე ახალი.

დამდევს ოცნება ცისფერფარცება
და სურვილები, ლაშქრად კრებული.
ან ჩაიწვება, ან გადარჩება
სული- ფარულად ახანძრებული.

ხშირად იდუმალ წრეში მახედებს
და მათამაშებს გრძნობა მისანი.
ვამტვრევ და ვაწყობ სულის ნატეხებს,
რაც საკუთარი თავი ვიცანი.

ყველამ თავისი არსი იპოვა,
ვინც განვლო ცამდე გზა სიმწარეთი.
მჯერა, ჩემიდან შენამდე მოვა
ამოფრენილი ოქროს ბწკარედი.

და მეც ვჯიუტობ, რომ ვნახო ქარში
ხმაუცნაური ჩემი იგავი.
ერთს გვედრი მხოლოდ, დამტოვე ბავშვი,
ისეთი, როგორც ვარ და ვიყავი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი