↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
მეც მინდოდა მქონოდა ულამაზესი სასახლე,
და ულამაზესი, თოვლისდედოფლისნაირი
მოსასხამი.
განა ვარდების ბუჩქებზე ვოცნებობდი,
(ვარდები ისედაც ყველგან იყო)...
მაგრამ ეს ცრემლი,
ეს მდუღარე,
ეს ყველაფრისგამალღობელი,
იდგა და მდარაჯობდა...
და მეც ის შევიყვარე,
რასაც ჩემგან ითხოვდნენ,
და სულ ბოლოს მეც ვისწავლე მათებურად
ტირილი,
და დავგეშე ჩემი ცრემლები შენს წინააღმდეგ,
და გაგანადგურე შენ, _
მშვენიერი და მედიდური,
მაგრამ მაინც ყვავილზე სუსტი,
და მორჩილად შევუერთდი
ამ ვარდების მოტრფიალეთა ნაცრისფერ რიგებს,
და ვისწავლე გამარჯვებულის მხარეზე ყოფნაც,
და გავიზარდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
როგორც მეცხვარის დიდი ქოფაკები, _
ჭკვიანები, უცხოსთან საშიშები,
პატრონისთვის საიმედონი,
ისე ვდარაჯობთ ერთმანეთის სიმარტოვეს...
სულ ეს არის სიყვარული.
მაგრამ სხვებს უკვირთ,
და მეც მიკვირს ხოლმე ხანდახან

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
მე რომ ბუზი ვიყო,
დავიძინებდი ამ ზაფხულში,
ამ ხმაურში და სიმხურვალეში.
ვიძინებდი მთელ შემოდგომას,
დაველოდებოდი, როდის მოიხურავდა კარს
ამ სახლის ყველაზე ბოლო ბინადარიც.
და ზამთარში, როცა თოვლს ჩამოყრიდა,
როცა ეზოში არ იქნებოდა არც ერთი ნაფეხური,
როცა ზამთრის სუსტი მზის სხივები
ოდნავ მაინც გამათბობდა,
გამოვიჩეკებოდი
და ავფრინდებოდი აივნიდან სიჩუმესა და
სითეთრეში,
ერთი პატარა, შავი წერტილი,
აქეთ-იქით ვიბზუილებდი,
(თუნდაც ერთი დღე, თუნდაც სულ რამდენიმე
საათი)
და ვერავინ ვერაფერს გაიგებდა,
ნაკვალევიც არ დარჩებოდა,
ისე ვიქნებოდი იმ სიჩუმის და სიმარტოვის
ერთადერთი ბატონ-პატრონი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
გურამ საღარაძე
"რად უწოდებენ საქართველოს მგოსანთა მხარეს..."

http://www.youtube.com/watch?v=hr1rO5GCsWg

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
კითხულობს მურმან ჯინორია : შოთა ნიშნიანიძის ლირიკა
http://www.youtube.com/watch?v=swrYF8itFu8

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ლადო ასათიანის "არაგველებო"
კითხულობს გია ბურჯანაძე

http://www.youtube.com/watch?v=6Kl0HSEdAHA

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
აკაკი წერეთელის "სულიკო" . მღერის ტოტო კუტუნიო=lol= =lol= =lol= =haa=

http://www.youtube.com/watch?v=W4QJAqx8i8A

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=ukigFpQUGOs

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზვიგენი,:) გაიხარეეეეეეე,როგორ გავმხიარულდიიიიიიიი=lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
შენსკენ მოვდივარ

შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ,
მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს,
ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ,
ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.

“მიყვარს.... არ მიყვარს...” - ფოთლებზე ვითვლი
და ბოლოს კენტად მრჩება - “არ მიყვარს”,
ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი,
მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.

ყოველ ცისმარე არვეს გავდენი,
ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად
და შენზე ფიქრით ნაღალატევი
გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...

მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი,
თბილისის კართან შენ თუ შემხვდები,
“არ მიყვარს...” “მიყვარს...” - ფოთლებს მივძახი,
მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.

შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე
ლოდინისფერი მაცვია კაბაც,
მე შენ მიყვარხარ (როგორც აქამდე),
ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
შენსავით

ისე გავველურდი, მინდვრის გვირილები
თითებს მიკოცნიან, ქარში განაციებს.
ასკილის ტოტებსაც შენი ხელებივით
თავი ვეღარაფრით ვეღარ დავაღწიე...
აქაც გიერთგულეს ცამ და ვარსკვლავებმა,
ცხადიც ამირიეს, ფიქრიც და სიზმრებიც,
შენს თავს მახსენებენ, შენს ღიმილს, შენს ხელებს.
ვკრთები და ანაზდად ბავშვივით ვწითლდები...
შენსავით ნიავი, შენსავით ცაცხვები,
შენებრ მიყვებიან ჭყანტები სძლისპირებს.
ნისლებმა შენსავით ამავსეს, დამსევდეს,
მერე უშენობა გულმწარედ იტირეს...
შენსავით ლაღი და მშოთვარე არაგვი,
შენსავით ცისკარი, შენსავით ავდარი,
შენსავით...
შენსავით...
შენსავით...
შენსავით...
არც მინდა სხვაგვარი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts405
კარმა51
OFFLINEPROFILE
მარიამ ხუცურაული

***
კი არ მიყვარდი, ღმერთივით მწამდი
და მწვავდი, როგორც ცხელი ღადარი,
მე ფრთებჩამოყრილ ნიბლიას ვგავდი
და ცრემლისფერი იდგა ავდარი...

მე შენს სევდას და მოწყენას ვგავდი
იმ სუსხიანი იანვრის დილით,
ტკივილს ფერმკრთალი იმედით ვრთავდი
და ცოტა მაკლდა, სულ ცოტა ტირილს...

ჩემი ტკივილი და ჩემი დაღლა
არ აწუხებდა ქვეყნად არავის
და ხარახარებდა წვიმაში სადღაც
ცალთვალა შიში შენი დაკარგვის...

ეს საყვედური იყო სხვაგავრი,
თვალები ცრემლს და სევდას მინებდა.
წუხილისფერი იდგა ავდარი,
გამოდარებას არც აპირებდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
შინა ვორგილ
გულსი მჭირს გულში და გულში,გულში
ვის უმზადებდი სიკვდილის ლოგინს?
ერთ ნაჭერ მიწას არ შეგარჩენენ
ვო შინა ორგილ!
სვანურ ლილეოს დაგამეხებენ,
კაცები ჩემი ჯიშით და მოდგმის,
გადადი ჩემი სამოსახლოდან,
ვო შინა ვორგილ!
"დალის ხეობას " განაგებს დალი,
დღესვე მოუხდი დალალებს ბოდიშს,
აკეცე შენი გუდა ნაბადი,
ვო შინა ვორგილ!
ვერ მოვჭრი მიწას შენს ბინძურ თარგზე,
არ გაპატიებ სისხლიან ბოგინს,
ქუდზე კაცი დგას კოდორის თავზე
ვო შინა ვორგილ!
უშბას და თეთნულდს აეკრა ნისლი,
აღარ ვაპირებთ,სიკვდილის ლოდინს,
შენს დღეებს უკვე ენგური ითვლის
ვო შინა ვორგილ!
შენ ვერ გადაწერ ჩემს უსტარ-გუჯარს,
მზის საუფლოდან მხედრობა მოდის,
უქარქაშო ხმალს ბოლო არ უჩანს
ვო,შინა ვორგილ!
დგას საქართველო კართან სამების,
ვის უმზადებდი სიკვდილის ლოგინს?
ისმის "ლილეოს" -ზარი ხარების,
ვო,შინა ვორგილ! ვო,შინა ვორგილ!

თამილა ჯაფარიძე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ეს როგორ მოთხრობასავით დაიწერა,ავტორიც ზედ ლექსს მიება.

ერთხელ უკვე გთხოვეთ იქმება შეცვალოთ სახელის ფრი ურალოდ შეუზლებელია ამიკითხვა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined18 Nov 2008
Posts4
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიყვარული ერთხელ მოდის ცხოვრებაშოი, თქვა ლექსთა მეფემ იმ მადლმაცხონებულმა,მაგრამ ცხოვრებავ უსამართლოვ,გამეც პასუხი რა ქნას იმ ერთხელაც დამარცხებულმა?

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი